We Happy Few [Release Date: Early Access], PC

FPS, TPS, Slasher, Stealth, Side Scroller, Shoot 'em up, Beat 'em up, Combat platformer, Rail shooter...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

We Happy Few [Release Date: Early Access]

Unread post#1 » 13 Mar 2015 03:19

We Happy Few
ქსელში სტუდია Compulsion Games მიერ შექმნის პროცესში მყოფი სათავგადასვალო თამაშის We Happy Few-ს ახალი დეტალები გავრცელდა. თამაშის მოვლენები უცნობი კატასტროფის შემდეგ, 1960 წლების ალტერნატიულ ლონდონში იღებს სათავეს. უტოპიის გამო უელინგტონ ველსის ყველა მოქალაქე ვალდებულია მიიღოს ტაბლეტები სახელად "ბედნიერება", რათა დარჩნენ ბედნიერები და არ გაიხსენონ კატასტროფის შესახებ. ადამიანები რომლებიც უარს ამბობენ ამ წესის დაცვაზე, იდევნებიან სხვა მოქალაქეების მიერ. ერთ-ერთი კანონის გვერდის ამვლელის როლში, თქვენ მოგიწევთ დანარჩენი მოქალაქეების თვალყურის დევნება, რათა გაიგოთ თუ როგორ საქციელს თვლიან ისინი სწორად და როგორს არა. თქვენ აუცილებლათ დაგესხმებიან თავს, თუ აღმოაჩენენ, რომ სადმე მიძვრებით, დაუკითხავათ შედიხართ რომელიმე სახლში, ან თუ მათი თვალსაზრისით რაიმე სხვა სახის საეჭვო საქმიანობით ხართ დაკავებული. თამაშის პროცესში მრავალი, თავის გადასარჩენი ნივთების გროვება მოგიწევთ. მათი პოვნა ქალაქის მაღაზიებსა და სახლებშია შესაძლებელი. ამ დროს მუდმივად უნდა აკონტროლოდ მოქალაქეების ეჭვიანობა. საჭმელი რომლის აღმოჩენასაც შეძლებთ, შეიცავს "ბედნიერების" ნარკოტიკს, რის გამოც თქვენ მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლიც მოგიწევთ. "ბედნიერების" მაჩვენებელი ერთდროულად პერსონაჟის "შიმშილის", "წყურვილის" და "მოწყენილობის" მაჩვენებლებს შეიცავს.

>>>

თამაშში წარმოდგენილია სამყაროს ავტო გენერირების სისტემა, რომელიც თავიდან გასვლის დროს ავტომატურად ქმნის ახალ კარტებს. We Happy Few-ს დეველოპმენტი უკვე რვა თვეა რაც მიმდინარეობს. დეველოპერების თქმით, თამაში ჯერჯერობით მხოლოდ პრე-პრე-ალფის დონეზე იმყოფება. სტუდია Compulsion Games ახლო მომავალში Kickstarter კომპანიის დაწყებასაც აპირებს.
კვაზი-mode

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests