Hotline Miami 2: Wrong Number, PC, PS3, PS4, Vita / აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#1 » 27 Feb 2015 18:55

>>>

Hotline Miami 2: Wrong Number - Abstraction Games-ის Hotline Miami-ის ორიგინალის პირდაპირი გაგრძელება, რომელმაც თავისდროზე კრიტიკოსებისგან და ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან უამრავი დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. თამაშის სიუჟეტი სხვადასხვა ბანდფორმირებებზე გვიამბობს, რომლებიც, ქალაქ მაიამის თავიანთი სისხლიანი მკვლელობებით ატერორებენ. მოცემული ნაწილი სერიის დასასრული გახდება, რადგან ყველა სიუჟეტური ხაზი ამ ნაწილში ამოწურავს თავის თავს. თქვენ ერთდროულად რამდენიმე, სხვადასხვა ბანდფორმირებაში შესული სათამაშო პერსონაჟი გეყოლებათ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მისიებით, იარაღებით, შესაძლებლობებით და სათამაშო გამოცდილებით იქნებიან წარმოდგენილნი. თამაშის რელიზი PS4, PS3, PS Vita, PC, Mac და Linux უკვე ძალიან მალე, 10 მარტისთვის შედგება. ყველა მსურველს თამაშის შეძენა Steam და GOG წინასწარ 10 პროცენტიანი ფასდაკლებით შეუძლია. საყიდლად ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური გამოცემა, რომლის შემადგენლობაშიც შედის Hotline Miami 2: Remix EP - თამაშის 6 რემიქსისგან შემდგარი ალბომი.

>>>

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#2 » 27 Feb 2015 19:29

როგორ ველოდები ამ იგრას რა, ვიცი რო გაასწორებს, უეჭველი ვიცი.
სხვათაშორის კაი ხანია ლიკდ ვიდეო არის იუტუბზე გეიმპლეის, საათნახევარი.
ნუ მე არ მიყურებია, ჩავრთე, 20 წამის გამოვრთე.
why spoil fun

Riddick
Posts: 11696

Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#3 » 12 Mar 2015 12:09

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 10, 2015
Developer: Dennaton
Genre(s): Action & Combat
Metascore 78
User Score 8.0

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#4 » 31 Oct 2017 05:55

რისკერსმა მომხოდა მაგრა და კაკრაზ სეილი გაიჩითა და დავითრიე.
პირველი ნაწილი მომეწონა თავის დროზე, მარა მომეწონა და დამთავრდა. ეს რო გამოვიდა დაბალი შეფასებები მისცეს ბაგების გამო და დავიკიდე, არ მეგონა პირველს რო აჯობებდა და თვალშისაცემი განვითარება დაეტყობოდა.
პირველში უკეთესი AI არის მგონი მარა სხვა მხრივ მეორე მირჩევნია ყველაფრით. ძალიან ბევრი retrowave საუნდტრეკები, გემრიელი სისხლიანი გეიმფლეი, სახასიათოდ წარმოჩენილი საინტერესო პერსონაჟები, მრავალფეროვანი როგორც სკილებით ისე გასვლის მეთოდებით, იარაღებში ბევრი ახალი არაფერია მარა რაც არის საკმარისია. პირველისგან განსხვავებით სთორიც და ატმოსფეროც უფრო მომეწონა, რაღაც ნახევრად ტარანტინოსეულ ნახევრად რაღაც ფსიქოდელურ ეიფორიაში ამოვყავი თავი და ამდენი დეგენერატი ფსიხის მიმართ მართლა სიმპათიით განვეწყვე.
მოკლედ ძალიან მომეწონა, მინდა გაგრძელება ჰქონდეს :(
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#5 » 31 Oct 2017 10:10

არაერთი პერსონაჟი, მაგრამ არანაირი არჩევითობა, წინა თამაშის მექანიკა - მასკები და შესაბამისი სკილები (გადაგორება, კარებებით მოკვლა, ა.შ.) აქ ჩანაცვლებულია არაფრის მომცემი 14მდე პერსონაჟით, რომლებითაც მაშინ გათამაშებენ მხოლოდ, როდესაც სიუჟეტურად დათქმულია.

ამავე დროს, ამდენი პერსონაჟის ისტორია მემგონი არ გამოუვიდათ, არ არიან გახსნილნი და გართულებული (და არა კომპლექსური) სიუჟეტური სვლებია.

გეიმპლეის მხრივ ძველი ლეველ დიზაინი უფრო მკაფიო და სასიამოვნო იყო, სივრცეების გაზრდით თითქოს უფრო ქაოტური გახდა ყველაფერი, იქ იმდენად იყო ყველაფერი მეპ და ენემი კონტროლზე, აქ კიდევ სადღაც ტრაკიდან შეიძლება მოკვდე, რადგანაც ვერ დაინახე ლეველის მარცხნივ ტიპი + დიდი სივრცე ხშირად არ იძლევა საშუალებას კომბო-ვომბო ააწყო (თუ მაინცდამაინც 9 კაცს არ მოგაყრის სკრიპტი).

სიუჟეტურად პირველსა და მეორე ნაწილს შორის განსხვავება მიდგომაშია, პირველი (გააზრებულად) ნარატივს უარყოფს, მექანიკაზე აგებულ სიუჟეტს გთავაზობს, მოთამაშეს 'ეთამაშება', რამდენად აინტერესებს თუ რა ხდება და რატომ და რამდენად საკუთრივ 'თამაში და გეიმპლეი'. სადაც მეორე ნაწილში უბრალოდ რაღაც ისტორიებია, რომლებიც თავისთავად შეიძლება საინტერესოც არის (არაერთი დასამახსოვრებელი ციტატით), მაგრამ თვითონ პრინციპი შეიცვალა. იქ, სადაც პირველი უფრო ამბიენტურია, უფრო მეტი კითხვაა, მეორეში უფრო მეტი პასუხია (და ისმის კითხვა, თუ არის საჭირო პასუხები, მითმეტეს გათვლილი არ ქონდათ სიუჟეტი და რაღაც სტორილაინები ცოტა ამოქაჩვით არის გადაწყვეტილი).

მუსიკა კლასნია.

როგორც სერიის დიდ გულშემატკივარს, ჩავთვალე რომ უნდა აღმენიშნა, მაგრამ who cares

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#6 » 31 Oct 2017 15:33

ნაწილობრივ გეთანხმები.
პერსონაჟები გამისწორდა მე, ფანებიც, ბოსის შვილიც, მწერალიც, რიხტერიც. მოტივი ქონდა ყველას და სამყაროში არაფრისმაქნისი ტიპები რომელსაც უნდოდათ რო რაღაცა ყოფილიყვნენ იგრძნობოდა ეგ. პირველში მასეა კი, გეიმფლეის პერსონაჟები არიან, აქ კიდე რეტრო მუღამისთვის არიან. მთელ თამაშზე გაწელილი ჯეკეტის სთორილაინი დამღლელი იყო ჩემთვის, ასეთი პატარა არეული ისტორიები უფრო მოუხდა ჩემია ზრით.
ნიღბები ამართლებდა ერთ პერსონაჟზე კი, მარა აქ აზრიც არ აქვს, გაშლილია აქ უფრო ეგ ამბავი ბევრ პერსზე მარა თან შემოკლებული, მარა ტაქტიკური მხრივ გაამართლა მაინც ჩემი აზრით, ლეველების მოწყობის მხრივ ისეა რო რა გეიმფლეისაც გთავაზპობს, რასაც ირჩევ ამართლებს.
პირველი მაგარია კომბოების და სპიდრანის მხრივ, მარა აქ მეტად ტაქტიკური გათვლები დამჭირდა, სად დავმალულიყავი, სად გამერბინა, სტელსმაც უფრო გაამართლა, ბევრად დაუცველად ვგრძნობდი ტავს და თუნდაც გამწარებულზე ორი ავტომატით დაგეგმილი შევარდნა ძალიან ეფექტური გამოდიოდა. სირთულეც მეტი აქვს ამას და ეს დაზვრვა და ჭკვიანურად გათვლა გამისწორდა პირიქით.
კომბოზე მართალი ხარ, მაქსიმუმ 11 ავაწყვე მგონი, ისაც ეჩივმენტი რო გავხენი მაგედან გავიგე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#7 » 31 Oct 2017 19:52

მთლიანობაში მეც კმაყოფილი დავრჩი, მითუმეტეს 3 საათიანი ისეთი საუნდტრეკი დადეს

უბრალოდ ალბათ პირველი ნაწილის ატმოსფერო, უფრო კონცენტრირებული, თთქოს უფრო Drive იყო გოსლინგის ან ოლდბოის დუხი, კორიდორში რო უვარდები ტიპებს და ტკეპნი, მეორეს კი ცოტათი უფრო ტარანტინოსეული გაბნევა ქონდა პერსონაჟებზე და ჩაპტერებზე.

საერთო ჟამში, ალბათ მანდ უკვე ინდივიდუალური სურვილების მიხედვით მიდის არჩევა.

Riddick
Posts: 11696

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#8 » 01 Nov 2017 01:10

ვაფშე პირველი ჩემთვის სამაგალითო თამაშია. მინიმალური შესაძლებლობებით მაქსიმუმს აღწევს.
1. გეიმფლეი მექანიკის იდეა.
2. უდერსკესი ელექტრო მუსიკა.
3. ძალიან "ძიშოვი", მარა ორიგინალური ვიზუალი და სტილი.
4. და მისტიფიკაციებით სავსე სიუჟეტი, ტორტის თავზე ალუბლის სახით.

ისეთი რამეა მაგარი გაჭირვების დროს გემრიელ ნამცხვარს რო გამოგიცხობს ცოლი :)

აი მეორე ჯერ კიდე არ მითამაშია. დავიწყე, რამდენიმე ტური გავიარე და რაღაც ნაკლებად აგრესიულის მუღამზე ვიყავი, მივანებე თავი, მარა უეჭველი უბრუნდები.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#9 » 01 Nov 2017 11:14

გეიმ მეიკერში ააწყვეს სხვათაშორის, მითმეტეს მაშინ არ ექცეოდა მაგას დიდი ყურადღება, მერე ჰიპერ ლაით დრიფტერმა დააცემენტა, რომ თურმე მაგ ინსტრუმენტისგანაც შეიძლება გამოდნობა რაღაცეების.

Riddick
Posts: 11696

Re: Hotline Miami 2: Wrong Number

Unread post#10 » 20 Dec 2017 23:00

მე ყველაფერი ახალ ეტაპზე აყვანილი მომეჩვენა. პირველისგან მარტო მისტიური ატმოსფერო დამაკლდა. ნუ მუსიკაც მამენტ იმისი უფრო მომწონს.
გეიმფლეი გაცილებით მრავალფეროვანია აქ, მარა ყველა პერსონაჟის, სიტუაციის და იარაღის ვარიაციის მიუხედავათ ვფიქრობ რო მაინც უფრო გაზავებული უნდა ყოფილიყო წყნარი ეპიზოდებით. ძაან ბევრი სისხლია.
პერსონაჟები დამევასა მეც, მომეწონა ყველას თავის კომბატის სტილი როაქ, ხასიათს და მდგომარეობას საკაიფოდ გადმოსცემს.
მომეწონა ტურების მრავალფეროვნებაც. დაჟე უფრო მეტი ლოკაცია უნდა გაეკეთებინათ გარეთ.
ბევრი პერსონაჟის კონცეფტის დამევასა, დინამიკას აძლევს სთორითელინგს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაში მინიმუმ ორჯერ დიდია ორიგინალზე.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 71 guests


cron