Uncharted 4: A Thief’s End, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#1 » 12 Jan 2015 16:30

რამდენიმე დღის წინ ხელმისაწვდომი გახდა Game Informer ახალი თებევრლის ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებული იქნა უზარმაზარი მასალა Uncharted მომდევნო მეოთხე ნაწილის შესახებ - Uncharted 4: A Thief’s End. ქვევით მოცემულია ამონარიდები სტატიიდან, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ თამაშის და დეველოპმენტის შესახებ.

>>>

  • დამტკიცებულია მულტიფლეიერ შემადგენელი;
  • The Last of Us-ის PS4-ზე პორტირებამ Uncharted 4 დეველოპმენტისთვისაც თავისი ნაყოფი გამოიღო;
  • Uncharted 3-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ პატარა გუნდი მაშინვე Uncharted 4 დეველოპმენტით დაკავდა. ახალი ძალები მათ მხოლოდ The Last of Us დასრულების შემდეგ შეუერთდათ, მაგრამ როგორც ჩანს ეს კიდევ არ იყო დეველოპერების საკმარისი ციფრი რადგან, Left Behind დამთავრების შემდეგ მათთან კიდევ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა;
  • თამაშის მოქმედება Uncharted 3 დასრულებიდან სამ წელიწადში ვითარდება;
  • Uncharted 4 დასაწყისში ნეიტანი ელენასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ მათ იდილიას უეცრად გამოჩენილი ნეიტანის ძმა სემი არღვევს, რომელიც ჩვენს გმირს მკვდარი ეგონა;
  • სემის სიცოცხლე გენრი ევინის არტეფაქტის პოვნაზეა დამოკიდებული;
  • დრეიკი ძმის დახმარების ვალდებულებას გრძნობს და ამასთანავე ძალიან უჭირს ახალი საგანძურების საძიებლად წასვლაზე უარის თქმა;
  • ნეიტანი და სემი ერთად ლიბერტალიის მოსაძებნად მიემართებიან - მითიური კოლონიის, რომელიც წესით მადაგასკარზე პირატებს უნდა დაეარსებინათ;
  • თამაშის მოქმედება მხოლოდ კუნძულზე არ განვითარდება. მოსანახულებელ ადგილებს შორის არის - დათოვლილი და ქალაქის ლოკაციები;
  • მოთამაშეს ერთდროულად ორ საგანძურებზე მონადირესთან ბრძოლა მოუწევს: რეიფ და ნადინ;
  • რეიფი მკვეთრად განსხვავდება დრეიკისგან, მას სრულიად განსხვავებული მორალური ფასეულობები და მეთოდები გააჩნია;
  • ნადინი სამხრეთ აფრიკაში კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი გახლავთ;
  • წინა ნაწილებთან შედარებით, მთავარი მოწინააღმდეგეები მოცემულ სერიაში გაციელბით დიდ როლს შეასრულებენ;
  • სემი დრეიკზე ხუთი წლით დიდია;
  • ჩვენ კიდევ შევხვდებით ელენას და სალლის;
  • სემი კიდევ უფრო უგუნური თავგადასავლების მოყვარულია, ვიდრე დრეიკი. მას შურს დრეიკის, იგი მასში "ყველაფერში უკეთეს უმცროს ძმას ხედავს" და კონკურენტად აფასებს;
  • არტეფაქტები (საკოლექციო ნივთები) შესაძლოა უფრო მეტი არტეფაქტების/განძის მიგნების მინიშნებებს შეიცავდნენ;
  • მოწინააღმდეგის ხევში გადაგდების მცდელობის დროს იგი შესაძლოა ფეხზე მოგეკიდოთ;
  • ბაწრის და სატყორცნი კაუჭის გარდა სხვა ხელსაწყოებიც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ მათ შესახებ დეველოპერებს ჯერჯერობით საუბარი არ სურთ;
  • ერთადერთი რაც ვიცით, მათი გამოყენება სხვადასხვა ტიპის თავსატეხების ამოხსნის დროს მოგიწევთ;
  • დეველოპერებს მოთამაშეებისთვის მეტი "ნავიგაციური" თავისუფლების მიცემა უნდათ;
  • ჟურნალისტებს ერთი ტურის სხვადასხვა ხერხებით გასვლის ვარიანტები აჩვენეს;
  • ყველა მიმართულების არჩევას თავისი შედეგები მოყვება - თამაშში არ არსებობს რაიმე ერთი სწორი მიმართულება;
  • AI სისტემამ საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გადაიტანა;
  • დეველოპერები სემის AI-ს The Last of Us-ის ელის AI-ს ერთმანეთს ადრიან. მაგრამ სემი გამოცდილი განძზე მონადირე გახლავთ, ანუ იგი გაცილებით ძლიერია;
  • დეველოპერები თავიდან იცილებენ კითხვაზე პასუხს, იქნება თუ არა ეს დრეიკის ბოლო თავგადასავალი;
  • თამაშში კვლავ ბევრი იუმორი და ხუმრობა იქნება;
  • გამოსვლა ამ წლისთვის არის დაგეგმილი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#2 » 16 Jun 2015 11:00

ტრეილერი - იგივე სირობა რაც აქამდე, ავტომატის ხმის დედამოვ***ნ, გული ამერია.
პროსტა დეტალიზაცია ძალიან კარგია გარემოსი, ეგ სულ მასე იყო და დარწმუნებული ვარ აქაც ძალიან ლამაზ ლოკაციებს დადებენ. რავიცი მთლიანობაში უფრო The Last of Us-ის კუთხით თუ წავლენ შეიძლება ეშველოს, თუ არადა ნახრენ
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#3 » 16 Jun 2015 18:28

რას ლაპარაკობი ბიჭო? უეპიკურესი ბოევიკია ჩემი კარგი მოვტყან ))) ამისთვის ტიპები დეიდებს მოტყნავენ ))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4139
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#4 » 16 Jun 2015 18:35

მე ვეთანხმები სლეირას. გულისამრევად შაბლონური ვეშია.
კომბატი ვაბშე ამოსაღებია ამ თამაშიდან, ყველანაირი adventure/exploration მუღამი ქვრება კალაშნიკოვს რო გააძრობ და 300 კაცს ამოხოცავ.

თან snapped cover 3rd person shooter-ზე ცუდი რამე არ მოუფიქრებიათ საერთოდ. ყველაზე მონოტონური და მოსაწყენი გეიმპლეია. თან ამ მაგარ სინემატიკების მერე უცებ რო ჩაიცუცქები და ქოვერიდან სროლას იწყებ 2004 წლის გეიმპლეით ისეთი შეგრძნება მაქ ხოლმე რომ რიგითი რაიენის გადარჩენის სცენიდან უცებ პეინტბოლის მოედანზე აღმოვჩნდი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#5 » 16 Jun 2015 18:46

რა 300, ერთი 5000 kill მაინც იქნება თითო სერიაში ))))))) კომბატი რო არ ქონდეს ან მინიმუმამდე ქონდეს დაყვანილი უკვე მეყვარებოდა ეს სერიები იმდენად ლამაზი და საინტერესო ლოკაციებია, მარა რად გინდა მორბის 50 კაცი და გესვრიან გაუჩერებლად, ყველა მისტიურ და საინტერესო ელემენტს წამებში სასტიკად უმოწყალოდ კლავს )))

The Last of Us-საც ქონდა ეგ კომბატის მექანიკა მარა მანდ რუტინული არ იყო და მოსაბეზრებელი. სტელსიც კარგად მუშაობდა და მრავალფეროვანი იყო. წააწყდებოდ ბევრ ხალხს, ტაქტიკას დაგეგმავდი და გადიოდი, აქ კიდე ეგ არ მუშაობს და თუ იქნება მგონია რო ბევრად არგებს, პროსტა ვიდეოში რაც ჩანს არ განსხვავდება დიდად ძველებისგან, ლოკაციის მასშტაბებია მარტო გაზრდილი.

ბოევიკად მესამეც არანაკლებია >>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#6 » 16 Jun 2015 21:59

ბლოკბასტერია, ინდიანა ჯონსია, ბახა ბუხის და ჰოლივუდის გადატანაა ვიდეო თამაშებში, თუ მისტიკას და ტონკი გეიმფლეის ელოდებით სადმე სხვაგან მოძებნეთ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#7 » 16 Jun 2015 23:59

ინდიანა ჯონსი კაკრაზ მომწონს თამაში, ძალიან კარგი ბალანსი უჭირავს, საინტერესოცაა, ატმოსფერულიც და კომბატი იმენა გასართობია არ გღლის.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#8 » 17 Jun 2015 00:12

ანუ რას ამბობ რო ცუდი ბლოკბასტერია Uncharted სერია ?
როგორც ბლოკბასტერი არ ვარგა ანუ?
როგორც ბლოკბასტერი და არა რამე სხვა, რაც შენ და კიპერას გაგისწორდებოდათ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#9 » 17 Jun 2015 00:22

როგორც ბლოკბასტერად ვარგა, ინდიანა ჯონსიც ვარგა უბრალოდ ძველია თორე პრინციპი იგივეა.
მე გეიმფლეიზე მაქვს პრობლემა და განხორციელებაზე, სულ ერთი და იგივე ხდება და ეგ ერთი და იგივე გასართობი საერთოდ არ არის. 50 კაცის მაგივრად რო მოდიოდეს ათი ან თხუთმეტი (თუნდაც უფრო ძნელი იყოს) იგივე ბლოკბასტერი იქნება მარა ბევრად მუღამიანი და დინამიური. ასე კიდე თითო ლეველი ძალიან იწელება, მირბიხარ მაგალითად სახურავზე, ყველა მხრიდან სანამ არ შეგაზიზღებენ ამ სახურავებს და ყველა მხიდან სანამ კაცი არ გამოვა ჯერ ერთი მერე ორი, მერე სამი და ბოლოს ათი, იქამდე გაწელავენ და არ დაამთავრებენ ლეველს, რაც მაგარი repetitive ხდება როცა ყველა ლოკაციაში მსგავს მიდგომას აწყდები და წინასწარ იცი სად რა მოხდება. ანალოგიური იყო ტიბეტში, ულამაზესი ლოკაცია, და უცებ დაგესხა ჯარი, ნუ ფიქრობ რო დაგესხა ბანდა და იჩითება ტანკი რომელიც გესვრის გესვრის გევრის და გარბიხარ გარბიხარ გარბიხარ, გარშემო ყველაფერი ინგრევა და უბრალოდ ლოკაციის მიმართ ზიზღი გრჩება
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#10 » 17 Jun 2015 00:38

ანალოგიური იყო ტიბეტში, ულამაზესი ლოკაცია, და უცებ დაგესხა ჯარი, ნუ ფიქრობ რო დაგესხა ბანდა და იჩითება ტანკი რომელიც გესვრის გესვრის გევრის და გარბიხარ გარბიხარ გარბიხარ, გარშემო ყველაფერი ინგრევა და უბრალოდ ლოკაციის მიმართ ზიზღი გრჩება
ესაა ბლოკბასტერი ამერიკულ სტილში და შენ არ მოგწონს ეგ და აჯვავ თამაშს მარა თამაში აღიარებულია თავის ჟანრში, თუგინდა ვედროებით ასხით და ერთერთი ყველაზე წარმატებული სერიაა (პატივსაცემიც)

ტრეილერი - იგივე სირობა რაც აქამდე, ავტომატის ხმის დედამოვ***ნ, გული ამერია

აი ესაა რეალური პრობლემა, არაფერი არ მოგწონს, ყველაფერი გულს გირევს, ესეთ მტყვნელ ტრეილერში, ამდენი მაგარი მომენტით გამოყავი რაღაც მიზერული და დაჯმა დაიწყე. მიდი აბა დადებითი მხარეები ჩამოთვალე ეგეთი დეტალებიდან და რამდენი გამოვა. არა იმენა სროლის ხმამ გული აგირია და მორჩა.

ერთერთი ყველაზე მტყვნელი ტრეილერია რაც ამ E3 იყო და თამაშიც ეგეთი იქნება დარწმუნებულივარ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#11 » 17 Jun 2015 00:48

ქვეშ მიწერია დადებითი რაღა ჩამოვთვალო ))
რაც არ მესიამოვნა ის ვთქვი, გულს მირევს ზუსტად იგივე გადმოტანილი კომბატი რომელიც იწელება, გულს მირევდა ახალი Tomb Raider-იც მაგის გამო. ხალხს მოსწონს მე არ მომწონს, მე Shadow of The Colossus მომწონს მარა ზოგისთვის სთორის ნაკლებობა აქვს, ზოგისთვის ცუდი ანიმაცია, Last Guardian-ში კიდე ეს ძაღლი ცუდი პონტია და ასე შემდეგ )))
აღიარებული და წარმატებული კიდევ ბევრი რამეა მარა ყველაფერი კარგი ხო არაა, მასე ყველაფერს დაერქმევა სახელი რო ეს ამერიკული ბლოკბასტერია, ეს შვედური და ასე შემდეგ. კარგი რაც აქვს არ ვუარყოფ, უფრო კარგი იქნებოდა კონკრეტული გეიმფლეის ელემენტი ასე გაწელილი და დამღლელი რო არ იყოს, მინუსია ეგ ჩემთვის თამაშის. იგივე იყო Alan Wake-შიც, მომწონდა ყველაფერი გარდა ბნელ ტყეებში ერთი და იგივე დამღლელ აჩრდილებთან ბრძოლის გარდა, ტრილერია და survival მიდის, კი მარა მე ცოტა სხვანაირად მომეწონებოდა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
hellwalker
Posts: 4139
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#12 » 17 Jun 2015 01:05

როგორც ბლოკბასტერიც არ ვარგა ჩემთვის. ძაან ერთი და იგივე და მოსაწყენი კომბატი აქ. კი ეგ ექშენ სცენები შთამბეჭდავია მარა იმენა core combat მოსაწყენია.

ბოლოსკენ ძაან მობეზრებული მაქ ხოლმე და ძალით ვთამაშობ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#13 » 17 Jun 2015 01:15

ბლოკბასტერს ჟანრად თუ განვიხილავთ წავა, სინემატიკური თვალსაზრისით დადგმა ანუ, მაგაზე არ მაქ პრეტენზია.
აი კარგად რო ჩამოვაყალიბო მე რას ვუწუნებ ასეთ შედარებას გავაკეთებ. ამას არ ვადარებ არც ჟანრობრივად და არც თამაშს, ვადარებ მიდგომას:
Bioshock - მოწინააღმდეგეები არც ისე ცოტა, აკვირდები თითოეულს, მათ ჩაცმულობას, უსმენ მათ დიალოგებს, ხოცავ შენი მეთოდებით და გაქვს ამისი თავისუფლება,ლამაზ და ატმოსფერულ გარემოში არცერთი მტერი არ არღვევს იმ დეპრესიულ განწობას რასაც თამაში ქმნის, ყველაზე დიდი ბრძოლებიც კია რასდროს არ არის დამღლელი, სავსეა მოულოდნელობებით და გადაადგილებისას არ იცი რა მოხდება მომდევნო კორიდორის შემდეგ.
Bioshock Infinite - მოწინააღმდეგეები ალბათ იგივე რაოდენობის ან ცოტა მეტი, აღარ აკვირდები არცერთს იმიტომ რომ ყველა ერთი სირია, ყველას ერთნაირად ერევი, არ გაინტერესებს მათი ჩაცმულობა, ერთხელ ნახვა საკმარისი იყო. ბრძოლები მიდის ერთფეროვნად რაც არ უნდა ახალი სკილი ან იარაღი გქონდეს, ლამაზ ადგილას გავლისას მიდის მშვენიერი მუსიკის აკომპანიმენტი და უცებ იცვლება პამპარამპარამპარამ და მოდის ზღვა რაოდენობა მტრების რაც ძალიან დამღლელი ხდება და გიფუჭებს იმ კონკრეტული ლოკაციის მუღამს, თან იცი რო გამოვლაზეც დაგხვდებიან და მსგავს მისიაზე სულ ერთი და იგივე მოხდება და ზუსტად ასეც ხდება, თამაში აღარ არის მოულოდნელობებით სავსე და აუპატიურებს იმ ინტერესს როცა ასეთ ბექგრაუნდებზე და ინტერიერებზე რაღაცის აღმოჩენისაც ან სტრატეგიული კომბატის დაგეგმვისას რო უნდა ჩნდებოდეს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#14 » 17 Jun 2015 11:21

ბიოშოკში მე სთორილაინი არ მომეწონა და თვითონ ქალაქი, რადგან საბრძოლო მოქმედებებისთვის შექმნილ პოლიგონს გავს, მარტო რასაც შენ გამოყობ ეგრეც არაა. ჩემთვის შენი ზოგადი მიდგომაა მიუღებელი:
ტრეილერი - იგივე სირობა რაც აქამდე, ავტომატის ხმის დედამოვ***ნ, გული ამერია.

და ამის დამწერი ტიპი მიხსნის რატოა ცუდი თამაში. კი ჩემთვის ბევრად მეტის მთქმელია მსოფლიო აღიარება ვიდრე თქვენი დაჯმა, რადგან ისედაც უმეტესობას ყველაფერს აჯვავთ, განსაკუთრებით მსგავს ჟანრებს და რაც ახალი, ან პოპულარულია იმას. ბლოკბასტერების ფილოსოფიაზე ლაპარაკს არცერთთან არ ვაპირებ, მე მშვენივრად მესმის რაც არი და რასაც მოიცავს ჟანრი, მითუმეტეს რატომაც კეთდება ესეთი პროდუქტი. შენ თუ ეგ განხრა არ მოგწონს ვაფშე რატო თამაშობ ეგაა გაუგებარი, თუ მოგწონს და მაშინ დამისახელე ამაზე მაგარი ბლოკბასტერი რომელიც მოგწონს და 20 წლის წინ არაა გამოსული.

და რა ჩამოთვალე, ეს რო დაწერე მაგაზე ამბობ?
პროსტა დეტალიზაცია ძალიან კარგია გარემოსი, ეგ სულ მასე იყო და დარწმუნებული ვარ აქაც ძალიან ლამაზ ლოკაციებს დადებენ.

სახის ანიმაცის და გრაფიკის დონე
ხალხმრავალი ლოკაციების რეალისტურობა
იარაღით მიყენებულ დაზიანებებზე რეაგირების რეალისტურობა
აფეთქებებით გამოწვეული ნგრევის რეალისტურობა
სამყაროს ზოგადი დეტალიზაცია
მანქანის ტარების თესლი ფიზიკა
ნახევრად ან მთლიანად გახსნილი ტერიტორიები რომელზეც ცხოვრების სიმულაციის სერიოზული დონე თამაშდება
უპეცენდენტო დიალოგიების სიტემა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში ირთვება და ძალიან ატმოსფერულს და კინომატოგრაფიულს ხდის თამაშის პროცესს
ულამაზესი გრაფიკა
ექშენ სცენები რომლებიც ნებისმიერ სხვა თამაშს დაუდგება

და შენ სროლის ხმაზე აგერია გული გამიგე და მერე მიდი შენ კომენტას კიდე ადეკვატური უწოდე და იკამათე რამეზე. ეხა ერთი კიპერა აკლია რო დაწეროს რო იმასაც აერია სროლის ხმაზე გული და ვაფშე დავიჯერებ და მეც ავირევ
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4139
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#15 » 17 Jun 2015 11:53

ok wtf + wtf?
მსოფლიო აღიარება და შეფასება აქვს Assassin's Creed-საც. შედევრია ხო? ამაზე მეტი ქულა უწერია მგონი.
უაზრო არგუმენტია ეგ ფორუმზე, კი ბატონო აქვს მსოფლიო აღიარება. მარა აქ პირად აზრებს და შეფასებებს ვაზიარებთ.

და პირადად მე მოწყენილობით მოვკვდი uncharted-ის თამაშისას. ეგ სინემატიკური სცენა რაც დადეს არის თამაშის 10% ეგეთი და ეგეც ძაან ტიპიურია დღევანდელი AAA თამასებისთვის. ბირთვი არის მიდიხარ კომბატ ლოკაციაში, ჯდები ქოვერში და მოდის 15 wave ერთი და იგივე მტრების ხოცვა ერთი და იგივე მეთოდებით.

რა ჯანდაბად მინდა აფეთქების რეალისტურობა თუ fighting არის მოსაწყენი.

ვისუალი და დიალოგები არის მაგ თამაშის ერთადერთი დადებითი თვისება ჩემთვის. გეიმპლეი მოსაწყენია და მომაბეზრებელი. სთორი ნაგავია ხოლმე. puzzle-ბი სასაცილო.

სიახლით და პოპულარულობით დაჯმაზე <- ლოლ.
ვაჯვავ იმას რაც არ მომწონს და ვთვლი რომ ცუდია. შენ იგივეს აკეთებ ზუსტად. უბისოფტზე და მის პროდუქტზე პოპულარული ფირმა არ არსებობს ეხა მგონი. ძაან შესაქებელ პროდუქტს ქმნიან? ძაან გიყვარს ხო ერთფეროვნება?

გრაფიკულ ხარისხს ეხა ძაან ცოტა AAA Action თამაშს თუ დაუწუნებ. გეიმპლეი და ლეველ დიზაინი რამდენად fun არის მაგაზეა რამდენად ისიამოვნებ "ბოევიკით". Far Cry 3-იც ძაან კარგად იყო გაკეთებული ვისუალი და შუტინგი მარა ყლ* ლეველ დიზაინი ქონდა ერთი და იგივე მონოტონურ თამაშად აქციეს. იგივეა ჩემთვის Uncharted. მოსაწყენი და დამღლელია მაგათი მიდგომა, მრავალფეროვნება აკლია და სინემატიკურად კარგად დადგმული 10% თამაშის დანარჩენ ტიპიურ კომბატ ლოკაციებს არ შველის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#16 » 17 Jun 2015 12:16

სროლის ხმაზე ამერია იმიტომ რომ იგივე შეგრძნება მომიტანა რაც ძველებმა, დავინახე ზუსტად იგივე თამაში და გამიტყდა. მაგის დამწერმა ტიპმა ორი ნაწილი დახურა ორდღიანი ჩაჯდომებით ზუსტად მაგ ჩამოთვლილი კარგი რაღაცეების გამო და არა იმის გამო რო კომბატზე მაზოხისტური ფეტიში ქონდა. მე მასეთი ფილმებიც მომწონს და კინემატოგრაფიული მიდგომით არ ჩამოუვარდება მაგ ჟანრის ფილმებს (სთორი საერთოდ არ მაინტერესებს მასეთ სათავგადდასავლო ვეშებში). ახალ ტრეილერში ყველაფერი იგივე ჩანს რაც წინებში, გარდა შედარებით მასშტაბური ლოკაციისა, რომლის დეტალიზებაც მომეწონა და ეგრევე დავწერე, და ისაც დავწერე ჩემი აზრით რა არგებდა თამაშს - დამგვანებოდა უფრო The Last of Us-ს თავისი კომბატით, იმიტო რო ბევრად საინტერესოა TLOU-ში ეგ მხარე და ბევრად მრავალფეროვანი.
მე დაკარგულ პოტენციალად მივიჩნევ ამ თამაშებს, იმის გამო რო ვიღაც ტიპს არ ეყო ფანტაზია გაცდენოდა ყოველ ხუთ ნაბიჯში 50 ერთნაირ კაცთან ბრძოლის მიდგომას და ჩაესვა სხვადასხვა ტაქტიკურად გათვლილი მოწინააღმდეგეები და კომბატის სქემა, დალშე თუ უნდა გალაქტიკამ აღიაროს ეხლა.
ბლოკბასტერებში არ ვიცი, ექშენ თამაშები კომბატზე დაფუძნებული გადის ამაში თუ ჰოლივუდური კინემატოგრაფიულობით უნდა გამოირჩეოდეს? Arkham სერიები ან Ratchet & Clank სერიები შეიძლება? Resistance და Infamous არ ვიცი, მარა მაგათი კონკურენტი კომპანიის Infamous ბევრად საინტერესოდ მეჩვენება მარტო იუთუბზე რაც მინახავს, თავს ვერ დავდებ
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#17 » 17 Jun 2015 12:35

hellwalker
ok wtf + wtf?
მსოფლიო აღიარება და შეფასება აქვს Assassin's Creed-საც. შედევრია ხო? ამაზე მეტი ქულა უწერია მგონი.
უაზრო არგუმენტია ეგ ფორუმზე, კი ბატონო აქვს მსოფლიო აღიარება. მარა აქ პირად აზრებს და შეფასებებს ვაზიარებთ.

Assassin's Creed არაა შედევრი, ნაგავია. და რა გინდა რო უბისოფტის თამაშების გამოშვების პოლიტიკაზე დავიწყო ეხა ლაპარაკი თუ სად მიდიხარ? რა გაგივრცო? AC და ნამდვილად ღისეული თამაშების აღიარებას შორის რა განსხვავებებია? მართლა თუ გაინტერესებს ამ თემის გავრცობა შემილია ძალიან ჩამოყალიბებულად მარა არა აქ და არა ეხა, იმიტო რო ყლეობაში მიგყავს ამ კითხვით თემა.

და პირადად მე მოწყენილობით მოვკვდი uncharted-ის თამაშისას. ეგ სინემატიკური სცენა რაც დადეს არის თამაშის 10% ეგეთი და ეგეც ძაან ტიპიურია დღევანდელი AAA თამასებისთვის. ბირთვი არის მიდიხარ კომბატ ლოკაციაში, ჯდები ქოვერში და მოდის 15 wave ერთი და იგივე მტრების ხოცვა ერთი და იგივე მეთოდებით.

რა ჯანდაბად მინდა აფეთქების რეალისტურობა თუ fighting არის მოსაწყენი.

ვისუალი და დიალოგები არის მაგ თამაშის ერთადერთი დადებითი თვისება ჩემთვის. გეიმპლეი მოსაწყენია და მომაბეზრებელი. სთორი ნაგავია ხოლმე. puzzle-ბი სასაცილო.

მოწყენილობით თუ მოკვდი რაზე თამაშობ ვაფშე? მოწყენილობით მოკვდი ისეთ თამაშში რომელმაც გარკვეული ეპოქის ექშენ თამაშების სტანდარტები ჩამოაყალიბა და ეხა იმას მიხსნი რო კი რაღაცეები კარგი იყო მარა მოწყენილი იყავი... ქორე გეიმფლეი არ მოგეწონა და რათგინდა აფეთქებების რეალისტურობა თუ fighting მოსაწყენია, რას ნიშნავს ? ერთის ნაწილია ორივე და ანუ აფეთქებები კაი იყო და ხელჩართული ბრძოლა იყო ცუდად ანიმირებული, თუ იარაღის სროლა იყო ცუდი, თუ ბევრი სროლა იყო და შენ მისტიკა გინდოდა ამ დროს? "15 ვეივი" მოვიდა სათავგადასავლო ბლოკბასტერში და მოიწყინე, იმიტო კი არა რო სროლაა, ან ჩხუბია ცუდათ გაკეთებული იმიტო რო შენ რაღაც სხვა გინდა, ანუ არ თამაშობ იმას რაც გინდა და შენი ჟანრი არაა და უნდა ითამაშო რამე სხვა.

სიახლით და პოპულარულობით დაჯმაზე <- ლოლ.
ვაჯვავ იმას რაც არ მომწონს და ვთვლი რომ ცუდია. შენ იგივეს აკეთებ ზუსტად. უბისოფტზე და მის პროდუქტზე პოპულარული ფირმა არ არსებობს ეხა მგონი. ძაან შესაქებელ პროდუქტს ქმნიან? ძაან გიყვარს ხო ერთფეროვნება?

რა ლოლ, რა ლოლ? გუშინ დავდე ახალი უბისოფტის თამაშის ტრეილერი (პოსტი დაგილინკო?) და თემებს ვხსნი რამე ახალს და საინტერესოს როცა აანონსებენ (დაგილინკო ტოპიკები?). და არ ვწერ რო გული ამერია სროლაზე ისეთ თამაშში რომლის ვიდეო რგოლიც შეუდარებლად მაგარია. შენ ვერ ხედავ მაგაში განსხვავებას და ვერც დაინახავ რადგან ამას მწერ. რამდენჯერ გამიცრუა იმედი უბისოფტმა, მარა იმას მაინც არ გავაკეთებ რო ყველაფერს ვაჯვა, იმას არ გავაკეთებ რო უმტყვნელეს თამაშს რაღაც მიზერული მინუსი უპოვო და იმაზე დავიწყო წუწუნი.

გეიმპლეი და ლეველ დიზაინი რამდენად fun არის მაგაზეა რამდენად ისიამოვნებ "ბოევიკით". Far Cry 3-იც ძაან კარგად იყო გაკეთებული ვისუალი და შუტინგი მარა ყლ* ლეველ დიზაინი ქონდა ერთი და იგივე მონოტონურ თამაშად აქციეს. იგივეა ჩემთვის Uncharted. მოსაწყენი და დამღლელია მაგათი მიდგომა, მრავალფეროვნება აკლია და სინემატიკურად კარგად დადგმული 10% თამაშის დანარჩენ ტიპიურ კომბატ ლოკაციებს არ შველის.

ანუ Far Cry 3 მინუსი ლეველ დიზაინით შემომიფარგლე? მეტი მინუსი არააქ მაგ თამაშს? თუ ვერ შეამჩნიე ვერაფერი?
ძაან სამწუხაროა ანანისტებისთვის, მათი რეფლექსების დაკმაყოფილებაზე აწყობილი Far Cry 3 და The Last of Us შემქმნელების Uncharted შენთვის თუ ერთი და იგივეა, მე შენ ცოტა აზზე მოსული ტიპი მეგონე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4139
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#18 » 17 Jun 2015 14:44

Assassin's Creed-იც შედევრად არის აღიარებული იგივე ავტორიტეტების მიერ რაც Uncharted.
იგივე ქულა აქ იგივე საიტებზე და იგივენაირი რევიები. ჩემთვის ორივე ნაკლული თამაშია და ორივე უსულო ბლოკბასტერია ჰოლივუდის ყაიდაზე აგებული. ისეთივე ეპოქა აქ ჩამოყალიბებული Uncharted-ს როგორც Assassin's Creeds- აქვს მთელი პარკურის სლეშერი ჟანრი შექმნილი თანამედროვე.

ატსასინის და ამის დაწუნებას შორის არავითარი განსხვავება არაა. ორივე ერთი კულტურის და მიმართულების თამაშია. ერთი ინდუსტრიის აღიარებული. სადაც ახალი Tomb Raider-ის და Assassin's Creed-ის, Fallout-ის, Max Payne 3-ის დაჯმა მოსულა, ვერ ვხედავ რატომ იკვეთება რაღაც ხაზი Uncharted-ზე და რატო მხდის რაღაც ზადროტ ჰეიტერად მისი დაწუნება. ჰიპოკრიტობას აქვს ადგილის სერიოზულს. ანუ მაბრალებ რაღაცას რასაც შენ თვითონ აკეთებ სხვა თამაშების მიმართ.

თამაშის წუნებზე კიდე მეტი გასაგებად რანაირად აღგიწერო, რუტინული კომბატ სიტუაციები აქვთ სადაც ძაან ბევრი ერთი და იგივე მტერი მოდის ტონობით და მათი ხოცვა არ არის სასიამოვნო. ძაან ცოტა თამაშში გაჩერებენ მაგდენ ხანს ერთ ლოკაციაში.

იმის გამოკვლებით რასაც მე მოველოდი და არ დამხვდა. როგორც ისეთი თამაში რომელიც დეველოპერებმა ჩაიფიქრეს შემიძლია შევაფასო და მაგ კუთხით არ მომწონს. არ ვთლი მე მაგ თამაშს შედევრად. ბევრი კარგი და საინტერსო ღირებულება აქ მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი არ აქ. მოსაწყენი და მონოტონურია და სთორი არ უვარგა.

შენ თუ ითამაშე და უმტყვნელეს თამაშად თვლი Uncharted'ს და მისი მონოტონური კომბატ დადგმის და AI-ს გაუთავებლად ხოცვა არ მოგბეზრდა კარგი. მისაღებია შენი პოზიცია. ჩემი აზრით არ არის ეგეთი. Flawed თამაშია ისეთ ასპექტებში რაც ობიექტურად რომ შეაფასო მნიშვნელოვანია ძაან იმ ჟანრისთვის რაშიც მოღვაწეობს.

განსაკუთრებით მეორეს ენდინგი თუ გითამაშია მაგას არ თვლი სრულ ყლეობად და თამაშის სირხვილად. ძაან უცნაურად იკვეთება მაშინ ამ კონკრეტულ თამაშზე ჩვენი ღირებულებები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8718
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#19 » 17 Jun 2015 16:19

Assassin's Creed-იც შედევრად არის აღიარებული იგივე ავტორიტეტების მიერ რაც Uncharted.
იგივე ქულა აქ იგივე საიტებზე და იგივენაირი რევიები. ჩემთვის ორივე ნაკლული თამაშია და ორივე უსულო ბლოკბასტერია ჰოლივუდის ყაიდაზე აგებული. ისეთივე ეპოქა აქ ჩამოყალიბებული Uncharted-ს როგორც Assassin's Creeds- აქვს მთელი პარკურის სლეშერი ჟანრი შექმნილი თანამედროვე.


ანუ შენ მეუბნები რო Uncharted იგივე დონის უსულო პროექტია რაც Assassin's Creed და განსხვავებას ვერ ხედავ?
დამისახელე Uncharted-ზე უკეთესი თამაში თავის სეთინგში და ჟანრში. დამისახელე მაგაზე უკეთესი ბლოკბასტერი თავის და თუნდაც სხვა თაობებში !
ჩამოვწეროთ რა ღირებულებებიაქ და რა მოუტანა ინდუსტრიას Assassin's Creed და რის გამოა შეურაწყოფა მთელი ინდუსტრიისთვის, მერე იგივე გავაკეთოთ Uncharted-ზე. დეტალურად ოღონ და არა ერთ წინადადებაში. გავიაროთ მათი მწარმოებელი კომპანიების სხვა თამაშები და ზოგადი მიდგომა საერთოდ გეიმ დეველოპმენტისადმი. ფორმა თუგინდა ტოპიკის სახით, თუ გინდა სკაიპით, თუ გინდა შევხვდეთ და ვისაუბროთ, მარა

ჩემთვის ორივე ნაკლული თამაშია და ორივე უსულო ბლოკბასტერია ჰოლივუდის ყაიდაზე აგებული - თუ არ მოგწონს ჰოლივუდური ბლოკბასტერები მე შენთან არაფერზე არ მაქ სალაპარაკო, შენ მაშინ არაფერი მსგავსი არ მოგეწონება. არ მესმის რატო თამაშობ ესეთ თამაშს იმის მიუხედავად რო ზოგადად არ მოგწონს ჰოლივუდური ბლოკბასტერები. შენ მაინც თამაშობ და მაინც აფასებ იმას რაც არ მოგწონს და იგივეს იმეორებ, შენთან კამათს აზრი არააქ, შენ უკვე ამ კამათს გარეთ ხარ.

ატსასინის და ამის დაწუნებას შორის არავითარი განსხვავება არაა. ორივე ერთი კულტურის და მიმართულების თამაშია. ერთი ინდუსტრიის აღიარებული. სადაც ახალი Tomb Raider-ის და Assassin's Creed-ის, Fallout-ის, Max Payne 3-ის დაჯმა მოსულა, ვერ ვხედავ რატომ იკვეთება რაღაც ხაზი Uncharted-ზე და რატო მხდის რაღაც ზადროტ ჰეიტერად მისი დაწუნება. ჰიპოკრიტობას აქვს ადგილის სერიოზულს. ანუ მაბრალებ რაღაცას რასაც შენ თვითონ აკეთებ სხვა თამაშების მიმართ.


რასქვია განსხვავება არაა? ძალიან დიდი განსხვავებაა, გააჩნია ვინ უყურებს და რითი, ან როგორ აფასებს. შენ ეხა უკანალით აფასებ, Tomb Raider, Fallout, Max Payne - იმისი ახსნა გჭირდება თუ რატო შეილება არ მომწონდეს ეს თამაშები, და რატო არ არი აქ მოსაყვანი მაგალითები? კაი გეტყვი, იმიტო რო თავიანთ დასაწყის, კანონიკურ ჩარჩოებს, წესებს ცდებიან და უმეტეს შემთხევავში სიმახინჯე გამოდის, მარა რაშუაშია აქ Uncharted რომლის მთავარი სერიებიდან ბოლოც უნდა გამოვიდეს ეხა?

რას ვაკეთებ სხვა თამაშებთან მიმართებაში კონკრეტული განმარტება მინდა მაგის, კონკრეტული თამაშები, მაგალითები მომიყვანე (დამიკოფირე ნაწერები) და გასაგებად დამიწერე რაზე ლაპარაკობ.

თამაშის წუნებზე კიდე მეტი გასაგებად რანაირად აღგიწერო, რუტინული კომბატ სიტუაციები აქვთ სადაც ძაან ბევრი ერთი და იგივე მტერი მოდის ტონობით და მათი ხოცვა არ არის სასიამოვნო. ძაან ცოტა თამაშში გაჩერებენ მაგდენ ხანს ერთ ლოკაციაში.


გასაგებია რო არ მოგწონს, ისიც გასაგებია რო ამის გამო ყველა პლიუსი გკიდია და ეთანხმები სლეიერას რო - ამ შესანიშნავ ვიდეოში - სროლის ხმა გულის ამრევია ))) ჰეითერიხარ, ხედავ რა საკაიფო ვიდეოა, ხედავ მარა წინა ნაწილის გარკვეული მინუსების გამო, ყველაფერი კარგის მიუხედავათ მაინც ცუდზე გაქ ორიენტირებული აზროვნება, დაჟე Assassin's Creed-ზეც არ ვარ ეგრე და მიდი დამიმტკიცე რო ვარ. Far Cry 3 გადმოვწერე და ვითამაშე, Assassin's Creed unity ისეთი დაბაგული იყო არ გადმოვწერე, მარა ვაპირებდი თამაშს.

იმის გამოკვლებით რასაც მე მოველოდი და არ დამხვდა. როგორც ისეთი თამაში რომელიც დეველოპერებმა ჩაიფიქრეს შემიძლია შევაფასო და მაგ კუთხით არ მომწონს. არ ვთლი მე მაგ თამაშს შედევრად. ბევრი კარგი და საინტერსო ღირებულება აქ მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი არ აქ. მოსაწყენი და მონოტონურია და სთორი არ უვარგა.

რას მოელოდი შენ? რა არ დაგხვდა?
სადმე დავწერე მე რო შედევრიათქო?
მე იმას ვწერ რო ჰეითერულად უდგებით და გაბრმავებთ ეგ.

განსაკუთრებით მეორეს ენდინგი თუ გითამაშია მაგას არ თვლი სრულ ყლეობად და თამაშის სირხვილად. ძაან უცნაურად იკვეთება მაშინ ამ კონკრეტულ თამაშზე ჩვენი ღირებულებები.


არ მინახია მეორეს ენდინგი, მარა შენ არ გინახია მეოთხესი, რითი განსხვავდება ჩვენი მოსაზრებები? შენ ხარ ტიპი რომელსაც ჰოლივუდური ბლოკბასტერები არ მოწონს, მაინც თამაშობს, მაინც არ მოწონს და მაინც მეკამათება იმაზე რო - ძაან უცნაურად იკვეთება მაშინ ამ კონკრეტულ თამაშზე ჩვენი ღირებულებები - იკვეთება ! და მე არ მაქ ამასთან პრობლემა, პირიქით.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#20 » 17 Jun 2015 16:41

მაგ ვიდეოში არაა სროლის ხმა გულის ამრევი, შენთვის ეგ ვიდეო სიახლეა, მოგწონს, შესრულება მეც მომწონს, ფილმის ნაწყვეტივით ვუყურე, მარა მე მერევა გული ისევ ერთი და იგივეზე და ისევ იმ მიდგომაზე.
გაგისწორდებოდა Last of Us-ში Killing Floor-ივით რო მოდიოდეს ხალხი? როცა შეიძლება სტელსი, hand to hand კომბატი და სროლა იდეალურად შეარწყა ერთმანეთს როგორც აკეთებ TLOU-ში, რატო არ უნდა ისწავლო ჭკუა და რატო უნდა გაიმეორო იგივე? მე მინდა რო შეცვალონ ეგ მიდგომა და დარჩება იგივე ბლოკბასტერი და იქნება ძალიან მაგარი თამაში, მაინცდამაინც ერთნაირი ბანდიტები უდნა მოდიოდნენ და ერთნაირი კომბატი მიდიოდეს რო თამაშმა ბლოკბასტერობა შეინარჩუნოს? ასე ხდებოდა სამ სერიაში.

სამი სერია და უკვე მეოთხეც ერთი და იგივე ტუპოი სროლა თუ არ მომწონს (და არ მინდა იყოს) ჰეითერი რატო ვარ ამის გამო? ვთამაშობ ჰოლივუდური კინემატოგრაფიულობის, ვიზუალის, თავგადასავლის და კომბატის გამო მარა მიჯვავს აქ კომბატი, და არ ვამბობ რო სხვა რამეების გამო არ მომწონსთქო თამაში. Souls სერიებზე ამბობ რო ერთი და იგივე მექანიკა ხდება დამღლელი და Uncharted-ზე რაღა ითქმის აბა? მე კომბატი თამაშებში მომწონს საინტერესოდ დაგეგმილი, პლატფორმინგიც ასევე საინტერესოდ დაგეგმილი და არა სულ ერთი და იგივე. არაფერი არ მაქ მართლა საჰეითერო ამ სერიებისადმი, პირიქით მომწონს ეგ სტუდია და მითუმეტეს Legacy of Kain-ის შემქმნელი ქალი მუშაობდა მაგ სერიებზე, მარა არ გამიმართლა ის მოლოდინი რაც მინდოდა. მინდოდა ზუსტად ეგ ჰოლივუდური სათავგადასავლო ბლოკბასტერი + საინტერესო მისტიური touch-ით, და მისტიურზე რატო არ უნდა მქონდეს პრეტენზია თუ მიფუჭებს მაგ განწყობას, როცა თამაშის სთორი მაგაზეა მიმართული და ხან დამარხულ ქალაქებს ეძებენ ხან განძს, ნახულობენ ძველი ცივილიზაციის დატოვებულ დამარხულ ნაგებობებს და ყოველ მეორე დიალოგში ამოუცნობზე და საინტერესოზე ლაპარაკობენ?
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests