Uncharted 4: A Thief’s End, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#41 » 26 Jun 2015 19:34

1. თამაშის შეფასების თემა
კი ჩემი აზრით შემიძლია თამაშის შეფასება და მისი კრიტიკა როდესაც ეს თამაში ჯერ არ გამოსულა.

ეს პასუხი იმას ნიშნავს რო მე გიშლიდი ჯერ არ გამოსული თამაშის კრიტიკას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ხომ აქ კიდე ერთი პრობლემა -> შემიძლია არასწორი სიტყვაა რადგან ნებისმიერი რამე შემიძლია დავწერო, მიღებულიაც არასწორი სიტყვაა რადგან საერთო მორალური ღირებულებები არ გვაქ რომ ამის თქმა იყოს შესაძლებელი. ჩემთვის მისაღებია ალბათ ყველაზე ქორექტული ფორმაა მარა ამასაც თავისი პრობლემები აქ.

ამით იმას ამტკიცებ რო ზოგადად შეუძლებელია გამოსულ თამაშზე კორექტულად რამის ლაპარაკი, მარა ცდები. უნდა იმსჯელო მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით. საერთო მორალური ღირებულებები საერთოდ არაფერ შუაში არაა.

ჩემი და ნებისმიერი სხვის შეფასება არ გამოსული პროდუქტის არის საკუთარი მოლოდინის გამოხატვა რეალურად მასზე. და ნეგატიური თუ პოზიტიური მოლოდინის გამოხატვა არის მისაღები ჩემთვის.

შენ მოლოდინი ზიზღში გადაგდის და რეალურად თამაშზე ლაპარაკი ძველისადმი დამოკიდებულებაში, რეალურად მასზე ლაპრაკი შესაძლებელია იმით რაც რეალურად მასზე ვრცელდება და უკვე მკიდია თუ ეს შენს ტვინში არ გავრცელდება ))

2. გამოხატული მოლოდინის ადეკვატურობა
კი ჩემი აზრით მოლოდინის გამოხატვა წინა ნაწილებზე დაყრდნობით არის ადეკვატური ფორმა შეფასების. ავტორის წინა ნამუშევარი და შენი გამოცდილება მასთან გაძლევს საშუალებას რომ იცოდე რას უნდა მოელოდე შემდგომ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თამაშზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუ თამაშზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია და გავრცელებულ ინფორმაციაში შენი უარყოფითი დამოკიდებულების გამომწვევი დეტალები უკვე განიცდის სახე ცვლილებას, ან შენი ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი მასში საერთოდ არ არის მოცემული, და შენ კვლავ თამაშის გამოცდილებით აცხადებ რო გულისამრევი იქნება ხარ არაადეკვატური შემფასებელი.

არის შემთხვევები როცა ავტორის ნამუშევარი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ მიდის. მარა ეს გამონაკლისებია როცა თამაშის მესამე + ნაწილს ეხება და თამაშის ფორმულა გაყიდვადია. ანუ თუ თამაში თავისი ნაკლებით და დადებითი მხარეებით იყიდება კარგად და 3 ნაწილის განმავლობაში რაღაც არ შეცვლილა ჩემი დაკვირვებით და პირადი გამოცდილებით დღევანდელ ინდუსტრიაზე იგივე ფორმულით აკეთებენ სიქველებსაც.

ამ გამოცდილების გამო ვერ გაგიმართლებ 2 მშვენიერ ტრეილერზე გულისამრევი ყლეობის დაწერას, მაპატიე. თუ ეგ გამოცდილებაა რითიც მაგ პასუხის დაწერის შემთხვევაში ხელმძღვანელობდი, და თუ ეგ გამოცდილებაა რომელიც არსებული მასალის მსგავსი ფორმით შეფასებას გაიძულებს, მე მიმაჩნია რომ მსგავს გამოცდილებაზე მსგავსი პასუხისმგებლობის დაკისრება არის შეცდომა და შესაძლოა შექმნას ისეთივე უხერხული სიტუაცია, დიალოგი და კამათი როგორიც ესაა.

ეს გამოცდილება საკმარისია რომ მე გარვეული დასკვნები გამოვიტანო. და ძალიან ბერვ პრაქტიკულ მაგალითზე ჩემი ესეთი დასკვნები გამართლებული ყოფილა. ძალიან ძალიან ცოტაზე კიდე მცდარი.

ზუსტად იგივე შემილია გავაკეთო მეც, მაგრამ ესე არ ვიქცევი. კი ბევრი სერიის მიმართ ნამდვილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მათი გამოსვლის შემდეგ ბევრჯერ გამმართლებია მოლოდინი, მაგრამ მათი ახალი ნაწილების შეფასებისას თავს იმის უფლებას არ ვაძლევ რო გამოვიდე და გამოცდილებიდან გამომდინარე გადაჭრითი ნეგატიური აზრები დავაფიქსირო მათზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია გამყარებული არ იქნება ნამდვილი ფაქტებით. ცუდზე არაადეკვატური ცუდის ლაპარაკი გამოდის, რაც ასევე მცდარია.

3. ტრეილერი
ტრეილერის კრიტიკა არ დავიწყე პოზიციების გასამაგრებლად. მისი კრიტიკა დაიწყო როცა შენ თქვი რომ დედისმტყვენი ტრეილერი დაიდო და მაგის მიუხედავათ მაინც ვაჯვავდი.

კი შიგნით პატარა ეპიზოდშია ნანახები ეგ კომბატი მაგრამ თუ გითამაშია ძაან ბევრ დეტალში შეამჩნევ რომ იგივე პრინციპებზეა აწყობილი.

მეორე ტრეილერი არ მქონდა ნანახი რაც დადე. ძაან იშვიათად ვუყურებ მასეთ გრძელ ტრეილერებს.
მაგი ტრეილერი ბევრად მეტად მომეწონა და ბევრად მეტის იმედს მიჩენს.

აი აქ ხდება საინტერესო რაღაც. თავიდან მეუბნები რომ ტრეილერს თუ ნახავ გამოცდილი თვალით, ბევრ დეტალს შეამჩნევ რომელიც მიგახვედრებს რო იგივე პრინციპზეა აწყობილიო, მაგრამ როდესაც მეორე ტრეილერს ნახუობ და წერ რო იმედის მომცემია, და ჩემი აზრით, აი ზუსტად მაგ დროს ირკვევა იმ გამოცდილი თვალისთვის ამხელა ნდობის მინიჭების მინუსები. მშვენიერი მაგალითია იმის, რომ რაც არუნდა გამოცდილი იყოს თვალი იგი შეილება ცდებოდეს, ასე რომ მასზე დაყრდნობით და გადაჭრით რაიმეს მტკიცება, განსაკუთრებით ნეგატიურის, როდესაც თამაშზე გავრცელებული მასალა საპირისპიროს მეტყველებს, არ არის მიზანშეწონილი.

თამაშებს აძლევს საკუთარი პოტენციალის პოვნის და განვითარების საშუალებას, იმის მაგივრად რომ სხვა მედიუმის მარიადორობა დაიწყოს.

ყველაფერი ასე თუ ისე გავიგე, მარა აი ეს ვერ გავიგე რატო დაწერე. ანუ ფიქრობ რომ Uncharted სერია მარადიორობს ფილმ ბლოკბასტერებიდან რამეს? ამით იმას არ გეუბნები რომ არა, არ ვიცნობ სერიას, უბრალოდ მაინტერესებს.

Cover-ების გეიმლეი არ მეზიზღება. snapped მეზიზღება.

მე მეზიზღება ის მომენტი რომ wave gameplay snapped cover-ში ძალიან ჩამორჩენილია დანარჩენი ექსპერიენსიდან რომელსაც ექშენ თამაშები ქმნის. რაც მეტი დრო გადის უფრო იხვეწება რეჟისორულად დადგმული სცენები და მაგათ ფონზე სულ უფრო ცუდათ და პრიმიტიულად ჩანს Snapped (რომ ეწებები ქავერს) cover gameplay.

ასევე მეზიზღება იმის გამო რომ ძალიან ზღუდავს და აფუჭებს ლეველ და კომბატ დიზაინს. თითქმის ყველა ლეველ დიზაინერი აგინებს ამის გამო და მეც მომიწია LDOE-ზე Snapped Cover-იანი რუქის აწყობა და ვიცი რამდენად ცუდი რაღაცაა. ელემენტარულად შეუძლებელია კომბატ ლოკაციაში ისე შეყვანა მოთამაშის რომ ვერ მიხვდეს რომ კომბატი დაიწყება ეხლა. ძალიან არაბუნებრივად როა ერთი სიმაღლის ობიექტები ტაქტიკურად განლაგებული რუკაზე მთელი სასპენსი კვდება. იმდენად ზღუდავს მოთამაშის გადაადგილებას ეგეთი ქოვერი რომ ყველა თამაშის ექსპერიენსი მერე ერთამეთს გავს და ყველა მოთამაშეს აიძულებს ერთი სტილით ითამაშოს.

(ძაან ბევრი მიზეზია რატოა snapped ცუდი. მაგალითად მოითხოვს რომ სცენაზე ყველა cover იყოს გარკვეული სიმაღლეების რო ანიმაცია დაემთხვეს. ასევე მოითხოს რომ სპეციურად განლაგებული იყოს რომ ქავერიდან ქავერში გარბენის კოდმა იმუშაოს სწორედ.)

მესმის რაზეც ლაპარაკობ, და მეც არ მიყვარს ეგ. Deus Ex-ში ვიგრძენი ყველაზე მკვეთრად, ყველაფერი კვადრატულია მაგის გამო თამაშში. მარა მაგ მომენტის ზიზღის გამო და იმის გამო რო პირველ ტრეილერში მაგის აშკარად ძალიან სახეშეცვლილ პატარა მონაკვეთს ვხვდებით, არ გეკადრება იმას თქმა რო გულისამრევია. ახალი Deus Ex მიმართ მეც სკეპტიკურადვარ მაგის გამო განწყობილი, ტრეილერში ზუსტად იგივე გეიმფლეი ანახეს, სახეცვლილებაზე ნამიოკიც არაა, ნითოშტო რაც აქ, პროსტა მაგის გამო დაჯმა არ მოსულა, თუნდაც იმიტო რო ბევრი დადებითი ქონდა წინას, და ამასაც ბევრი საინტერესო მომენტი ექნება როგორც ჩანს.

მარა ამაში არ ვგულისხმობ რომ cover-დან ბრძოლა მეზიზღება. Metal Gear Solid-ში ახალში და კიდე რამდენიმე თამაშში უკვე მოიფიქრეს სისტემა სადაც სრულფასოვანი cover გაქ მაგრამ მიწებელი არ ხარ ზედ. თვითონ ხვდება პერსონაჟი როცა cover-თან არის და ანიმაცია რეაგირებს შესაბამისად. ეს გაძლევს სინემატიკურობას cover-ის გეიმპლეის მარა თავისუფლებას აძლევს მოთამაშეს რომ უფრო სწრაფად და დინამიურად იბრძოლოს, ასევე დიზაინერს რომ უფრო კაი ლეველები ააწყოს.

ტრეილერიდან გამომდინარე მაგ მხრივ აქაც არი წინსვლა, თან ემჩნევა რო საერთოდ სხვა დონე იქნება.

მარა რომც მეზიზღებოდეს, მაგალითად როგორც Turn Based მეზიზღება. ძაან არაადეკვატირუია ხო ჩემი რევიუ და შეფასება Fallout 1,2, Divinity Origins, Wasteland 2?

ამას საერთოდ სხვა თემაში მივყავართ და შენი RPG სიყვარულის გამო რაღაცეებზე თვალების დახუჭვის განხილვასთან მიგვიყვანს. მარა მოდი მითხარი ეგ გეიმფლეი სხვა ესეთ თამაშებში რომელში მოგწონს, და დაგეთანხმები რო მაგის მიუხედავად მაინც შეგილია მათი დადებითად შეფასება. მე მგონია რო არ გაქ.

და კი ტრეილერი გარკვევით არ აჩვენებს რომ იქნება იგივე. ამას მე ტრეილერიდან არ ვასკვნი მარტო, ტრეილერში ნანახ ელემენტს ვამატებ წინებიდან გამოცდილებას და მექნება ეგეთი მოლოდინი.

რახდება კიდე?

ნებისმიერი სახის ადეკვატურ პასუხს არ დავარქვი ობიექტურობა და კრიტიკოსობა. ეს იყო პასუხი შენ კონკრეტულ არგუმენტზე რომ ჰეიტერი ვარ რადგან მარტო უარყოფითზე გავაკეთე აქცენტი და დადებითი არ ვთქვი.

მაგაზე გიპასუხე რომ დადებითს და უარყოფითის ჩამოწერას არ მოვახდენ. მასე იქცევიან კრიტიკოსები რადგან მაგათ აქვთ პასუხისმგებლობა მკითხველებთან რომ მაქსიმალურად ობიექტურად აღუწერონ ყველანაირ მოთამაშეს რას უნდა მოელოდეს. ანუ კრიტიკოსი შეიძლება გადაირიოს თამაშით, მარა ვალდებულია ნაკლებზეც გააფთხილოს ყველა. ან შეიძლება დააჯვას მარა უნდა თქვას რა იყო კარგი. მე შენი კომენტარი აღვიქვი როგორც მაგის მოთხოვნა და მაგიტომ გიპასუხე მასე.

კი შეიძლება ესე აღიქვი, მაგრამ მე საკმაოდ ბევრი ენერგია ჩავდე კრიტიკოსის და უბრალო მოთამაშის შორის ობიექტურობის განსხვავებების აღწერაზე, და საერთოდ ამ კამათის კონკრეტულად მაგ მომენტის გარჩევაზე, რაც ზევით წერია და შეგილია გაეცნო.

როცა თამაშზე ჩემ რეაქციას გამოვხატავ არ მომეთხოვება თქო ეგ. დადებითის და უარყოფითის აღნიშვნა. საერთო ემოცია რაც დამიტოვა იმას გამოვხატავ.

ამას იმეორებ კიდე, მარა მე არ ვიცი უკვე რა პასუხი გაგცე. ძალიან ცუდს შვები რო ისევ ამას უსმევ ხაზს ამდენი ნათქვამის და ესეთი ანალიზის მერე.

6. გამოსულ და არ გამოსულ თამასებს შორის შეფასებაში განსხვავება.
მოლოდინის და გამოსული პროდუქტის შეფასების განხვავებას თუ ვერ ხედავ მეტი ვერ აგიხსნი ვერანაირად.

შენ გგონია რო მე გამოსასვლელი და გამოსული თამაშების შეფასების განსხვავებას ვერ ვხვდები. მე კი ამ დროს გამოსული თამაშების შეფასებების სხვადასხვა მიდგომებზე გესაუბრები. მგონი სასაცილოა.

ხომ ამაზე ქუოთით გიპასუხებ. პირველ პოსტს არ ვგულისხმობდი.
ვიგულისხმე დანარჩენ პოსტებში განხილვა თამაშის. ჩემი კომენტარი რო გადავიკითხე ეხა მივხვდი რომ მაგ ასოციაციას იწვევდა და ჩემი ბრალია რომ ეგ აღიქვი.

ცუდია რო აქამდე მივიდა. მეტი არვიცი რა ვთქვა.

მეტს ვერ ვუპასუხებ დღეს, ხვალ ვერ ავგები ადრე. თუ დრო მქონდა ამ კვირაში გიპასუხებ სხვებზეც.

როგორც გინდა. მთავარია მარაზმი არ გაგრძელდეს არცერთი მხრიდან, დანარჩენს ავიტან და ისევ მოწიწებით შევეცდები პასუხის გაცემას.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#42 » 26 Jun 2015 22:18

ანიმაციებზეა ვიდეოები და სტატია თუ დაგაინტერესებთ.
მკერდზე თმა უთამაშებსო ქარი რო უბერავს)))))))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#43 » 02 Jul 2015 12:29

E3 ტრეილერის გაფართოვებული ვერსია

მეორე ნახევარი უფრო დასკრიფტულ ექშენს ეთმობა, მარა ბოლოში უკვე ზოგად სიუჟეტამდე მიდის საქმე.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#44 » 27 Oct 2015 23:04

ტრეილერი ტრადიციული ონლაინისთვის
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#45 » 15 Dec 2015 01:12

მულტიფლეიერის ბეტის შთაბეჭდილებები
ამ თამაშის მულტიფლეიერი რაღაც უსახური ელემენტების ერთიანობას გავს ჩემთვის, იმიტო რო იდეურად არანაირად არ ეწობა ერთ მთელ ფორმად. არი სტუდიის სულელი, შემოსავალზე გათვლილი პოლიტიკის ბრალი, რომელიც სხვა ბევრსაც მოსდის. ეს რესურსი რო ძირითად თამაშს მოხმარებოდა ძალიან საინტერესო იქნებოდა შედეგი. მარა. მარა, იმდენად ნიჭიერი ტიპები ყავთ, რო ამ იდიოტობის საინტერესოდ გაკეთება შეძლეს. და ნუ საინტერესოში არ ვგულისხმობ ვიზუალურ და საერთო ესთეტიკას, რომელიც არი ინდური ფილმის დონის, რაღაც გაურკვეველი მაგია, სპელები სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ჯარისკაცებს, რუკაზე მიმოფანტული საგანძურები ...
ვგულისხმობ მექანიკის თვალსაზრისით. ანუ ძალიან ნოყიერია ტიპი. უამრავი ისეთი მომენტი იყო რომელიც საერთოდ ახალია და ესეთი სულელი გადაწყვეტილება რო არ მიეღოთ, და რამე Overwatch-ის მსგავსად, დამოუკიდებელი თამაშისთვის მიებათ ეს ყველაფერი, იქნებოდა ძალიან კამფეტი. ჯერ მარტო დამხმარე ხელოვნური ინტელექტის გამოძახების მომენტი რო აიღო, მაგრად აღრმავებს ჩვეულ მექანიკას.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#46 » 25 Feb 2016 18:56

სთორი ტრეილერი https://youtu.be/hh5HV4iic1Y
CG ვიდეოს დონემდეა გრაფიკა აწეული, ლოკაციებია ისეთი რო მართლა იქ გეგონება თავი. აფრიკა <3
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Ripster
Posts: 1440
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#47 » 25 Feb 2016 21:09

ბავშვობაში ველოდებოდი იმ დროს როდის ექნებოდა უშუალოდ თამაშს ისეთი გრაფიკა როგორიც სინემატიკებში იყო ხოლმე

რამდენიმე კვირის წინ ჩავუჯექი ამის წინა ნაწილებს და მაააააააგრად ვიკაიფე
პირველი ორი ვითამაშე და შევისისხლხორცე იმენა
პირველ ნაწილში კიდე მაგრად მხვდებოდა მთელი ეს უარყოფითად მოქმედი ფაქტორები მაგრამ აი მეორეში უკვე წყალივით წავიდა და ძალიან მაგარი დრო ვატარე ცვეტში

მესამე გადავინახე ცოტა მერე ვითამაშებ თქო ვიფიქრე და აი ეს მეოთხე რაღაც ძალიან კრუტოი ჩანს
უეჭველი უნდა დავითრიო როგორმე როცა გამოვა :3
You'd better do something about that cough

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#48 » 29 Feb 2016 23:32

აეუF რა ცეცხლი დანთებულა აქ .-. კაკრაზ დღეს დავითრიე პირველი და მეორე და მესამეს ვაპირებ რო ვიყიდო, მაინტერესებს ერთი რა არი ამისთანა

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#49 » 05 May 2016 20:45

საინტერესო და ობიექტური რევიუ http://www.theverge.com/2016/5/5/115794 ... review-ps4
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#50 » 12 May 2016 10:23

გამოსვლის ინფო:
Release Date: May 10, 2016
Developer: Naughty Dog
Genre(s): Action & Adventure
Metascore 94
User Score 8.2

პ.ს. ეხა ვიწყებ მეორეს
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#51 » 19 May 2016 17:25

მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Ripster
Posts: 1440
Contact:

Re: Uncharted 4: A Thief’s End

Unread post#52 » 14 May 2018 14:13

შესანიშნავი სინემატიკური ედვენჩერ ექშენი თამაშია
დამსახურებები და კარგად შესრულებული მომენტები აქვს უამრავი, გაძლევს იმას რის იმედსაც გიჩენს დასაწყისშივე და აკეთებს ამას კარგად, უკვე დიდწილად თავისივე დამკვიდრებული სტანდარტების მიხედვით. შესანიშნავად გავატარე რამდენიმე საღამო, ბევრჯერ გავიღიმე, გავიცინე, ბევრჯერ გულშიც დამითბა

კარგი რამეა
და ძალიან ლამაზი, ამ სიტყვის საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობით
You'd better do something about that cough

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests

cron