Stalker: Lost Alpha, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Stalker: Lost Alpha

Unread post#1 » 04 Aug 2014 10:47

  • გამოსვლის თარიღი: 2014
  • ჟანრი: Add-on (Standalone) / Action (Shooter) / 3D / 1st Person
  • დეველოპერი: GSC Game World / Dezowave Team
  • გამომცემელი: Dezowave Team
>>>

Lost Alpha სტალკერის მოდინგის ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი გახლავთ, ზოგიერთი გულშემატკივრისთვის მოცემულის ლოდინს წლები დაჭირდა. პროექტის მთავარი მიზანი, 2007 წელს გამოსულ ორიგინალში ვერ მოხვედრილი კონტენტის უკან თამაშში დაბრუნება იყო. ჩრდილების გამოსვლის შემდეგ Lost Alpha-ს შემქმნელებმა GSC შეუსრულებელი დაპირებების თავის თავზე აღება და განხორციელება გადაწყვიტეს. ბილდების გამოჩენის შემდეგ Lost Alpha გუნდის მიერ ბევრი SDK ობიექტი იქნა გადაკეთებული, მსგავსი მეთოდით ისინი თამაშში თავიანთი ძალებით შექმნილ ტურებს ამატებდნენ, ზუსტად მოცემულის მეშვეობით შეუძლიათ მოთამაშეებს იერ შეცვლილი რასტოკის ქარხნის, მკვდარი ქალაქის და Darkscape-ის ხილვა. ედონი მხოლოდ ახალი ტურებით არ შემოიფარგლება, ლოკაციების პარალელურად თამაშმა ბევრი უშუალოდ გეიმფლეი მექანიკასთან დაკავშირებული ცვლილებაც განიცადა, მასში გაჩნდა საინტერესო და უნიკალური ფუნქციონალის ჩამონათვალი და შეიცვალა თამაშის გრაფიკული შემადგენელი, რამაც სტალკერის ცნობილი ატმოსფერო კიდევ უფრო გაზარდა.

>>>

წლების მანძილზე გაწელილი დეველოპმენტის დროს, ედონზე, ავტორების მიერ კოლოსალური სამუშაო იქნა ჩატარებული, ზევით ჩამოთვლილთან ერთად, მათ ოპტიმიზაცია გაუკეთეს თვითონ თამაშის ძრავსაც, გაასწორეს თამაშის ორიგინალის დაუმთავრებელი დეტალები და ბაგები. გაიზარდა მცენარეების რაოდენობა და მათი სახეობები, დაემატა მცენარეებით გადაზდილი სახლები და იდუმალებით მოსილი ტყის მასივები. შეიცვალა ორიგინალი ხეების როგორც ტექსტურები, ასევე მათი მოდელები. ასევე დაბრუნებულია რამდენიმე დიზდოკებში დარჩენილი ქვესთი. სათამაშო ლოკაციებზე მოცემულია დინამიური ობიექტები. მოცემულია ტრანსპორტის საშუალებები, რომლებსაც გარკვეული მანძილის გავლის მერე საწვავით გამართვა ჭირდება. აღდგენილია რამდენიმე მუტანტი რომელთაშორისაცაა ჭაობის ურჩხული და "მოლაპარაკე გარდანატეხი". რეალიზებული იქნა არტეფაქტების შეერთების და ამუნიციის რემონტის შესაძლებლობები. სიუჟეტს რაც შეეხება, მისი მომენტები მჭიდროდაა დაკავშირებული ჩერნობილის ჩრდილებთან, რაც მსროლელის გუნდის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას მოგცემთ (წყარო). ასევე გირჩევ გაეცნოთ Cryzone: Sector 23 თემასაც - >>>
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1470
Contact:

Stalker: Lost Alpha

Unread post#2 » 04 Aug 2014 18:44

ძალიან საინტერესო რამეა თან ზონა მომენატრა
გამოსულია გადავწერ და ვნახავ სიამოვნებით ვითამაშებ სრულფასოვანი თამაში თუ იქნება და არა ამოჭრილი ელემენტების აჯაფსანდალის პონტში

რაღაც პინკ ფლოიდის ახალ ალბომს გავს ეს ბაზარი
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Stalker: Lost Alpha

Unread post#3 » 04 Aug 2014 22:26

ძალიან დიდი კონტენტის მქონე პროიექტია, საერთოდ პირველად რო დაანონსდა სტალკერი და საერთოდ საწყისში როგორიც იგეგმებოდა იმ ვარიანტზეა ლაპარაკი, ანუ მანქანები და უზომოდ დიდი ლოკაციები, უბრალოდ ვიცი რო ბაგები აწუხებს მომენტებში ხალხს, მარა ვემზადები მეც დასაწყებად ნელნელა. ეხა რო არ დამეხურა "სუფთა ცა" უკვე დაწყებული მექნებოდა, მარა ჯერ იმის საშინელი დაბაგულობისგან დატოვებული მოგონებებიდან ვთავისუფლდები
მე რაც დავწერე ესე თეორიულად ვიცი და თუ ვინმე ნახავთ დეტალებში მოგვეცით ინფო, საინტერესოა.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Re: Stalker: Lost Alpha

Unread post#4 » 28 Apr 2016 09:57

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests