Sniper Elite 3, PC, X360, Xone, PS3, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Sniper Elite 3

Unread post#1 » 29 Jul 2014 08:54

Sniper Elite 3
Sniper Elite 3-ის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ამერიკელი აგენტის კარლ ფეირბერნის როლში, თქვენ, თქვენივე თანამებრძოლების ფაშისტების ინტენსიური შემოტევებისგან დასაცავად ჩრდილოეთ აფრიკაში მიემგზავრებით. მოცემულის პარალელურად მთავარი გმირი გერმანელების საიდუმლო პროგრამის შესახებ გებულობს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ფაშისტები ომს საკუთარი გამარჯვებისკენ შემოატრიალებენ. საქმე მათ ახალი თაობის ტანკების წარმოებას ეხება.

>>>

თამაშს გახსნილ სივრცეში განვითარებადი, არასწორხაზოვანი გეიმფლეი ახასიათებს. სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა როგორც ახლო ასევე შორ დისტანციებზეც მოგიწევთ. ხმაურიანი ქალაქები და მოწყვეტილი დასახლებული პუნქტები - შეუფასებელი დამხმარე ლოკაციები ტაქტიკური დაგეგმარების და გადაადგილებისას. განახლებული კამერა ბრონირებული მანქანების და ტანკების ერთი ზუსტი გასროლის მეშვეობით განადგურების საშუალებას მოგცემთ. X-Ray კამერა დეტალურად გადმოგცემთ თუ როგორ იშლება მოწინააღმდეგის ძვლები და კუნთები თქვენს მიერ გასროლილი ტყვიის მიზანში ზუსტი მოხვედრისას. ამ ყველაფერთან ერთად Sniper Elite 3 კოოპერატიულ მულტიფლეიერში გასვლის რეჟიმსაც შემოგთავაზებთ.

>>>

მოცემულია სრულიად გადამუშავებული ხელოვნური ინტელექტის მოდელი: მოწინააღმდეგეები ტაქტიკური თვალსაზრისით გაცილებით საზრიანები გახდნენ, ასე რომ ყველა თქვენი გაუაზრებელი მოქმედება შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს. ასევე გადამუშავდა საბრძოლო სისტემაც. წარმოდგენილია ყველა სახის იარაღის უდეტალურესი აღწერა - მსგავსი მეთოდით თქვენთვის უფრო ადვილი გასაგები გახდება თუ რომელი იარაღის გამოყენება ჯობია მოცემული დავალების შესასრულებლად. დახვეწილი სტელს მექანიკა მტერთან უსიამოვნო შეხვედრას კიდევ უფრო ოსტატურად აგარიდებინებთ თავიდან: ცოტაოდენი აზროვნება და თქვენ მათ სრულიად შეუმჩნევლად გაუმკლავდებით (წყარო).

>>>

დარჩენილი კითხვები:
ჯობია თუ არა წინა ნაწილს?
რამდენად ერთფეროვანია ეს აფრიკის ლოკაციები?
ღირს თუ არა იმათთვის დაწყება ვინც მეორე ნაწილს არ იცნობს?
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Sniper Elite 3

Unread post#2 » 01 Aug 2014 16:43

საზიზღრობაა როგორც fps shooter ების უმრავლესობა

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Sniper Elite 3

Unread post#3 » 01 Aug 2014 16:53

fps ხო არაა კაცო? მესამე პირიდანაა
რაღაც გაბრაზებული დედამთილივით დაწერე თან )))) რაარი ამისთანა )) მე რაღაც მართლა საინტერესო მგონია, თან რაც ვნახე მომეწონა საკმაოდ და გადავდე სათამაშო სიაში.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Sniper Elite 3

Unread post#4 » 01 Aug 2014 23:16

არაა ფპს მარა third person უფრო ხშირად საინტერესოა და მაგიტო შევადარე, მეზიზღება უკვე ამდენი ერთნაირი უაზრობა რო გამოდის, ყველაფერი ერთნაირია, სტელსი სროლა გრაფიკა თან ყველაფერს აყრიან რისი გრაფიკულად გაკეთებაც შეიძლება განათებებს და რაღაც უაზრო ეფექტებს და ატმოსფეროც არ იქმნება მაგიტო , ღადაობა ისაა რო ცდილობენ მაგ ყელაფრისგან დრამა გააკეთონ, COD რო არ შეექმნათ ალბათ უკეთესად იქნებოდა ყველაფერი

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Sniper Elite 3

Unread post#5 » 22 Sep 2014 18:25

რამდენიმე ტურში გავედი. ცუდი არაა, მარა კარგიც არაა, უფრო კარგ მო...ლია
თავიდან ძაან ჟოსტკი სტელსით დავიწყე და მეორე ტურისთვის უკვე მივხვდი რო რაღაცას არასწორედ ვაკეთებდი )) მაგარი ღადაობა მექანიკააქ, სნაიპერს რო გაისვრი დაახლოებით 40 მეტრი უნდა აგაირბინო ნებისმიერი მიმართულებით და შეგილია კიდე ისროლო, ვერავინ ვერ გხედავს, განგაში არ იწევა - ანუ დარბიხარ იქით აქეთ მოტ... ქათამივით და ხოცავ ამ დებილივით მოსიარულე გერმანელებს. ვაფშე გადასაგდები კიდე იმიტო არ არი, რო რაღაც მუღამი მაინც ააქვს ამ სროლას და შედარებით თავისუფალ ლოკაციაზე ხეტიალს, თან გრაფიკასაც არაუშავს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests