Killer Is Dead, PC, PS3, X360

FPS, TPS, Slasher, Stealth, Side Scroller, Shoot 'em up, Beat 'em up, Combat platformer, Rail shooter...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Killer Is Dead

Unread post#1 » 06 Jun 2014 01:44

Killer Is Dead - Action/Slasher ჟანრის თამაში, შემუშავებული კომპანია Grasshopper Manufacture-ის მიერ PlayStation 3 და Xbox 360 კონსოლებისთვის. თამაშში 35 წლის მანდო ზაპპის როლის მორგება მოგიწევთ. მანდო, ფირმა Brian Execution Firm-ის S კლასის დამნაშავეების ლიკივიდაციასთან დაკავშირებული შეკვეთების შემსრულებელი, დაქირავებული მკვლელი გახლავთ. მის მთავარ მიზანს მისი სიკვდილის დამკვეთი პირების ნებისმიერი ხერხით აღმოჩენა და განადგურება წარმოადგენს.

>>>

Grasshopper Manufacture წარმომადგენლები თავიანთ პროექტს killer7 და No More Heroes ნაზავს უწოდებენ, რაც პრინციპში სავსებით ბუნებრივია, თამაში ხომ ნახსენები ორი პროექტის ავტორის Suda 51 (Goichi Suda) პირდაპირი ხელმძღვანელობით იქმნებოდა. უამრავი სახალისო ფატვრის სცენების და კიბერპანკის პაროდირების გარდა, თამაშში "ჯეიმს ბონდის ღამის კოშმარის" გნმასახიერებელი ადამიანის ცხოვრების ნახვის შანსიც მოგეცემათ. ხმლებით თავბრუდამხვევი შეტაკებები, ლამაზი ნაშოჩკები და ღალატი - ამ ყველაფერს თან ერთვის.

>>>

სიძნელის ახალი რეჟიმი "Nightmare" - მოცემულ რეჟიმში მტრების დამარცხება მხოლოდ სპეც დარტყმების მეშვეობითაა შესაძლებელი: Adrenaline Burst, Dodge Burst, Headshots - ერთგვარი გამოძახილი ჰარდკორ გეიმერებისთვის. მოწინააღმდეგეების მოსაკლავად მოთამაშეები Final Judgement-ის მსგავსი კონტრ დარტყმების გამოყენებასაც ვერ შეძლებენ. დამატება "Smooth Operator". იგი მესამე ეპიზოდის გასვლის შემდეგ იხსნება - ერთგვარი თეატრალური რეჟიმი. უყურეთ ვიდეო რგოლებს და მოაგროვეთ უფრო მეტი ინფორმაცია პერსონაჟებზე. გამოიყენეთ იგი თამაშის დახურვის შემდეგ, ჩახლართული ამბების კარგად გამოსაძიებლად.

>>>

პ.ს. საერთოდ Suda 51-ის თამაშები გამოირჩევა მსგავსი "არაადეკვატურობით" - თავბრუდამხვევი გეიმფლეი, დაუჯერებელი სიუჟეტები, უცნაური ვიზუალური სტილი, რაც გარკვეულწილად გამოარჩევს კიდეც მათ თამაშებს ზოგადი ექშენების უაზრო მასისგან, მაგრამ მსგავსი პროექტები სამწუხაროდ უფრო კონსოლურია ხოლმე, ანუ PC-ის იშვიათად სტუმროს, Killer Is Dead კი ზუსტად ეს იშვიათი გამონაკლისია.
კვაზი-mode

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests