Middle-earth: Shadow of Mordor, PC, Xone, PS4, PS3, X360

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#1 » 18 Apr 2014 00:47

Monolith Productions ახალი პროექტი Middle-earth: Shadow of Mordor - ჰობიტსა და ბეჭდების მბრძანებელს შორის განვითარებული სათავგადასავლო ექშენი მესამე პირიდან. მთავარი გმირი - შავი კარიბჭის მცველი, ტალიანი. იგი მის ოჯახთან ერთად საურონის მიმდევრებმა გაანადგურეს. ბოროტმოქმედთა მორდორში დაბრუნების შემდეგ, სიკვდილის სულმა ტალიანს სიცოცხლე დაუბრუნა. ჩვენი გმირის მთავარი მიზანი ორკების დაუნდობელი ლიდერების განადგურება იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ლიდერებს თავიანთი მიმდევრებიც ყავთ, რომლებიც ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. Middle-earth: Shadow of Mordor ეს იქნება დაუნდობელი შურისძიების ისტორია, რომელიც ბეჭდის ძალას სრულიად სხვა კუთხით დაგვანახებს.

>>>

თავისუფალი სამყაროების შესაქმნელი, ახალი თაობის Nemesis ტექნოლოგია, თამაშთან ინტერაქციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძკევა. მისი მეშვეობით თამაში ყოველი ახალი კომპანიის დაწყებისას ახალ და უნიკალურ მტრებს აგენერირებს. ბრძოლის დროს გადარჩენილი მტერი შესაძლოა განაწყენდეს, წავიდეს, ბრძოლის სკილი აიმაღლოს და შურის საძიებლად უკან მოგადგეთ.

>>>

რაც ვნახე და რასაც ვუყურე ძალიან საინტერესო მომეჩვენა, მარა გარკვეულ ეჭვებს მაინც იწვევს, ხოდა ჯობია თავიდან ვთქვა როგორ იყო. პირველმა დემოს ჩვენებამ ხალხში საკმაოდ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რასაც რამდენიმე დღის მერე, "ლეგენდარული" Assassin's Creed შემქმნელების ატეხილი პანიკა მოჰყვა - თამაშში გამოყენებული კომბატის და პარაკურის მექანიკა ჩვენი პროექტიდანაა მოპარულიო. რანაირად დამთავრდა ეს ისტორია არვიცი, მარა თამაშზე დიდიხანი არაფერი აღარ ისმოდა. პრინციპში მაგას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა მაინც არააქ, მთავარია ზევით ნახსენებივით ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ გამოვიდეს ესეც. ორკების ლიდერების ლიკვიდაციის სპეცოპერაციას კი იმედია კიდევ დაამატებენ რაიმე საინტერესო საქმიანობას, თორე ამაშიც ზუსტად Assassin's Creed ფორმულას იმეორებს (უფრო საინტერესოდ და სიღრმისეულად, მარა მაინც).

Baracha
Posts: 62

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#2 » 21 Apr 2014 23:34

საინტერესოა ..

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#3 » 31 May 2014 05:04

კი საინტერესოა, AC-თან შედარებით ეს მართლა საინტერესოა ჩემთვის. ემჩნევა იმასთან მსგავსება, მარა ამის დეველოპერები კონვეიერივით არ უდგებიან თამაშს მგონი, ყოველშემთხვევაში ჯერ არ ემჩნევა. ახალი გეიმფლეი ტრეილერი - >>>

***
პერსონაჟების ანიმაცია >>>
)))))))))))

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#4 » 26 Sep 2014 19:55

სამ დღეში გამოდის და წამოვიდა ოფიციალური შეფასებები:
IGN 9.3/10
Gamespot 8/10
Polygon 9.5/10
Game Informer 8.25/10
Eurogamer 8/10
Kotaku YES
EGM 8.5/10
GamesTM 8/10
Destructoid 6/10
The Escapist 4.5/5
Shacknews 9/10
Game Front 90/100
Playstation Lifestyle 9/10
CVG 9/10
Videogamer 9/10
Joystiq 5/5
Hardcore Gamer 4.5/5
GamesBeat 8/10
GamesRadar 4.5/5
Gaming Age A-

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#5 » 26 Sep 2014 19:57

I don't care! Kill it with fire!
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#6 » 30 Sep 2014 11:46

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 29, 2014
Developer: Monolith Productions
Genre(s): Action & Combat
Metascore 85 out of 100
User Score 7.5 out of 10

User avatar
Alucard
Posts: 435

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#7 » 30 Sep 2014 13:47

ძალიან მაინტერესებს მეც უბრალოდ ამ სტილის მიდგომას კომბატის და ყველაფრის საერთოდ ვერ ვაკავშირებ lotr-თან, WC3 უფრო არის ლოტრ ვიდრე ეს ))))

რო ითამაშებთ დაპოსტეთ, მე ჯერ ვერ შევძლებ ;/

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#8 » 30 Sep 2014 14:05

ხო აი ლოტრი რო არ ერქვას უფრო დამაინტერესებდა, სამყარო, პერსონაჟები
ლოტრს როცა ვიცნობ ამ რენდომ ტიპის ისტორიას ვაბშე ვერ ვუჭერ მუღამს, სხვა ღირებულებები აქვს ლოტრს და ასე დაწვრლმანება როცა ვიღაც ორკის ლიდერებს დასდევს და ჩეხავს ძალიან უინტერესოა ჩემთვის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#9 » 30 Sep 2014 17:33

თან იძახიან რო Warner Bros. დადებითი შეფასებებისთვის ფულს იხდისო >>>
ისე კი გამიკვირდა, სამივე პლადფორმაზე დიდი შეფასებებიაქ და მთლათ ეგეთი კარგი პირიც არ უჩანდა გამოსვლამდე.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#10 » 28 Oct 2014 10:50

ცოტა შევყევი მორდორის აჩრდილს და მთლად ისეც არ ყოფილა როგორც მეგონა თავიდან
ანუ ჰიბრიდია სხვადასხვა თამაშების პროსტა ამ ნემესისის სისტემით ნელნელა სერიოზული რამეები იჩითება
აი უკვე მესამედ მომკლა ერთმა ორკმა რომელსაც გრიშა ქვია და ჯერ ვერ მოვიფიქრე რა ხერხით მივუდგე))
გრიშას გამოტყუებისათვის 20 ორკის მოკვლა გჭირდებოდა და დავუარე 19 სთელსით მივაკალი და ბოლომ ამიწია ტრივოგა. რომ გამოვიდა ბატონი ორკები დრამზე ურტყავდნენ და გრიშა გრიშაო გაჰყვიროდნენ
მოკლედ მთელი დასახლება მე დამსდევდა სადღაც 3 კაპიტანი გამეჩითა ბრძოლაში
სადღაც 15 -20 წუთი ვბრძოლობდი დამაკლებდნენ ისევ ლასთ ჰიტით ავიმატებდი ოდნავ სიცოცხლეს გავიქცეოდი დავიმალებოდი ისევ თავს დავესხმეოდი
მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ ფიზიკურად ვერ შევძLებდი ყველას მოკვლას თან ვორჩიფები სუ მასაში მოძრაობდნენ
ბოლოს ვიღაც 1 ძალიანი 'წვინტლიანი მასტი გავაძრე მასაში და ყელი გამომჭრა
კაროჩე ბოლოს რო გამოვრთე უკვე სერიოზულ ძალაზე იდგა და ნიუბაი ვიღაც დიდი შიშკის დაცვა გაიჩითა ))))))))

კარგი რამეებიც აქვს უბრალოდ თვითონ თამაშად ვერ აღიქვამ რა
გგონია რომ ამ კარგი რამეების პრეზენტაციაზე ხარ და ტიპები პროსტა განახებენ აი ნახე რა გავაკეთეთ ხო მაგარიაო

სამყარო მინდა რომ იყოს დახვეწილი დიდი და მრავალფეროვანი
მესმის რომ მორდორია მაგრამ საერთოდ არაფერი არ ხდება ;დ იმენა ახალი შეიარაღების ტექნიკის გამოსაცდელი პოლიგონია
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#11 » 15 Nov 2014 22:00

აი ეხა ვნახე მეც, რამდენიმე საათი ვეჯექი. კომბატი საკმაოდ კარგია, რაღაც საშუალო AC და ბეტმენს შორის, ჩქარი, სანახაობრივი და ჩამთრევი, მარა მეტი არაფერი საინტერესო არ ხდება ))) მართლა რაღაც პოლიგონს გავს მთელი მეფი, არაფერი არაა ზედ და დარბიხარ გიჟივით იქით აქეთ ამ კაპიტანი ორკების ძიებაში. რაღაც მეინ ქვესთ ლაინიც არი, მარა რამდენად საინტერესოა ალბათ მიხვდებით. რავი მეტი დიდად მოსაყოლი არაფერი ყოფილა, სმიგოლი ვნახე და გამახსენდა რო ლოტრთან რაღაც კავშირი ქონდა ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს. დავიღალე, რამე ნორმალურის დაწყება მინდა და ყველაფერი რაც ჩავწერე რაღაც ნახევრად თამაშები გამოდგა ))) არვიცი გავაგრძელო თუ არა...

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#12 » 20 Nov 2014 21:51

შევყევი, ედიქთივ გეიმფლეიაქ და ნერვებს აწყნარებს ))) მარა რო დაუკვირდე არაფერი საინტერესო არ ხდება, დარბიხარ და ხოცავ ამ გენერლებს, უბრალოდ ზოგიერთი მართლა მაგარი ვირიშვილია და ეგ ბრძოლები გამახსოვრდება. აი მაგალითად ეხა ერთი 40 წუთი ვკლავდი ერთ ვორჩიფს, სადღაც 20 აქ ძალა და ორი პატარა რანგის კაპიტანი დაყვება, ორივე მოვკალი, ამ მთავარს 20% დაუყვანე ძლივს სიცოცხლე და ბრახ უცებ დამაგდეს (მესამეჯერ ვეღარ დგები და აღარ მქონდა მეტი ცდა), მაგრად მეწყინა, მარა რაღაც სერიოზული ბრძოლის მერე რო დაღლილობას გრძნობ ისე ვარ )))

Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#13 » 04 Dec 2014 22:25


Riddick
Posts: 11701

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#14 » 08 Dec 2014 03:03

დავხურე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებებით. ბოლოს უკვე სამუშაოსავით მექცა ორკების ხოცვა, მარა ეს ის სამუშაო იყო სიამოვნებას რო განიჭებს. პრინციპში მთელი თამაშის მთავარი იდეაც ამ უბედური ორკების ჯგუფებად განადგურებაში მდგომარეობს, მაგრამ ეს განადგურების პროცესი იმდენად ჩამთრევი ხდება, რო შეილება ჩემსავით ბოლომდე მიყვე თამაშს და მოვალეობასავით ყოველ დღე შეხვიდე ამოწყვიტო ერთი 1000 1500 სხვადასხვა ფერის და სავარაუდოთ სიმყრალის დონის მქონე "ურუკი", რის შემდეგაც უკვე გეცოდინება, რომ დღის ნორმა შესრულებულია და სხვა საქმიანობებზე გადაერთვები. ოდნავ რო ჩაუღრმავდე თამაშს სხვა მართლა არაფერი არ გააჩნია, ანუ აქ არ არი რამე საინტერესო სამყარო, არი უბრალოდ ორი გახსნილი ლოკაცია (აი გოტიკი ვისაც ნათამაშები გაქვთ, ორკების ლოკაცია რო არი იქ დაახლოებით მსგავსი ადგილია აქაც) ელემენტარული ავტო გენერირებადი ივენთებით, მასალის სიმცირის გამო საკმაოდ გაწელილი სიუჟეტი, ძალიან ცოტა პერსონაჟი, სამი სახეობის საიდ ქვესთი, საიდ ქვესთების მსგავსი მთავარი მისიები და რაღაც უმნიშვნელო შესაგროვებელი ნივთები, ვსო მეტს Middle-earth: Shadow of Mordor ვერაფერს შემოგთავაზებთ, მაგრამ ჯადოსნური (ორ ღილაკიანი) გეიმფლეი მექანიკის გამო თამაში მაინც ახერხებს მოთამაშის მონიტორთან გაჩერებას. ამ ყველაფერს კი ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი ემატება, ანუ როგორც ადრე ვახსენე Shadow of Mordor გეიმფლეი ძალიან გავს AC და ბეტმენის სერიებს, მარა თუ ასასინში მთავარი გმირის 20 vs 1 კომბატი და 100 მეტრიდან თივაში ჩახტომა ძალიან თითიდან გამოწოვილ სიმართლეს გავს, აქ მაგიური ქვეტექსტების გამო ყველაფერი ძალიან ბუნებრივად და ჰარმონიულად გამოიყურება, რაც რათქმაუნდა თამაშის პლიუსია და კარგად ხსნის ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს. ერთი სიტყვით მე რეკომენდაციას უწევ და გპირდებით, რომ ორკების ლიდერებთან რამდენიმე სამკვდრო სასიცოცხლო შეტაკება საკმაოდ კარგ მოგონებად დარჩება თქვენს თავებში.

gireimo
Posts: 7

Middle-earth: Shadow of Mordor

Unread post#15 » 02 Jan 2015 04:31

ნუ მე პირადად ცოტა მომწყინდა ეს ორკების ჟლეტვა,თან მიადვილდება უკვე,კაპიტნებს ვგულისხმობ,ვორჩიფებიც არაა რთული და სახალისო უკვე მამენტ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 88 guests


cron