Risk Of Rain, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Risk Of Rain

Unread post#1 » 25 Mar 2014 18:06

Risk Of Rain
>>>

დღეს მინდა Kickstarter-ის მეშვეობით ხორცშესხმული კიდევ ერთი, სკამოდ ორიგინალური პროექტი სახელად Risk Of Rain წარმოგიდგინოთ. თამაში ამ ბოლო ხანებში პოპულარული ჟანრის Roguelike წარმომადგენელია და თანამედროვე "მოდიდან" მასში საკმაოდ ბევრი დეტალია თავმოყრილი, მაგალითად ავტოგენერირებადი ლოკაციები, კოოპერატიული რეჟიმი ოთხ კაცზე, რეტრო სტილიზება, საინტერესო ვიზუალური გაფორმება და მაღალი სიძნელე (სამი რეჟიმით). სათამაშო კლასი ათი, ყველა მათგანი სხვადასხვა სტილის გეიმფლეით გამოირჩევა, სიცოცხლე მხოლოდ ერთი, პლანეტა უცნობი და აგრესიულად განწყობილი. დანიშნულება მომდევნო ეტაპზე გადასასვლელი პორტალის რაცშეიძლება მოკლე დროში პოვნა და მასთან ახლოს მყოფი ბოსის განადგურებაა (რაც უფრო დიდ დროს დაყობთ ლეველზე მით უფრო გაგიჭირდებათ მასში გასვლა). მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, კერძოდ კი ნივთები, ნივთები რომლებიც გმირს სხვადასხვა შესაძლებლობას უმატებს. Risk Of Rain გეიმფლეის წარმატების ფორმულაც ზუსტად მოცემული, მთავარი დავალების პარალელურად, თქვენი პერსონაჟისათვის გამოსადეგი ამუნიციის ძიებაში მდგომარეობს.

Astronaut
Posts: 27

Risk Of Rain

Unread post#2 » 25 Mar 2014 22:07

კარგი თამაშია. თან Co-op გააჩნია. ვითამაშე Early Access და მართლაც კარგი გასართობია.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Risk Of Rain

Unread post#3 » 09 Apr 2014 00:24

დავატორენტე, ძაან პადაზრიტელნი კლიენტია და ფულის გადახდა ადრეა ჯერ.
რაც ვნახე, ნიჩევოა, მარა ჯერ საკმარისი არ მაქ ნათამაშები რომ რამე კონკრეტული დასვკნა გამოვიტანო.

Riddick
Posts: 11696

Risk Of Rain

Unread post#4 » 24 Apr 2014 01:28

დღეს როგორც იქნა ვითამაშე სერიოზულად. Roguelike ჟანრს კარგად არ ვიცნობ და თავს ვიკავებდი, მეზარებოდა უცხო მექანიკის დამუღამება. თან ეს მოკვდი - თავიდან დაიწყე, გამორთე თამაში - თავიდან დაიწყე პრინციპი არმეგონა ესეთი საინტერესო. აი მოკვდი, მიდი გვამთან და დაიბრუნე ჩარი, ეგ ვიცი და მიყვარს, მარა ეს რაღაც სხვა თემაა. აქ დღეში მაქსიმუმ თამაშობ ორ-სამ ხელს, ფაქტიურად ორ-სამჯერ იწყებ თამაშს თავიდან, გადიხარ, აგროვებ ნივთებს და ხსნი პერსონაჟებს (+ ზოგ ნივთსაც გახსნა უნდა), ამუღამებ თამაშის პრინციპს და ნუ რაღაც ეტაპზე გკლავენ, მარა ეს სიკვდილი ვაფშე არ მოქმედებს, რაღაც სხვა მუღამია, ერთიდაიგივეს უფრო კარგად და კარგად კეთების "ჩტოლი"...
ანუ ნელნელა ხვდები როგორი ტაქტიკით ჯობია თამაში, სწავლობ ნივთებს, რა რას აკეთებს და ყველა ახალ დაწყებაზე უფრო სერიოზულად მიდიხარ წინ, რაც ვაფშე სხვა ტიპის ექსფერიანსი ხდება, ცალკეული მინი ისტორიების ვარიანტში. თან ეს გასახსნელი პერსონაჟები არ გეკარგება და სიკვდილის მერე ამეებით შეგილია თამაშის გაგრძელება - ყველას საერთოდ სხვადასხვა გეიმფლეიაქ და შესაბამისად სხვადასხვა მუღამი.

აგერ თამაშში მოცემული ნივთების რუსულ ენოვანი გაიდი, გამოგადგებათ.

P.S. co-op-ში ვცადეთ, მარა ვერ ჩავრთეთ, ძალიან საჩალიჩო აღმოჩდა, პორტების გახსნა უნდა და მთელი ამბავი.... მარა თუ ჩავრთეთ ძაან გასართობი იქნება ეჭვიმაქ ))

Riddick
Posts: 11696

Risk Of Rain

Unread post#5 » 14 May 2014 05:31

ლოკალ co-op-ის სესია გვქონდა დღეს ერთი 4 საათიანი, Roguelike ჟანრის ფილოსოფიას ვეუფლებოდით
მაქსიმალური სიძნელის ნახვა მოვახერხეთ და მაგარი დავიცინეთ ბოლოს თვითონ თამაშისგანვე. ტურების რაოდენობაც ვერ გავარკვიეთ, მეორეს ვერ გავცდით....

Riddick
Posts: 11696

Risk Of Rain

Unread post#6 » 27 May 2014 04:04

17 საათამდე ავედი და თან დავხურეთ დღეს როგორც იქნა. ანუ ბოლო ტურში რო გადახვიდე, პორტალზე რაღაც სხვა კნოფკას უნდა დააჭირო, მე კიდე სტანდარტულად ვაჭერდი, არ უყურებდი და მესამე კრუგზე რო ავედით მთელი თამაშის მერე მივხვდით გადასვლა როგორც უნდოდა ))) პროსტა ისეთი "დათრეულები" ვიყავით (იმდენი კარგი ნივთი გვქონდა) რო ვერ გვკლავდნენ, დაჟე დაკლებითაც ვერ მაკლებდნენ ბოლოს.

აი რავი თუ გაარჩევთ რამეს )) რაღაც პატარა წერტილები რო ჩანს ეგ დრონებია სუ, ერთი პატარა მიტინგივით დამყვებოდნენ ბოლოს. ფასდაკლებაზე თუ გააძრობთ სტიმზე, იყიდეთ და ვითამაშოთ ერთად (გავარკვიეთ ონლაინ კოოპის ამბავიც).

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Risk Of Rain

Unread post#7 » 27 May 2014 21:09

მაგრად გაასწორა, თან ჩვენ ეს დავხურეთ პირველ სიძნელეზე და დანარჩენი ორი რა იქნება წარმომიდგენია.. )))

პროსტა ლაგი რო გამეჩითა ბოლოს მაგან გატეხა ცოტა და მაგიტომ ვეღარ ვთამაშობდი მუღამით, მაგ თამაშს რო low-ზე ითამაშებ გრაფიკის პონტში მაგრად ტეხავს.. :D

მოკლედ მაგარი გასართობი თამაშია და ჟანრმაც გაასწორა + achievement და unlockable ვეშებმა.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Risk Of Rain

Unread post#8 » 28 May 2014 17:11

დატორენტებულს ვყომარობ ჩემ პონტში და გუშინ დავხურე
გაასწორა
რაც უფრო უჯდები, მით უფრო იშლება თამაში მგონია.
დიდი პლიუსი იგრას ჩემგან

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Risk Of Rain

Unread post#9 » 21 Jun 2014 10:45

სტიმზე დავითრიე :3

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron