Dust: An Elysian Tail
Dust: An Elysian Tail შექმნაზე ფაქტიურად ერთი ადამიანი მუშაობდა. დინ დოდრილი თამაშის დაპროგრამირების პარალელურად, საკუთარი ძალებით ქმნიდა ვიზუალურ მხარეს, იგონებდა დიალოგებს, აკეთებდა პერსონაჟების ანიმაციას, ხოლო გარკვეულ ეტაპზე გახმოვანებაზეც და მუსიკაზეც თვითონ ზრუნავდა. მაგრამ როგორც ჩანს თავისი შესაძლებლობებით ყველაფერს ვერ გასწვდა, რადგან გმირები პროფესიონალი მსახიობების მიერ იქნენ გახმოვანებულნი, ხოლო მუსიკის შესაქმნელად დადრილმა შეილება არც ისე ცნობილი, მარგამ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი მოძებნა.
An Elysian Tail მთავარი პერსონაჟი - სხვადასხვა ფერის ნაჭრებით შემოსილი, კატის მაგვარი არსება დასტი, - გონს რაღაც ზღაპრული ტყის შუაგულში მოდის და მის გარშემო იმწამსვე რამდენიმე საინტერესო ფაქტი ხდება. პრიველი - მას ამნეზია აქვს, მეორე - მას ბუჩქებიდან გამოვარდნილი ხმალი ელაპარაკება, მესამე - ერთი შეხედვით უვნებელი ბანკის კოკაკოლისხელა რიჟა ცხოველი ფიზიკური ზეწოლით ემუქრება. მოცემული სპონტანური შეხვედრა კი საბოლოოთ მათი დამეგობრებით სრულდება და დასტის, ლაპარაკის მოყვარული ძველი ხმლის ეჰროს და მათი ერთგული, ჰენტაიდან გამოქცეული მეგობრის საიდკიკის საოცარ თავგადასავალში გადადის. ჩვენი გმირს საკმაოდ დიდი გზააქ გასავლელი, მას ხომ ჩაგრულების დაცვა, მთავარი ბოროტმოქმედის დამარცხება და საკუთარი წარსულის გარკვევა მოუწევს.
მთელი Dust: An Elysian Tail დინის ხელით არის დახატული, რაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობა - ავტორს ზღაპრული სამყაროს ყველა დეტალი დიდი სიყვარულით აქვს შექმნილი. თამაშის სამყარო რამდენიმე ძირითად ტერიტორიად იყოფა, რომლებიც უნიკალური ლოკაციებით, ქვესთებით და საიდუმლოებებითაა სავსე. მდელოებზე დრაკონის ბატყებთან და ხვლიკების მსგავს ხულიგნებთან მოგიწევთ ბრძოლა, გამოქვაბულებში - მფრინავი კიბორჩხალები, მთებში - თოვლში მოთამაშე მგლები, სასაფლაოზე - მწვანე და ლურჯი ზომბები. თამაშს მარტივი და ამასთანავე საკმაოდ ღრმა საბრძოლო სისტემა გააჩნია: გვაქს საბაზისო პრიომები, რომლების მეშვეობითაც რთული და სანახაობრივი კომბოები კეთდება. Dust ფესევები აშკარად საკულტო საიდსქროლერებიდან Metroid და Castlevania-დან იზრდება. არა იმას არ ვამბობ, რომ დადრილი მათ დაკოპირებას ცდილობს, ნამდვილად არა. An Elysian Tail - აღიარებული კლასიკისადმი საპატივსაცემო ჟესტს წააგავს.