Dust: An Elysian Tail, PC, X360 | სრული პრევიუ |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Dust: An Elysian Tail

Unread post#1 » 10 Mar 2014 03:06

Dust: An Elysian Tail
Dust: An Elysian Tail შექმნაზე ფაქტიურად ერთი ადამიანი მუშაობდა. დინ დოდრილი თამაშის დაპროგრამირების პარალელურად, საკუთარი ძალებით ქმნიდა ვიზუალურ მხარეს, იგონებდა დიალოგებს, აკეთებდა პერსონაჟების ანიმაციას, ხოლო გარკვეულ ეტაპზე გახმოვანებაზეც და მუსიკაზეც თვითონ ზრუნავდა. მაგრამ როგორც ჩანს თავისი შესაძლებლობებით ყველაფერს ვერ გასწვდა, რადგან გმირები პროფესიონალი მსახიობების მიერ იქნენ გახმოვანებულნი, ხოლო მუსიკის შესაქმნელად დადრილმა შეილება არც ისე ცნობილი, მარგამ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი მოძებნა.

>>>

An Elysian Tail მთავარი პერსონაჟი - სხვადასხვა ფერის ნაჭრებით შემოსილი, კატის მაგვარი არსება დასტი, - გონს რაღაც ზღაპრული ტყის შუაგულში მოდის და მის გარშემო იმწამსვე რამდენიმე საინტერესო ფაქტი ხდება. პრიველი - მას ამნეზია აქვს, მეორე - მას ბუჩქებიდან გამოვარდნილი ხმალი ელაპარაკება, მესამე - ერთი შეხედვით უვნებელი ბანკის კოკაკოლისხელა რიჟა ცხოველი ფიზიკური ზეწოლით ემუქრება. მოცემული სპონტანური შეხვედრა კი საბოლოოთ მათი დამეგობრებით სრულდება და დასტის, ლაპარაკის მოყვარული ძველი ხმლის ეჰროს და მათი ერთგული, ჰენტაიდან გამოქცეული მეგობრის საიდკიკის საოცარ თავგადასავალში გადადის. ჩვენი გმირს საკმაოდ დიდი გზააქ გასავლელი, მას ხომ ჩაგრულების დაცვა, მთავარი ბოროტმოქმედის დამარცხება და საკუთარი წარსულის გარკვევა მოუწევს.

>>>

მთელი Dust: An Elysian Tail დინის ხელით არის დახატული, რაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობა - ავტორს ზღაპრული სამყაროს ყველა დეტალი დიდი სიყვარულით აქვს შექმნილი. თამაშის სამყარო რამდენიმე ძირითად ტერიტორიად იყოფა, რომლებიც უნიკალური ლოკაციებით, ქვესთებით და საიდუმლოებებითაა სავსე. მდელოებზე დრაკონის ბატყებთან და ხვლიკების მსგავს ხულიგნებთან მოგიწევთ ბრძოლა, გამოქვაბულებში - მფრინავი კიბორჩხალები, მთებში - თოვლში მოთამაშე მგლები, სასაფლაოზე - მწვანე და ლურჯი ზომბები. თამაშს მარტივი და ამასთანავე საკმაოდ ღრმა საბრძოლო სისტემა გააჩნია: გვაქს საბაზისო პრიომები, რომლების მეშვეობითაც რთული და სანახაობრივი კომბოები კეთდება. Dust ფესევები აშკარად საკულტო საიდსქროლერებიდან Metroid და Castlevania-დან იზრდება. არა იმას არ ვამბობ, რომ დადრილი მათ დაკოპირებას ცდილობს, ნამდვილად არა. An Elysian Tail - აღიარებული კლასიკისადმი საპატივსაცემო ჟესტს წააგავს.
>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Dust: An Elysian Tail

Unread post#2 » 10 Mar 2014 16:15

უმშვენიერესი თამაშია, ძალიან ვისიამოვნე, ყველაზე ლამაზი მეტროიდვანიაა ალბათ, თან სთორიც მომეწონა, რაღაც კარგი მულტფილმივით იყო.
გეიმფლეიც, ვიზუალიც, მუსიკალური გაფორმებაც ძალიან მაღალ დონეზეა, ბოლომდე შეყავხარ და თან დრაივიც არ იკლებს, რასაც ქვია ვერ მოვწყდი.
ერთადერთი მინუსი რამაც ძალიან გამაღიზიანა იყო ყვითელი მელიის მაგვარი მფრინავი არსება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობდა შექმნილი შეგრძნებების გაფუჭებას, მარა საერთო ჯამში თამაშმა მაინც გადაწონა და ძალიან დადებითად დამამახსოვრა თავი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Dust: An Elysian Tail

Unread post#3 » 27 Apr 2014 22:07

მოდი მინუსებით დავიწყებ. პირველრიგში სიძნელე, რომელიც ძალიან ცუდათ არი რეალიზებული. ანუ ჰარდკორზე რაცარუნდა მაგარ ზმანზე იყო მაინც ერთი დარტყმით კვდები (ძაან გრუზია), მარა აი ნორმალზე არააქ მნიშვნელობა რა გაცვია, მიდიხარ და უპრობლემოთ ანადგურებ ყველაფერს - ჩელენჯის მაგივრად რაღაც უხერხული, გაუმართლებელი დაძაბულობა იჩითება რაც საერთოდ არ მომეწონა.
რეცეფტებმა, კრაფტინგმა და ზოგადად ამუნიციის თემამაც ვერ გაამართლა, ანუ რასაც იცმევ არაფრით არ აისახება ვიზალურად პერსონაჟზე და აქედან გამომდინარე ვერანაირი სიამოვნების მომენტსაც ვერ ქმნის.
აი სიუჟეტზეც რაღაც განსაკუთრებულს და დადებითს ნამვილად ვერ ვიტყვი. ძალიან დამღლელი დიალოგები იყო ჩემთვის, აბსოლიტურად არაფერზე ლაპარაკისგან შედგებოდა ძალიან ბევრი სცენა, პლიუს ის რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, ზედმეტად დრამატიზირების მცდელობა, რომელიც ამ არაფრისმთქმელ დიალოგებში აი ძალიან გრუზი ხდებოდა .

მარა მსგავსი მინუსების მიუხედავათ თამაშს მაინც რაღაც თავისი (ინდი) შარმიაქ, არი საკმაოდ ლამაზი , სავსე სხვადასხვა საიდუმლო ადგილებით, რომლების ძებნაც კარგ რიტმს აძლევს საერთო მოქმედებას, ასევე საიდ მისიები, რომლებსაც ზუსტად იგივე დონის ყურადღებააქ დათმობილი, რაც მთავარ კომპანიას. + პერსონაჟის შესაძლებლობები და მეტროიდვანიას სტილის წყობა, ანუ თავიდან არ გაქ რაღაც შესაძლებლობა და რუკაზე მაინც გხვდება ამ შესაძლებლობის გამოყენებით გასასვლელი ადგილი, რასაც იმახსოვრებ და ნახსენები შესაძლებლობის აღების მერე უკან ბრუნდები (მსგავსი მომენტები თითქმის თამაშის ბოლომდე მხვდებოდა). ასევე გამოვყოფდი ეჩივმენტების თემას, რამდენიმე ნამდვილად საინტერესო ასაღებია და მინდოდა კიდეც, მაგრამ ეხა DS2 იკონკა უკვე იმდენად ცუდათ მიყურებს, რომ მაგაზე დროს ვეღარ დავხარჯავ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 31 guests


cron