Batman: Arkham Knight, PC, Xone, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#41 » 07 May 2015 02:32

შემთხვევით მოვხვდი სთიმის ფეიჯზე და თურმე თვენახევარში გამოდის უკვე
ძალიან მომინდა გოთემში
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#42 » 07 May 2015 10:43

წლევანდელი წელი ვაფშე ძალიან სერიოზული გამოდგა (მითუმეტეს შარშანდელთან შედარებით).
- https://coub.com/view/1dafyg

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#43 » 23 Jun 2015 12:01

ამ წლის კიდევ ერტი წინასწარ ჰიტი გამოვიდა:
Release Date: Jun 22, 2015
Developer: Rocksteady Studios
Genre(s): Open-World, Action & Combat
Metascore 91
User Score 8.3
- https://coub.com/view/1dafyg

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#44 » 23 Jun 2015 12:41

ეს ზოგადი შეფასება პროექტის. მაგრად მეწყინა რო ქალაქში არანაირი ცხოვრების სიმულაცია არ ხდება. მაგრად მაინტერესებდა ეგ მომენტი.
- https://coub.com/view/1dafyg

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#45 » 23 Jun 2015 14:59

ხომ სამწუხაროა თუ სიუჟეტში არის მიქარული. იმიტო რომ სიუჟეტური მიმართულება საუკეთესო აურჩევიათ რაც შეეძლოთ ექნათ.

ბეტმენის საუკეთესო ისტორიები კომიქსიდან ზუსტად ეგეთია, როცა ვილანები ფსიქოლოგიურად ცდილობენ მის გატეხვას და ნებისყოფის ძალით უნდა გადარჩეს. ძაან ბევრი კაი ისტორია ექნებოდათ ინსპირაციისთვის.

ძლიერი სიუჟეტის მოლოდინი არ მქონდა, მარა ეხა რო გავიგე რა თემატიკაზე ქონდათ აქცენტი ძაან დამენანა იმ წამსვე დაკარგვა მაგ მუღამის.

კატა ქალის დაბრუნება <3 <3 <3
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#46 » 23 Jun 2015 16:00

პახოდუ PC-ზე ძალიან ცუდად ეშვებაო, მოთხოვნები აქვს დიდი.

Arkham Knight-ის ვინაობა საერთოდ დააფეილეს. პირველივე წამიდან ფიქრები ვიზეც წავიდა მართლა ის ყოფილა, არადა იმდენად კლიშე და მობეზრებული იყო ეგ ბეტმენის სტანდარტებით რო ფიქრი სხვებზე უფორ მიდიოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ერთის გარდა, რადგან ვერავინ ვერ ჯდებოდა როლში მანდ იღვიძებდა რაღაც საინტერესო გამოცანა. ამის შემდეგ დაანონსდა რო Rocksteady ქმნიდა ახალ პერსონაჟს DC-სთან ერთად, ნუ რავიცი ეს საერთოდ უაზრო და სირი ტყუილი გამოუვიდათ, რაღაც თითქოს ფანების ინტელექტს დააჯვეს თავისი ტყუილით რო მასაში Arkham Knight-ის ვინაობა საიდუმლოდ დარჩენილიყო. შევეცი როკსტედის, ყველაზე უაზრო არჩევანი, კიდევ ერთხელ მგლოვიარე ბრიუსი, რაც არ უნდა კარგი სთორი იყოს მაინც უკვე მობეზრებული სცენარია, საშინელი პორტი და ტყუილი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#47 » 25 Jun 2015 05:31

PC ვერსიის გაყიდვებს წყვეტენ დროებით. ბოდიშს იხდიან ცუდი პორტისთვის და ვისაც არ მოგწონთ დაარეფანდეთ სტიმზეო. ნუ რეფანდისთვის ორ საათზე მეტი არ უნდა იყოს ნათამაშები თორე აღარ იღებს სტიმი უკან.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#48 » 25 Jun 2015 16:53

კიდევ ერთი პოსტი, ამჯერად ვიდეო შედარება კონსოლებთან >>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#49 » 26 Jun 2015 19:53

მუშაობენ გამოსწორებაზე. კარგი პოტენციალი აქვს ამ სტუდიას და გამიტყდა ეს ინციდენტი, ხამობაშიც არ ყოფილან შემჩნეულები, სუფტა და გულიან პროდუქტებს დებდნენ. იმედია ისწავლიან ჭკუას და ბოლომდე მიიყვანენ თავის ნამუშევარს ნებისმიერ პლატფორმაზე. თუ აკეთებ კონსოლისთვის გააკეთე დედანაქაჩი, დააპაშოლე სუყველა და ვიღაც სირებს ნუ დააპორტინებ რა, ჯერ ერთი რო მომხმარებელი ზარალდება, მერე მეორე სტუდიას გელხება რეპუტაცია, იმის გამო რო Warner Bros-მა ფული იშოვოს რეპუტაციაზე იჯვავენ ტიპები. ჯერ იყო Netherrealms-მა დედა მო***ნა მორტალ კომბატს ვიღაც სირებს რო დააპორტინა, ეხლა ესენი
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#50 » 26 Jun 2015 20:17

ესეთ მომენტებში მე ვარ ხოლმე ყველაზე ნეიტრალური ტიპი )) სუ ერთი 3-4 AAA მიდევს სათამაშებელი და ვიცი რო ამის ჯერი რო იქნება უკვე ბოლომდე დახვეწილ პროდუქტს ვნახავ )))
ხო და ბაგების გამო რომელსაც გამოსაწორებენ ზოგადად თამაშის შეფასება მგონია ხოლმე მაგარი სიდებილე.
- https://coub.com/view/1dafyg

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#51 » 26 Jun 2015 21:17

კი მეც მასე ველოდები ეხლა ბოლომდე სრულყოფილ ვერსიებს. ნუ სიდებილეს ვერ დავარქმევ მაგ შეფასებას, ცუდი პორტი არის ცუდი პორტი, ვერსიების თემა კონსოლებზეც სულ არსებობდა. MKX-ს ვეღარაფერი ვეღარ გამოასწორებს უკვე, რომც გამოასწორონ რეალურად community დაატორმუზეს ჩემპიონატებისგან, ის სხვა თემაა რო fighting თუ გინდა კონსოლი უნდა იქონიო, ასეთი რეაქცია უფრო მოლოდინს და უპასუხისმებლობას მოყვება ხოლმე. პროტესტი თუ არმოყვა და უარყოფითი რეაქცია სულ ფეხზე დაიკიდებს. ამაზეც ვნახოთ როკსტედი რას იზავს, Nvidia-დან დაწყებული ყველა ჩართულია ამის გამოსწორებაზე, დიდი რეკლამა ქონდა PC-ზე, თან პატარა ბაგებზე რო იყოს ლაპარაკი კიდე ხო. აგერ Dark Souls-ის პორტზე რა ხდებოდა ვაბშე, ვიღაც მოდერს რო არ დაედო ფიქსი ფაქტიურად მთელი experience იკარგებოდა PC მოთამაშეებისთვის, Namco-ს კიდე იმენა ეკიდა ეგ, არ მოჰყოლია ისეთი დიდი ტალღა იმიტო რო გვიან იყო გამოსული
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#52 » 26 Jun 2015 22:55

riddick wrote:ესეთ მომენტებში მე ვარ ხოლმე ყველაზე ნეიტრალური ტიპი )) სუ ერთი 3-4 AAA მიდევს სათამაშებელი და ვიცი რო ამის ჯერი რო იქნება უკვე ბოლომდე დახვეწილ პროდუქტს ვნახავ )))
ხო და ბაგების გამო რომელსაც გამოსაწორებენ ზოგადად თამაშის შეფასება მგონია ხოლმე მაგარი სიდებილე.

++++++++
შევდივარ მეტაკრიტიკაზე თამაშის შეფასება მაინტერესებს და გამწარებული კლიენტების განულებული ქულები მხვდება.. არასწორია ეგ. საერთოდ ტექნიკური გაუმართავობის დაფიქსირება სხვანაირად უნდა ხდებოდეს და უშუალოდ თამაშის შეფასება ცალკე.

PS4-ზე დავითრიე მე და იმედია ჩამოვა სანამ დავაბრუნებ კონსოლს პატრონთან )))
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#53 » 26 Jun 2015 23:19

კონსოლის ვერსია უნდა ნახო მეტაკრიტიკზე და ის ქულა დაგაკმაყოფილებს თუ ინტერესი გაქვს, PC-ზე როცა არ ვარგა რა დაწერონ კარგია ვითამაშეთ და რა მაგარიაო? ეგ ქულების მასე დაწერა საიტების სიდებილე უფროა ვიდრე მომხმარებლის, გამოყონ მაშინ სტრუქტურულად და მონცემს თავისი ქულა ქონდეს (გეიმფლეი, გრაფიკა, მუსიკა, ტექნიკური შესრულება). გამოსულ თამაშს მოეთხოვება რო იყოს გამართული და უპრობლემო, ეგ მომხმარებლის ბრალი არ არის, მომხმარებელი ელოდება დათქმულ დროზე გამოსულ თამაშს და ვიღაცა თუ გატესტვას ვერ ასწრებს ეგ იმის ბრალია და არა მომხმარებლის. რატო უნდა ველოდო მე პაჩს როცა თამაში მინდა? რატო უნდა გავუწიო ანგარიში ვიღაც გასუქებულ კომპანიას რომელიც მაძლევს ნახევარფაბრიკატს? ეგეთს უნდა ააწებო დაბალი შეფასება იმიტომ რომ არ არის ღირსი მაგ პლატფორმაზე თამაში გაეყიდოს, მოტყუებული ხარ და დაზარალებული, მანდ მორალური ზიანის თემა დგება რა, მითუმეტეს ეგ რეიტინგები მაგრად მოქმედებს გაყიდვებზე
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#54 » 26 Jun 2015 23:32

საიტებზე დავწერე კაკრას და სტრუქტურულად გამოყოფაზე.

იმაზე ორი აზრი არაა რომ პროდუქტი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს ყველა პლათფორმაზე რელიზის დროს.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#55 » 26 Jun 2015 23:42

ვაბშე ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, ეგეთი ცუდ პორტებზე ისეთ სანქციებს გავატარებდი მეოთხედ ფასში რო გაყიდულიყო პროდუქტი, ვისაც პრეორდერი ექნებოდა კიდე სრული რეფანდი და თამაში შერჩეს. სხვანაირად არ სწავლობენ ჭკუას, რამდენი ცუდი პორტი უდნა გამოვიდეს რო რამე შეცვალონ? ეხლაც Nvidia-ს თემა და რეკლამა რო არ იყოს მანდ ჩართული და სერიოზულად რო არ ელახებოდეს Warner Bros.-ს რეპუტაცია დარწმუნებული ვარ ასე სერიოზულად არ მიუდგებოდნენ და როკსტედიც არ ჩაერთვებოდა. (იგივე რაც მორტალ კომბატზე მოხდა) წარმოიდგინე ნებისმიერ სხვა სფეროში რო ხდებოდეს ეგ რამდენი საჩივრები დაიდებოდა, მარა ამ ინდუსტრიაში მარტო ბიზნეს ინტერესებს ეხება სამართლებრივი საკიტხები, ასეთ გასუქებულ ტიპებს კიდე ტექნიკური გამოსწორება ეტენებათ და გამოდიან მშრალზე. თაღლითობაა ეგ იმენა, თამაშს აწერია რო გაკეთებულია როკსტედის მიერ, მიდიხარ და ყიდულობ, გკიდია ეს ნეტში ინფორმაციის სერჩვა რა პორტია, როგორია. თან არ აწერია რო ვინმე სხვა პორტავს, მაშინ უნდა მიაწერონ პორტის საშიშროებები და ვინ იქნება მაგაზე პასუხისმგებელი. აი მე ვის მოვთხოვო პასუხი მორტალ კომბატზე? რატოა კონსოლის მოთამაშე ჩემზე პრიორიტეტული როცა მეც პრეორდერზე ვიყიდე თამაში? რატო უნდა ვიწერო 15 გიგაბაიტიანი პაჩები თამაშის გამოსვლიდან ორი თვის განმავლობაში და რატო უნდა მიფრიზავდეს ან მიქრაშავდეს? მე რეალურად მაგ თამაშზე ჩაჯდომის შანსი გავმაზე და ფაქტიურად ტყუილად გადავყარე ის ფული
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#56 » 26 Jun 2015 23:59

ბიჭო ეგ რო არასწორია და ნეგატიური მოვლენაა რაზეა ლაპარაკი. მარა მე ვამბობ რო ცუდი პორტის გამო თამაშის შეფასებაა უაზრობა. საერთოდ სხვა რაღაცაა ტექნიკური გამართულობა და ცალკე განხრა უნდა იყოს რამე. იგივეა რო წიგნს ცუდი პოლიგრაფიული მონაცემებით აფასებდე.
- https://coub.com/view/1dafyg

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#57 » 27 Jun 2015 00:09

ხო მარა კონტენტის მოწოდება რო არ ხდება და გაუმართავია რეალურად შედეგი არ გრჩება. წიგნზეც მასეა კი, აი მაკულატურა წიგნები რო იყო ბავშვობაში, რაღაც უხარისხო ტუალეტის ქაღალდზე რო ბეჭდავდნენ, თან სკოლებში უშვებდნენ ბიჭო, მაგაზე მიწევდა მეცადინეობა, ეგ რო იძულებულს არ მეკეთებინა საერთოდ არ წავიკითხავდი, მაგარი გამაღიზიანებელი იყო და რეალურად საზიანოც იყო ეგ თვალებისთვის. მაგას მერჩივნა ძველი ნესტიანი გაშავებული წიგნი მეკითხა, უფრო მეტი ხარისხი ჩანდა. თამაშზეც მასეა, ეხლა ინტერესის გამო Deadly Premonition-იც ვითამაშე და სთორიმ და კონტენტმა ბევრი გადაწონა მარა პორტი არის უსაზიზღრესი, არც კონსოლზე უვარგა შესრულება, პროსტა ის თავიდანვე იცი რაც არის, ყველგან ერთნაირია, PC-ზე საეროდ წლების მერე დადეს რაც შეეძლოთ და მოლოდინიც არ ყოფილა უკეთესის და დაბალი შეფასებებიც მეტყველებს, ანუ შემთხვევაა რა, ძალიან კარგი კონტენტის მქონე ტექნიკურად ძალიან ცუდი შესრულებული თამაში. აქ კიდე ტრაკობას ქონდა ადგილი, ზოგს რო კაი ნაბეჭდი წიგნი მისცე და ზოგს ტუალეტის ქაღალდზე იგივე ფასად :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#58 » 27 Jun 2015 00:14

მაგითი ალბათ უფრო გამომცემელს და სტუდიას უნდა აფასებდე )))
მამენტ ეგრეც ხდება, მათ რეპუტაციაზე აისახება ხოლმე ბოლოს ეგ ყველაფერი.
მიხარია რედებმა რო ვიჩერი არ ჩააგდეს
- https://coub.com/view/1dafyg

Riddick
Posts: 8469
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#59 » 03 Jul 2015 04:07

ამ დებილმა აჟიოტაჟმა ვაფშე გადაიტანა ყურადღება რეალურად თამაშიდან, რაც საერთოდ არ არის სწორი - შესანიშნავი მეოთხე ნაწილის მიმოხილვა. ბრწყინვალე დასასრული და ყველაზე კარგად დამუშავებული გოტემი რომელიც როკსთედიმ გვაჩუქა
- https://coub.com/view/1dafyg

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

Batman: Arkham Knight

Unread post#60 » 08 Jul 2015 13:28

დავიწყე და Batmobile-ის დვიჟენია თითქმის საერთოდ არ მისწორდება, ჯერ ცოტა მაქვს გავლილი მაგრამ მუდმივად ამ სიახლის ჩაკვეხებას ვიღებ რაც არ მომწონს. ბევრი დასკრიპტული სცენაა მარტო ამ მობილის გასაცნობად და წინა პლანზე წამოსაწევად, ცალკე რიდლერის ქვესთზე მომიწევს გამოყენება არც თუ ისე კრეატიული მექანიკებით ტროფების მოსაპოვებლად.. ცოტა მოუხერხებელი კონტროლებიცაა (თავიდან მაინც) და მექანიკურ მოწყობილობებთან კომბატი საერთოდ ამოვარდნილია თემიდან, ახლოსაც ვერ მივა ამ თამაშების CC კომბატთან, რაღაც ცალკე მინი თამაშებს უფრო ემსგავსება სცენა ვიდრე მეტი დინამიკის მომცემ გეიმფლეის. ერთი შედარებით უმნიშვნელო ნაკლი გაჯეტების გადაცვლის სისტემაა, რაც წინებში უფრო მომწონდა. მაგრამ ეს არაფერია ბეტმობილით ტანკების და დრონების აფეთქებასთან რომელიც სერიოზულად მირღვევს ბეტ-განწყობას.

დანარჩენზე პრეტენზია ჯერჯერობით არ მაქვს, სიუჟეტი შესაფერისად მიდის, სამყარო დიდია და დეტალიზაციაც შენარჩუნებული აქვს, ქუჩებში მტრების მეტი მიმოსვლა და ნაკლები სტატიკურობაა, გადაადგილების მექანიკაც დანავაროტკებულია. ვაგრძელებ იმის იმედით რომ უკვე მორჩა ეს გაცნობითი გაწერილი სცენები და ისევ ჩემ თამაშზე მორგებულ გეიმფლეის უფრო მომცემს თამაში ვიდრე მოსაწყენ მოტუტორიალო მომენტებს.

ჰო წუხელ 4GB-ამდე მოცულობის პატჩი გაეძრო.
I'm alaverdi to you, brother.

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests

cron