Batman: Arkham Knight, PC, Xone, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Ripster
Posts: 1423
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#61 » 02 Dec 2015 23:56

დღეს შევნიშნე არქამ ნაითი ვისაც აქვს ნაყიდი ტიპებმა ყველა წინა ბეტმენის ნაწილები დაგვირიგეს ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#62 » 02 Dec 2015 23:59

კი აქცია იყო/არის
დეკემბერში გააქტიურდებაო და ეტყობა დაიწყო უკვე.
ბოდიშს იხდიან *** პორტის გამო და წინა თამაშები ნახეთ რო ***ები არ გეგონოთო
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 3907
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#63 » 22 Dec 2016 00:05

ასე თუ ისე გავმართე მუშაობსავით. მაინც პერიოდებში ძალიან ჭედავს ხოლმე უცებ. 90FPS უჭირავს და უცებ ჩამოდის 2-ზე. Ram მჭირდება კიდე ერთი 8GB და ალბათ SSD.

არადა იმენა დამაყლევებლად ძალიან მაგარი ქალაქია და ატმოსფერო, ცალკე ხელოვნების ნიმუშია. საახალწლო განწყობა მოაქ ვენაში პირდაპირ. დაჟე გინდება რომ ეს ბანდიტები არ იყვნენ ვაბშე ქუჩებში და იარო GTA-სავით. მარა მერე მაგ feel-ს გიქრობს ბეტმენის გაჯეტები და მანქანა. აი გაჯეტებიც და მანქანებიც ძალიან ძალიან მაგარი მკიდია, 0 ინტერესი მაქ მარა იმენა ისე მაგრა დასვეს ყველაფერი რომ დორბლები წამოგივა ბეტმობილზე. ყველა მექანიზმი მოძრავია და არ ვიცი რეალისტური თუა, მარა მაგის შეგრძნებას ტოვებს. ბორბლები გაიღება, მოტრიალდება და მოსიარულე ტანკი ხდება მანქანა, მერე რაღაც 12 სხვადასხვა ტრანსფორმაცია მოხდება უცებ მიქრიხარ 300-ით ქალაქში.

ომში მიდის ბეტმენი და შენც ომისთვის გამზადებულ ბეტმენად გრძნობ თავს. არცერთ სხვა თამაშში არ მიგვრძვნია შეიარაღების და აღჭურვილობის თემა როგორც აქ.

ცალკე აღვნიშვნის ღირსია პრადაქშენის ხარისხი, მენიუდან დაწყებული, კამერების კუთხეებით, ეფექტებით, ანიმაციებით დამთავრებული ყველაფერი მართლა უმაღლეს დონეზე კი არა ხარისხის ახალ პლანკას აყენებს. ერთადერთი სიუჟეტიც რომ რამე კარგი ბეტმენის კომიქსის ლეველის იყოს ალბათ ენით აღუწერელი რაღაც გამოვიდოდა.

ძალიან დასანანია რომ ასეთი თამაში პერფომანსის მხრივ ასე ცუდათ გამართეს, იმენა დანაშაულია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#64 » 25 Dec 2016 04:08

გადავუარე. დავიწყე თუ არა ვერ მოვწყდი, ყველა riddle ამოვხსენი და 120% ის დავხურე. NG+ გაიხსნა და 240% არის მაქსიმუმი რითაც ერთი ახალი კოსტუმი იხსნება მარა ეგ უკვე მეზარება.
დიდებული თამაში გამოდგა. ქალაქის ლეველ დიზაინი და ზოგადად გახსნილ სამყაროზე მიდგომა ძალიან კარგია, როცა თითოეული ბნელი შესახვევი გაინტერესებს და იკვლევ. დამუშავება და დეტალიზაცია იდეალურია. ქალაქის სტილიზირება კი 90-იანების ფილმების მსგავსია და არქიტექტურულად გოთემი ისეა დამუშავებული რო არტ დეკოც ჩანს, გოთიკური შენობებიც და მოდერნისტულიც, რაც ძალიან მდიდარს ხდის ქალაქის იერსახეს და იგრძნობა რო ქალაქს ისტორია აქვს და ცოცხალია. თითონ გოთემი ზოგადად ყოველთვის იცვლიდა სახეს იმისდამიხედვით თუ ვინ დახატავდა კომიქსს ან გადაიღებდა ეკრანიზაციას. მაგალითად ტიმ ბარტონმა უფრო გოთიკური სახე მისცა, შუმახერმა არტ დეკო 90იანების გარემოსთან შეაზავა და ნეონებით გააფერადა. ანიმაციურ სერიალში 70-იანების არტ დეკო იგრძნობოდა სეთინგის შესაბამისად, ხოლო ნოლანმა ჯერ თანამედროვე ჩიკაგო ხოლო შემდეგ პიტსბურგი გამოიყენა. ამ თამაშში კი ყველაფრის მშვენიერი სინთეზია.
გეიმფლეიში ცვლილება თითქმის არ არის და მხოლოდ მანქანა ემატება თავისი საომარი აღჭურვილობით, რითაც ნამდვილად ამაყობენ დეველოპერები და მთელ რიგ ქვესტებს ამატებენ მანქანის გამოყენებით. თითონ კომბატი Arkham City-იში უფრო კომპლექსური იყო და ბეტმენური ნადირობაც უფრო ეფექტური გამოდიოდა ხოლმე, მარა აქ ნადრობისგან სიამოვნები მიღება უფრო წამოწეულია წინა პლანზე. მე ძალიან მომწონს ამ სერიების კომბატი, ძველი beat'em up-ების სულში იყო ყოველთვის და მთელი ამ გაჯეტების არსენალით იმდენი იმპროვიზაცია შეიძლება რო სამაგალითო უნდა იყოს ყველა დეველოპერისთვის ვინც კომბატზე დაფუძნებულ გეიმფლეის ქმნის.
თამაშს რაც აკლია ეს არის ბოსები, წინა სერიებში დიდი აქცენტი ეთმობოდა ბოსებს და თითქმის ყველა სერიოზული ვილეინი გამოიყენეს, აქ კი თითქოს ზურგი შეაქციეს და თავი აღარ მოგვაბეზრეს ერთი და იგივეს გამოყენებით.
სთორი ნორმალურია, მაგრამ Arkham Knight-ის სთორი არ ვარგა და არც სრულდება, რაც მგონი რომ დღევანდელი DC კომიქსების დამსახურებაა რატომაც ეს ისტორია ვერ შეიკრა (სპოილერის გარეშე ვერ ავხსნი). ბრიუსის სთორი კარგია და პერსონაჟის სულში ზის ნამდვილად, მთელი აქცენტი ბრიუსის შინაგაან შიშებზეა და ამის წარმოსაჩენად ჯოკერის ჰალუცინაციაა ჩასმული. თუ დღეს თანამედროვე თამაშებში ვხვდებით პერსონაჟებს რომლებიც მთავარ გმირს დაყვებიან და დიალოგებით თავგადასავალს ამრავალფეროვნებენ, აქ ამ როლს მთავარი მტრის ჰალუცინაცია ირგებს და ამის განხორციელება შესაშური იდეალურობით ხდება - მაგალითად ქალაქში შენობების სახურავებზე ჩნდება ჯოკერი და გელაპარაკება. ეს ზოგჯერ ქვესტების და თავსატეხების ამოხსნისას ხდება მაგრამ საკმაოდ ხშირად უბრალო გადაადგილებისას გხვდება სახურავზე და ათას რამეზე ლაპარაკობს ამ ორი პერსონაჟის დაპირისპირების შესახებ. ეს ჰალუცინაციის თემა არც ქალაქს ტოვებს უყურადღებოდ და ზოგჯერ ქალაქში ბანერები იცვლება, ბეტმენის და ჯოკერის თემატიკით, ხოლო კამერის მოტრიალების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
ოპტიმიზაციის საკითხი არ ვიცი ვის დავაბრალო მარა ასეთ თამაშს რო ასეთ ცუდ ოპტიმიზაციას გაუკეთებ, ორმაგად დამნაშავე ხარ, ბოროტებაა ეგ რასაც ქვია საკუთარი ნაშრომის მიმართაც და ხალხის მიმართაც ვინც სერიებს ამდენი წელი თამაშობს უკვე.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 3907
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#65 » 28 Dec 2016 20:18

ძალიან კარგი და გემრიელი სათამაშო თამაშია. ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული. Must Play შედევრებს თავისუფლად დავუმატებდი.

ერთადერთი სთორიმ არ გამისწორასავით და ნუ იგივე პრობლემა იყო აქ რაც თითქმის ყველა ესეთ Stealth/Spy/Detective პერსონაჟების სთორის აქ იგივე thief, mgs, james bond. და პრობლემა არის რომ ვიღაც დებილ გმირს როგორც უგებენ სთორის ისე უგებენ ამათაც და არასწორია. პროფესიონალი, გამოცდილი სუპერ როჟა არ უნდა ტყუვდებოდეს პლოტ ტვისტებით ყოველ ნაბიჯზე, ვაბშე იკარგება ეგ მომენტი ინტელექტის, მომზადებულობის და გამოცდილების როცა ბრმად მიყვები სთორის.

ჩემი აზრით player-ს უნდა შეეძლოს რომ ვაბშე თავდაყირა დაუყენოს და შემოატრიალოს ვილანის გეგმები. საკუთარ მახეში გააბას მტრები და ინტრიგები აღმოუჩინოს და მათ წინააღმდეგ გამოიყენოს.

სხვისი ინტრიგების ბრმად დევნა და პლოტ ტვისტებით პირდაღებული გაოცება, რაღაც უბრალო მასტის პონტში ჯდება და ასწორებს. მარა ძაან ადებილებს ჩემი აზრით გამოცდილ/master როჟების ისტორიებს.

რაც ბეტმენზე ვიცით, რო დავუპირისპიროთ და რეალურად გავაანალიზოთ რა ძალები და მომზადება ქონდა ანტაგონისტებს, მაქსიმუმ თავიდან დაეჭირათ ბეტმენი off guard. მარა ბოლოში და ანტაგონისტზე ამდენი ინფორმაციის გაგების მერე რომ მათ დაკრულზე მაცეკვეს არჩევნის გარეშე ძაან გამიტყდა და არადამაჯერებელი იყო.

დრამის და პერსონაჟის გატეხვის თემა თუ გინდა სწორედ უნდა გააკეთო და დამაჯერებლად, მითუმეტეს ასეთი პერსონაჟის. და არის მასეთი ისტორიები კომიქსებში და კილომეტრიანი build up აქ მაქამდე დამაჯერებელი ხოლმე, აქ ეგ მომენტი ვერ დავინახე და ვერ ვიგრძენი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#66 » 14 Feb 2017 21:33

დღეს ჩავრთე და გაცნობითი სესია მქონდა )) ერთი საათი პროსტა დავდიოდი. არქიტექტურით და დეტალიზაციით ვკაიფობდი. ხელოვნების ნიმუშია ქალაქი. Unreal Engine-ის ბნელი და "სველი" ატმოსფერო კიდე უფრო მაღალ დონეზე აყვანილი. საითაც არ უნდა წახვიდე, ან გაიხედო ყველაფერზე თვალი გიშტერდება იმდენად დეტალურად და კარგადაა ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმული. arkham city ხო უმაგრესია, მარა უფრო მინიატურულია. აქ კიდე ფართე სამანქანო გზების დამატების გამო რაღაც სართოდ სხვანაირად აღიქმება ტერიტორია. მივიწყებულმა Batman & Robin (1998) მუღამმა გაიღვიძა :bats:
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
hellwalker
Posts: 3907
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#67 » 13 May 2017 21:41

*%&*&%*%&*% გადმოვწერე 50 გბ თამაში მარტო იმიტომ რო მენახა მანქანა გაჭედავდა თუ არა 16გბ რამზე და არ ჭედავს ვაბშე ტო. იმენა 2 საათი ვიკატავე პროსტა და თავიდან შეილება დავხურო მაგის ხათრით ზაფხულში მანამ გრაფიკა მოძველდა.
იმენა ქალაქის სექციებს 3ჯერ დავარტყი კრუგი :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#68 » 14 Jul 2018 22:20

ბიჭო ისეთი თამაშია, აი 12 ლარიან შაურმას რო გაჭმევენ მოულოდნელათ. ძაან გამიჭირდა ალღოს აღება. იწყებ და სახეში გაყრიან მსუყე, დეტალურად დამუშავებულ სამყაროს... აი ეს დედიკოს ხათრით, ეს მამიკოს ხათრით და შენც ჭამ, ჭამ... პროსტა ვერ უძლებ, თამაშის დაწყებამდე ვერ მიდიხარ. ჩერდები, ისვენებ, მერე კიდე და ესე წვალებით გავიარე შესვლის ბარიერი. მართლა წვალება იყო, დაჟე ვდროფავდი უკვე, იმდენიხანი არ გამიშვა ტუტორიალის არკამ. ძაან დიდი ტანკის დაქოქვისავით არი, ძაან უჭირს ამუშავება, მარა რო ამუშავდა გავჭედე :) უკვე რო მივხვდი რო მეთითონ ვწყვეტდი სად წავსულიყავი, უკვე რაღაც ქვესთი რო ბოლომდე შეიკრა, უკვე ქალაქში ფრენით და მაქნაქნით გადაადგილება რო მოვირგე, ანუ მივხვდი რეალურად სტრუქტურას, აი მანდ ვიგრძენი გოტემის წვიმიანი ქარის სუნი :) იტოგში დავიწყე... :bats:
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Ripster
Posts: 1423
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#69 » 15 Jul 2018 01:50

შესანიშნავი თამაშია და კიდე ბევრჯერ დაგიჭერს და გაგაჭედინებს
არც ისე პატარაა თან და ასწორებს ეგ. ისეთი კარგი სათამაშოა რომ გინდა რაც შეიძლება დიდი ხანი გაატარო თამაშში
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#70 » 16 Jul 2018 23:26

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი რამეა. პირველის და მეორეს პროგრესი, სრულფასოვან მესამე საფეხურზეა აყვანილი. ტექნიკურად ესეთი გაკეთებული არაფერი არ მინახია, იმენა აუარებელი მექანიკა მუშაობს ერთად და თან გამართულად. ლოკაციების შევსების დეტალიზაცია, კომპლექსურობა, მოვლენების სიხშირე და მრავალფეროვნება. აი ესაა კაკრას ის მომენტი, როცა ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანის ნამუშევარს გრძნობ ერთად, თან ყველაფერი რო ერთი დიდი მექანიზმივით მუშაობს, რაღაც ფენომენალური თამაშია. და პროსტა რა მაგრად არ გაუმართლათ ოპტიმიზაციაზე ტიპებს, ეხა რაცაა ესე რო გამოეშვათ საერთოდ კითხვის გარეშე აიღებდა წლის თამაშს. ისტორიული ყ*ეობა მოხდა...

პ.ს. ჯერ მარტო ჯოკერი ისე გენიალურად ყავთ ჩასმული, რო ცალკე ეგ არი ამ ყველაფრის მხატვრული ფასეულობა.
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#71 » 16 Jul 2018 23:42

ბიჭო ჯოკერის უკანაც დააკვირდი ხოლმე გარემოს :D გაიხედე გამოიხედე ხოლმე კამერით ჯოკერთან როცა ლააპრაკობ :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#72 » 17 Jul 2018 15:30

სკილები ძაან ზედაპირულია უმეტესობა და რამე რეალურ პროფიტს ვერ გაძლევს. არი მომენტები სადაც კომბატის, ან სტელსის ეპიზოდებში ვიჭედები სიძლენის გამო და ვერ ვხვდები რა გავანვითარო რო გავიმარტივო სიტუაცია. იდეაში ჩელენჯისთვის მზად უნდა იყო ჰარდზე. არა ჩელენჯისთვის უფრო არა, აი რო გგონია რო უცებ გახვალ და ნახევარი ძალით თამაშობ, მაგას უნდა იცოდე რო ცხვირიდან წამოგადენს თამაში მომენტებში ))

სტელსი მომეწონა. იმენა კომბატ სტელსია, რაც მევასება. ძაან სწრაფი და დინამიური შეგილია იყო თუ გაქ სკილი. მამენტ კომბატშიც.

კიდე ერთი მომენტი რაც გამოიკვეთა არი თითონ ქალაქი. თავიდან გგონია რო დეკორაციაა, ვაფშე ისეთ გრძნობას გიჩენს რო, სუ ესე ხელჩაკიდებულს გატარებენ და ვერ შეირგებ, მარა ნელნელა რაღაც გემრიელი ფეხსაცმელივით იცვავ მთლიან ქალაქს :)))

რატომღაც მესამე გეტეა გამახსენდა. ალბათ ზომების გამო. ყველაფერი შედარებით პატარა მაგრამ ძალიან კოლორიტულია. არტ დეკოს ელემენტების გამო მომენტებში მგონია რო ბიოშოკის წყალქვეშა ქალაქია ზედაპირზე ამოტანილი.

:bats:
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#73 » 18 Jul 2018 22:58

ჰარდზე ბოლო კომბატის ჩელენჯებია შეილება დაგადროფინოს, მარა გაუძელი )) იმენა ნერვების მომშლელი სიტუაციებია შექმნილი. მეხანძრეს 7 ჩვეულებრივი, 3 ბიტიანი, იარაღიანი და 3 გრამილა რო იცავს თუ გახსოვთ ეგ კამანდა )) ტანგო მაცეკვეს )) მარა სტელსი ჰარდკორზეც კაია, საკაიფო სიტუაციები იჩითება. ტანკიც ძნელია მარა მუღამიანი. ეხა პროსტა გასვლა მომიწია ქალაქიდან თორე არ მოვეშვებოდი მთელი ღამე, ისე შევცხოვრდი )) ვიარით მინდა რო გოტემში დავფრინავდე )) რიდლერის დედას მინდა რო კროსფორდის შევსების მომენტში ვძლევდე პირში ))
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#74 » 31 Jul 2018 12:35

რაღაც მაგარი გაუგებარი სიტუაცია მოხდა ბოლოს. ანუ მთავარი ქვესთი იდეაში მოვრჩი და თან ვერ მოვრჩი. რიდლერი, მეხანძრეები და იერუსალიმის სახურავების ქვესთები დამრჩა. მიწერს რო საბოლოო ქვესთი მაგის მერე გაიხსნება და რაღაც ძაან ყ*ე ამოგდებული დამტოვა. ვითო ქონდა ფინალი, მარა რაარი ეს ვერ დავამუღამე... თან მორჩა თამაში თან ვერ გავიგე რა მოხდა ბოლობოლო და რისთვის მოხდა ვაფშე.
რავქნა?
ეს რიდლერის ყ*ეობები გავაკეთო? იდეაში საიდები რო იყოს სიამოვნებით მარა ეხა მეინ ქვესთებათ მაგრად მკიდია ამ სისულეებში ნახევარი ვოლქსრუს დროის ჩადება, თან მითუმეტეს იმენა ფრაზებით როა გამოსაცნობი მაგეებს ვაფშე ვერ ვხდები რა დედიმისისა უნდა.

იდეალური თამაში ისე დამთავრდა რო ვერ გავიგე ვაფშე - ეპიკური ომის მერე რო გეტყვიან ყველა "ჭიქა" შეაგროვე თორე ენდინგს არ განახებთო ეგეთი რაღაც მომივიდა. შიგ ხო არააქვთ ამათ ?
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#75 » 31 Jul 2018 20:05

ჰო ეგ არ იყო საჭირო, ბოლო სცენა იხსნება ყველაფერს რო ამოწურავ მერე, ხვა საიდ მისიებზე რო მიებათ კიდე ჰო მარა რიდლერზე არ იყო საჭირო, მარა მეორე მხრივ ისეთი რამე ხდება მაგ ენდინგში რო ვილეინის დატოვება არ შეიძლებოდა გარეთ :D გამოუვალ მდგომარეობას ქმნის ეგ ენდინგი მოკლედ :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Ripster
Posts: 1423
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#76 » 31 Jul 2018 21:58

მანდ ისეთი პონტია თუ 100%ზე არ გაქ ყველაფერი შესრულებული მაშინაც შეგიძლია ენდინგის გაშვება, მაგრამ თუ ნამდვილი ენდინგი გინდა მაშინ გჭირდება აბსოლუტურად ყველაფრის 100%ზე შესრულება.

ყველაფერი მქონდა შესრულებული რიდკლერის გარდა, 60%ზე თუ რაღაც მსგავსზე მედგა, ორი საღამო შევწირე კლებადი ენთუზიაზმით და ბოლოს ძალიან ცივსისხლიანად, აუღელვებლად და სუფთა ნამუსით გავუშვი ენდინგი და ნამდვილ ენდინგს იუთუბში ვუყურე.
ყლეობაა ძაან მაგ რიდლერის მილიონ საათიან მძრე*ელობას რომ გაძალებენ ;დ ეგ კი არა მაგდენ თაუერების აღებაც ზედმეტი იყო

თუმცა არ გაუფუჭებია მთლიანი სურათი ჩემთან მაინც კარგად დამამახსოვრდა თამაში ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#77 » 31 Jul 2018 22:13

ძალიან ნიპრიჩომ შემოდის რიდლერის როლი )))
მე ეხა ქალაქი ისე მევასება რო მსიამოვნებს, გადავერთე და შევეგუე რო გავაკეთებ, მარა იმენა უთაომხედარივით ტოვებს სიუჟეტს. ავტომატის ოჩერედივით ხდება მოვლენები და უცებ წყდება ყველაფერი და აგროვებ კენჭებს ვიდეო რევიუსთვის )))
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#78 » 01 Aug 2018 01:46

მე რიდლერი უფრო გამიადვილდა, ეს მაინების განეიტრალება უფრო მეზარებოდა მანქანით და მაგაზე სირბილი, რიდლერი Arkham Asylum-ის გარდა ყველგან ყველა ავიღე, მუღამი მქონდა ხოლმე ბოლოს პოვნის და ცემის, აქაც მაგ პონტში არ მქონდა პრობლემა, პროსტა თავიდანვე რო მოეცათ მინიშნება არ დავიგროვებდი ამდენ თავსატეხს ბოლოსკენ :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Batman: Arkham Knight

Unread post#79 » 07 Aug 2018 19:46

სტატიის დაწერა მეზარება, შევეცდები რაცშეილება მოკლეთ მოვხაზო ექსფერიანსი.

აქ რა ამ თამაშს რაღაც შინაგანი უთანხმოებები საკუთარ თავთან. აი რაღაცას რო უნდა რო იდეალური იყოს და სუ რო იტანჯება თვითგანვითარებაში ეგეთი ტიპია. თამაშობ და მომენტებში შეილება გაგამწაროს დეველოპერის რამე სირულმა გადაწყვეტილებამ და ჯადოსნურის განცდის დროს უცებ თვალში თითი გთხაროს. მთლიანი ამ ნაწილის ისტორიაც ეგეთია. ჯერ ოპტიმიზაცია, მერე სიუჟეტი, მერე გეიმფლეი. ყოველთვის რაღაც პატარა ნიუანსები არ აძლევს იმის საშუალებას რო გამოაჩინოს თავის მთლიანი სილამაზე და რეალურად განუმეორებელი ხარისხი.
სერიოზული, მარა კაპრიზნი ქალივით არი, სახეს გაგაცლის თავიდან, აგინებ, დაიკიდებ, მარა მერე ისევ დაუბრუნდები, იმიტო რო ნაბო** ხარ და იცი რო რაღაც ფასეულია ამ ყველაფრის უკან. ზუსტად ეგრე მომივიდა და უცებ 60 საათიან ნეტარებას დავეუფლე.

რადგან აქ სავარაუდოთ ყველას ნათამაშებიგაქვთ, პლიუსებზე დეტალურად აღარ დავწვრილმანდები, მარა ერთს ვიტყვი რო გოთემი ესეთი მაგარი გაკეთებული ვერასდროს ვეღარ იქნება. პატარა და 120% დამუშავებული, საინტერესო და კომპლექსური, ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული დეტალებით. ყველაზე ახლო პარალელს GTA3 გავავლებდი. ერთი სიტყვით აღფრთოვანების ღირსები არიან გაკეთებული სამუშაოსთვის.

კიდე რაც გამორჩეულად მომეწონა, ეს იყო სტელსი, ძაან ვიკაიფე . არცერთ შესაძლებლობას არ ვტოვებდი ფარულად და ელვისებური სისწრაფით ამეხია სახე ნებისმიერი ტიპის მოწინააღმდეგესთვის.

ძაან დამევასა ბეტმობილი და ტანკის რეჟიმი კონკრეტულად (მამენტ რიდლერის რბოლოს ეპიზოდებიც ძაან საკაიფოა). ტანკით ყველა რეკორდი მოვხსენი, რაღაც მაგარი დინამიური და თავბრუდამხვევი ეპიზოტები იჩითებოდა და სრულიად კმაყოფილივარ, ძაან სწორი განვითარება იყო. ტიპებმა ყველა ფორმიტ გაუკეთეს ინტეგრაცია ტრანსპორტს.

ძალიან მომეწონა (სპოილერი) ქალაქის ტრანსფორმაციის მომენტებიც. ეგეთ რამეს 32 წლისავარ და მართლა არ ველოდი.

ასევე გამოსაყოფია ქვესთებისადმი მიდგომა, გახსნილი სამყაროსთვის ალბათ იდეალური მიგნება - იღებ საიდს ერთი ქვესთლაინის სახით და აქცევ ერთ დიდ მისიათ, რომელსაც აქვს ერთგვარი კულმინაცია. ძაან მაგარია და რუტინულ კონტენტს ვაფშე სხვა აღქმას აძლევს. მაგის გამო არც ბაზების გაწმენდა მომბეზრებია და არც თაუერების განთავისუფლება.

ეს მომენტი რო გადავიღე, რაღაც გაურკვეველ და აუთვისებელ სივრცეს უყურებდი, მარა ეხა უკვე დეტალურად ვიცი ყველა ადგილი და ასწორებს https://i.imgur.com/qJpqdlg.jpg

სიარულის დროს ახლოს მისულ კამერას, რომელსაც წინა ორი ნაწილი ვერაფრით ვერ შევეგუე, უბრალოდ ოფციებიდან "კამერის ტრიალის დროს გაბლურება" გაუთიშე და უპრობლემოთ გავიარე თამაში https://i.imgur.com/chnJL2J.jpg

ამ ტიპის ქალაქში ფრენის მომენტებზე ატმოსფერული მგონი თამაშში არაფერი არ იყოფილა https://i.imgur.com/v6q74kg.jpg . სიამოვნებით ვნახავდი სხვა ტიპის მსგავს გამოვლინებებს, ძაან მაგრად აცოცხლებდა გარემოს.

კოსტუმის სკინი ერთხელ რო შევცვალე და დარჩა https://i.imgur.com/TOrSji9.jpg . რაღაც ამაღლებული ბეტმენის მაგივრად მომავლის სპეც დანიშნულების ჯარისკაცივით დავრბოდი და გამისწორდა.

ქალაქში უბრალო ხეტიალისას გადაღებული კადრი https://i.imgur.com/W8uU1RN.jpg

ძაან გამისწორდა ეს მომენტი https://i.imgur.com/6v5oDZF.jpg ისეთი გაკეთებულია საწყის სცენაში, რო საწყენი იქნებოდა თავისუფალ რეჟიმში რო ხელმიუწვდომელ ლოკაციათ დაეტოვებინათ https://i.imgur.com/xV2G3uP.jpg

რიდლერის ფაზლების მეინ ქვესთის დონემდე აყვანის იდეა მაგარი დიდი შეცდომაა ამ თაამშის, მარა 2 ფაზლის გარდა, რომლებიც რაღაც გაუგებრობის გამო ვერ დავძლიე, ყველა საინტერესო იყო, მითუმეტეს როგორც ერთიანი პროცესი და ნუ ბოლოს პირში რო მივართვი დაღლილმა ეგეც ცალკე სიამოვნებად დარჩა https://i.imgur.com/orWnYpB.jpg
https://coub.com/view/1cdqmc

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests