Dying Light, PC, Xone, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#1 » 24 Dec 2013 20:46

Dying Light
>>>

E3 2013 სტუდია Techland (Dead Island-ის შექმმნელები) კიდევ ერთი ზომბი თემატიკაზე დაფუძვნებული თამაში, სახელად Dying Light დაანონსა. თამაში მულტიპლადფორმულია და 2014 წელს PC, PS3, PS4, Xbox 360 და Xbox One გამოვა. საერთო სეთინგის მიუხედავად Dying Light-ს Techland-ის წინა პროეტისგან საკმაოდ ბევრი რამ ანსხვავებს, რაზეც შევეცდები ცოტა დეტალურად გიამბოთ.

თამაშის მოქმედება ახლო აღმოსავლეთში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, ერთერთ პატარა ქალაქში, სახელად ჰარანში განვითარდება. ქალაქის ტერიტორია სენდბოქსის სტილისაა და მოთამაშე მისიებს შორის მასზე გადაადგილებაში შეზღუდული არ იქნება. პერსონაჟის განვითარება ორ ძირითად ფაზად იყოფა, პრიველი სტანდარტული LvL გადასვლის და სკილების მომატების შესაძლებლობას ეფუძვნება, ხოლო მეორე ჩვენი გმირის საერთო სოციალურ სტატუსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენს მიერ ჩადენილი საქციელებით განისაზღვრება.

>>>

მთავარი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება თვითონ გმირებში იმალება. ისინი სხვა მსგავსი თამასების, დაუცველი და მოუქნელი პრესონაჟებისგან განსხვავებით, დაუჯერებლად სწრაფი, მოქნილები და აკრობატულები არიან, რაზეც უბრალოდ შეუძლებელია Mirror’s Edge არ გაგახსენდეთ, ჩვენ ხომ საქმე ქალაქის პარკურის სრულ ასებთან გვაქვს: მათ შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი სიმაღლის წინაღობის სწრაფი გადალახვა, მაღალ დონეზე ფლობენ საბრძოლო იარაღებს და ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებას, დარბიან სწრაფად და ცოცავენ თითქმის ნებისმიერი სახის ობიექტზე.

მოცემული ფაქტორების გამო თამაშის პროცესი საერთოდ სხვაგვარად აღიქმება: სახიფათო ზომბებთან მოულოდნელი შეტაკებების და შიშის მაგივრად, თამაში უფრო ზომბების დიდი რაოდენობებით სწრაფი და ეფექტური განადგურების სახელმძღვანელოს წააგავს. Techland ახალი ქმნილება, ცოტათი Dead Rising-ისნაირია და სერიოზული ზომბი აპოკალიფსური თამაშისგან უფრო იუმორისტული პროექტისკენ იღებს კურსს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად Dying Light მისი უფროსი ძმის Dead Island დამახასიათებელი თვისებებიც საკმაოდ ბევრი აქვს: ჩვენ კვლავ გულმოდგინედ მოგვიწევს ლოკაციების გამოკვლევა და საიდ მისიების შესრულება, თამაში ასევე არის კრაფტინგი და სხვა Dead Island დამახასიათებელი გეიმფლეი ელემენტები.

>>>

თამაშის ვიზუალური მხარე ცალკე თემაა. აქ ყველა მკვლელობას, ან აფეთქებას სანახაობრი ანიმაციით და სპეცეფექტებით გვაწვდიან, რაც საერთო ჯამში საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, რაც სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურიც არის პოლონური თამაშისთვის. დეველოპერებს ყველაზე კარგად ბუნების რეალიზება გამოუვიდათ: ხეები და მაღალი ბალახი უეცრად ამოვარდნილი ქარისგან ირხევა, ამინდი სრულ რანდომზეა დამოკიდებული და არასდროს იცით როგორ სიტუაციაში მოგიწევთ მოქმედება, მზის ჩასვლა და ამოსვლა კი რომანტიულ ნოტებს აღგიძრავთ.

მოცემული ჟანრის სხვა თამაშების მსგავსად, ზომბები Dying Light-იც სხვადასხვა სიძლიერის კატეგორიებად იქნებიან დაყოფილი. მაგალითად ღამის საათებში, ქალაქის ქუჩებში შეიძლება გაცილებით სახიფათო ზომბებს გადააწყდეთ, ხოლო მსგავსი შეხვედრების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ, ღამით გაკეთებულ დავალებებში ხომ გაცილებით დიდი ჯილდოს მიღებაა შესაძლებელი. ერთი სიტყვით, თამაში ამ ეტაპზე ძალიან პოზიტიურად და იმედის მომცემად გამოიყურება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მასთან დაკავშირებულ მომდევნო სიახლეებს დაველოდოთ.

Good Night & Good Luck
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

Dying Light

Unread post#2 » 10 Jan 2014 18:35

არანაირი ინტერესი არ გამოიწვია რატომღაც...
ამ ზომბებსაც შესც**ს და ჩვენც რა :\

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#3 » 05 Jun 2014 11:57

მალე თუ არ გამოუშვეს ეს მაგარი ქვითინი ატყდება გრაფიკაზე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#4 » 17 Jun 2014 03:44

და აი კაკრას ზედა პოსტის საპირისპირო თემო მოვიდა. ეტყობა განათების და რაღაც სხვა თანამედროვე ელემენტები დაამატეს და საერთოდ სხვა დონეზე აიყვანეს თამაშის ვიზუალი, ფაქტიურად ნექსთ გენ პროექტების ვიდზე იყო E3 სქრინებში.
ეს არი ამინდის ცვალებადობის სადემონსტრაციო სქრინები: 1 2 3
ძაან ღირსეულად გამოიყურება პამოიმუ (თან ქალაქიც საკმაოდ დიდს და დამუშავებულს გავს, პროსტა ცოტას წაუასასინს ქრიდებს თითქოს).
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

Dying Light

Unread post#5 » 31 Aug 2014 08:39

ისეთები წავიკითხ, აზრი შემეცვალა და დამაინტერესა ...
+ ვიდეო

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#6 » 06 Dec 2014 13:29

UPD - Story Trailer >>>
ერთი "კომიკური" ბოროტმოქმედის გარშემო რო ტრიალებს მოქმედება უკვე მარტო Far Cry მახსენდება, მარა აქ ამ ერთი მთავარი "ცუდიანის" გარდა როგორც ჩანს ბევრი "კარგიანიც" არი, ამიტო შეილება ისეთი ბანალურიც არ გამოვიდეს როგორიც ზოგზოგიერთები ))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Dying Light

Unread post#7 » 27 Dec 2014 17:41

მაგრად დამევასა გეიმფლეი, მგონი მაგარი თამაში გამოდის, ბოლომდე არ უყუროთ გული დაგარტყავთ ბოლოში ძაან ცუდი მომენტია :D

>>>

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#8 » 28 Jan 2015 13:30

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jan 27, 2015
Developer: Techland
Genre(s): Action & Survival
Metascore No score yet...
User Score 7.6 out of 10

მინიმალური:
OS: Windows 7/8 x64
Processor: Intel Core i5 @ 3.3 GHz / AMD FX @ 3.5 GHz
Memory: 4 Gb
Hard Drive: 40 Gb free
Video Memory: 1 Gb
Video Card: nVidia GeForce GTX 560 / ATI Radeon HD 6870
Sound Card: DirectX Compatible
DirectX: 11

რეკომენდირებული:
OS: Windows 7/8 x64
Processor: Intel Core i5 @ 3.4 GHz / AMD FX X8 @ 4.0 GHz
Memory: 8 Gb
Hard Drive: 40 Gb free
Video Memory: 2 Gb
Video Card: nVidia GeForce GTX 780 / AMD Radeon R9 290X
Sound Card: DirectX Compatible
DirectX: 11
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#9 » 15 Feb 2015 00:56

ჯერჯერობით სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ჯერ მარტო სეთინგის გამო, მარა აშკარად ემჩნევა ხარისხი, ანუ კონტენტის რაოდენობა და მისი დამუშავება სასიამოვნო დონეზეა. სიუჟეტი ჯერჯერობით ორიგინალურობით ვერ დაიკვეხნის, ოპტიმიზაციაც, მარა თამაში საინტერესოა და გავაგრძელებ. თუ ვინმე ჩემზე ფუნდამენტურად ხართ გასულები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ გამოცდილება
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Dying Light

Unread post#10 » 15 Feb 2015 01:45

თამაშობ უკვე რიდიკ? უთამაშობის პერიოდი მაქვს იდეაში მაგრამ მაინც ვერ მოვიხოდე ამის ჩასაწერად))
კოოპში იქნება კარგი სათამაშო ალბათ
დედ აილენდი ხო ცუდი ტიპია მაგრამ პირველმა მაინც გამისწორა თავის დროზე
ძალიან გავს ხო ეს ორი თამაში ერთმანეთს? ტრეილერებიდან როგორც გავარკვიე გაცილებით უფრო დახვეწილი ტიპია ეს გეიმფლეის მხრივ, ანუ ერთი ფორმულაა, მაგრამ დაამატეს რაღაცეები ისეთი მშრალი არ არის როგორიც კუნძული იყო

სეთინგზე კარგად გაამახვილე ყურადღება
ზუსტად ეგ არ მიზიდავს მგონი მე)) სხვა უფრო საინტერესო გარემო რომ ყოფილიყო ეგრევე მივახტებოდი
მევასება ზომბაკები))))

დედ აილენდ 2ს ველოდები
არც ასერიოზულებენ ტიპები და პირიქით დედ რაიზინგის კვალს მიყვებიან
უნდა გაამართლოს იდეაში
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#11 » 15 Feb 2015 13:39

აქ უფრო სერიოზულად უდგებიან საკითხს, ზომბები მრაჩნად გამოიყურებიან, მოქმედებაც უნდათ, რომ უფრო სერიოზულად აღიქმებოდეს. ვაფშე გირჩევ ნახო, საკმაოდ კარგი რამეა, მითუმეტეს ზომბი აპოკალიფსები თუ მოგწონს (თუ გავიწიე წინ დავწერ შთაბეჭდილებებს კიდე).
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#12 » 16 Feb 2015 20:51

მაგრად მოიტანა :) რაც არ მეგონა ნამდვილად. ატმოსფერო და მთელი ამბები გაიჩითა, ღამე სერიოზულად იძაბება სიტუაცია და მაგარ საინტერესო ივენთებს არეგენირებს, გიჩდება ვორლდში ხეტიალის მუღამი, საიდების კეთება და კრაფტინგის დამუღამება (რიპს დაიწყე))

p.s. რო ვთამაშობ და ვგრძნობ რო უბისოფთის თამაში არაა იმენა სიხარულის გრძნობა მეუფლება
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Dying Light

Unread post#13 » 18 Feb 2015 23:11

ბაჩო ძია პოსტი ვნახე შენი დრაგონ ეიჯი დავიწყეო და დადროფე ეს? ))))

ბიჭო მაგრად შევყევი ;დ ძალიან მისწორდება და აი ბევრს ბევრს რომ ვითამაშებ მერე დავწერ ცოტა ვრცლად ამ თამაშის შესახებ ჩემ მოსაზრებას; დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#14 » 19 Feb 2015 00:03

არა, პარალელურად ვთამაშობ, მეც მაგრად მისწორდება ჯერ, მარა დიდი პორციებით ვეღარ ვთამაშობ, დავბერდი...
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Dying Light

Unread post#15 » 19 Feb 2015 16:32

აუ არა კარგი თამაშია რა )) ანუ რეალურად ორი სხვადასხვა ჟანრის და ატმოსფეროს თამაშია გაერთიანებული ერთში და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ეფექტურად არის ეს შესრულებული. დღის შუქზე დედ აილენდში რამე თუ გაკლდა, რამე თუ არ მოგწონდა და გაღიზიანებდა აქ ფაქტობრივად ყველაფერი ეგ თავიდან არის მოფიქრებული და გადაკეთებული. ღამე საერთოდ სხვა სიტუაციაა, საერთოდ სხვა წესები მოქმედებს და გინდა თუ არა გიწევს ამ წესებზე მორგება. არ მომწონდა ეს თურქული დვიჟენია მაგრამ საკმაოდ კარგად ყოფილა გაკეთებული. ვერ იპოვი ამ თამაშში ვილსონის დონეზე ზაუმნი სთორის რათქმაუნდა)) მაგრამ არც არის ეს თამაში ბაიოშოკის მსგავს სთორიზე გათვლილი სხვა რამეა და ამ სხვა რამეში კარგი ტიპია ძალიან
თუ შეძლებ თამაშის სამყაროსთან ინტეგრაციას მაგრად გაგისწორებს
მივდიოდი სადღაც ჩემთვის ქუესთი უნდა შემესრულებინა და გზაში კაკუნის ხმა მომესმა და მიშველეო მეუბნებოდა ვიღაც
მივედი თეთრ ფურგონთან, კარები გავაღე და შიგნით დაბმული ტიპი ზის
გავათავისუფლე და ტიპა იმენა ტვინი მიტ*ნა რასაც ქვია)))) ჯერ ხო თავის ისტორია მომიყვა, ამერიკელი იყო ჩვენსავით თურმე ეპიდდემია რომ დაიწყო ცუდ ძიებთან ტასაობდა ეგონა გადარჩებოდა და მაგათაც ტვინი რომ უბურღა ფურგონში ჩაკეტეს))))
კარგ ძიებთან მიმაცილებინა თავი და გზაში სულ ლოტრის და სთარ ვორსის რეფერენსებს ისროდა)))))
ჯერ თავის ბაითში წამიყვანა რაღაც დამრჩა ასაღებიო და მერე რაისის ბიჭებთან მაჩხუბა თავის საყვარელი 'კლუჩი' რომ აეღო, უან რინგს ეძახის თან მაგ იარაღს)))))

კიდე ერთი მომენტი იყო ისევ ქუესთზე მივდიოდი და ქალის ყვირილი შემომესმა
ვხედავ ბაითია მეთქი უნდა შევამოწმო
ჯერ ხო საუკუნე ვეძებე შესასვლელი და რომ შევედი ტიპმა კარები გამიღო ჩემი ცოლი მშობიარობს და სპირტი გამიჩითეო
სამჯერ მიმატანინა ალკოჰოლი და ბოლოს რომ მორჩა ქუესთი ვეღარ მოვითმინე კარები ატმიჩკით გავხსენი და რომ შევედი სასტავი იჯდა ოთახში ჩემ მიტანილ ვისკის ურახუნებდნენ მაგიდაზე ხელებს ურტყავდნენ და რაღაც დვორფების სიმღერას მღეროდნენ))))))

თავიდან ცოტა საიდ ქუესთები მეგონა მაგრამ მერე კარტა რომ ამიჭრელდა ძახილის ნიშნებით მაგრად დავიგრუზე)) ბევრია ძალიან და თან ასეთ თამაშებში რომ შეჩვეული ვარ ძალით გაკეთებულ ქუესთებს იმენა აღარ მაქვს ხოლმე მუღამი მაგრამ რამდენსაც გავუყევი ზოგი საკმაოდ კარგი ტიპი იყო
არის რაღაც მოსტალკერო მომენტები არ ვიცი როგორ მიმიხვდებით ამას მაგრამ აი რომ ითამაშებთ მიხვდებით))

საკმაოდ დიდი თამაში ყოფილა

ბევრს არ გაუსწორდება ან მობეზრდება ალბათ მალე, მაგრამ ფაქტია თამაშAებში დამაბრუნა ამ პროექტმა ;დ
მუღამი გამიჩნდა ისევ კლავიატურის და მაუსის კლიკების))
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#16 » 19 Feb 2015 19:07

მეც სტალკერზე უნდა დამეწერა გავსთქო, მარა არ დავწერე, მევიფიქრე მეჩვენებათქო )))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#17 » 20 Feb 2015 19:59

რაღაც დედა ... საიდ ქვესთს გადავეკიდე. ჩანთა უნდა იპოვო ტბაში და ვერაფრით ვერ ვნახე. ხო არ გახსოვს ეგ მისია?
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Dying Light

Unread post#18 » 20 Feb 2015 20:51

მასკიანი გიჟი ტიპი ხომ არ გაძლევს მაგ ქუესთს?
თუ ეგ არის მაგის სახლის გვერდზე ტბა არის გაცურე ცოტა და შეგივიწროვებს საძებნ არეალს მერე ჩაყვინთავ და პატარა ნავი იქნება ჩაძირული მაგის ქვევით კი ეგ ჩანთა იქნება
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Dying Light

Unread post#19 » 20 Feb 2015 21:25

კი, მაგაზე ვამბობდი )) ვერაფრით ვერ ვიპოვე, მარა ვნახე ეხა, გაიხარე
პ.ს. ხო არაფერი საიდი არაა, მარა იმენა მუღამი მქონდა გაკეთების
პ.პ.ს საერთოდ საიდები ისეა გაკეთებული რო საღოლ ამათ, არც მაგას არ ველოდი
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Dying Light

Unread post#20 » 21 Feb 2015 01:38

აუ მე მეგონა მარტო მე მისწორდებოდა პროსტა ამ ქუესთების კეთება))))
რავი მგონია რომ მართლა ვეხმარები ტიპებს ტო ;დ
ასწორებს რა)) პატარა ბავშვს დედა ვუპოვე, ვიღაც მანიაკმა მოიტაცა და ვორქშოფში ჰყავდა ჩაკეტილი)) თან ქუესთზე რომ მივდიოდი თაუერიდან დამირეკეს ღრიალის ხმები ისმოდა მოდი მალე გვჭირდებდიო და იმენა დილემის წინაშე დავდექი მაგრამ მაინც ბავშვის დედის გადასარჩენად წავედი))

სხვა ლოკაციები მაინტერესებს კიდე მაგრად. ერთი სკოლაში ვიყავი და გაასწორა მაგრამ დედ აილენდში მაგარი ლოკაციები მოდიოდა მერე თან დიდები
ციხე მაგალითად და მაგრად მაინტერესებს აქაც თუ იქნება ასეთი კარგი რამეები
You'd better do something about that cough

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests