The Order: 1886, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#1 » 09 Sep 2013 19:31

The Order: 1886
E3 გამოფენაზე PS4-ისთვის დაანონსებულიThe Order: 1886 შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ავტორები ინფორმაციის დიდი პორციებით გაცემას ჯერ არ ჩქარობენ და მხოლოდ მცირეოდენი დეტალებით შემოიფარგლებიან. ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, საქმე გვაქვს მესამე პირის სიუჟეტურ რელსებზე მდგარ ტაქტიკურ შუთერთან (სავარაუდოთ იქნება 4 კაციანი გუნდი), რომლის მოქმედებაც 19 საუკუნის ინგლისში განვითარდება. უფრო კონკრეტულად კი ნეოვიქტორეანულ ლონდონში.

>>>

თამაშის სცენარს საფუძვლად გამოგონილი მოვლენები უდევს, რომლებიც დროდადრო რეალურ ამბებს კვეთენ. ავტორების მსგავსმა მოგონილმა ტექნიკამ სამყარო უფრო რეალისტური და დამაჯერებელი უნდა გახადოს. ნეოვიქტორიანულ ლინდონში ტექნიკური პროგრესი დროზე გაცილებით ადრე დაიწყო. მაცხოვრებლები აქტიურად მოიხმარენ ელექტროენერგიას, ქუჩაში მდგომი გაზის ფანრები კი ელექტრო ნათურებით არის შეცვლილი. მოცემულია მიწისქვეშა გადასასვლელები რომლებიც გაცილებით განვითარებულ დონეზეა ვიდრე რეალობაში. მეტროს ლიანდაგები მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, შენობებს შორის, მთელი ქალაქის მაშტაბით გადის. ზოგი რაიონი თავის განათებული ბილბორდებით და მინიშნებებით თაიმ-სქვერსაც კი მოგაგონებთ. ღირშესანიშნაობების უმრავლესობა რათქმაუნდა თავის ადგილას იქნება. The Order: 1886 გასეირნების დროს ბიგბენთან ერთად სხვა ნაცნობ ადგილებსაც არაერთხელ იხილავთ. მაგრამ ზოგიერთი რამ თანამედროვე, ან ძველ ლონდონში არასდროს შეგხვდებოდათ. მაგალითად სათვალთვალო კოშკები, რომლებიც პროჟექტორის სხივით გამუდმებით აკონტროლებენ სიტუაციას ქუჩებში. ან მცველების სახელით ცნობილი, დირიჟაბლების ესკადრილია, რომლებიც ასევე დღე და ღამ პატრულირებს ქალაქს.

>>>

ყველაფერის დასაბამი სამრეწველო რევოლუცია გახლავთ, რომლის მეშვეობითაც მრავალ წლიან ომში გამარჯვება უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. თუ ვინ არის ადამიანების უშუალო მტერი, ან კონკრეტულად რა ომზეა საუბარი არ კონკრეტდება, მაგრამ E3 ნაჩვენები ტრეილერის მეშვეობით გარკვეული ვარაუდების ჩამოყალიბება მაინც შეიძლება. ტექნოლოგიურმა ბუმმა და მუდმივმა თვითგადარჩენისთვის ბრძოლამ The Order სამყაროში ბევრი უცნაური იარაღის შექმნას შეუწყო ხელი. მაგალითად, "ჩვეულებრივი" თოფი, რომელიც ტყვიების მაგივრად, მძლავრ ელექტრო იმპულსებს ისვრის. პისტოლეტი, რომელიც ადვილად აალებად ტერმიტულ ღრუბლებს აფრქვევს. ამას პლიუს, ტრადიციული იარაღების მოყვარული აუდიტორიაც არ დარჩება იმედგაცრუებული - ქალაქის შავ ბაზარზე ყველანაირ, თქვენთვის ნაცნობ იარაღს იშოვით.

>>>

ვიზუალურათ საინტერესოდ გამოიყურება, მარა უშუალოთ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი. ძველ, წვიმიან და ბნელ ლონდონს არაფერი ჯობია, მარა გააჩნია რისი კეთება მოგიწევს. ტრეილერი დიდი ორიგინალურობით ვერ გამოირჩეოდა, მარა აი კონცეპტი რო დადეს ძაან მომეწონა, უფრო გახსნა ფანტაზია. დასახლებულ ლონდონში სიარულის კადრებია აღბეჭდილი, რაც ძალიან საინტერესოა. თავიდანვე თქვეს რო ღია სამყარო არ ექნებათ თამაშში მარა, შეილება მისიებში იპარება რაღაც დონის თავისუფლება და გამოკვლევის საშუალება. საერთო ჯამში მომწონს, მარა რადგან ახალი კონსოლის ერთერთი პირველი თამაშია, იმის შანსიცაა რო უბრალოდ უაზრო გრაფიკის სადემონსტრაციო პროექტი აღმოჩნდეს, ამიტო დაველოდოთ, ნელნელა წამოვა იფო.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

The Order: 1886

Unread post#2 » 09 Sep 2013 21:56

მეორე სქრინში როა ეგეთი ატმოსფერო თუ ექნა მომიწევს იუთუბიზე დავხურო
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#3 » 09 Sep 2013 23:09

ხო ანუ მაგას ვიძახი მეც. თავიდან ტრეილერი რო ვნახე ვაფშე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მარა რამდენიმე დღის წინ გაეძრო ეს კონცეპტ არტი და ძალიან მაგრად მომეწონა, დამაინტერესა და ჩავთვალე რო იმსახურებს ფორუმზე ყოფნას ))

Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#4 » 18 Feb 2014 17:27

ტაკ, ეხა წავიკითხე რო თამაში იქნება ბოლომდე დასკრიპტული და არანაირი გახსნილი სამყაროს ლოდინს აზრი არააქ. დეველოპერებს რაღაც ახალი თაობის კინოს მსგავსი თამაშის შექმნააქვთ გადაწყვეტილი, ანუ ქათსცენები და გეიმფლეი მაქსიმალურად იქნება ერთმანეთთან შერწყმული. მთავარი გმირი არის საიდუმლო ორგანიზაციის რაინდი ))

P.S. ტექსტურების შექმნის სადემონსტრაციო ვიდეო და სურათები: 1,2,3

***
შედარებით უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
ანუ საუბარია იარაღებზე და მათი ერთდროულად ტარების თემაზე. როგორც დეველოპერები ამბობენ, გმირი ზუსტად იმდენი სახეობის იარაღის ტარებას შეძლებს, რამდენიც ეს რეალობაშია შესაძლებელი. ანუ ამ საკითხისადმი მოთამაშეს ტაქტიკური მიდგომა მოუწევს და ყველა დავალების წინ იარაღების შერჩევას უკვე სავანაირი დატვირთვა ექნება.

***
CGI-ს ვიდეოდან ამოჭრილს გავს მარა ზუსტად ვერ გეტყვით: 1,2,3,4
ალბათ ვიდეოსაც გვანახებენ მალე.

***
გრაფიკა ნახეთ აბა = )
>>>

Bulletstorm
Posts: 104

The Order: 1886

Unread post#5 » 18 Feb 2014 22:08

მარტო გრაფიკაზე ორიენტირებული თამაშის შთაბეჭდილება დამიტოვა გეიმფლეის ყურებისას, თვითონ გეიმფლეი რაღაც მდორე ჩანს :|

Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#6 » 13 Aug 2014 10:00

ამის ძირითადი მიზანიც კაკრას ეგ არი. PS4 ერთერთი პირველი ექსკლუზივია და პირველ რიგში მისი შესაძლებლობები უნდა აჩვენოს, სპეციფიური მარიაჟობის თემაა. პროსტა რატომღაც მგონია, რომ მხოლოდ გრაფიკაზე არ გაჩერდებია, ძაან საინტერესო კონცეფციააქ თამაშს და რამდენიმე სერიას გეგმავდნენ შეილება (ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა სონი თავის ექსკლუზივებს)

***

დეველოპერები ლაპარაკობენ სეთინგზე, სამყაროს დამუშავებაზე და მსგავს დეტალებზე - >>>
თავიდან თუ ცოტა პლაკატური იყო, ეხა უკვე რაღაც სიღმეც იგრძნობა. 1 2 3 4 5 (ინგეიმ სქრინებია, ყველანაირი გარე დამუშავების გარეშე).

***
სრული ტრეილერი (მტრები გამოაჩინეს) - >>>
გეიმფლეი (ცუდი ხარისხია, მარა ატმოსფერო იგრძნობა) - >>>

***
ახალი გეიმფლეი ტრეილერი (ნიკოლა ტესლა) - >>>

Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#7 » 17 Feb 2015 13:55

სამიდან ხუთ საათამდე დომებია თამაშის დახურვას და ხალხი აღზნებულია ))
ისე CGI ვიდეოს დონის გრაფიკის მქონე თამაში რო 30 საათიანი არ იქნებოდა მეც ვფიქრობდი, მარა 3-5 საათამდე ძაან ჟისტოკად ჟღერს, მითუმეტეს იმათთვის ვინც 60 ევრო გადაიხადა წინასწარ.

1 2 - არც ისე კარგი ხარისხი, მაგრამ გრაფიკის დონე მაინც კარგად ჩანს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Order: 1886

Unread post#8 » 19 Feb 2015 17:35

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Order: 1886

Unread post#9 » 19 Feb 2015 17:58

"No respect for player involvement" დაერხა GDS-ზე ))))))))))))))))))))
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#10 » 20 Feb 2015 02:14

გამოსვლის ინფო:
Release Date: Feb 20, 2015
Developer: Ready at Dawn, SCE Santa Monica
Genre(s): Action & Combat
Metascore 65

პირველი შეფასებები:
IGN 6.5/10
GameSpot 5/10
Polygon 5.5/10
Videogamer 6/10
Game Informer 7.75/10
Kotaku NO
Destructoid 6/10
Eurogamer No Score
Shacknews 8/10
USGamer 3/5
EGM 4.5/10
GameTrailers 8.2/10
GamesRadar 2.5/5
GamesBeat 70/100
Gaming Trend 95/100
The Jimquisition 6.5/10
The Escapist 3/5
Play Magazine 81/100
Giant Bomb 2/5 - Metro 4/10
PlayStation Lifestyle 8/10
God is a Geek 7.5/10
PSU 7.5/10
TheSixthAxis 7/10
TrustedReviews 6/10
Hardcore Gamer 2.5/5
Dealspwn 6/10
Push Square 6/10
NGB 7.5/10
GameUsagi 6.3/10
Forbes 6.5/10
Financial Post 7.5/10
Digital Spy 3/5
Dualshockers 8.5/10
Digital Trends 1/5
PlayStation Trophies 65/100
PS Nation 9.5/10
The Gamer Access 9/10
Rely on Horror 4/10
Eskimo Press 82/100
Crave Online 6/10
PSMania 9/10
TIME 3.5/5
Game Rant 3.5/5
Paste Magazine 7/10
COC 86/100
Gaming Bolt 7/10

დასანანი ამბავია

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 125 guests