Hotline Miami, PC / N1 აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Hotline Miami

Unread post#1 » 21 Nov 2012 17:48

>>>

Hotline Miami - ჯონატან «Cactus» სოდერსტრომის და დენის უენდის მიერ შექმნილი 2D top-down action ჟანრის ინდი თამაში გახლავთ (მოცემულ პროექტამდე, ნახსენები დეველოპერები Keyboard Drumset Fucking Werewolf-ზეც ერთიანი ძალებით მუშაობდნენ). თამაში 2012 წლის 23 ოქტომბერს Windows-ზე Devolver Digital მიერ იქნა გამოცემული. Hotline Miami-ის დამახასიათებელი ნიშნებია: ზედხედი, სტელსი, მაღალი სიძნელე (მთავარი გმირი ერთ გასროლაში კვდება), სურეალისტური სიუჟეტი და ორიგინალური საიუნდტრეკი. მოქმედება 1989 წლის მაიამიში ვითარდება.

უბრალო ტექნიკური შესრულების მიუხედავათ, თამაშმა როგორც ჩვეულებრივ მოთამაშეებში, ასევე ჟურნალისტებს შორისაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი დღევანდელი საერთო შეფასება 86/100 (40 მიმოხილვით). წარმატების საიდუმლო კი ორიგინალური გეიმფლეი მექანიკის მიღმა იმალება, რომელიც რეალურად სწრაფი, გასართობი და საკმაოდ ძნელი გახლავთ.

>>>

რამდენიმე დღის წინ, ერთერთ ინტერვიუში, დეველოპერებმა თამაშის ახალი დამატების და ლეველების შესაძლო რედაქტორის გამოშვების შესახებ ისაუბრეს - "ჯერჯერობით ყველა კარტის გახსნა არ გვინდა, მაგრამ გეტყვით, რომ დამატებაში, ორიგინალზე მეტი სათამაშო პერსონაჟი, ახალი ისტორია და მომხდარი მოვლენების სრულიად ახალი ინტერპრეტაცია გელით. იგი დაახლოებით ორიგინალის ხელა იქნება, ამიტომ, შესაძლოა, მასში გარკვეული თანხის გადახდა მოგთხოვოთ. დამატება დაახლოებით სიკველის მსგავსი გამოდის. ძალიან ბევრი გვთხოვს ტურების შესაქმნელი რედაქტორის გამოშვებას და ჩვენ უკვე განვიხილავთ მოცემულ საკითხს".

P.S. ოსტის ტრეკლისტი:
1. Sun Araw - Steppin 10:10
2. M.O.O.N. - Hydrogen 04:49
3. M.O.O.N. - Paris 04:31
4. M.O.O.N. - Crystals 04:49
5. Perturbator - Vengeance 02:53
6. Sun Araw - Deep Cover 08:05
7. Jasper Byrne - Miami 03:19
8. Hotline 03:12
9. Knock Knock - Knock Knock 04:04
10. Elliott - Berlin Musikk 03:05

Riddick
Posts: 11696

Hotline Miami

Unread post#2 » 28 Dec 2012 03:38


User avatar
Mchedlo
Posts: 873

Hotline Miami

Unread post#3 » 09 Apr 2014 12:52

ვთამაშობ ამას, ისე მომეწონა დატორენტებული,რო დავითრიე სტიმზე.
თუმცაღა ჯერ არ დამიხურავს ერთხელაც (ქოზ მეორე ენდინგიც აქვს !)

► Show Spoiler

Riddick
Posts: 11696

Re: Hotline Miami

Unread post#4 » 03 Oct 2017 21:47

თავის დროზე არ მქონდა ბოლომდე დახურული. მერე ისევ მიუბრუნდი და დავხურე, მარა რატომღაც არ დამიწერია, ალბათ მუღამი არ მქონდა.
პროსტა ერთი მახსოვს რო თავიდან ძაან მომწონდა, მარა მერე რო მიუბრუნდი უფრო კარგად აღვიქვი და ვეღარ დაუმუღამე. იმდენად გადაიჭრა თანამედროობა ამ ორაზროვან სიუჟეტებში და ქვეცნობიერზე კუტუს მიდებაში რო უკვე ინტერესს ვეღარ დავარქმევ მაგას. კი ვიცი რო ხალხმა იკაიფა ამის სიუჟეტზე, მარა რამე მარტივი და გასაგები მინდა ესეთი რეტრო გემოვნებით.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 31 guests


cron