This is Vegas - [Release Date: TBA],

FPS, TPS, Slasher, Stealth, Side Scroller, Shoot 'em up, Beat 'em up, Combat platformer, Rail shooter...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

This is Vegas - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 18 Aug 2012 21:34

ოთხი წლის წინ დაანონსებული სათავგადასავლო ბოევიკი This is Vegas თამაშების ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტთ გამოირჩეოდა. პროექტი უზარმაზარ გახსნილ სამყაროსთან ასოცირდებოდა, რომლის გაცოცხლებაც საკმაოდ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტით უნდა მომხდარიყო. მის შექმნაზე 50.000.000 დოლარი იქნა დახარჯული და თუ Surreal Software პოტენციალს გავითვალისწინებდით, პროექტს Rockstar-ის ჰიტის GTA-ს მსგავსი პოპულარობის მისახწევად, ყველანაირი შანსი გააჩნდა. და რა წავიდა არასწორათ? ჟურნალ Play UK-ის სექტემბრის ნომერში, This is Vegas-ის უფროსი პროდიუსერის Chris Klimecky-ს მიცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მან თამაშის გარშემო შექმნილ უამრავ პრობლემაზე ისაუბრა და პროექტის ჩაშლის რეალურ მიზეზებსაც შეეხო.

>>>

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს Warner Bros. ბანკროტი გამომცემლობა Midway შეიძინა, რის პარალელურადაც This is Vegas-ის უფლებების მოიპოვაც შეძლო. ამ დროს, თამაშზე მუშაობას კვლავ Surreal Software აგრძელებდა, მაგრამ გაუთავებელმა ტექნიკურმა პრობლემებმა, პროექტის მომავალზე საბოლოოთ მაინც დამღუპველად იმოქმედა. კრისი იხსენებს, თუ როგორ სასტიკად გააკრიტიკეს იგი და მისი გუნდი Warner Bros. წარმომადგენლებმა. როგორც აღმოჩნდა Warner Bros. უკმაყოფილო იყო თამაშის ხარისხით და თვლიდა, რომ Surreal Software ძირავდა პროექტს. კრისი კი ამტკიცებდა, რომ დამატებით 12 თვეს განმავლობაში, თამაშს სრულყოფილ მდგომარეობაში მოიყვანდნენ, მაგრამ სამწუხაროთ გამომცემელი მოცემულ შეხედულებას არ დაეთანხმა. მოცემული შეხვედრის შემდეგ, კრისმა უკვე იცოდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. კომპანია Warner Bros.-მა პროექტი გააუქმა, ხოლო სტუდია Surreal Software დაიხურა. მოცემულ მომენტში კრისი The Lord of the Rings: War in the North-ს ავტორი სტუდიის Snowblind Studios თანამშრომელია.

>>>

ყოველთვის მინდოდა გამეგო თუ რითი უნდა ყოფილიყო მოცემული პროექტი თანამედროვე ჰიტებისგან გამორჩეული და რითი აპირებდა კონკურენციის გაწევას ისეთი თამაშისთვის როგორიცაა GTA. ალბათ მაგიტომ დამაინტერესა ამ ინფომ და მათან ერთად მოცემულვა მიდეომ, რომელშიც თამაშის გარკვეულ გეიმფლეი მექანიკაზე მიდის ლაპარაკი.

>>>

თამაში აშკარად Saints Row-ს გავს და მგონი ძრავიც ერთი აქვთ. ერთისიტყვით ჩავთვალე, რომ საინტერესო ფაქტია 50.000.000 პროექტის დახურვა და იმედია თქვენც დაგაინტერესათ მოცემულმა ინფორმაციამ.
კვაზი-mode

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests