Watch Dogs, PC, PS4, PS3, Xone, WiiU

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#1 » 12 Jun 2012 03:09

>>>

პირველი ეფექტი ნამდვილათ დაუვიწყარი იყო. GTA აყვანილი ახალ სიმაღლეზე. სასწაული გრაფიკა, არა მამენტ რა გრაფიკა, პირველად აი ამ მეტად საინტერესო რაღაცას უყურე და მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მემეგონა ჩენელი ამერია და ფილმების ტრილერი ჩამირთოთქო. მარა რამდენიმე წუთში გეიმფლეი დემო რო დაიწყო ეგრე სენსაციის წარბი აიწია (რეალურათ ახალი და AAA დონის თამაში ერთ ხელზე ჩამოსათვლელიც არ იყო ამ E3-ზე): პირველ რიგში თვითონ სეთინგის თემა! უდაოთ, აქტუალური. გრაფიკა Next Gen + ინფო იმის შესახებ, რომ თამაში ამ თაობაზე გამოვა. "გეიმფლეი დემოს" ჰოლივუდის დონის რეჟისურა. პერსონაჟი, ტიპიური 24\7 სახში მჯდომი, მზის ჰეითერი (ბევრი ნორჩი თანამედროვე ტვინის წარმოსახვისთვის შერჩეული გმირი) და რავი რა დარჩა კიდე, ხო, კაცის ანიმაცია! კერძოდ ვიდეოს დასაწყისში, სიარულის. იტოგში ყველაფერი იდეალურად არის, სანამ გეიმფლეი ექშენი დაიწყება და უცებ Assassin's Creed-ის მსგავსი იკონკები დაეხატება ხალხს თავზე. არა ტრაგედია ვიდეოს ამ დროსაც არ ემჩნევა, პირიქით , ყველაფერი ბოლომდე მაღალ დონეზე რჩება. ეჭვი მხოლოდ ერთ შემთხვავაში შეილება გაჩდეს, თუ ნახსენები ექშენის დაწყების მერე, ვიდეოს ყურებას Assassin's Creed-ის რაკურსით გააგრძელებთ და ისიც გაგახსენდებათ, რომ თამაში Ubisoft-ის არის. ეციო თანამედროვე, რეალურად საინტერესო თეორიის ეპიცენტრში და ალბათ ბევრი ფიქრობს თუ რაარი ამაში ცუდი? ცუდი ერთი შეხედვით არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ AC-ის რეალიზაციის ხარისხს, უამრავი საინტერესო იდეით და "უკარდონულესი" შესრულებით. ზუტად ეს არის, ჩემი აზრით, ერთადერთი რეალურად სახიფათო მომენტი, რაც შეილება Watch Dogs-ს ემუქრებოდეს (მხოლოდ სადემონსტრაციოთ შექმნილი სილამაზე, ორიგინალური იდეების არადამოკმაყოფილებელ დონეზე რეალიზება).

>>>

ეხა კი გვერდზე გადავდებ პირად შეხედულებებს და ცოტა უფრო კონკრეტულ დეტალებს ჩაუჯდეთ. თამაში უკვე ორი წელია შექმნის პროცესში იმყოფება, მასზე Ubisoft Montreal მუშაობს. მისი მოქმედება განვითარდება ჩიკაგოს პროტოტიპ, გახსნილ, სენდბოქსის სტილის ქალაქში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ყველაფერის ერთი მეგა კომპანია აკონტროლებს. მთავარი პერსონაჟის სახელი, ანდრეი პირსი - ხაკერი რომელმაც ზევით ნახსენები მეგაკომპანიის მთავარი კომპიუტერის გატეხვა მოახერხა და ახლა მის შესაძლებლობებს საკუთარ მიზნებში იყენებს. შემქმნელების თქმით, Watch Dogs დავალების სრულიად სხვადასხვა ხერხით შესრულების საშუალებას მოგვცემს. რათქმაუნდა რეალიზებული იქნება, მოდაშში მყოფი, მორალური არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდება. დემონსტრაციის დროს ნაჩვენები ვიდეოს განმავლობაში, თამაშის ერთ მისიას, ერთდროულად ორი ტესტერი თამაშობდა და დავალების წარმატებულად დასრულების შემდეგ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ (სიმართლე გითხრათ, ეს მომენტი არ დამიფიქსირებია. Ubisoft-ს პირატებთან ბრძოლის ორიგინალური იდეები უკვე დიდიხანია აწუხებს, მაგრამ სიტყვებზე საინტერესოდ ჟღერს). გასვლის პარალელურად პერსონაჟის შესაძლებლობებიც იზრდება. მოთამაშის მიღებული გადაწყვეტილებები ქალაქზეც აისახება. უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვით პერსონაჟი რეპუტაციის ქულებს დაკარგავს.

>>>

ჯერჯერობით სულ ეს არის, მაგრამ Ubisoft-ის ამბავი, რომ ვიცი თამაშის რელიზის მოახლოვებასთან ერთათ თითქმის ყველა საინტერესო დეტალი ცნობილი იქნება.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Watch Dogs

Unread post#2 » 12 Jun 2012 04:33

უბისოფტ + სენდბოქს = ფეილ
უბისოფტ + ლინეარ = გუდ
მარტივი ფორმულაა რომელიც აქამდე მხოლოდ Beyond good & evil მა დაარღვია.

ყველაფერი კი ერთი მარტივი პარადოქსის ბრალია, უბისოფტი ქმნის უზარმაზარ სენდბოქს, ლამაზი საინტერესო გარემოთი და შემდეგ გისპობს თავისუფლებას ყველა შესაძლო მეთოდით. ეშინიათ თუ ეზიზღებათ რომ მოგცენ საშუალება როგორც გინდა ითამაშო არ ვიცი.
იგივე AC- რამდენი საინტერესო რამეა თამაშში, სავსეა მილიონი მოკვლის და გატყუების საშუალებით და ამატებენ "სრულ სინქრონიზაციას", "გადი მისია ისე რომ წყალში არ ჩახტე", "მოკალი სკამიდან კაცი მზე როცა ჩრდილს ყველაზე დრამატული კუთხით დააგდებს". რას წვალობენ ტყუილად ან ჩვენ გვაწვალებენ არ ვიცი. გააკეთონ სწორხაზოვანი სთორი დრივენ თამაშები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Watch Dogs

Unread post#3 » 16 Jun 2012 03:52

ჰიტმენში იყო ეგ თავისუფლება ზუსტად, როგორც გინდა ისე გადიოდი და მუღამიც მაგას ჰქონდა.
მოთამაშე უნდა ირჩევდეს ტყვიას შუბლში დააჭედებს, თუ აბაზანაში შესვლას დაელოდება, რომ მერე ცხელ წყალში ფენი ჩაუგდოს.
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

Watch Dogs

Unread post#4 » 21 Feb 2013 08:00


User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#5 » 21 Feb 2013 16:51

არც ისე, პროსტა გუშინ საბოლოოთ გავიგეთ, რომ ასასინს სულიერი ძმაა ...
თავიდან რაღაც უკეთესი "გვეგონა"? ალბათ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Watch Dogs

Unread post#6 » 21 Feb 2013 18:44

მე კიდე მირჩევნია რო არ იყოს ეს თამაში GTA-ს ახალი ვარიანტი, აქეთ იქით ზაპროსტა სირბილის საშუალება რო მისცენ მოთამაშეებს უმეტესობას დაეკარგება მალე მაგის მუღამი , რომელი ოფენ ვორლდის მამები ესენი არიან, ძაან დავარდება თამაშის ხარისხი მაგით. მთავარია მისიის შესასრულებლად მინიმუმ 3 გზა მაინც არსებობდეს და მისიები ერთმანეთს არ გავდეს, შინაარსიც ჭირდება ესეთ თამაშს, სხვა მხრივ ვიდეოდან რაც ჩანს ყველაფერი კარგადაა

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

Watch Dogs

Unread post#7 » 21 Feb 2013 20:35

არა ახალი პლეისტეიშენი :\

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Watch Dogs

Unread post#8 » 27 Feb 2013 06:47

ძაან ყოვლისშემძლე არაა?
ამდენი რაღაცის გაკეთება თუ შეეძლება პერსონაჟს როგორ უნდა დაგვიჭირონ?
იტოგში როგორ უნდა "წავაგოთ" =))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Watch Dogs

Unread post#9 » 27 Feb 2013 07:06

როგორც ვიდეოდან ჩანს მძაფრსიუჟეტიანი ფილმია ოღონდ მოთამაშეც იღებს მონაწილეობას მოქმედებებში და რამდენიმე სავარაუდო გადაწყვეილებიდან რომელიმეს მიღება მოუწევს, ესეთი თამაში შეილება ისე გაიარო რო სუ რამდენჯერმე დაიბრიდო , ვიდეოდან ეგრე ჩანს და რა იქნება ვნახოთ, ამასაც თავის მუღამი აქ მე კარგად გავერთობი და სხვისი არ ვიცი :D

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

Watch Dogs

Unread post#10 » 27 Feb 2013 21:14

ძაან ყოვლისშემძლე არაა?
ამდენი რაღაცის გაკეთება თუ შეეძლება პერსონაჟს როგორ უნდა დაგვიჭირონ?
იტოგში როგორ უნდა "წავაგოთ" =))

დისჰონორედი ამხსენდება. იქაც ეგეთი პონტი იყო და არაფერი გიშლის ხელს რო სირთულე აგზარდო და + ალბათ იმაზეა გათვლილი რაც დისჰონორედში - მოტამაშეზე და მის არჩევანზე როგორ გაიარო.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#11 » 13 Sep 2013 13:31

Just cause-ის მერე ბაზების დაპრყრობა და საიდ მისიებით შევსებული სამყაროს გაგება მაგრად მძაბავს, მარა რავი GTA5 მთავარ კონკურენტს უწოდებენ და იქნებ გამოდის რამე და არ ვიცი... თან კიდე ის ტეხავს რო მოცემული კომპანიის სხვა სენდბოქსებივით აღიქმებაო, ანუ ასასინს ქრიდს გავს (ბერათ მინდა წასვლა)...
>>>
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 287
Contact:

Watch Dogs

Unread post#12 » 13 Sep 2013 17:43

is it me or თქვენც გაგონებთ მეინ ქერექთერი ტომ კრუზს?

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Watch Dogs

Unread post#13 » 13 Sep 2013 18:27

აუ ipadით რა მაგარი რაღაც გააკეთეეეეეს! გამიკვირდა და გამისწორდა მაგრად))
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#14 » 18 Sep 2013 03:21

lol-ზ
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg


User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Watch Dogs

Unread post#16 » 09 Dec 2013 03:29

მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Watch Dogs

Unread post#17 » 04 Feb 2014 04:53


User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#18 » 29 Mar 2014 00:49

ძალიან სიმბოლური მომენტია და ვინც ამ თამაშს დაწყებიდანვე ადევნებდით თვალყურს ადვილად დაიჭერთ. გაიხსენეთ Watch Dogs PR კომპანიის დასაწყისი, ტრეილერები, გეიმფლეი ვიდეოები, სქრინები, საერთო განწყობა თამაშის, გაიხსენეთ? ეხა გაიხსენეთ GTA5 ტრეილერი, სქრინები და საერთო განწყობა. Watch Dogs ახალი ტრეილერი - >>>
(დაჟე თეთრი ფურგონიც იჩითება კალაშნიკოვიანი ტიპით)
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Watch Dogs

Unread post#19 » 11 Apr 2014 02:03

ნვიდეამ გამოაქვეყნა ვიდეო PC ვერსიის ვიზუალურ უპირატესობებზე - >>>
მაგარ ვიდზეა თამაში, უბრალოდ რაღაც ცარიელ GTA მაგონებს )))
რაღაც უნდა უქნა ჰეითერობას აშკარათ
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Shut
Posts: 215
Contact:

Watch Dogs

Unread post#20 » 11 Apr 2014 04:13

ძაან მაგარი ვიზუალი აქ, ვნახე მეც ეგ ვიდეო და მაგრა დამევასა თუ ეგეთი იქნება release-შიც გაასწორებს.

როგორც GTA-ს სერიოზული ფანი, მაგრად მინდა ამის თამაში და რასაც ვადევნებ თვალს, კარგი უნდა იყოს და მომწონს თამაში. :)

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests