The Last of Us, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#1 » 24 Apr 2012 03:23

>>>

დიდიხანია ამ თამაშს უმიზნებ, მაგრამ ვერა და ვერ ჩაუჯექი რო დამეწერა. გუშინ რაღაც მუზა მომივიდასავით, გადავწყვიტე მომეძია ინფო და პირვანდელი კუთხე მაინც შემექმნა. მასალა საკმაოდ ბევრი იყო და შევეცადე მაქსიმალურად საინტერესო ფაქტები დამეტოვებინა.

მოცემულის უშუალო შექმნის პროცესი უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ, 2008 წელს დაიწყო, ხოლო ანონსი გასული 2011 წლის VGA მსვლელობისას გაკეთდა. თამაშზე მომუშავე სტუდია, "კონსოლშიკების" სფეროში უფრო კარგად ნაცნობი და თბილად მიღებული Naughty Dog გახლავთ. ვინც არ იცის, მოცემულმა გუნდმა სათავგადასავლო ჟანრს Uncharted 1/2/3 აჩუქა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, მათი მომდევნო პროექტიც PS3 ექსკლუზივი იქნება.

>>> >>> >>>

The Last of Us-ის შიგთავსი ერთი შეხედვით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ჩვენ დროში ძალიან პოპულარულ, პოსტაპოკალიფსის თემას ეხება. მოვლენების ჩამონათვალი სტანდარტული - გამანადგურებელი ვირუსი, რომელმაც მთელი პლანეტის მოსახლეობა შემზარავ მონსტრებად გადააქცია. შემდომში გავრცელებული ინფორცმაციით, დაავადების გამომწვევ მიზეზად შხამიანი სოკო სახელად Cordyceps Fungus დასახელდა. The Last of Us-ის მოქმედება 2026 წლის შეერთებულ შტატებში განვითარდება და მის ბევრ ცნობილ ქალაქში გვამოგზაურებს. მოცემული შტატების და ქალაქების ზუსტი ჩამონათვალი უცნობია, მაგრამ ყურადღებიანმა მაყურებელმა, ტრეილერის საშუალებით, ერთერთი მათგანის ვინაობა მაინც გამოარკვია - შტატი ოჰაიო.

თამაშში ორი მთავარი გმირია, შუა წლების კონტრაბანდისტი სახელად ჯოელი და ახალგაზრდა, თავის ასაკთან შედარებით გაცილებით გონიერი გოგონა სახელად ელი. მათი შეხვედრა ჯოელის მეგობრის მეშვეობით ხდება. იგი სიკვდილის წინს თავის კონტრაბანდისტ მეგობარს ერთი გოგონას კარანტინიდან მოტაცებას სთხოვს, ზუსტად ასე იწყება 14 წლის ელისა და იარაღით მოვაჭრე ჯოელის გრძელი თავგადასავალი. "The Last of Us კიდევ ერთი ზომბი ექშენი არ გეგონოთ, თამაშში, მოცემული თემა, საერთოდ სხვა რაკურსით იქნება წარმოდგენილი"-აცხადებენ შემქმნელები.

>>> >>> >>>

ეხა კი ცოტა ტექნიკურ მხარეზე. ჯოელის ხმა ტროი ბეიკერი იქნება (ჰარვი დენტი, ორსახიანი Arkham City-დან და ჯეიმს სანდერლანდი Silent Hill 2 HD), ხოლო ჯილს ეშლი ჯონსონი გაახმოვანებს ("რა უნდათ ქალებს" და "ფასტფუდის ნაცია"). უშუალოდ მართვადი პერსონაჟი მხოლოდ ჯეილია - ხედი მესამე პირიდან. სახის ანიმირება Uncharted-ის მსგავსად, ხელით არის შესრულებელი. თამაშის ოსტებზე ორი ოსკარის მფლობელი Gustavo Santaolalla მუშაობს. პროექტზე ასევე დაკავებულია Enslaved-ის წამყვანი პროდიუსერი მარკ რიჩარდ დევისი. კამერა შეეცადნენ კიდევ უფრო ცოცხალი გაეხადათ და ამიერიდან ყველა მოქმედებას, ოპრეატორის მიერ ჩაწერილის მსგავსი ეფექტი ექნება. შემქმნელების ერთერთი მთავარი მიზანი, თამაშებში კინომატოგრაფიულობის ახალ ეტაპზე აყვანაა.

ბოლოს მინდა Naughty Dog-ის წარმატების ფორმულა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ დრამატული სიუჟეტი, ღრმად დამუშავებული პერსონაჟები და კინომატოგრაფიული თხრობის სტილი, მათი მსოფლიო არენაზე გასვლის მთავარი მიზეზი გახდა, ამჯერადაც ზუსტად ეს არის მოცემული პროექტისადმი ესეთი ინტერესეს გამომწვევი. Naughty Dog-ის და პოსტაპოკალიფსისგან, შედევრი თუ არა, ძალიან საინტერესო და ორიგინალური თამაში მაინც გამოვა. ველოდებით მოვლენების განვითარებას.


User avatar
Ripster
Posts: 1855

The Last of Us

Unread post#2 » 16 May 2012 20:19

გული მწყდება მოშნად ასეთ ტოპიკებში რომ შემოვდივარ და ვხვდები რომ ამას ვერასდროს ვითამაშებ :|
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Bulletstorm
Posts: 104

The Last of Us

Unread post#3 » 16 May 2012 21:57

youtube-ზე მომიწევს ამისი დახურვა :(( :D

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#4 » 05 Jun 2012 14:01

Bulletstorm მეც შენთან ერთადვარ და მოდი დავიწყოთ
ამ ბებერ კაცს ესეთი მუღამი თუღა მომივიდოდა თამაშზე არ მეგონა )))
ანუ შინაარსი რაც არუნდა იყოს, მომხდარის რეალისტურობა, მოძრაობების დინამიურობა და ანიმაციის დონე იმდენათ მაგარია რო დორბლი, არა მარა გაღებულ პირში ოდნავ ნიავმა მაინც დამიბერა

Walter
Posts: 14

The Last of Us

Unread post#5 » 06 Jun 2012 22:46

Gustavo მაგარი ნიჭიერი კომპოზიტორი 21 გრამი,ბაბილონი : ) ეხლა ვნახე 7წუთიანი Gameplay და მეგონა რო 28 Days Later-ს ვუყურებდი კაი ხარისხით და კაი ფერებით : ) მამენტ ეს რო გამოვა სონი3-ის ფასი კიდე უფრო დავარდნილი იქნება და ღირს მაგაზე ფიქრიც 


Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#7 » 07 Sep 2012 03:45

PAX-ზე ნაჩვენები თამაშის ერთი ტური, რომელიც ასევე E3 ანახეს, მაგრამ ის გაცილებით შემოკლებული ვერსია იყო - PAX 2012 - მთლიანი ვერსია!

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#8 » 02 Jun 2013 03:16

14 წუთიანი თავგადასავალი
გოგო აღარ გავს ელენ პეიჯს

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#9 » 27 Jun 2013 02:46

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jun 14, 2013
Developer: Naughty Dog
Genre(s): Action Adventure
Metascore 95 out of 100
User Score 9.1 out of 10

მთლიანი Walkthrough-ები დევს უკვე. არყურება ძნელია მარა ნათელი მომავლის იმედით მაინც არ ვნახავ ))

User avatar
grigoli1970
Posts: 845

The Last of Us

Unread post#10 » 27 Jun 2013 18:42

პერსონალურზე რა თქვეს შანსი არაა რო გამოვუშვათო?
smothered in the crib

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#11 » 27 Jun 2013 20:41

კონსოლის მთავარი გამყიდველი ექსკლუზივების სიაში გადის და არამგონია რო ეგ ამბავი მოხდეს.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Last of Us

Unread post#12 » 27 Jun 2013 22:24

ისე არ გამოვა ეს pc ზე როგორც uncharted

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Last of Us

Unread post#13 » 03 Jul 2013 21:36

boring და ბაგებით გატენილი იყო რაც ვნახე, სადღაც 2 საათი..
მაგალითად პირველი სართულიდან მეორე სართულზე აფრინდა კაცი და მსგავსი
npc საუბრის დროს გაიქცა, მტრებთან დადგა და იქიდან აგრძელებდა საუბარს))
იმედია გამოასწორებენ, მარა სეთინგმა ვერ დამაინტერესა მე მაინც, ყოველშემთხვევაში თავიდან..
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Last of Us

Unread post#14 » 17 Aug 2013 00:08

კი აქვს რაღაც ბაგები, აი მე რო გავდიოდი თავიდან (სანამ მე და ბაჩო ახლიდან დავიწყებდით) ორჯერ მოხდა ეგეთი რამე რომ ვიღაც npc უცებ გვერდზე დაეცა საიდანღაც, ვერც შევამჩნიე წესივრად, მეორე გასვლაზე საერთოდ არ მომხდარა ეგეთი რამე.

კიდევ ის აქვს ყველაზე annoying ბაგი როცა სტელს ში ხარ შესაბამისად შენი კომპანიონებიც სტელს ში არიან, შედეგად თუ მტერმა შენიანი დაინახა არაფერს არ უშვება აიგნორებს, დაჟე ისეთი მომენტი ყოფილა რომ კომპანიონი გავარდნილა სადღაც მონსტრებში და არაფერი არ უქნიათ სანამ მე არ დამინახავდნენ.

ამის გარდა კიდევ გრაფიკულ ელემენტებში აქვს ჩავარდნები, ზოგი ტექსტურა ცუდად არის ზოგ ადგილას და ანტი ალიასინგი საერთოდ არ აქვს თამაშს მემგონი როგორც შევამჩნიეთ მე და ბაჩომ.

ამის გარდა ძალიან ვისიამოვნეთ თამაშით მეც და ბაჩომაც და ზოგიერთი მინუსის გარდა ნამდვილად მოგვეწონა ორივეს, რათქმაუნდა არარის რამე ფენომენალური და უნიკალური და რამე რევოლუციური თამაში თუმცა ძალიან სასიამოვნოაა და ნამდვილად არარის გეიმფლეი მოსაწყენი, იგრძნობა survival, თამაშის პროცეს ში მეც და ბაჩოსაც ზოგიერთ მომენტებში გვახსენებდა Silent Hill -ს Resident Evil -ს Half Life -ს, მოკლედ მოიტანა მუღამი და ნამდვილად არ ღირს ამ თამაშის გვერდზე გადადება, ყოველშემთხვევაში ვინც აპირებს ყიდვას უბრალოდ გაიაფებას დაელოდეთ და მერე იყიდეთ.

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#15 » 17 Aug 2013 00:24

ვითომდა ბანალური სიუჟეტიაქ მარა ძალიან მაგრად გითრევს, პერსინაჟებს უთანაგრძნობ. მაგრა ადმიანურათ გამოიყურება და გინდა რო გაიგო როგორ განვითარდება ამბავი ბოლომდე.
მაგრად მუშაობს RPG დეტალებიც, გრძნობ რო უფრო ძლიერი ხდები, იცი რო ყველაფერი რუგზაკში გილაგია და გინდა რაცშეილება მეტი გელაგოს. გინდა რო ბიტაზე ლურსმანი დაამაგრო იმიტორო ერთი დარტყმით მოკლავ პირველ მონსტრს, არადა იცი რო ლურსმანი მოძვრება მარა ის ერთი დარტყმა ღირს მაგათ)) გევასება რო მოლოტოვი გიდევს, ან თუ ვინჩესტერის 10 ტყვიაგაქ ვაფშე კაცი გგონია თავი. აგროვებ ლურსმნებს, გაიკებს და იცი რო ცვეტში გამოგადგება. გეიმფლეი მექანიკაც ძალიან სასიამოვნოა, ძაან საინტერესო სტელსია, სუფთა სურვაიველის დონის (ძნელი და ჩელენჯიანი - ნორმალზე), რომელშიც მართლა მუშაობს ყველაფერი, მარა სუ ცდილობ რო დახოცო რადგან კომბატიც მაგრად არი რეალიზებული, გინდა რო აგურით თავი გაუტეხო ერთს, მერე შემოტრიალდე და ბიტა გაარჭო მეორეს, ამდროს ვინჩესტერი ამოიღო და ახლოს მოსული მესამეს იმენა ტუჩებში ესროლო 1 მეტრიდან.
იტოგში წუნია თვალი ბევრ რამეს მოძებნის და ბევრსაც ტვინს მო.... მარა თუ რეალურად კაი თავგადასავალის შეგრძნებას ელით თამაშისგან ძალიან სერიოზული პროექტია, ძალიან კარგი რეჟისორული თხრობით, პერსონაჟებით და ასე შემდეგ. თან ალბათ სუ მეოთხედი გავიარეთ ჯერ და დარწმუნებილივარ რო წინ კიდე უფრო საინტერესო გახდება ყველაფერი. ერთისულიმაქ როდის ჩუჯდებით ..

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#16 » 21 Aug 2013 22:42

მონატრებული გრძნობა როცა მთელი მომნდომებით თამაშობ რაღაცას, სრულიად ჩათრეულიხარ ეკრანზე მიმდინარე მოვლენებში, ცდილობ ყველაფერი გაიგო, გახსოვს ზურგსუკან მოტოვებული გზა, განიცდი ნამდვილ ახლობლურ სიყვარულს მთავარი გმირების მიმართ, მიიწევ კულმინაციისკენ, და მოულოდნელად დგება მომენტი როცა აანალიზებ რომ ყველაფერი დამთავრდა, პასუხები მიღებულია, დრამა ამოხსნილია, მაგრამ ჯოელის და ელის მომდევნო ცხოვრების ამბავის ცოდნის სურვილი მოსვენებას გაკარგვინებს. ისეთი შეგრძნობაა როცა მეგობარი სადღაც შორს მიდის და იცი, რომ კიდევ დიდხანს ვერ ნახავ და იცი რომ მსგავს სიამოვნებას თამაშისგან კიდევ დიდხანს ვერ მიიღებ. ეს იყო ორი ადამიანის ეპიკური თავგადასავალი, ამბავი ადამიანობაზე, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი გრძნობა მაჩუქა და რომლის დამთავრებამაც ძალიან სევდიან ხასიათზე დამაყენა, რადგან ვიცი რო მომენატრება მათი თავგადასავალი.

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Last of Us

Unread post#17 » 22 Aug 2013 04:37

ვაჰ არადა ბიჭო თავიდან იმენა რასაც ველოდებოდი თითქოს არ იყო ეგ მარა რეებიც აქ დაწერეთ Naughty Dog-ს შეუსრულებია ესეიგი )) ანუ ნახუი ბაგები და სეთინგიც თავისას იზავს,
პა ბალშომუ ბაგები კი მაგრა მკიდია მე პირადად მთავარია სთორი იყოს, ატმოსფერო, immersion )) immersion-ს კიდე ასეთ adventure-ში ვერ დამირღვევს ეგ ბაგები
თან მე სტრიმზე ვუყურებდი და რო ჩავუჯდები სეთინგმაც შეიძლება უცებ შემითრიოს და არ მომეჩვენოს მასეთი boring. პირადად აუცილებლად გავტესტავ მაინც
გამიხარდა ეგეთი შთაბეჭდილების ქვეშ რო დაგტოვა ამ თამაშმა )) მუღამზე მოვედი : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#18 » 22 Aug 2013 12:01

ისტორია ცალკე აღებული თავის ფასეულობას წარმოადგენს და მომეტებში ისეთ კლიშეებს არღვევს რო უბრალოდ გიხარია. მარა გეიმფლეის პატარა დეტალები ისეთ მაგარ ფონს უქმნის ყველაფერს რო თავისუფლად ითამაშებ თამაშს თავიდან (იგივე მჭირდა ადრე პირველ მაქსპეინზე, სუ მინდოდა თამაში). თითონ პერსონაჟის მოქმედებების ანიმაცია გაძლევს რეალისტურობის შეგრძნებას. სტელსის დროს ისე მოძრაობ რო რაღაც სერიოზულ ბლოკბასტერში გგონია თავი (ძაან მომეწონა სტელსი). პლიუს ამას არი პატარ პატარა, რეალურად მუშა ელემენტები (ატმოსფეროს რაც ქმნის), თუნდაც ამუნიციის აფგრეიდები, ტერიტორიის გამოკვლევა საჭირო ნივთების საპოვნელად, ჭკვიანურად მოქმედი AI და რავი უამრავი რამ. დაჟე რუგზაკი რო რუგზაკია, ბოლოს ისეა ნავაროჩენი რო თავი ცვეტში გამოცდილი მოგზაური და უბედურისერთი კაცი გგონია )) თან ნავაროჩენი რამე თანამედროვე იარაღებით კიარა, იმენა ხელნაკეთი, "პლოცკოებით" გადახვეული ბებრული სტვოლებით ))

Riddick
Posts: 11700

The Last of Us

Unread post#19 » 01 Sep 2013 21:42


Bulletstorm
Posts: 104

The Last of Us

Unread post#20 » 20 Feb 2014 18:33

ძაამ მშრალი დამატება იყო ბევრი რამ დარჩა გაურკვეველი, იმედია მეორე ნაწილი გამოვა

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 79 guests


cron