Binary Domain-ის მოქმედება 2080 წლის ტოკიოში ვითარდება. შემქმნელებმა კიდევ ერთი ისტორიის მოყოლა დაისახეს მიზნად, რომელიც გვიამბობს თუ როგორ შექმნეს ადამიანებმა მათზე განვითარებული რობოტები, რომლებიც საბოლოოდ თავიანთი შემქმნელების წინააღმდეგ აჯანყდნენ.
მთავარი პერსონაჟი - International Rust Crew-ს წევრი, ამერიკელი სპეცრაზმელი დენი (Dan), რომელის მიზანიც რობოტების მიერ დაცულ ტოკიოში შეპარვა, ქვეყანაში ადამიანის მსგავსი მანქანების მასიური წარმოების შემდეგ განვითარებული მოვლენების გარკვევა და ასევე Hollow Children-ის (ადამიანისგან განურჩეველი რობოტები) პროექტის უკან მდგომი პიროვნების გამოაშკარავება იქნება .
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ შემქმნელები უბრალო და უაზრო, ირბინე-ისროლე სქემით შექმნილ შუთეირზე არ მუშაობდნენ - თამაშის მთავრ იდეებათ დრამატული სიუჟეტის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა, პერსონაჟების ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და საინეტერესოდ შესრულებული დიალოგები იქნება.
Binary Domain-ში Consequence System გამოიყენება - სისტემა რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით დინამიურად ცვლის თვენსადმი თვქენი ჯგუფის წევრების დამოკიდებულებას. ჯგუფის ყველა წევრს ქცევის თავის უნიკალური მანერა ექნება, ისისნი სხვადასხვანაირად რეაგირებენ განვითარებულ სიტუაციებზე და თქვენთან ურთიერთობაზე. თუ მათ იმედებს გააცრუებთ, ისინი ყველაზე უხერხულ მომენტში გიღალატებენ - მოცემული, მოვლენების განვითარებაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.
Toshihiro Nagoshi თამაშის დეტალებზე საუბრობს: >>>
თამაშს მრავალფეროვანი მულტიფლეიერ შემადგენელი გააჩნია. მასში მოცემული იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და კოოპერატიული რეჟიმები 10 კაცამდე. მულტიფლეიერის რეჟიმები:
Free for All Team Death Match
Team Survival
Operation
Data Capture
Domain Control
მოცემულში მონაწილეობის მიღება 2 დან 10 კაცისთვის იქნება შესაძლებელი. კოოპერატიული რეჟიმი 4 კაციანია, რომელშიც სამი მოზდილი 50 რაუნდიანი ლოკაციის გავლა მოგიწევთ. მოცემული რეჟიმებისთვის 5 უნიკალური იარაღის და ვიზუალის მქონე კლასი იქნება მოცემული:
Soldier: Assault Rifle
Scout: Sub Machine Gun
Sniper: Sniper Rifle
Heavy Gunner: Light Machine Gun
Striker: Shot Gun