Binary Domain, PC, X360, PS3 | რელიზის მონახაზი |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#1 » 26 Jan 2012 22:49

Binary Domain-ის მოქმედება 2080 წლის ტოკიოში ვითარდება. შემქმნელებმა კიდევ ერთი ისტორიის მოყოლა დაისახეს მიზნად, რომელიც გვიამბობს თუ როგორ შექმნეს ადამიანებმა მათზე განვითარებული რობოტები, რომლებიც საბოლოოდ თავიანთი შემქმნელების წინააღმდეგ აჯანყდნენ.

>>>

მთავარი პერსონაჟი - International Rust Crew-ს წევრი, ამერიკელი სპეცრაზმელი დენი (Dan), რომელის მიზანიც რობოტების მიერ დაცულ ტოკიოში შეპარვა, ქვეყანაში ადამიანის მსგავსი მანქანების მასიური წარმოების შემდეგ განვითარებული მოვლენების გარკვევა და ასევე Hollow Children-ის (ადამიანისგან განურჩეველი რობოტები) პროექტის უკან მდგომი პიროვნების გამოაშკარავება იქნება .

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ შემქმნელები უბრალო და უაზრო, ირბინე-ისროლე სქემით შექმნილ შუთეირზე არ მუშაობდნენ - თამაშის მთავრ იდეებათ დრამატული სიუჟეტის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა, პერსონაჟების ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და საინეტერესოდ შესრულებული დიალოგები იქნება.

Binary Domain-ში Consequence System გამოიყენება - სისტემა რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით დინამიურად ცვლის თვენსადმი თვქენი ჯგუფის წევრების დამოკიდებულებას. ჯგუფის ყველა წევრს ქცევის თავის უნიკალური მანერა ექნება, ისისნი სხვადასხვანაირად რეაგირებენ განვითარებულ სიტუაციებზე და თქვენთან ურთიერთობაზე. თუ მათ იმედებს გააცრუებთ, ისინი ყველაზე უხერხულ მომენტში გიღალატებენ - მოცემული, მოვლენების განვითარებაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.

Toshihiro Nagoshi თამაშის დეტალებზე საუბრობს: >>>

თამაშს მრავალფეროვანი მულტიფლეიერ შემადგენელი გააჩნია. მასში მოცემული იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და კოოპერატიული რეჟიმები 10 კაცამდე. მულტიფლეიერის რეჟიმები:

Free for All Team Death Match
Team Survival
Operation
Data Capture
Domain Control

მოცემულში მონაწილეობის მიღება 2 დან 10 კაცისთვის იქნება შესაძლებელი. კოოპერატიული რეჟიმი 4 კაციანია, რომელშიც სამი მოზდილი 50 რაუნდიანი ლოკაციის გავლა მოგიწევთ. მოცემული რეჟიმებისთვის 5 უნიკალური იარაღის და ვიზუალის მქონე კლასი იქნება მოცემული:

Soldier: Assault Rifle
Scout: Sub Machine Gun
Sniper: Sniper Rifle
Heavy Gunner: Light Machine Gun
Striker: Shot Gun

Disturbed
Posts: 192

Binary Domain

Unread post#2 » 14 Feb 2012 03:37

ეს თამაში შედევრი გახდება. დაიმახსოვრეთ )
>>>

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#3 » 29 Feb 2012 19:47

გამოვიდა:
Release Date: Feb 28, 2012
Developer: Sega
Genre(s): Action Adventure
User Score 9.3 out of 10
Metascore 74 out of 100

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#4 » 05 Mar 2012 22:10

ესეთი ახალი IP-ები ჩუმათ იკარგებიან ხოლმე და მერე ჩნდება ლეგენდების მსგავსი ისტორიები, რომ აი ამადაამ კონსოლზე ამადაამ წელს გამოვიდა ესადაეს თამაში, რომელიც სათანადოდ არ დაფასებულა (მაგ. Vanquish). ძირითადად მსგავსი რამე კონსოლებზე გამოშვებული უცნობი IP-ების შემთხვევაში ხდება ხოლმე და მგონი ეს პროექტიც არ იქნება გამონაკლისი. ამისთვის ცოტა ხელის შესაშლელად და პირადად ჩემი ინტერესის გამოც, შევეცადე უფრო მეტი გამეგო მოცემულის შესახებ და გამოგო უშუალოდ გამოსვლის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია.
სტატიის გაცნობის დროს, პრიველ რიგში ჩემი ყურადღება საბრძოლო სისტემამ მიიპრყრო, რადგან აქამდეც ვიცოდი და იმედი მქონდა, რომ ისეთი იქნებოდა როგორცი პირველ ვიდეოში ვნახე - დინამიური და საინტერესო. ავტორის თქმით, სროლა რეალისტურად იგრძნობა, რაც სკმაოდ მნიშვნელოვანია მოცეული ტიპის პროექტებისთვის. მოცემულის კიდევ უფრო ეფექტურად აღქმას, მოწინააღმდეგე რობოტების მრავალფეროვნება და მათი განადგურების შესანიშნავი ანიმაცია უწყობს ხელს. თამაშის ერთერთი მთავარი პლიუსი, ბოსების ნაირსახეობები და მათთან შეტაკების მომენტებია. ქების საგანი გახდა გეიმდიზაინიც, რომლის მეშვეობითაც, ერთი ტურის მანძილზე მრავალი სხვადასხვა სიმძლავრის ბოსს შეხვდებით, რაც მოდუნების საშუალებას მაქსიმალურად არ დაგიტოვებთ.
თამაშშს მომენტში Gears Of War-ს ადრიან და Binary Domain-ში მოცემულ ამოფარებების სისტემაზე საუბრობენ. მიმომხილველის სიტყვების თანახმად, მოცემული სისტემა GOW-ზე გაცილებით კარგად აღიქმება და უფრო დინამიურია. ამას ემატება ახალი ელემენტი, სახელად არკადული დევნა (ვერჩავწვდი).
ფუტურისტული ქალაქის დიზაინი გაჯერებულია ღია სინათლით სავსე ფერებით და უჩვეულო ტრანსპორტით. იარაღების განვითარების სისტემა მხოლოდ სათქმელად არაა გაკეთებული, იგი რეალურად ღრმა და გამოსადეგია. თქვენ, მისი საშუალებით, საწყისი იარაღითაც შეგიძლიათ თამაშის დასასრულადე მისვლა და ამასობაში, იმ უვარგისი მოწყობილობის, მართლა გამანადგურებელ დანადგარად გადაქცევა.
ექშენისთვის ჩვეული ერთფეროვნება ადვილად მარცხდება ყოველ ტურში დინამიურად განვითარებული მოვლენებით, როგორიცაა დევნია, მოწინააღმდეგეებთან შეტაკების ორიგინალური სიტუაციები და უჩვეულო boss fight-ებით რომლებიც ხშირად საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
თამაშის ინტერაქტიულობას, კიდევ ერთი მომენტი უწყობს ხელს. დაჯგუფების შიდა დიალოგები და მათთვის ბრძანებების მიცემის შესაძლებლობა, სასიამოვნო პლიუსია, მაგრამ მიკროფონის მართვის ჩართვა საერთოდ სხვა შეგრძნებებს ტოვებს. მოცემულ სისტემას, ავტორი მყარ ოთხიანს უწერს და მისი ინგლისურის არც ისე კარგად ცოდნის მიუხედავათ მაინც კმაყოფილია (ხმოვანი ბრძანებების რაოდენობა 100 სიტყვამდე ადის).
სტატიის მიწურულს, Binary Domain-ს 2012 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო პროექტი უწოდეს.

BoromiR
Posts: 638

Binary Domain

Unread post#5 » 05 Mar 2012 22:40

თამაშს მარტო 1 პუტანკა კონსოლზე უშვებენ და მერე ტირიან გეიმერები ლამერები არიან რომ არ დაგვაფასესო მინდა ავდგე და ვუთხრა BITCH PLEASE MAKE MULTIFUCKING PLATFORM INCLUDING PC AND THEN WE WILL FUCKING TALK
პს. vanquish-ზე გეთანხმები. მარა ბოლო დროს მაგარი მახატია ყველაფერი რაც პც-ზე არ გამოდის.

Newtype
Posts: 96

Binary Domain

Unread post#6 » 05 Mar 2012 22:42

რომელიც სათანადოდ არ დაფასებულა (მაგ. Vanquish)

+100 000-ს დაგიწერდი მარტო ამისთვის.

საკმაოდ ინფორმატიული იყო.

მისი საშუალებით, საწყისი იარაღითაც შეგიძლიათ თამაშის დასასრულადე მისვლა და ამასობაში, იმ უვარგისი მოწყობილობის, მართლა გამანადგურებელ დანადგარად გადაქცევა.

ზემოთხსენებული გამახსენდა,ოღონდ იქ იაღაღის განვითარება არკადულ სტილში იყო.შესაბამის სასჯელებით-ჩაფეილება იარაღის "ჩამოლაბორანტებით" ისჯებოდა.

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#7 » 27 Apr 2012 18:58

და აი გამოვიდა კიდეც PC.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Binary Domain

Unread post#8 » 28 Apr 2012 01:40

მომენატრა რამის თამაში
ხო არ გადმომეწერა და ჩავჯდომილიყავი ამ ღამეს :evil smiley:

=====

ჩავწერე ვთამაშობ
მომწონს ;დ
შეიძლება იმიტომ რომ დიდიხანია არაფერი მითამაშია მაგრამ მომწონს
პროსტა ძალიან "კონსოლის" თამაშია
აი ძალიან
ვერ მოვირგე იმენა
+ კი ძალიან მაგარია ეს მიკროფონით ბრძანებების მიცემა და საუბარი თიმ მემბერებთან მაგრამ...
მე ღამე მცალია ახლა თამაშებისთვის
და გუშნ ვთამაშობდი (თან ზოგ ბრძანებებზე უნდა დაიღრიალო) ხოდა ვღრიალებდი და მამაჩემი გამომივარდა სკამით

კიდევ ზოგ ბრძანებებს წესიერად ვერ აღიქვავს ;დ
საერთოდ სხვა რაღაც ვუთხარი და ამ ზანგმა კაცმა სულ სხვა რამ გაიგო და გაუტყდა =))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

BoromiR
Posts: 638

Binary Domain

Unread post#9 » 03 May 2012 01:51

ყველა ჩემ სიტყვას უკან ვიღებ რაც კი ამ თამაშზე ცუდი მითქვამს :P
მილიარდი წელი არ გამსწორებია ესე მაგრა შუტერი.
დავხურე.
8/10
დაჟე სტორის და უმაგრესი გმირების გამო 8.5/10 დავუწერ :P
ძალიან დიდი თამაშია...
ფორ ა შუტერ.

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#10 » 10 Oct 2012 02:27

დავიწყე და ლეველ დიზაინმა მაგრა გატეხა. რაღაც მეტალის ყუთებში ვიარე ერთი ორი საათი... კამერაც არ მომეწონა, მარა ძლიერი მხარეები ეგრევე იგრძნობა. საკაიფო რეჟისურააქ და ეგ ქაჩავს როგორც ჩანს. კარგადაა პერსონაჟები დამუშავებული, დიალოგებში იუმორი და სიღრმე იგრძნობა (შუთერის კვალობაზე). რავი გავაგრძელებ, ვნახოთ მერე როგორ წავა. სროლის ამბავი ჯერ ვერ გადავწყვიტე, თითქოს ვარგა, მარა თან რაღაც არ მომწონს ბოლომდე.

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#11 » 11 Oct 2012 02:54

ამადას კორპორაციამდე მივედი, თვალებში ბლიკებიმაქ სროლისგან )) ავყევი ექშენს და დავიკიდე ლეველ დიზაინი. ერთმა ბოსმა მაგრა იმოქმედა. კინკონგის ვიდზეა და ყ,,, კიდია ყველაფერი, ერთ დარტყმაში გაგდებს და თითონ ნახევარი ტონა ტყვია უნდა რო წაბორძიკდეს, რომელის სროლასაც პროსტა ვერ ასწრებ. სუ უკან დაგყვება დედა....ი ))) ძლივს მოვკალი. კამერა და პერსონაჟის სირბილი ისეთიაქ სუ გინება გინდება, ფეხებიანი ჩემოდნებივით დარბიან, მარა მთლიანობაში წავიდა მაინც. სროლა და დაზიანების ეფექტები აწორებს.

Riddick
Posts: 11700

Binary Domain

Unread post#12 » 12 Oct 2012 00:53

შერეული გრძნობებით დავხურე, მარა საბოლოო დიაგნოზი მაინც დადებითისკენ მაქ გადახრილი. თამაშში 100% ჩანს კარგი რეჟისურის და საინტერესო scifi სიუჟეტის ძალა. ექშენი ბოლოსკენ უკვე გიჯდება ტვინში და მაგარ სიამოვნებას იღებ. მარა აი ლეველ დიზაინი, დინამიურობა და კამერა მაგარი სლაბი მხარეებია. რავი მოცემული ჟანრის და სეთინგის მოყვარულებს ნამდვილად გირჩევთ, სიამოვნებით მივედი ბოლომდე.
დაწყება შედარებით სლაბიაქ, უფრო აბაროტების აღებას უნდა დაელოდოთ, სადღაც თამაშის 25% დან და მერე გიჩნდება გაგრძელების მოთხოვნილება. ამიტო თუ დაიწყებთ და არ მოგეწონებათ თავიდანვე ნუ წაშლით.

P.S. იმედია გამოუშვებენ მეორე ნაწილს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 80 guests


cron