ჯოჯოხეთური თრეშის მსგავსი სიუჟეტით დავიწყოთ - იგი მარტივია, ტრადიციისამებრ გვყავს ერთი გადარეული ბოროტმოქმედი, ძალიან ორიგინალური მეტსახელით - Inferno - რომელსაც ხელთ უზარმაზარი ძალის დამანგრეველი იარაღი უვარდება. მოცემულის გამო პლანეტა რათქმაუნდა უზარმაზარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ხოლო უდიდესი შიშით შეპყრობილი ხელისუფლება, ბანალურად სდუმს . მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ გენერალი ბრიანტი რჩება საღ გონებაზე და მობილურ ერთეულს სახელად Renegade Ops აყალიბებს, რომლის მთავარი მიზანიც საფრთხის განეიტრალებაა
თამაშის დაწყების წინ ოთხ სავარაუდო პერსონაჟს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, მათი უნარები ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია. წარმოდგენილი 9 მისიის განმავლობაში თქვენ მუდმივად დაძაბული და მაქსიმალურად დაკავებული იქნებით თამაშის პროცესით, რომელიც ამ მონდომებას არ დაგიკარგავთ და განუწყვეტლივ ახალ პრიზებს და ჯილდოებსა მოგანიჭებთ. ხელმისაწვდომი ტექნიკის სიაში ისეთი ერთეულებია შესული როგორიცაა მძიმედ ბრონირებული ტანკი, სხვასასხვა სახეობის ჯიპები და ვერტმფრენი. Renegade Ops-სი ასევე სხვასახვა ტიპის, როგორც ორ, ასევე ოთხ კაციან მულტიფლეიერს გთავაზობთ (ორში ერთ მონიტორზეც საკმაოდ მოხერხებულად შეძლებთ თამაშს).
>>>