Grand Theft Auto V, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Grand Theft Auto V

Unread post#41 » 23 Aug 2012 14:05

ნახე შედარებები, მე რა გითხრა ასე რა აქვს უკეთესი : D
უფრო სუფთა გამოსახულებად ვხედავ მე.
გრაფიკის პოლიშთან ერთად PC ოპტიმიზაციასაც მეტი ყურადღება რომ მიაქციონ, კარგი იქნება.
I won't miss.

Gabriel
Posts: 131

Grand Theft Auto V

Unread post#42 » 28 Aug 2012 01:03

ეს მხოლოდ კონსოლის სქრინებია და წარმოიდგინეთ pc max!!

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#43 » 29 Aug 2012 14:40

► Show Spoiler

ესენი ნახეთ? აქ უკვე სხვა ამბავია საერთოდ

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#44 » 25 Oct 2012 01:48

პირველი არტი და დაპირება, რომ ახლო მომავალში ბევრ ახალ დეტალს გვეტყვიან

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#45 » 06 Nov 2012 05:33

დაპირებული ბევრი დეტალის მცირე და შედარებით საინტერესო ნაწილი:

თამაშში იქნება მეორე სათამაშო პერსონაჟი - დუგი ვიეგო.
პერსონაჟებს შორის გადართვა ნებისმიერ მომენტში, ერთი ღილაკის დაჭერით იქნება შესაძლებელი.
მოცემულია GTA: San Andreas-ის ბანდა Grove Street.
GTA IV ცნობილი პერსონაჟები.
მანქანების მოდიფიცირება .
რამდენიმე სიმღერა თამაშიდან: My Michelle — Guns and Roses, Magic Power — Triumph, California Dreaming — The beach boys и Beautiful — Snoop Dogg featuring Pharrell.
ახალი მინი გეიმები გამდიდრდება გოლფით, ტენისით და სერფინგით (საინტერესოა ბოლო რანაირად იქნება რეალიზებული).

სამწუხაროთ სუ ეს არი, მარა 14 იქნება ახალი ტრეილერიო და დაველოდოთ

User avatar
Ripster
Posts: 1857

Grand Theft Auto V

Unread post#46 » 07 Nov 2012 18:35

მახსოვს Gta IV ს რომ ვთამაშობდი მანქანაში რადიოს ვუსატკავებდი ხოლმე black sabbath ის heaven and hell იყო ხოლმე რომელიღაც ტალღაზე ))) თან ის მონაკვეთი როცა აიომი სოლოს იწყებს )))) მაგარი ვეში იყო ))) რამე სერიოზულ ზაბეგს თუ ვაპირებდი მაგას ვრთავდი

ქუჩებში სეირნობისას კი რასტაფარიანული ტალღა იყო რაღაც ))) სუ რეგი იჩითებოდა ხოლმე ბობ მარლი ეტც მაგით ვმოძრაობდი ხოლმე ))

გაასწორებს აქაც თუ იქნება ასეთი კარგი ვეშები
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#47 » 09 Nov 2012 02:11

"გარაჩიე ნოვასწი!" ))
>>>
ორის მაგივრად, თამაშში იქნება სამი მოქმედი გმირი - ტრევორი, ფრენკი და მაიკლი. სამივე მათგანით თამაში, ერთი საერთო კომპანიის დროს ხდება. პერსონაჟები შეიცვლება მისიების მიხედვით, მაგრამ თავისუფალი გეიმფლეის დროს, მათშორის გადართვა ყველა მომენტში შესაძლებელი იქნება (რაღაც სტრანნი და საინტერესო ფიჩი ჩანს, იმედია მუღამი არ დაიკარგება, წინა დებილი ეპიზოდების მსგავსად).

კასტამიზაცია - თმების შეჭრა, წვერის სტილები, ტატუების დახატვა და RPG ელემენტები თამაშში არ იქნება, სამაგიეროთ მოცემულია უამრავი სახეობის ტანსაცმელი და აქსესუარები.

ყველა პერსონაჟი საკუთარი მოტავიაციით და თავისებურებებით გამოირჩევა (რაარი ეს თავისებურებები არვიცით ოღონდ).

კონკრეტული პერსონაჟის მართვის დროს, დანარჩენი ორი ჩვეულებრივად თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და შეიძლება ქუჩაშიც კი შეგვხვდნენ.
>>>
ზოგ მისიაში ერთდროულად ყველა პერსონაჟი მონაწილეობს, ხოლო შედეგი ყველა მათგანით თამაშისას სხვადასხვანაირი იქნება.

თამაშში ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი სატრანსპორტი საშუალება იქნება შესული. მანქანის მართვის სისტემა სერიოზულად იქნა გადამუშავებული და იგი უფრო სარბოლო თამაშისას გავს, ვიდრე ინერციულ მართვას GTA4-დან (აი ეს მომწონს).

სროლის და სახეში მუშტების ლაწუნის სისტემაც გადამუშავებულია (მაგრამ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ).

შემთხვევითი მისიები — დინამიურად გენერირებადი დავალებები და სიტუაციები Red Dead Redemption-დან (ესეც მომწონს).

სტრიპ კლუბები, კომედიური შოუები, ინტერნეტი, ტელევიზია და ბარები ისევ ბრუნდება.

მინი თამაშებს (ზევით მოხსენიებულებს) დაემატა - Red Dead Redemption-ის პოკერი, იოგა, ტრეატლონი (ცურვა, ველოსიპეტით და ფეხით სირბილი ერთად) და ბეისჯამფინგი.
>>>
ოოოო და აი მთავარი )) - თამაშის საერთო ტერიტორია უფრო დიდია ვიდრე GTA IV, Red Dead Redemption და GTA: San Andreas ერთად აღებული!

წყლისქვეშ ცურვა )))

Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#48 » 09 Nov 2012 03:12

თამაშის სიახლეები GameInformer-ისგან:

- ტანასაცმლის შეკვეთა
- მაიკლი არის ყოფილი ბანკების მძარცველი, რომელიც იმყოფება ''მოწმეების უფლებების დაცვის'' პროგრამის ქვეშ.
- ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ტრევორი ნარკოტიკების მიღების შედეგად არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და აგრესიული
- პერსონაჟებს შეუძლიათ ფიზიკურად შეეხნონ ხალხს(შემთხვევით გაკრან მხარი ან ხელი კრან).ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა უბნებში მოგიწევთ ჩხუბი,პრესტიჟულ რაიონებსა და მაღაზიებში მოიხდით ბოდიშს
- შეგეძლებათ ცეცხლი წაუკიდოთ მანქანებს და დაწვათ ბენზინის საშუალებით
- თამაშის ერთ-ერთი მთავარი თემაა ძარცვა
- ფრანკლის კონფლიქტი აქვს ტრევორთან
- პერსონაჟი სხვადასხვა მუსიკაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს
- თამაშში გამოყენებული იქნება Max Payne 3-ის კინომატოგრაფიული ტექნიკა
- თამაშის მექანიკა აწყობილია ნულიდან
- თამაშში იქნება მისია,რომელშიც მოგიწევთ ცათამბჯენზე თოკით ცოცვა, რაც სპეცნაზის საუკეთესო ტრადიციაა
- ოკეანე მთლიანად დამუშავებულია და მისი შესწავლა შესაძლებელია თავიდან ბოლომდე
- იქნება ასევე დინამიკური მისიები,ისეთივე როგორებიც არის RDR-ში(შევაჩეროთ მძარცველი,დავეხმაროთ მძღოლს)
- თამაშში იქნება ეკონომიკა(დეტალები უცნობია)
- დადასტურებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: BMX,მთის ველოსიპედი,ტრასის ველოსიპედი,ტალახის ველოსიპედი,სხვადასხვა სატვირთო მანქანები,ვერტალიოტი,თვითმფრ
ინავი,კვადროციკლი,გიდროციკლი
- პერსონაჟს არც ერთი პოპულარი ადამიანი არ ახმოვანებს
- არავითარი გოგოების გაცნობა და პლირტი
- ყოველდღიური ცხოვრება:მაგალითად შეიძლება დაინახოთ მებაღე,რომელიც ავტობუსს ელოდება,რაღაც ხნის შემდეგ კი დაინახავთ,რომ თავის სამუშაოთია დაკავებული ბევერლი ჰილსში
- დიდი ყურადღება მიექცა დეტალიზაციას:ჩრდილი,ჩიტების ფრენა,გრაფიტები კედლებზე,ღამით ირთვება სარწყავი დანადგარები მცენარეებისთვის,შლანგის პირთად გროვდება გუბეები,ძაღლები ახტებიან ღობეებს,თუ თქვენ მიხვალთ უცხო სახლთან

Gabriel
Posts: 131

Grand Theft Auto V

Unread post#49 » 10 Nov 2012 17:07

შანსი არაა რო არ დაპორტონ კონსოლიდან პც-ზე, ალბათ ეს უფრო მარკეტინგული სვლაა ფულს ამოიღებენ კონსოლებიდან და შემდეგ დაპორტავენ პც-ზე?იმიტომ,რომ ყველა ნაწილი რაც კი გამოსულა GTA-სი ყველა პც-ზე გამოვიდა

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#50 » 11 Nov 2012 23:15

ზედა დეტალები რომელი სტატიიდანაც იყო ამოღებული იმის რუსულ ვერსიას მივაგენი და შეგილიათ გაეცნოთ.
ახსნილია სამი პერსონაჟის დამატების მოტივები (რამდენადაც მივხვდი, ერთი პერესონაჟისთვის ძალიან დიდი მოცულობის ტერიტორიაა თამაშში და მისი სიუჟეტი უბრალოდ ვერ გაწვდება ამ ყველაფრის სათანადო დონეზე გადმოცემას). პერსონაჟებს შორის გადართვის დროს, კამერა Google Earth მსგავსად, ცაში ადის და მეორე პროტოგინისტის ადგილმდებარეობაზე "ვარდება". სამი პერსონაჟის თემაზე ალბათ უკვე ბევრი კამათი და უბედურებაა დაწყებული. დარწმუნებულივარ ჩემს მსგავსად, ბევრს არ მოსწონდა მეოთხე სერიის ეპიზოდებათ დაყოფა, რაც თამაშს რიალურად უკარგავდა მთლიანობის შეგრძნებას, მაგრამ მოცემული მექანიზმი ცოტა სხვა კუთხით ამოხსნის თემას და ისე საინტერესოდ წერია, რომ მაგრად დამაინტერესა რასთან გვექნება საქმე ("სამი ცალცალკე" "სამი ერთად" საერთოდ სხვა გრძნობა უნდა დატოვოს წესით). ფაქტი კი ერთია, რაღაც ეპიკური გველის.

P.S. და მთავარი დამავიწყდა - ისტორიაში პირველად, თამაშის საუნდტრეკი გეიმ-კომპოზიტორების მიერ მხოლოდდამხოლოდ მისთვის იქნება დაწერილი (შედის თუ არა მოცემულში რადიო სადგირები ვერ გავიგე, მაგრამ მისიების დროს აშკარად ორიგინალური მუსიკა იქნება აჟღერებული).

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#51 » 12 Nov 2012 22:31


Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#52 » 15 Nov 2012 00:27


Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#53 » 15 Nov 2012 05:37

გრაფიკულ პონტში ცოტა მოძველებულს გავს, მარა დანარჩენი ყველაფერი საკაიფო იყო. დიდი სიამოვნებით დავხარჯავდი ერთ 150 საათს ახალი სანანდრეასის სამყაროში )) აუ და როგორ ვიცი რო ის დახურე დაიკიდე პრინციპი აღარ იქნება რაც მეოთხეში =)
P.S. მთავარია ეს პერსონაჟებს შორის გადართვა ატმოსფეროს არ ვნებდეს

User avatar
Ripster
Posts: 1857

Grand Theft Auto V

Unread post#54 » 15 Nov 2012 14:08

მთავარია გავქაჩო!!! : D
აუ იმენა მაგარი დრაივიანი ტრეილერია )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#55 » 20 Nov 2012 22:50

ახალი დეტალები!

მისიები და მულტიფლეიერი:
ისტორია დაახლოებით ხუთ, ან ექვს მაშტაბურ ძარცვაზე იქნება დაფუძვნებული.
მისიები, ძირითადად გრძელი, მრავალ ეტაპობრივი და სხვადასხვა დასასრულის მქონე იქნება.
მათი სახეობები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული "დიდი და არც თუ ისე დიდი მოვლენები, აფეთქება, შეჭრა, შეპარვა, სუპერ ეფექტური (ეს ვერ გავიგე), საოჯახო, მძევლების გადარჩენა, ქურდობა, ბანდიტიზმი".
დამატებითი მისიები, ისეთი როგორიცაა ტაქსაობა, სასწრაფო დახმარების მძღოლი და მსგავსი, შენარჩულებული იქნება, მაგრამ სავარაუდოთ სრულიად სხვა ფრომატში წარსდგება მოთამაშის წინაშე.
მულტიფლეიერს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და მასში უამრავი კონტენტი იქნება შესული.

სამყარო:
კარტის სრული შესწავლა თამაშის დასაწყისშივე იქნება შესაძლებელი.
დადასტურებულია წყალქვეშა სამყარო, ასევე წყალქვეშა გამოქვაბულები და დაივინგის ამუნიცია.
Alamo Sea - კალიფორნიის მარილიანი ზღვა.
ცოცხალი სამყაროს ცოცხალი ეკოსისტემა.
დადასტურებულია გარეული ძაღლები (wtf).

მექანიკა:
თავშესაფრების მექანიკა სრულიად გადამუშავებულია და გეიმფლეი შემადგენლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეკონომიკა:
მოცემულს საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ. ეკონომიკისგან უნდა შეიქმნას პრინციპი - "მე ამ ყველაფერში მხოლოდ ამ ნივთის საყიდლად გავიარე და ეხა შევიძენ მას" - ანუ ფულის სარგებელი სერიოზული მოტივაცია იქნება მოთამაშისთვის.

გრაფიკა:
GTA 5 აგებულია RAGE-ის ძრავზე, რომელიც ასევე გამოიყენებოდა Midnight Club, Max Payne 3, Red Dead Redemption.
მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა განათების და ჩრდილების შემადგენელმა (რეალისტური განათება <3 )
დაიხვეწა მაშტაბირების ტექნოლოგია, რის მეშვეობითაც ძალიან მოშორებული და პატარა ობიექტების დანახვა გახდება შესაძლებელი. GTA 4 მხოლოდ 1,5 კილომეტრის დაშორება ჩანდა, ხოლო ეხლა ყველაზე მოშორებული მთებიც ხილვადი იქნება.
სრულიად განახლდა ფიზიკური ძრავი.

P.S. თამაშის მთავარი კომპანიის ხანგრძლივობა დაახლოებით Red Dead Redemption-ის ხელა, ანუ სადღაც 25 საათი იქნება.

Bulletstorm
Posts: 104

Grand Theft Auto V

Unread post#56 » 20 Nov 2012 23:16

ეს ერთ-ერთი პერსონაჟი Max Payne 3 ის მობერებულ მაქსის არ ჰგავს?

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#57 » 20 Nov 2012 23:45

რავი მე ვერცერთს ვერ ვამსგავსებ (ზანგს არ ვგულისხმობ))

Riddick
Posts: 11705

Grand Theft Auto V

Unread post#58 » 24 Dec 2012 20:07

ეს პატარა პიკანტური ნამიოკი ნახეთ თქვეენც ?))
P.S.

Gabriel
Posts: 131

Grand Theft Auto V

Unread post#59 » 25 Dec 2012 01:41

in-game სქრინებია ხო? ვა მაგარი იქნება პროსტა გრაფიკის გამო მეორეჯერ ვითამაშებ pc-ზე რო დაპორტავენ ღირს ცოდოა ისე

User avatar
Ripster
Posts: 1857

Grand Theft Auto V

Unread post#60 » 08 May 2013 16:10

როგორც გავიგე რუსული გახმოვანებით გამოვა ეს ნაწილი

ძალიან მაგრად გამიხარდა! :დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 290 guests


cron