Grand Theft Auto V, X360, PS3

FPS, TPS, Slasher, Stealth, Side Scroller, Shoot 'em up, Beat 'em up, Combat platformer, Rail shooter...
User avatar
Natalie
Posts: 246
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#161 » 16 Apr 2015 23:58

ძაან მინდა ;/

GTA5 PC Race Bike using Oculus Rift DK2

User avatar
sti228
Posts: 115
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#162 » 19 Apr 2015 00:30


User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#163 » 20 Apr 2015 21:43

ეს ოკულუსის გამოყენების დროს თვითონ სათვალის რეზოლუშნ და გრაფიკა ექნება ხო და არა ნეიტივ თამაშის საკუთრივ ?
არა გაასწორებდა წვიმაში ეგრე კაიფი.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#164 » 22 Apr 2015 05:13

დღეს შევედი ონლაინში))))))))))
ძაააალიან გამიტყდა ახლა მგონი სქრინშოთები არ შეინახა
არადა რა სქრინები იყო!!! :დ

ჯერ მაგრად დავიგრუზე, ოცი კაცი დარბოდა მეფზე ვერაფერს მივხვდი ვინ რას შვებოდა. იმენა არაფერს აკეთებდნენ დადიოდნენ იქით აქეთ მე კი არც სახლი მქონდა არც გარაჟი და მეთქი მოდი დავითრევ ამ ყველაფერს და რამე გამოჩნდება თქო)) დავდივარ ბანკის აქაუნთზე ბევრი ფული მაქვს (ადრე რომ დავითრიე მაჩუქეს ;დ) ვუყურებ კარგ უბნებში ბაითებს ერთი მომეწონა დავითრიე და გავაჭერი გარეთ
ვხედავ ვიღაც ტიპი დგას და ესვრის ძაღლობას ;დ გამიხარდა ვიღაც გავაძრე თქო ;დ მივედი მანქანით ჩამიჯდა ;დ
წავედით მოვიარეთ მთელი ლოს სანტოსი, ხან ძაღლობის ჯიპებით ვმოძრაობდით ხან რა და ბოლოს გადავხტით აეროდრომზე ;დ შევაჭერით ანგარში დავითრიეთ თვითმფრინავი და ხუთი ვარსკვლავის მოშორებას ჰაერში აფრენით ვცდილობდით ;დ ავედით და ტრასაზე დაჯდომა მოვინდომე ;დ ვცადე და ავფეთქდით ;დ
მერე მეორედ ვცადეთ ;დ
მერე მესამედ და მესამედ უკვე სამი კაცი ვიყავით ვინც უნდა გავფრენილიყავით და ხუთი კაცი სადღაც გვიცავდა ძაღლობისგან და გაბოროტებული ორი ფლეიერისგან (მგონი ძაღლობასთან შეტაკების დროს მოვკალით რომელიღაც და დაგვებოღმნენ ;დ)
ხო და რაც მთავარია

დავსვი!!!!!!!!! ;დ
სელფიც კი გადავიღე!! ;დ სელფი სოშალ ქლაბში აიტვირთა და ამიტომ ეგ მაქვს
კიდევ კარგი ეგ მაინც გადარჩა თორე მაგრად დავიგრუზებოდი :დ
selfie!
მერე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ავტობუსებით მთაში ავსულიყავით
წავედით ვაგზალზე თუ რაც ქვია ავტობუსების გაჩერებაზე
თითო თითო ავტობუსი დავითრიეთ და გავაჭერით))))
ოთხი ავტობუსი მიდიოდა ტრასაზე წინ რამდენიმე პატარა მანქანა უკან ძაღლობა))))))
გზაში ვიღაც სასტავს ვისვავდით
ერთს დაპაუზებული ჰქონდა და ალყაში მოვაქციეთ ავტობუსების რომ დაარეზიუმა ტიპი გაგიჟდა გაიქცა მთაში და გადმოხტა
კაროჩე როგორც მივხვდი სერვერებია 20 კაციანები და ბოლოს იმენა ოცივე ერთად დავდიოდით და აი მართლა ძალიან მაგრად ვერთობოდით ;დდდ

კაროჩე დავიგრუზე სქრინები რომ არ აიტვირთა ;დ

edit:
სქრინები ატვირთულა !
ეს სინგლიდან
12

ესეც ონლაინი
ბაითზე
ანგარში ბირჟაობა
პირველი გაფრენა
მეორე ცდა უფრო დიდი თვითმფრინავით
მესამე ცდა (აქ 5 კაცი ვიყავით და ტრაკები აგვიყვანეს ძალიან მაღლა და სამი გადმოხტა პარაშუტით)
მაგრამ დავსვი! ;დ
!!!!
ერთი ავტობუსი
სამი ავტობუსი
ოთხი ავტობუსი
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#165 » 23 Apr 2015 02:38

ონლაინის თავგადასავლები ძალიან მაგარია, დღემდე მახსოვს რაღაცეები ბავშობიდან ))

თქვენი არ ვიცი, მარა მე მაინტერესებდა მოდების თემა და რავი გაიჩითა ინფო. ანუ ხელოვნურად უშლის ხელს როკსტარი ამ თემას და ცდილობს რო ვერ გააკეთონ მოდერებმა თავიანთი "ბინძური" საქმეები, მარგამ გარკვეული ნაწილი მაინც ჩალიჩობს და ვნახოთ რა გამოუვათ (არადა შეილება სკაირიმის მსგავსი თემა დაწყებულიყო) RUS
კვაზი-mode

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#166 » 25 Apr 2015 05:27

მორჩა.

ხოოოო ;D
არ ვიცი რა ვთქვა, არადა რამდენი რამ მიტრიალებდა თავში
კაროჩე ტიპები შემდეგ ლეველზე კი არა მთვარეზე ავიდნენ სკამები დაიდგეს და გააბოლეს
მომენტებში იმდენად კომიკურია ნამდვილი დედამიწის კარიკატურა გეგონება ზოგჯერ კი ისეთი სერიოზული შუბლს შეკრავ
სცენები, დიალოგები, პერსონაჟები ფიზიკური სხეულები რომ იყოს დიდ თოკს დავითრევდი შევკრავდი ყველაფერს ერთად და ჩავეხუტებოდი ტრევორივით
იმდენად რეალურია ყველაფერი რაც ეკრანზე ხდება პირს დააღებ
ამ სამი ძმაკაცის ისტორიამ ძალიან შემითრია
ერთმანეთთან დამოკიდებულება მათი ურთიერთობა
კაროჩე სთორი ის არის რაც ყველამ უნდა გაიაროთ)))
თან ვითომ ტიპები უფრო მაღლა ავიდნენ
უკან მოიტოვეს მთელი ეს ტრიადები/მაფიები და ტიპებმა აჩვენეს რომ რეალური ვილანები სულაც არ არიან ჩაჩაჩულ ჯინსიანი ზანგები)) იმდენად მეორეხარისხოვანი იყო ეს ჯითიეის ვითომ ყველაზე მთავარი ელემენტი რომ ზოგჯერ მეგონა საერთოდ სხვა თამაშს ვთამაშობდი
ადრეც იყო ასეთი რამეები რათქმაუნდა მაგრამ ნუ აქ იმენა ეგ არის))))
თამაშის პირველივე მიშენებში უცებ ბრახ და თავზე გატყდება დიიიიიიიიიდი პრობლემა
და შენ მართლა გგონია რომ ზუსტად აი ამ ამბის გამო, რომ ცუდად გადაეყარე ვიღაც ლატინოს მაფიოზს, დაიწყება მთელი ისტორია მაგრამ ზუსტად ამ პერსონაჟთან ისეთი კომიკური სცენები და სიტუაციები გაიჩითება უკვე საბავშვო ბაღი გგონია ასეთი საქმეები

აი მართლა ისსსსსეთი სიტუაციებია თამაშში ძალიან ბევრს იცინებთ;დ

სამყარო))))
არ ვიცი მართლა ზუსტად ის არის რასაც იძახდნენ
ერთი დიდ მეფზე გაერთიანებული უამრავი სხვადასხვანაირი ლოკაციები და იმდენად ორგანულად გადადის ერთმანეთში გაგიჟდები
ოქროსფერი პლაჟები, ქალაქის ცენტრები, გარეუბნები, მთები, ტყეები, უდაბნოები
კაროჩე ყველაფერი ყველაფერი ყველაფერი
ჩემი შეფასება
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#167 » 28 Jun 2015 02:04

გუშინ დავიწყე და ცოტა განცვიფრებულივარ :)
ხო ამდენი რაღაც მაქ ნანახი, მარა რო თამაშობ ვაფშე სხვაა. გამიკვირდა დამუშავების დონე და მაშტაბი. იმენა ახალ ექსფერიანსად მოდის open world. საერთოდ GTA ხო არკადულია და ნუ ესეც ეგეთია, მარა დამუშავების დონე ისეთი მაღალია რო რაღაც რეალისტური ცხოვრებისეული სიტუაციები და შეგრძნებები იჩითება. მთელი ბავშობა რო ფილმებში უყურებდი ლონსაჯელესს ეხა მართლა იქ მგონია თავი, იმ ფილმებში. იტოგში ჯერ არ ვიცი რა და როგორ იქნება, ეხა იქოქება სიუჟეტი და ეხა იწყება იმ ფილმების მსგავსი ამბები და დიდი იმედიმაქ რო იმედგაცრუებას არ ექნება ადგილი.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#168 » 28 Jun 2015 02:33

მე სხვათაშორის rockstar-ის იმედი მაქ ყველაზე მეტად Open Word-ის განვითარებაში. GTA 4-ის და Red Dead-ის მერე.

რეალურად ახალ სიტყვას მარტო ეგენი ამბობენ ეხა მაგ ჟანრში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#169 » 30 Jun 2015 03:28

დღეს შემოვიდა ტრევერი სიუჟეტში და იდეალურად დაბალანსებული, ძალიან ატმოსფერული თავგადასავალი იმენა დედამოტყნულ ამერიკულ ბოევიკათ გადააქცია, 50 ბაიკერი მოვკალი პირველ მისიაში, მერე 50 სოფლელი ძმების კლანი ამოვხოცე, იტოგში დავიგრუზე, დედა ვაგინე დარღვეული ბალანსისთვის და მერე ვაფშე ქალაქში რო წამოვიყვანე იქაც ქაოსით ჩავედით )) ჯერ ამ ძმაკაცების შეხვედრა იყო ძაან სტრანნი, მაიკლის შვილის გადასარჩენათ რო გადაწყვიტავენ უცებ წასვლას და მერე თვითონ იქ რაც ჩაატარა ამ პატარა ბოზმა გოგომ ))) ვინ გააკეთებს ბიჭო მამის თვალწინ მაგას ))) ძაან თითიდან გამოწოვილი გამოვიდა და თამაში საერთოდ სხვა რიტმზე გადასვა, მარა ამ რიტმსაცააქ თავის მუღამი, სიგიჟეა რაღაც საკაიფო და სასაცილო, მარა ის პირვანდელი გაწონასწორებულობა და სტილი ბევრად უხდება ამ დახვეწილ გახსნილ სამყაროს.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#170 » 08 Jul 2015 02:20

დღეს დავხურე და რაღაც სევდიანი გრძნობა დამეუფლა, ეპიკური ზღაპარი ჩემთვის სანატრელი ეპიკის გარეშე დასრულდა, მაგრამ თავი მაინც შემაყვარა. ტრევერი მზის ჩასვლის ფონზე მანქანის კაპოტზე იჯდა და ყველაფრის მიუხედავად მაინც მოწყენილი იყო, ტრევერი, დედამოტყნული მანიაკი თითქოს იმიტო იყო სევდიანი რო რეალურად მაინც ვერ იპოვა თავი და სიმშვიდე, მან თითქოს ყველაფერს მიაღწია, მაგრამ ვერაფერი იპოვა...
კი ეხა ბევრ მინუსზე მომიწევს ლაპარაკი, მარა თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ საერთო ჯამში მაინც ერთი დიდი, შთამბეჭდავი და იშვიათი თავგადასავალი იყო რომელსაც მხოლოდ როკსტარი გვთავაზობს ხოლმე. მისი სახელია თანამედროვე სეთინგის მქონე სენდბოქსი. WOW კლონი mmo ების მსგავსად, მათ ბაძავენ და მის გარშემო ქმნიან ბევრ ნაგავს, ნაგავს რომელიც ვერ უსწორდება ორიგინალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ორიგინალს პრობლემები არ აქვს, პირიქით იგი ძალიან გულდასაწყვეტ შარშია. თან მინუსებიაქ ისეთი რო ცოტა ძნელია ჩამოყალიბება და იმის მცდელობა რომ თქვენამდე მოვიტანო. ტიპებმა ისეთი სამყარო დადეს, რომ აბსოლიტურად სხვა დონეზე ავიდნენ და სხვა დანარჩენი რაც იყო თამაშის საჭირო უკვე ვეღარ აიყვანეს იქამდე, რადგან ეგეც რო მოეხერხებინათ მართლა არაბუნებრივი მოვლენა იქნებოდა GTA5, და ეს ყველაფერი ერთგვარი კანონზომიერებისგან ამოვარდებოდა, რაც რათქმაუნდა არ მოხდა.
თავიდან თამაში რო იწყება ხვდები რო რაღაც საერთოდ სხვა დონის გასაქანთან გაქ საქმე, ეს ეპიკი არის თანამედროვე ამერიკა, ამერიკა რომელშიც აღარ არსებობს ამერიკული ოცნება, აღარ არსებობს თავგადასავლის და თავისუფლების ხიბლი. იწყება მაიკლით. იწყება მაქსპეინის მსგავსი ტიპაჟით რომელიც კრიმინალური დრამიდან რეალისტური მომენტების მქონე შავ კომედიაში გადმოსვეს, ფსიქოლოგთან. მას პრობლემებიაქ. იგი უკვე ცხოვრობს ამერიკულ ოცნებაში და ხვდება რო ეს ის არაა ის რაც უნდა. მისთვის ოჯახის წევრები არავის დაუხოცია, მარა ხვდება რო მათ უარესი რაღაცეები ჭირთ ))) იტოგში ხვდება რო უაზროდ კვდება. და იწყება თამაში ესეთ ნოტებზე. გაწონასწორებულ, სასაცილო და საინტერესო ნოტებზე. იჩითება ფრანკლინი. ზანგი განგსტერი, აისკუბის სტილში, ადამიანი, ლოს ანჯელესის ნამდვილი სახე )) მახსენდება სან ანდრეასი და მიხარია. აქაც ყველაფერი 5-იანზე. ფრანკლინი და ლამარა, მისი ძმაკაცი, ნაბოზარი სომხისთვის მანქანებს იპარავენ. და აქ ლამაზად შემოდის სომხების თემა, რომელზეც არშეილება რო ქართველს არ გაეცინოს, რადგან მათ ამერიკელებიც ჩვენსავით ხედავენ. ხოდა მიდის ესე ყველაფერი, წყნარი დაბალანსებული მისიები, საინტერესო მოლოდინები და ბრახ, უცებ პერსონაჟები იკვეთებიან, იკვეთებიან ძალიან მაგრად, თანამედროვე ფილმი, ან სერიალი. და ეს ყველაფერი იქნებოდა ზღაპარი რომ არა ერთი ბუნებრივი რამ, როკსტარმა თამაშში GTA ერთგვარი კანონების დაბრუნება დაიწყო, როკსტარმა ვერ დააკმაყოფილა, ან უბრალოდ ვერ დაინახა თამაშის რეალური დონე, პოტენციალი და მასში ისევ იმ ბოევიკის დაბრუნება დაიწყო რომელსაც უკვე თამაში ვეღარაფრით ვეღარ იტანს. გაიჩითა ტრევერი. ფსიქოპატი და ძალიან ქარიზმატული პერსონაჟი, მაგრამ ძალიან არა ქარიზმატული სიუჟეტური ხაზით. ტრევერი პირველივე მისიაში 50 ბაიკერს კლავს მარტო, ამსხვრევს ყველანაირი რეალისტურობის და როლფლეის მუღამს. ტრევერი მეორე მისიაში კლავს 60 ონილის ძმას და საერთოდ სპობს თამაშის შექმნილ ატმოსფეროს. ტრევერი აბრუნებს GTA ვაის სითის დროში და აქცევს სუფთა სისხლის ბოევიკად, მაგრამ ამერიკული ოცნება უკვე დამთავრებულია. და ამ დროს იწყება ბრძოლა რაღაცისთვის, ბრძოლა უბრალოდ იმისთვის, რომ არ დაიხრჩონ უაზრობის ჭაობში, მაიკლი თავის ძველ საქმეებს უბრუნდება, იმიტო რო სხვა არაფერი იცის, მაგრამ რატო ვერ ხვდება, ალბათ პროსტა იმიტო რო მოსწონს. ფრანკლინისთვის ფულია მიზანი, ტრევერი პროსტა გიჟია. და აქ ხვდები რო თამაში სიუჟეტის მხრივ მეტს ვერაფერს მოგცემს. არადა შენ გინდა რო ნახო თანამედროვე გმირები, გინდა რო იგრძნო და გაიზიარო მათი მიზნები, იდეოლოგია, მაგრამ ფა ფუ )) თანამედროვე გმირების დახატვას როკსტარი ვერ ახერხებს და ამის ნაცვლად გვთავაზობს ძველი გმირების თანამედროობაში გადმოტანილ სახეებს, რომლებიც უაზრო და მიზანს მოკლებულია. ეს ერთგვარი ტრაგედიაა რომელიც თამაშზე ძალიან ცუდათ აისახება, მაგრამ ამავე დროს GTA ერთ უმთავრეს მიზანს ემსახურება - დაანახოს ამერიკის რეალობის კომიკური სახე. ეს მომენტი გამოდის ბუნებრივად, როკსტარის გამიზნული განზრახვის გარეშე, მაგრამ გამოდის გენიალურად, გამოდის დაახლოებით ისე როგორც ბურუსის დაბადება საილენთ ჰილში, გამოდის მინუსით რომელიც რეალურად პლიუსი ხდება :) თამაში თავისი თავის დაცინვას იწყებს, იწყებს არა პროსტა ეგრე გამოსდის. და აქ იწყება მეორე ეტაპი, აქ იწყება GTA5 რომელშიც არის ძალიან მოსაწყენი მისიები, სადაც უნდა ხოცო და აფეთქო ყველაფერი (მაგრამ ეს აფეთქება და ხოცვა ძალიან მაღალდონეზეა გაკეთებული) და არის ისეთი მისიები რომლებიც გახვედრებს რომ GTA-ში წინა მისიების მსგავსი აფეთქება და ხოცვა აღარ უნდა იყოს, ანუ მისიები რომლებიც მართლა ასწორებს და გითრევს. ეს არი ერთგვარი მიქსი, ნახევრად დაბადებული შედევრის, რომელიც მომდევნო ნაწილისთვის ან საბოლოოდ დაიბადება, ან ვაფშე მოკვდება ამერიკასთან ერთად ნახუი )))

ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება თამაშის მეორე უმნიშვნელოვანეს ნაწილზე, სამყაროზე. ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რო მსგავსი ჯერ ისტორიას არაფერი ახსოვს. ესეთი დამუშავება უბრალოდ უხერხულია. ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ, მარა ამ თამაშის მერე თუ ლოს ანჯელესში როდისმე მოვხვდი თავს უცხო ქალაქში ნამდვილად არ ვიგრძნობ. მაშტაბი უზარმაზარი, ლოკაციები მრავალფეროვანი, ველური ბუნება, უდაბნოები, მთები. მაგრამ აქაც რაღაც ნიტოა. ზოგადად სამყაროს ფორმა ისეთიაქ რო არ გიქმნის თავგადასავლის შეგრძნებას, არვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ პრინციპში ერთი დიდი წრეა. ანუ გადიხარ მთავარი ქალაქიდან და მეორე მხრიდან შემოდიხარ იგივე მთავარ ქალაქში )) იმის თქმა მინდა რომ გზას არსად არ მიყავხარ. მოყავხარ უკან. არვიცი რამდენად იგრძენით ეს, მაგრამ ეს გრძნობა მართლა კლავს თავგადასავლის შეგრძნებას ჩემში. აი მაგალითისთვის ეს არის სან ანდრეასის, გაცილებით პატარა რუკა, რომელიც გაცილებით საინტერესო და გაცილებით უფრო დიდი თავგადასავლის შეგრძნებას ტოვებდა. აქ იყო სამი სრულფასოვანი ქალაქი, ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული და თამაშის სიუჟეტს ძალიან საიტერესოს ხდიდა. აქ კიდე არის ერთი, რომელიც რაღაც არაბუნებრივად აღიქმება. არის ძალიან მაგრად გაკეთებული, მაგრამ რაღაც აკლია. მე როგორც ხარისხიანად გაკეთებული გახსნილი სამყაროების ხამმა დავითრიე ველოსიპედი და დეტალურად მოვიარე ყველა ადგილი, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. ბუნება საერთოდ დაუხვეწავია. არის ესეთი უაზრო ადგილების სიმრავლე, სადაც არაფერი არ ხდება. რატო გადაწყვიტეს ესეთი რუკის გაკეთება წარმოდგენა არ მაქ, მაგრამ გადაწყვეტილება ნამდვილად მცდარი იყო. ზუსტად იგივეს ვიმედოვნებ სამომავლოთ რაც სიუჟეტზე დავწერე, უნდა დაიბადოს ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ გულშემატკივარს კაკ მინიმუმ დაკარგავს :)

საერთო ჯამში კი როგორც ვთქვი მეც ტრევერივით მქანქანის კაპოტზე ვზივარ და მზის ჩასვლას უყურებ. მწყინს რომ ყველა თამაში რომელიც ყველაფრის მიუხედავათ მაინც ესე გამისწორდა დასასრულთან მივიდა, და მწყინს რომ მის მომდევნო ნაწილს კიდევ ამდენიხანი უნდა ველოდო. ეხა კი დროა ვინმემ PS3 და რედდედი მათხოვოთ :)

სქრინების ისტორიები:
ჩვენ გვიყვარს ცივილიზაცია რომელმაც ანუსის ნამდვილ ძალას მიაკვლია
კაცი რომელსაც ჰიპსტერს ეძახიან და კაცი რომელსაც ჰიპსტერული ზმანი ყველაზე მაგრად უხდება
ვინ არის როკენროლა? ვისაც უყვარს ნარკოტიკები? ფული? ნაშები? თუ ყველაფერი ერთად?
შევეცი როკენროლერს, მეჯვია
მინდა რო გავეპარო ძაღლებს ნაგვის მანქანით
ვისეირნო ზანგით მთვარის შუქზე
მივაკითხო გროუსთრითს და ვნახო განარკომანებული სიჯეი
გავფრინდე ტრევერ ფილიფს ინდასტრის ვერტმფრენით და აღმოვაჩინო ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე
გადმოვიხედო ზევიდან და დავინახო მთლიანი სურათი
ვიკაიფო ამინდის ეფექტებით
ჩავიცვა ისე როგორც მიხდება
ვნახო ჰოლივუდი როგორც ვეინვუდი
ვისეირნო ველოსიპედით 1 2 3 4 5
და მთაში გავაძრო უცებ დაბაგული პოლიციის ესკორდი
შევიყვარო ბებერი მაგრამ ლამაზი ქალბატონი
მოვიწონო ფსიქოპატი მაგრამ ნამდვილი ქალი
დავანავაროტო "სპორტქარი"
გავიკეთო ტატუ
დავიბაგო ბოინგით
მივხვდე რომ მე კი არა მთელი ჩემი ოჯახია სამკურნალო მარა ექიმი გვყავს ყლე
გავიღვიძო უკაცურ პლიაჟზე ფოფხანში
შევხედო ქალაქს სწორი რაკურსით
და მივხვდე რო გავიზარდე
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#171 » 08 Jul 2015 15:27

საინტერესოა. მე უკვე მქონდა მეოთხეშიც დანახული ამათი პოტენციალი და არა ერთხელ მითქვამს რომ rockstar არის ერთადერთი კომპანია რომელსაც რეალურად წინ მიყავს open world თამაშები.

სხვები ან საერთოდ ვერ უგებენ open world-ს ან ერთი და იგივე ფორმულას იმეორებენ.

ბოევიკს რომ ჩამოშორდეს თამაში მართლა საინტერესო იქნება. ანუ რეალურად იმხელაა GTA რომ სუფთა ცხოვრებისეული მისიებითაც შეიძლება შეიკრას გეიმპლეიც და სთორიც. სრულფყოფილი ექსპერიენსი იყოს სასიარულო სიმულატორებისგან განხვავებით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#172 » 08 Jul 2015 15:59

ხო ანუ მაგის თქმა მინდა მეც. უკვე მზადაა ცხორებისეულ მისიებზე გადასასვლელათ, ბევრი მისიაა უკვე ეგეთი და ჰარმონიულად ჯდება, მარა აღარ უხდება ბოევიკობა. არ უხდება მილიონებზე გასული სიუჟეტი, ჯობია რო ასი ათასიან საქმეებს აკეთებდნენ და რეალისტურს, ბევრად კამფეტი გამოვიდოდა.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#173 » 27 Jul 2015 14:57

ტრევერი ჯოკერის როლში 1 2 3

კარგად მოირგებდა მართლა )) რაღაც ნიკოლსონის ჯოკერს მაგონებს :)
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#174 » 26 Aug 2015 23:30

ჯერ არ წამიშლია, ვიფიქრე მოდების პონტში შევინახავთქო.

იმედია მალე გამოუშვებს

<<<
კვაზი-mode

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#175 » 02 Sep 2015 21:54

მე ვიყო ბოლო დონის ხახვი, რამდენიმე მომენტში მხოლოდ მაპის გამო დავწვი რო თამაშია.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#176 » 07 Oct 2015 05:12

გავმაქსე გრაფიკა 60 FPS მაქ და დიდად ვერ მოვიხიბლე ქალაქის ტექნიკური ვისუალით. ანუ ფოტორეალისტურობა.

მოდებით ვნახავ რა გამოვა.

სხვა მხრივ ჯერ ძაან ცოტა ვითამაშე რომ შევაფასო მაგრამ კარგი ჩანს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#177 » 07 Oct 2015 17:07

:D :D :D :D სურნელოვანი ოყნების რეკლამა რადიოში <3
satiris done umaglesia misiebit vkaifob, mara qalaqi vabshe ar momcons.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#178 » 11 Oct 2015 16:10

დავხურე თამაში.

უფრო მეტს მოველოდი, GTA IV და Red Dead-ის დაწყებული საქმე არ წაუწევია წინ. ანუ დამაჯერებელი და ცოცხალი open world თამაშის თემა. ბევრი ელემენტები რომელიც პრობლემატური იყო მარა ამავდროულად დამაჯერებელს ხდიდა სამყაროს ამოიღეს იმის მაგივრად რომ დაემუშავებინათ. თუნდაც იგივე მეგობრები რომ გირეკავდნენ თვითონ და გასართობად მიდიოდით სადმე. აქტიური სოციალური ცხოვრების შეგრძნებას ქმნიდა და აცოცხლებდა სამყაროს, ხაზს უსვამდა იმ ფაქტს რომ უბრალოდ ბუტაფორიული NPC-ები კი არ იყვნენ, ვალდებულებები გქონდა მათთან მიმართებაში.

შენით შეგიძლია დაურეკო ყველას და გასართობად წაიყვანო, მაგრამ ასეთი აქტივობების რაოდენობაც შემცირებული და უფრო ხშირად "არ ცალიათ" პერსონაჟებს რო წამოგყვნენ. ეს ერთი დეტალია ბევრიდან რომელიც აცოცხლებდა საყაროს და არ განავრცეს.

ქალაქი არ მომეწონა საერთოდ. კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ეგეთი ატმოსფერო და არქიტექტურა არ მიყვარს ამიტომ ვერ ვისიამოვნე. საერთოდ ზღვის პირა, კაზუალური და relaxed ატმოსფერო არ მიყვარს. (რაც ალბათ ნიშნავს რომ Los Angeles-იც არ მომეწონება). ვისაც მოგწონთ Los Angeles ალბათ ისიამოვნებთ უფრო.

სიუჟეტი და პერსონაჟები ნამდვილად გამოსაყოფია როგორც დადებითი ელემენტი თამაშის. ძაან ხარისხიანი შავი კომედიის და სატირის ფორმატში გამოსახავს დღევანდელ ამერიკას და ჰოლივუდის ცხოვრებას. მაიკლი თავის სახასიათო შეშლილი ოჯახით, ჰიპსტერი ფსიქოპატი ტრევორი და რაციონალური ფრენკლინი კარგად ავსებენ ერთმანეთს და ბევრ დასამახსოვრებელ სიტუაციებს ქმნიან.

მაგრამ ამასთან სიუჟეტს და ზოგადად თამაშს ეტყობა რომ ბოლომდე დამუშავებული და შეკრული ექსპერიენსი არ არის. ყველა ასპექტზე ეტყობა რომ უფრო მაშტაბური ჩანაფიქრი ქონდათ დეველოპერებს და არ დაუმთავრებიათ. სიუჟეტში მთლიანობაში რა ხდება ძნელია მიყოლა, პერსონაჟები უეცრად ჩნდებიან და ქვრებიან, მთავარი მიზანი გაუგებარია და მოტივაცია გმირების. იქმნება შეგრძნება რომ ამოჭრეს მისიები რომელიც მეტ კონტექტს მიცემდა განვითარებულ სიტუაციას და უფრო smooth ემოციურ ფონს შექმნიდა.

ასევე გეიმპლეი ელემენტები მაგალითად Heist. გყვას გუნდი რომელიც მიგყავს ბანკის და მაღაზიების გასატანად. არის მექანიკა რომ აირჩიო გამოცდილი მარა ძვირიანი, ან იაფი მარა გამოუცდელი ხალხი. იდეა არის რომ შეგიძლია აიყვანო გამოუცდელი და გამოზარდო, მათი ფასი იგივე დარჩება მარა სკილი მოიმატებს. ეს მექანიკა აშკარად მოიაზრებდა რომ ბევრი ბანკის გატანის მისია უნდა ყოფილიყო მაგრამ სინამდვილეში 3 თუ 4 მისია და ზოგი ტიპის წევრი(ჰაკერი, მძღოლი) სულ 1 ან 2 მისიაში ჩნდება. შესაბამისად გუნდის გამოზრდას აზრი ეკარგება და ვერ ვითარდება თემა.

ამის გარდა არის სერიოზულად მწირია პერსონაჟების რაოდენობა წინა ნაწილებთან შედარებით. ძაან ცოტა ხალხთან გაქ კავშირი და უმეტესი მათგანი ისე ცოტა ხანს ჩანს რომ ვერ ვითარდება მათი პერსოჟები.

მთავარ გმირებსაც კი აკლია განვითარება, ფაქტიურად არცეთი მათგანი არ განიცდის ტრანსფორმაციას. ზუსტად იგივე პერსონაჟები არიან იგივე ხასიათით თამაშის ბოლოს რაც დასაწყისში იყვნენ. რაც ცოტა აუფასურებს მათი თავგადასავლის მნიშვნელობას.

გეიმპლეიზე ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან მე პირადად ისე მაქ შუტერები მობეზრებული და არასდროს მომწონდა დიდად გონკები რომ დავიღალე მაგ პროცესით და ვსკიპავდი მისიის ადგილებს რაც არ მომწონდა. (სამჯერ თუ მოიკლავ თავს ან ჩაშლი მისიას skip იჩითბა). განსაკუთრებით დამღალა თვითმფრინავებმა და ვერტალოტებმა, რასაც საზიზღარი კონტროლი ქონდა და რასაც ქვია შე**ვეს იმდენი მისია იყო საჰაერო.

► Show Spoiler


მთლიანობაში ეს არის კარგი თამაში რომლითაც კარგად გაერთობით. მაგრამ ტოვებს შეგრძნებას რომ უფრო მეტის პოტენციალი ქონდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#179 » 13 Oct 2015 03:44

ანუ მაგალითად პერსონაჟი რომ 300 კაცს ამოხოცავს გეიმპლეის დროს ცხოველური სისასტიკით და ბრუტალურობით, და რეალურად დედამ*** მანიაკია, ფსიქოპატი აბსოლუტური და სადისტი. და მეორე მომენტში კაი ოჯახის მოყვარული, მზრუნველი მამაა სინემატიკში რომელიც განიცდის ყველაფერს სრულ აბსურდათ იკვრება. უკვე ვეღარ აღვიქვავ სერიოზულად მაგის მერე ვერც პერსონაჟს და ვერც ისტორიას. ადრე კიდე არ ჩანდა ესე გამოკვეთილად ეს პრობლემა, მაგრამ რაც უფრო დამაჯერებელი ხდება სიუჟეტის გადმოცემა მით უფრო მწვავედ ჩანს ეს პრობლემა.

ასევე უფრო მექანიკური მომენტები, როგორიცაა მაგალითად სინემატიკში ფეხში რო დაგჭრიან და დიდი ამბავი როა და მეორე წამს 300 ტყვიას გესვრიან და არაფერი, ან 200 კაცს რომ ამოხოცავ ტანკებით და თვითმფრინავებით 3 კაცი და მეორე სცენაში 5 ტიპი თუ დაგადგა შეიარაღებული რო ნებდები. გინდა არ გინდა უკვე ესენიც თვალში ხვდება და დამაჯერებელი და ღრმას მაგივრად სასაცილო და აბსურდული გამოდის. ვეღარ არის ერთიანი ექსპერიენსი.

უკვე დროა გეიმპლეის და სინემატიკის რეალობა უფრო შეკრული და ერთიანი ექსპერიენსი გახადონ. ეს როგორ უნდა მოხდეს მაგის მაგალითები არის უკვე, მაგალითად Mafia 1.

ზუსტად ეს იყო ჩემი "სტატიის" მთავარი თემაც. მოცემული მომენტი ყველაზე მკვეთრად ვიგრძენი ტრევერის გამოჩენისას, ონილის ძმების გენოციდის მისიაში, იმენა ერთიანად ნადგურდება სთორითელინგით შექმნილი ატმოსფერო და გეიმფლეი ცალკე იწყებს არსებობას. ანუ ზოგადად GTA არი ერთგავრი შინაგანი გარდატეხის ზღვარზე, ტექნოლოგიურად ძალიან ახლოს მივიდა რეალობამდე რაც არკადულობას უკვე აღარ პატიობს და უფრო გასერიოზულებას ითხოვს, თუნდაც პირველი მაფიას სტილში ბაზარი არაა. იმედია სწორედ გადაანაწილებენ პრიორიტეტებს აწი და მეტი რეალისტურობისკენ წავლენ. მაგ მომენტისთვის ძალიან მაგარი იქნებოდა უფრო მეტი პერსონაჟი, რომლებიც სიუჟეტის განვითარების პერიოდში იღუპებიან და მათ მაგივრად მოდიან სხვები (ამ მომნტით სრულ რევოლუციამდე მიიყვანდნენ სამ პერსონაჟიან კონცეპტს და სიუჟეტს საერთოდ სხვა დონეზე აიყვანდნენ რეალისტურობის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო გამოვიდოდა)
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Grand Theft Auto V

Unread post#180 » 13 Oct 2015 11:36

100%
საინტერესოა შემდეგ ნაწილში რას იზამენ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests