Prototype 2, PC, X360, PS3 | სრული პრევიუ |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
jackson
Posts: 26

Prototype 2

Unread post#1 » 24 Jul 2011 12:55

>>>

ერიკი და ლილი დიდი ხანია რაც წყვილი არიან. ერთ კურსზე სწავლობენ ინსტიტუტში. დატვრითული გრაფიკი აქვთ, მაგრამ დღეს საღამოს მოახერხეს დროის გამონახვა ნიუ-ორკის ქუჩებში გასეირნებისათვის. გზაში გადაწყვიტეს, რომ კინოთეატრში წავიდოდნენ. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც ისე ზრდასრულები არიან. ქალაქმა თითქოსდა გაუგო შეყვარებულებს და რომანტიული გარემო შეუქმნა. მზე ჯერ ბოლომდე არ ჩასულიყო, ამიტომ ცას წითელ ელფერს აძლევდა და მასზე სხივების ბლიკებს ტოვებდა. არ ბნელოდა, მაგრამ მანქნებსაც დაენთოთ ფარები და განათებაც სრულიად ამუშავებულიყო. ხალხიც არც ისე ბევრია გამოსული, რაღაც ვირუსი დადის და უმეტესობა ავადაა, ზოგიერთი საერთოდ პირბადით გადაადგილდება. მაღალსართულიანი ცათამბჯენები თითქოსდა უსასრულოა და ატმოსფეროს ჭრის.

ერიკი უმეტესად უსმენს თავის მეგზურს, ვიდრე ლაპარაკობს. ლილი ძალიან ლამაზია, მის ქერა თმებს სიო წეწავს. ვარსკვლავებივით მოკაშკაშე ცისფერი თვალებით შეხედავს ხოლმე რჩეულს, მაღალ და შავგრემან ბიჭს, რომელიც ასე ძლიერად შეუყვარდა.
ძალიან უყვართ ერთად დროის გატარება. თითქოსდა ასეთ მომენტებში გარე სამყაროს ეთიშებიან და მხოლოდ ისინი არსებობენ მსოფლიოში. ფიქრობენ, რომ სამუდამოდ ერთად იქნებიან. მათი სიყვარული ძლიერია, რადგან ორივე შეყვარებულია არა გარეგნობაზე, არამედ სულიერ მხარეზე, რომელიც თეთრად ბრწყინავს და ასე იზიდავს, ერთი მეორეოს.
ქუჩის დასასრულს უახლოვდებოდნენ. არც ისე თბილოდა ამიტომ ლილის თეთრი პალტო ეცვა, ერიკს კი ლურჯი ქურთუკი. დიდი კორპუსი მთავრდებოდა და უკვე კუთხეში უნდა მოეხვიათ, როდესაც ხალხის ყვირილი გაიგონეს. მათ გამოვარდნენ და იქეთ-აქეთ დაიწყეს სირბილი. მანქანებიც სწრაფად დაიძრნენ, ცდილობდნენ რაც შეიძლება ჩქარა მოშორებულიყვნენ იქაურობას. შეყვარებული წყვილი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, ამიტომ ისინი ადგილზე გაშეშდნენ. უცებ კუთხიდან უცნაურმა ფიგურამ გამოირბინა. მას ადამიანის ფორმა ჰქონდა. შავი ტყავის ქურთუკი ეცვა, ნაცრისფერი კაპიუშონი ეხურა და ასეთივე მუქი შარვალი ჰქონდა. უცნაური კი მისი ხელები იყო. თითების მაგივრად, თითოეულ კიდურზე სამი ბასრი და გრძელი რკინის კლანჭი ამოსულიყო. ნანახმა გააოცა წყვილი. გარშემო კი ისევ ქაოსი იდგა.
ფიგურამ ლილისთან მიირბინა, მარცხენა ხელი მოიქნია და კლანჭებით გოგო შუაზე გადაჭრა. ნაწილებმა დაცემა ვერ მოასწრეს, როდესაც უცნობის სხეულიდან წითელი მილები გამოვიდა და დაყოფილი ლილი შეისრუტა კაპიუშონიანის სხეულში. ერიკი იმდენად გაოგნებული იყო, რომ ბოლომდე ვერ ააზრებდა რა მოხდა. ახლა მოვიდა გონს, როდესაც უცნობის სახეზე კმაყოფილების გრძნობა დაინახა. გინებით გაიქცა მისკენ, ჰაერში მუშტი გაიშვირა და უკვე უნდა დაერტყა, მაგრამ მუტანტი უფრო ჩქარი აღმოჩნდა. იმან სწრაფი მარჯვენა ხელის მოძრაობით ერიკის სხეულიც ჭიპის არეში გადაჭრა შუაზე.

ბიჭის ტორსი ზურგით დაეცა ბეტონის ფილაზე. პირიდან სისხლი მოსდიოდა, უზარმაზარ ტკივილს თითქოსდა არც გრძნობდა, მხოლოდ ერთი უნდოდა, რაც შეიძლება მალე მომკვდარიყო. მისი ფეხები აღარც ჩანდა. გრძნობდა როგორ გაიშალა ორგანოების ნახევარი ცივ სიმყარეზე. ცრემლები მოსდიოდა. ზემოთ აიხედა. წითელ ცას ხედავს. უცებ მარცხნიდან ლილის მკვლელი დაუდგა და არანაირი ემოციის გარეშე ცისფერი თვალებით შეხედა თვალებში. ბიჭი ოცნებობდა ნეტა მომკლასო და როგორც ჩანს, უცნობმაც ეს დააპირა, მაგრამ უცებ, შორიდან რაღაცის გრუხუნის ხმა მოისმა. მკვლელმა იქეთ გაიხედა, შემდეგ კი ერიკს მოშორდა. იმას ჯარისკაცები დაედევნენ ბრონიტექნიკაზე. ბიჭი კი დარჩა მწოლიარე ტროტუარზე. ერიკის თვალები წითელ ცაზე შეჩერდნენ, ცაზე, რომელსაც ის უკვე აღარ ხედავდა.

დაახლოებით ასეთი ბედი ეწეოდა ადამიენბს, რომლებიც ნიუ-ორკის ქუჩებში დადიოდნენ, თამაშში სახელად - Prototype. ის 2009 წლის ივნისში გამოვიდა. ეს არ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ინდუსტრიაში, არამედ წარმატებული მიღწევების ერთობლიობა, რომელიც ჯამში გასართობ ეკშენს გვაძლევდა. პროექტი გამოირჩეოდა კარგი გეიმფლეით, პროტოგონისტს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა, იმდენი, რომ უმეტესობა მოთამაშეებისათვის ნახევარი უცნობი რჩებოდა. მანჰეტენი ძალიან კარგად იყო გადმოტანილი, დისტანციური დეტალიზაცია ზოგჯერ გააოცებდა მოთამაშეს. ასევე იყო შესაძლებლობა სხეულების ნაწლებად დაჩეხვისა. კიდევ თამაშს ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი, ძალიან დიდი რაოდენობითაც კი.

მიუხედავად ყველა პლიუსისა, პროექტი მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, გრაფიკა ფერმკრთალი იყო, თვითონ გეიმფლეი დაუმუშავებელი ჩანდა, ხოლო სიუჟეტი ალბათ ნაგვის ყუთში იპოვეს. მაგრამ თამაში კარგად გაიყიდა და შემქმნელებს საშუალება მიეცა სიქველი გაეკეთებინათ.
პირველ რიგში, სიუჟეტზე იფიქრეს, თანაც საფუძვლიანად. გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ღრმა გამხდარიყო, ამიტომ აიღეს ერთი ჯარისკაცის, ერთი უბედური ისტორია. სერჟანტი ჯეიმს ჰელერი ავღანეთიდან დაბრუნდა, მაგრამ ნიუ-ორკი უკვე შეცვლილი დახვდა. აქ გაბატონდა ეპიდემია, რომელიც თვრამეტი თვის წინ დაიწყო, ხოლო ქალაქის ფარული უფროსი ამ ჭირის ეპიცენტრი, ალექსს მერსერია (პირველი ნაწილის პროტოგოისტი). ჯეიმსი გაიგებს, რომ მისი ცოლ-შვილი ეპიდემიამ იმსხვერპლა და მათი ნახვა, ახლა მხოლოდ სასაფლაოზე შეიძლება. აფროამერიკელ სერჟანტს, ცხოვრების აზრი გაუქრა და რახან არაფერი აქვს დასაკარგი, გადაწყვეტს, რომ სახიფათო დავალებების შესასრულებელ რაზმში ჩაეწეროს. დაჯგუფებას ნიუ-ორკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კვადრატში გაგზავნიან, სადაც ჰელერის მთელ გუნდს ამოწყვეტენ და ის მარტო დარჩება. ალექსი იფიქრებს, რომ ჯეიმსი საკუთარი პროტოტიპი გახადოს, რათა ქალაქის ფარგლებსაც გასცდეს ეპიდემია, ამიტომ სერჟანტს ვირუსის ინიექციას გაუკეთებს. ამიერიდან ჰელერი ინფიცირებული ხდება, მას ყველა შესაძლებლობა გააჩნია, რაც მის შემქმნელს აქვს, ხოლო ასეთი პოტენციალის ტყუილად დახარჯვა ცოდვა იქნებოდა, ამიტომ გადაწყვეტს, რომ გაერკვიოს თუ რა ხდება ქალაქში და მოკლას ალექს მერსერი, რადგან მას თვლის ყველა უბედურების მიზეზად.
რა შეიძლება ითქვას, წინა ნაწილთან შედარებით უფრო საინტერესო ჩანს. შემქმნელები გვპირდებიან, რომ სიუჟეტის გადმოცემაზე საფუძვლიანად იმუშავეს, ამიტომ ისტორია კარგად გასაგები და საინტერესო იქნება.
მიუხედავად ახალი გმირისა, გეიმფლეი პრაქტიკულად არ შეიცვლება, მაგრამ უაზრო ადამიანების ჩეხვა მოიკლებს, რადგან ძირითადი აქცენტი სიუჟეტის დრამატიზმზე გაკეთდეს. წინათ ჩვენ მხოლოდ მანჰეტენი გვქონდა შემოთავაზებული, ახლა კი, უკვე სამი განსხვავებული ზონა. წითელი, ყვითელი და მწვანე. რა თქმა უნდა, ხვდებით როგორია ეს ადგილები, მაგრამ მაინც ავხსნი. მწვანე - აქ ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული და ძირითადად მოსახლეობის ევაკუაციის პუნქტებია განთავსებული. ყვითელი - ვირუსი ფეხს იკიდებს ამ ადგილში, ამიტომ მოსახლეობა პანიკაშია და არ იცის სად წავიდეს. წითელი - ნამდვილი ჯოჯოხეთი.

ამ ნაწილშიც გმირს ყველა ედევნება, პოლიციაც, ჯარისკაცებიც და მუტანტებიც. შემქმნელება უარი თქვეს სასტიკ და მოსაბეზრებელ ,,შესაძლებლობების მაღაზია''-ზე. ახლა უკვე აპგრეიდი უფრო დახვეწილი გახდა. ინოვაციები გარკვეული რაოდენობის დავალებების შესრულების შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი. ასევე სხვადასხვა ილეთების დაუფლება მხოლოდ სპეციალურ მიწისქვეშა ადგილებში შეიძლება. თანაც თითოეულ განახლებას ექნება შესაბამისი ტუტორიალი და არა უზარმაზარი ტექსტები, როგორც წინა ნაწილში. თანაც სასიამოვნო დეტალი ისაა, რომ განახლებას უკვე ვიზუალური მხარეც ექნება, თუ თქენ კლანჭებს გააძლიერებთ, ისინი უფრო გრძელი და ფართო გახდებიან.
მოწინააღმდიგის ტექნიკიდან, შეიძლება ტყვიამფრქვევებისა და სარაკეტო გამშვებების მოხსნა. ასევე იქნება დიდი ბოსები, რომლებსაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ. ქალაქში შემთხვევითი მოვლენებიც ხდება, ამიტომ მოულოდნელობები ცოტა არ იქნება. საერთოდ თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ დავალებების მიმდევრობა. შემქმნელები ამბობენ, რომ მეორეხარისხოვანი კვესტები სიუჟეტთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ თქვენი ყოველი მოქმედება გავლენას იქონიებს ისტორიაზე.

იარაღები არ შეიცვლება, ყველაფერი რაც მერსერს ჰქონდა, ექნება ჰელერსაც, კაპიუშონის გარდა სამწუხაროდ. თავისუფლება შედარებით შეზღუდული გახდა. პირველ ნაწილში მთლიანი ქალაქი თავიდანვე გახსნილი იყო, ახლა ფართობი ეტაპობრივად გაიზრდება, შესაბამისად იმისა, თუ რამდენად შორს გახვედით სიუჟეტით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ეს ისევ თავისუფალი სტილის პროექტია.
ჰელერს კიდვ აქვს რამოდენიმე უნიკალური შესაძლებლობა. მას შეუძლია ადამიანების დანაღმვა, რომლებიც დაცემისას გრეძელ წითელ მილებს ისვრიან და იზიდავენ ყველაფერს რასაც შეეხებიან. ასევე არის რაღაცა წითელი ქსელის მაგვარი. რომელშიც ადამიანებისა და სხვადასხვა ობიექტების გაბმა შეიძლება. ამის შემხედვარე თქვენი პირველი ასოციაცია, World of Goo იქნება.
საბრძოლო სისტემა იგივე დარჩება, შეიძლება რამოდენიმე დეტალი შეცვალონ, მაგრამ ჯამში მექანიკა ისეთივე იქნება. ჰელერს შეუძლია გამოიყენოს სონარი (წინა ნაწილში იყო რაღაც ამგვარი, მაგრამ ახლა ეს ფუნქცია დააპდეითებულია), მისი საშუალებით შეგიძლიათ მტრების ადგილმდებარეობა გაიგოთ და დაადგინოთ სად არის სასარგებლო ნივთები.

გრაფიკულად თამაში გაცილებით უკეთესად გამოიყურება. შეიძლება იფიქროთ, რომ იგივე ძრავაა, მაგრამ შესცდებით. სპეციალურად ამ პროექტისათვის ახალი ბაზა დაიწერა. ახლა უკვე დისტანციური დეტალიზაცია უფრო მაღალია, ტექსტურები შედარებით ხარისხიანი გახდა. ამჯერად არა მხოლოდ დღე-ღამის სიმულირებაა შესაძლებელი, არამედ ამინდისაც. თოვლს ნუ ელოდებით (თუმცა ჯერ-ჯერობით არც ისე ცნობილია იქნება თუ არა თოვლი), მაქსიმუმ წვიმა, მაგრამ ის კარგადაა შესრულებული. ასევე გაიზრდება ობიექტების რაოდენობა ქუჩებზე. პროსპექტები უფრო ცოცხალი გახდებიან. აღარ იქნება ერთფეროვანი ადგილები. სახლებს ქვემოდან ათასნაირი მაღაზია და სხვა დაწესებულება დაამშვენებს. ხალხმა მრავალფეროვნებაში და რაოდენობაშიც მოიმატა, ტრანსპორტიც არსად გამქრალა. ფერები უფრო ღიად ანათებენ და ზედაპირებიც სინათლის სხივებს ირეკლავენ.
იმედია პიველი ნაწილი მხოლოდ პლაცდარმი იყო შემდგომი ბლოქბასტერისათვის და ახლა ნამდვილად ხარისხიან, დამუშავებულ პროექტს მივიღებთ, რომელსაც დიდი მომავალი უწერია. მართალია მის გამოსვლამდე კიდევ დიდი ხანია დარჩენილი, მაგრამ ნათელი მხრიდან შევხედოთ სიტუაციას, შემქმნელები მაოსწრებენ თამაშის დახვეწას და შეცდომების გამოსწორებას. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვიტყვი, რომ მე მომეწონა პირველი ნაწილი, ეს სტატია, სწორედაც Prototypes-ს თამაშის შორის შესვენებებში მოვამზადე. აშკარად ველოდები პროექტს, რადგან ის სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო რა ჯობია იმას, რომ კარგი, უკეთესი გახდეს?

User avatar
Ripster
Posts: 1856

Prototype 2

Unread post#2 » 15 Apr 2012 16:43

>>>
Johnny Cashის სიმღერამ გაასწორა : ) : D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11704

Prototype 2

Unread post#3 » 22 Apr 2012 21:10

პირველი ნახევარი საათი
დამაინტერესა, უყურე და მოსალოდნელად შერეული შთაბეჭდილება. სამყარო თითქოს უფრო დეტალურია და ჩხუბიც ბეტმენისას გავს, მარა მომენტებში კრივოი ანიმაცია, პლიუს არალოგიკური რამდენიმე მომენტი (დაცვის ფორმაში მიფრინდა ლოკაციაზე ტიპი და არ დაუწყეს სროლა) აკარგინებს ატმოსფეროს.
ხო ისე თამაში ზეგ გამოდის ოფიციალურად.

XRaidenX
Posts: 15

Prototype 2

Unread post#4 » 22 Apr 2012 21:42

წავითამაშე ძმაკაცის ბოქსზე....


მაინც არ ვარგა

Riddick
Posts: 11704

Prototype 2

Unread post#5 » 24 Apr 2012 16:45

გამოვიდა:
Release Date: Apr 24, 2012
Developer: Radical Entertainment
Genre(s): Action Adventure
Metascore 80 out of 100
User Score 8.5 out of 10

Riddick
Posts: 11704

Prototype 2

Unread post#6 » 03 Sep 2012 18:16

ერთი საათ ნახევარი ვითამაშე დღეს. ნუ რა შემილია ისეთი რო დავწერო რაც თქვენ არ იცით? კი სიუჟეტი და გადმოცემა დასაცინია ისევ (კომედიის გასერიოზულება სტანდარტულ ამერიკულ სტილში). გრაფიკა სლაბია, ოპტიმიზაციაც ვერ ქაჩავს, კამერა კრივოი (მხოლოდ ჯოისტიკისთვის გაკეთებული), იარაღის სროლა რაღაც სასწაულ ვიდზეა დამიზნებას თუ არ დააჭირე და რავი ბევრი ესეთი ხარვეზი. მარა თვითონ სამყარო და ატმოსფერო მაინც მომეწონა. რაღაც პატარა მყუდროდ გაკეთებული და სავსე ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. გეიმფლეიში რაც მომეწონა თითქოს არ ცდილობს გასერიოზულებას, ყველაფერი რაღაც ღადაობა კომიქსის პერსონაჟის სამყაროს გავს, რომელიც დადის და ყველაფერს დედას.... (მიუხედავათ სცენარის და ვიდეო რგოლებისა, სადაც ბოლომდე რაღაცას ცდილობენ, უნდათ რო დაგაინტერესონ თავიანთი სისერიოზულით... ჩაება რაღაც განიცადო და რამე.... რატო ოღონ ვერ ვხვდები). ერთისიტყვით განტვირთვის და დროის გასაყვანად მშვენიერი რამე ჩანს, ჯერ არ მომდომებია წაშლა, საღამოს კიდე შეუბერავ.

Riddick
Posts: 11704

Prototype 2

Unread post#7 » 05 Sep 2012 05:59

დღეს რო შევედი ერთი 5 საათი მაინც ვითამაშე )) რაღაც საკაიფო ატმოსფეროაქ. ანუ გყავს რაღაცით სპაუნის მსგავსი ბანძი გმირი და მისი ნახევრად კომედიური სამყარო, რაც მართლა გასართობია. სამყარო რაღაცით გავს ბეტმენისას, არვიცი რატო მარა მივამსგავსე. გაკეთებულია საკმაოდ კარგად, ეტყობა რო ხელით არი აწყობილი და მზა მონაკვეთები არ გადაუკოპირებიათ. დარბიხარ, აკეთებ ამ მარაზმატულ ქვესთებს, დაატყვევე მეცნიერი რომელმაც უნდა შექმნას შენი კლონები, რომლებიც შენ არსებობას შეუქმნიას საბრთხეს და ა.შ. მარა რატომღაც საერთოთ არ ვიგრუზები, ანუ უბერავ, ვერთობი საკაიფოთ))) არმეგონა ამ თამაშში რამეს თუ ვიპოვიდი ნაღდათ, მარა გეიმფლეი როგორც ესეთი მაგრა საკაიფოდააქ გაკეთებული, ამას + პატარა ქალაქის ატმოსფერო და ეგაა, მუშაობს.

>>> >>> >>>

Riddick
Posts: 11704

Prototype 2

Unread post#8 » 20 Sep 2012 03:17

რავი ერთი 15 საათი კი დამიგროვდა და ბევრი ქაოსური ექშენის მერე მაინც დავხურე. მთლიანობაში კმაყოფილივარ. მართლა არაა ფეკალური მასის შენაერთი, გემრიელად გაერთობი თუ სენდბოქსი გიყვარს. ერთადერთი რაც კატასტროფულად ღუპავს თამაშის ატმოსფეროს - სიუჟეტი. ჩისტა იმიტო რო ქონდეს, თავის უაზრო გმირებით და ვითო ინტრიგებით. საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს თამაშის დროს რა ხდება, იცი რო უნდა მოკლა და კლავ. გეიმფლეი და სამყარო მართლა მშვენიერი იყო მოცემული სეთინგისთვის. განვითარების სისტემა ბოლომდე სიამოვნებას განიჭებს, რადიკალური ცხოველი ხდები ეტაპობრივათ და რეალურად იცვლება გეიმფლეი. სამყარო საინტერესო და კარგად მოზრდილია (სადღაც მესამე გეტეას ხელაა დაახლოებით, სამი ქალაქით). აი ცოტა უნდოდა რა, სუ ცოტა უნდოდა, რომ უბრალოდ ნორმალური სცენარისტები აეყვანათ და უფრო აზრიანად შეეფუთათ ამდენი ნაწვალები. დარწმუნებულივარ პროგრამისტები სუ დედას აგინებენ სცენარისტებს ))

>>> >>> >>>

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 225 guests


cron