Unread post#25 » 19 Jan 2012 19:49
ხომ, მე პროგრესის 40%-ს მივადექი. რენდომად ვასრულებ სათადარიგო/ძირითად დავალებებს.
Boss Fights - ბევრად უკეთესი. ილუზიის და ჰალუცინაციების პონტიც გაეძრო და ჩვეულებრივ ბოსებთან ბრძოლისასაც ინდივიდუალური ხერხების გამოყენებაა საჭირო და არა უბრალოდ დიდი ზომის ბოსი და ბეტერანგით გათიშვა და ცემა. Freeze-თან საერთოდ სტელსი და გაჯეტები გჭირდება გადასარჩენად.
Free Roaming rulez, სად საგიჟეთის ეზოებში სირბილი და მანათობელი, მაგრამ თან ბნელი ქალაქის შორიდან ყურება და სად ქალაქში ფრთებგაშლილი ქროლვა )
ქუჩაში ვიღაცას გატიშავ, დაინახავ 20~25 მეტრიდან როგორ მორბიან ქომრეიდები, გაისვრი ცისკენ ტროსს, მოახტები ჭიდს და გადახვალ სახურავზე. სახურავზე სირბილისას კამერის გამოსვლა და ბეტმენის სირბილი მააგრად მისწორებს. ძალიან ბუნებრივად არის გაკეთებული თვითონ ანიმაციები და ერთიდან მეორე მოძრაობაზე გადასვლა, კომბატისაც და თავისუფალი თამაშის დროსაც. აქ კიდევ ხშირად გიწევს გარეთ მოქმედება, ასაილუმში 90% კორიდორები მახსენდება. ტელეფონის მკვლელის მისიები მისწორებს, გაწყდება კავშირი, ირთვება ტაიმერი და მუსიკა მძაფრდება, მუღამში შედიხარ და ბოლო წამებზე ასწრებ მეორე ტელეფონამდე მისვლას. ჯერ ვერ ვიპოვე ოღონდ, მალე მიაგნებ და ვანახებ ვინ არის ბოსი.
თვითონ თამაშის მოვლენებიც ძალიან შეკრულად და ლოგიკურად მიმდინარეობს. მოულოდნელობებიც არის, ინტერესსაც გიჩენს და როლში კარგად შედიხარ ერთი სიტყვით.
გმირები და მათ მიხედვით დაყოფილი დაჯგუფებების იდეა მომწონს. NPC-ების დიალოგებიც ასწორებს.
გახმოვანება და მუსიკალური გაფორმება შექების მეტს არაფერს იმსახურებს. იგივე საუნდ ეფექტებზეც.
კომბატი one of the best imo. პირველის სისტემა + მეტი მოძრაობა (როგორც მოთამაშეში, ასევე მოწინააღმდეგეებში), მეტი მოწყობილობა, მეტი აფგრეიდი, მეტი შეტევის გზა. ერთი სიტყვით მრავალფეროვანი და კომფორტული კომბატის მქონე თამაშია. თან ატმოსფერო (მუსიკა/გარემო) დიდ როლს თამაშობს ბრძოლის მომენტებიდან შთაბეჭდილების მიღებაში.
სტელს სიტუაციებიც დახვეწილია. მეტნი არიან და ჩვენც მეტი შესაძლებლობები გვაქვს. გათიშვების საშუალებებიც ასწორებს და ჰოსტაილების რეაქციებიც. ჩაფლავების გემო კარგად იცი და ჰარდზე თუ თამაშობ დაძაბულობაც გექმნება (ტყვიები საკმაოდ რეალურად გაზიანებს).
ერთი იმაზე მეშლება ნერვები, რომ Catwoman pack ვერ გავააქტიურე. დისკს მოჰყვა და კოდი არასწორიაო. Support - here I come!
I won't miss.