Batman: Arkham City, PC, X360, PS3, Wii U | სრული პრევიუ |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11714

Batman: Arkham City

Unread post#1 » 21 Apr 2010 17:57

>>>

რას აკეთებენ ადამიანები ღამე? ზოგი ღამის ცვლას მუშაობს, ზოგს უბრალოდ უძილობა აწუხებს, ამიტომ ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს, ანდაც შეიძლება გრანდიოზული თამაში გამოვიდა და გეიმერები მიჭედებული არიან ეკრანზე (მაგასაც რაზეც გაიფიქრეთ, მაგრამ მე სხვა რამე მაქვს მხედველობაში). თუმცა არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა წყნარ ცხოვრებაზე, იმის მაგივრად, რომ მილიონი კაზინოში ხარჯოს და რასაც ქვია 100%-ით იცხოვროს, მან დროის გატარების სხვა ხერხი ნახა, რისკიანი, მოულოდნელი და საამაყო - ის ღამე სამართალს იცავს :bats:

ცხოვრობს გოთემ სითიში. მსხვილი კომპანიის მფლობელია, რომელიც მემკვიდრეობით ერგო მშობლებისგან. ისინი მის თვალწინ მოკლეს და სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა ბრიუს ვეინმა, რომ გოთემში ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ებრძოლა. მოწინააღმდეგე კი, ძალიან ბევრი ელოდა.
ბრიუსს, არც რადიოაქტიულმა ობობამ უკბინა და არც უცხო პლანეტიდან იყო, ამიტომ ძალა თავისით უნდა ეძება. ნახა კიდეც. პირველ რიგში საკუთარი ინტელექტი. სულ კითხულობდა წიგნებს კრიმინალისტიკაზე, იქექებოდა სხვადასხვა საქმეებში, შედეგად იდეალური დეტექტივი გახდა. ამაზე არ შეჩერებულა. გამუდმებით ვარჯიშობდა ფიზიკურადაც. მაგრამ ხვდებოდა, რომ ბოროტმოქმედებას მხოლოდ ამ ორი ღირსებით ვერ დაამარხებდა, ამიტომ მან გამოიგონა უამრავი მოწყობილობა ლუციუს ფოქსთან ერთად. თუმცა ბრიუსი ხომ მკვლელი არაა, ამიტომ მას აქვს ერთი უდრეკი პრინციპი - აღდგეს სამართლიანობა, სიკვდილის გარეშე :bats:

ბევრი ლანძღავს ამ სტერეოტიპის გამო, რადგან მისი დაჭერილი ბოროტმოქმედები როგორღაც ახერხებენ ციხიდან გაქცევას და ბრიუსს ისევ უწევს მათი დაკავება.
ის კევლარის ნაჭრისაგან შეკერილ კოსტუმს ატარებს, ზედ ათასი მოწყობილობაა მიმაგრებული, ხოლო მოსასხამი, ზოგჯერ ფრთების როლსაც თამაშობს. მხოლოდ ღამე გამოდის გოთემის ქუჩებში, ამიტომ თითქმის არავინ იცის, რომ ბრიუს ვეინი არის - :bats:

ფაქტები ბეტმენზე:
- ბრიუს ვეინი 34 წლისაა;
- პერსონაჟი შექმნილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. მოსასხამი შთაგონებულია დავინჩის აეროპლანის ნახატებით. კოსტუმი აღებულია 1930 წლის ფილმიდან ,,ღამურამ ჩამიჩურჩულა''. ის რომ, პერსონაჟი მდიდარი და გავლენიანი უნდა ყოფილიყო აღებულია ზოროდან. ხოლო მისი ლოგიკა და მსჯელობის მეთოდები დაფუძვნებულია შერლოქ ჰოლმსზე;
- ბეტმენის ნამდვილი ვინაობა 11-მა პერსონაჟმა იცის. ასევე კომისარი გორდონიც ეჭვებშია, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ არ აქვს;
- მას გააჩნია მაქსიმალური IQ (ინტელექტის კოეფიციენტი), მისი კაპიტალი 5.8 მილიარდი დოლარია;
- ახალგაზრდობაში FBI-ში მუშაობდა, შემდეგ აზიაში გაემგზავრა რომ საბრძოლო ხელოვნებები ესწავლა;
- შეუძლია აჩქარდეს 56 კმ/სთ-მდე და ხუთი წუთით შეიკავოს სუნთქვა წყალქვეშ;
- ქველმოქმედი პიროვნება;
- ფლობს რამოდენიმე ენას;
- იცის 127 საბრძოლო ტექნიკა;
- სახელი ბრიუს ვეინი, ორი ცნობილი თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანის სახელებისგანაა შერწყმული. გენერალი ბრიუსი მეცამეტე საუკუნეში ინგლისისგან იცავდა შოტლანდიას, ხოლო ენტონი ვეინი ამერიკის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა;

კომიქსები, კომიქსებად დარჩეს, ჩვენ კი, თამაშებს მივხედოთ. რა თქმა უნდა, შემქმნელები არ ტოვებდნენ მომენტს, რომ ბეტმენის განთქმულ სახელზე ფული არ გაეკეთებინათ და უმეტესად მეორეხარისხოვანი პროექტები გამოდიოდა (ლაპარაკი არაა 2D პლატფორმერებზე, რომლებიც თავისი დროისათვის შესანიშნავი იყო). მაგრამ 2009-ში მომხდარმა მოვლანამ, ძალიან გააოცა საზოგადოება. უცნობმა კომპანიამ, Rocksteady-იმ შექმნა ახალი თამაში ბნელ რაინდზე, Batman: Arkham Asylum, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თამაში გამოდგა, რაც სუპერ-გმირებზე გაუკეთებიათ.
თამაშსს ძალიან ბევრი პლიუსი ჰქონდა. ბეტმენი არაჩვეულებრივად იყო დახატული, დაკუნთული, მხრებგაშლილი, მაღალი, დაბღვერილი, შეიძლება ითქვას უფრო ბოროტული, ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჯოკერი ხომ, რა ირონიულიც არ უნდა იყოს, თამაშის კოზირი აღმოჩნდა. ჯერ ერთი და, მოქმედება მთლიანად საგიჟეთში მიმდინარეობდა, ჯოკერის ჩვეულებრივი გარემო ასე ვთქვათ. დასაწყისში, მასთან დაკავშირებული სცენა ბევრ დადებით ემოციებს გამოიწვევს, შეიძლება ითქვას, ეს პერსონაჟი უფრო საინტერესოა, ვიდრე ბეტმენი.
ჯოკერი ახერხებს მცველების მოშორებას და მთელ საგიჟეთს იგდებს ხელში. შემდეგ იწყება ძალიან საინტერესო გეიმფლეი. საბრძოლო სისტემა, მოსახერხებელი და ეფექტურია, ბეტმენს ძალიან ბევრი ილეთი აქვს ანიმირებული. მომაკვდინებელი დარტყმები Slow-Mo-ში აღტაცებით იყურება. ასევე ბეტსს შეუძლია პლანირება, კიდეებზე ასვლა, უამრავი მოწყობილობის გამოყენება, თავშესაფრებზე ამოფარება და გამოძიების ჩატარება დეტექტიურ რეჟიმში.
თამაშში კარგად ბალანსირებდა სტელსი და ეკშენი. პირველი ძალიან ხარისხიანი და საინტერესო იყო. მეორეც არ ჩამოუვარდებოდა. სიუჟეტი კარგად იყო დაწერილი, გმიების მოტივაცია გასაგებად და ლოგიკურად ჩამოყალიბეს, მთელი კუნძული საიდუმლოეებებით იყო მოცული, შექმნილი იყო ნამდვილი საგიჟეთის გარემო. კარგი ისაა, რომ აქცენტი არ კეთდება მხოლოდ ძირითად ისტორიაზე, ზოგჯერ ბრიუსი მოგონებებში ჩავარდება, კუნძულზე სხვადასხვა თავსატეხების გამოცნობაც მოგიწევთ. დავალებები განსხვავებული და მრავალფეროვანია. თამაში გახსნილია, მაგრამ ზოგიერთ ლოკაციამდე, მხოლოდ დამატებითი შესაძლებლობების შეძენისას მოხვდებით.
აღსანიშნავია არაჩვეულებრივი სტილი, რომელიც სერიოზულობასა და კომიქსურობას შორის დგას. გრაფიკა ლამაზი, დეტალიზირებული და ხარისხიანი იყო. ოპტიმიზაცია კი, მხურვალე აპლოდისმენტებს იმსახურებს.

>>>

თამაშმა დიდ წარმატებას მიაღწია ყველა სფეროში. გაიყიდა კიდეც და ხალხსაც მოეწონა. რა თქმა უნდა, ყველა გაგრძელების მოლოდინში იყო და არავის გაკვირვებია მისი ანონსი.
საერთოდ, ძალიან ძნელია გააკეთო ერთი წარმატებული პროექტი და მერე იგივე ხარისხის სიქველი გამოუშვა, მხოლოდ ერთეულებს გამოსდის ეს, ასე რომ გამოუცდელ Rocksteady-ს რთული გზა ელოდა.
ისტორია გაფართოვდა, საგიჟეთის მაგივრად, უკვე დიდი ქალაქის, დიდი უბანი გვაქვს, რომელიც სავსეა საზოგადოებისგან გარიყულებით.
არკხემის საგიჟეთის უფროსი გოთემის მერი გახდა და პატიმრებისთვის მთელი კუნძული გამოყო, რადგან მათ ვეღარ იკავებდნენ ძველ ციხეებში. ბოროტმოქმედები თავისუფლები იყვნენ და უზარმაზარი რეგიონი, მათი ვოლიერი გახდა (ვოლიერი - ადგილი ზოოპარკში სადაც ცხოველისთვის შექმნილია შესაფერისი გარემო). ამ იდეას ბევრი მოწინაარმდეგე ყავდა, ბნელი რაინდიც მათ რიგებში შევიდა. გამოყოფილი ტეროტორია არკხემის კუნძულზე მდებარეობს და შესაბამისად, მას - Arkham City უწოდეს.
ამ ორიგინალური ციხის უფროსად, მერმა ფსიქიატრი-ფსიქოპატი ჰიუგო სტრეინჯი დააყენა. პერიმეტრის დასაცავად, მთავრობამ ჩამოაყალიბა სპეციალური დაჯგუფება ,,ვეფხვები'' (Tigers), რომლებსაც ევალებათ ცეცხლის გახსნა ყოველზე, შემოღობილი ტერიტორიის დატოვებას შეეცდება..
გეიმფლეი იცვლება და მინდა ავღნიშნო, უკეთეს მხარეს. შემოფარგლებული ტერიტორიის მაგივრად, ამჯერად ჩვენ გახსნილი ქალაქი გვაქვს. პლანირება უფრო დახვეწილი გახდა. უკვე შეიძლება სიმაღლის აკრეფა პორტატული ტროსის დახმარებით და სწრაფი პიკირება ქვევით. ასევე მოწინააღმდეგეებზე პირდაპირ ფრენიდან თავდასხმა.
ბრძოლის სისტემამაც ცვლილებები განიცადა, ისეთი ადვილი აღარ იქნება, როგორიც პირველ ნაწილში იყო, მეტოქეები უკვე სხვადასხვა ნივთებს ირებენ ხელში და მათი სროლა შეუძლიათ. აღარ უცდიან, სანამ თქვენ დაამთავრებთ ერთის ცემას, არამედ ორობით და ზოგჯერ სამობითაც ერთდროულად გიტევენ. მაგრამ ბეტმენსაც აქვს რა შემოსთავაზოს მათ. სწორი კომბინაციების აკრეფით, მას შეუძლია ამ თავდასხმების მოგერიება, ასევე ორი მოწინააღმდეგის ერთმანეთზე მიჯახება და მათი მწყობრიდან გამოყვანა. ბეტმენი აქტიურად იყენებს თავის გაჯეტებს, რომლებიც მოწინააღმდეგის დაბნევაში, ან მოზიდვაში უწყობს ხელს. რაც შეეხება გამოსახულებას ამ მომენტებში, მან ორჯერ იმატა კადრების რაოდენობით წამში, ესე იგი სტაბილური და ძალიან ლამაზი ორთაბრძოლები გველოდება.
გაჯეტები, ზოგი გადმოვა, მაგრამ ზოგიც გადავარდება. თუმცა ტამაშის განმავლობაში ჩვენ მოვიპოვებთ არაერთ საინტერესო მოწყობილებას. აპგრეიდი განიცადა ტალღოვანმა გამხსნელმა, რომელსაც ორი ანალოგი აქვს გვერდებზე. ახლა მას ღამურების მოზიდვა შეუძლია, რომლებიც შეგვიძლია მტრებზე გავუშვათ. ორმხრივ ტროსზე სრიალისას, შეიძლება მიმართულების შეცვლა, თქვენ აწვებით სპეციალურ ღილაკს, დრო ნელდება და შესაძლებლობა გაქვთ გეზი შეცვალოთ.

თამაშის დროს თქვენ არაერთი თავსატეხი შეგხვდებათ, რომელიც რიდლერმა დაგიტოვათ, მაგრამ ამჯერად არა მწვანე კითხვის ნიშნების მოპოვებაში მდგომარეობს მათი მიზანი, არამედ მტყვეების განთავისუფლებაში. მეორეხარისხოვანი კვესტებისთვის დიდი ყურადღებაა დათმობილი და მათი ხარისხიც საეჭვო არ არის.
არკხემ სითი დეკორაციას არ წარმოადგენს. ის შეიცავს ასობით საიდუმლო გასასვლელს, დამალულ გვირაბებს, მიტოვებულ შენობებს, თანაც დროდადრო ქალაქზე თვითმფრინავი დაფრინავს, თქვენ შეგიძლიათ ჩამოეკიდოთ მას და დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოთ. ორიენტირება უფრო მარტივი, რომ გახდეს, რუკაზე შესაძლებელი არის აღნიშნოთ სასურველი ადგილი წერტილით და რეალურად იქ გაჩნდება სინათლის სხივი, რომელიც ღრუბლებს ეჯახება და ბეტმენის ლოგოს ტოვებს მათზე. გადაადგილება კი, არც ისე ცოტა დროს წაგართმევთ, ჯერ იმიტომ რომ არკხემ სითი საკმაოდ დიდია და თანაც გზაზე სულ პატიმრების მასებია, რომლებიც დიდი რიცხვით გიტევენ.
ასევე არის ინფორმაცია, რომ მოგცემენ უფლებას გავისეირნოთ ბეტმობილზე, რაც ასე აკლდა პირველ თამაშს, თუმცა ახლაც, ამის საშუალება ბევრჯერ არ გვექნება.
დაემატა ახალი პერსონაჟებიც და ალბათ, ყველაზე აღსანიშნავია ქალი-კატა, იმიტომ რომ, ჩვენ მისი მართვის შესაძლებლობა გვექნება. გეიმფლეი განსხვავებული იქნება, შემქმნელები გვპირდებიან ხარისხიან სტელსს ამ პერსონაჟის მონაწილეობით და ორთაბრძოლებს, რომლებიც ბეტმენისას არ ჩამოუვარდება ეფექტურობით. ხოლო მისი ფორმები და კონტურები, რომლებიც მშვენივრად იკვეთება ტყავის კოსტუმში, თანაც შეუკრელი ელვა მკერდზე, არავის დატოვებს გულგრილს (მამაკაცებს ყოველ შემთხვევაში).
ბევრი ფანატი ელოდება რობინის გამოჩენას და არის ლაპარაკი, რომ ის მართლა იქნება. მაგრამ ისეთი არა, როგორიც ფანატებს წარმოუდგენიათ. თავგადაპარსული, ბრძოლების მოყვარული, ჩუმი, ბოროტმოქმედების მოძულველი და საკუთარ თავში ჩაკეტილი - ასე შეიძლება წარმოგვიდგეს ახალი რობინი.. ტამაშში იქნება ქვეშევრდომი ალბერტი, რომელიც თავიდან ორაკულის ადგილს დაიკავებს. ამბობენ, რომ ქალს უფრო დიდი როლი ექნება ვიდრე პირველ ნაწილში.
ქალი-კატას მიღმა, კიდევ შევხდებით ორპირას. საერთოდ თამაში ასე იწყება: ორპირა აპირებს საჯაროდ დასაჯოს სიკვდილით ქალი-კატა, აუდიტორიის როლში მისი ქვეშევრდომები გამოდიან, რომლებსაც ნახევალი სახე საღებავით აქვთ გათხაპნილი. ორპირა ერთდოლარიან მონეტაზე დებს ქალის ბედს, რომელიც იმას გაუღიმებს, მაგრამ ბეტმენი ხომ ტყუილად არ არის ამ თამაშში? ის ჩამოვა, იჩხუბებს, დაიჭრება, მაგრამ ქალის გადარჩენას შეძლებს.
ბოროტმოქმედების რიცხვს კიდევ მიემატა პინგვინი. ის სახელდახელოდ შეიცვალა, მაგრამ მისი გამოჩენა კადრში ეფექტურია, როგორც ჯოკერის. თვითონ კოზირს რაც შეეება, პირველი ნაწილის შემდეგ, სადაც საგულდაგულოდ დაიტენა სხვადასხვა პრეპარატებით, ჯოკერი დაღლილილი და დაჟეჟილია, მაგრამ ქარიზმატიულობა არსად გამქრალა, ისევ დასცინის მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საერთოდ ის ძალიან კარგი მტერია ვიდეოთამაშისათვის, რადგან მას, კი არ სურს მოკლას ბეტმენი, არამედ ეთამაშოს და რაც შეიძლება ძლიერად დააბნიოს მოწინააღმდეგე.
კიდევ არის კატაზე არანაკლებ სექსუალური ჰარლი კვინი, ჯოკერის მარჯვენა ხელი ასე ვთქვათ. წინა ნაწილთან შედარებით, მას უფრო ზრდასრული ადამიანის სახე მისცეს, გრიმი შედარებით მობანეს და ახალი ტყავის კოსტუმიც ჩააცვეს. ლაპარაკი არის, რომ იქნება სცენა, სადაც ბეტმენს მისი აგრესიულად დაკითხვა მოუწევს. იმედია ეს ვიდეორგოლი არაა და ამ დროს ბრიუსს ჩვენ ვმართავთ.

>>>

გრაფიკა წინა თამაშში სესანიშნავი იყო და წარმოგიდგენიათ, ამჯერად გაცილებით უკეთესი გახდა. მოწინააღმდეგეები ძალიან განსხვავებულია გარეგნულად. ქალაქის დეტალიზაცია ნამდვილი ქუჩების ასოციაციას გამოიწვევს. ხოლო ძირითადი პერსონაჟების გამოსახულება მხოლოდ ხმამაღალ ოვაციებს იმსახურებს. ისინი არაჩვეულებრივად არიან ანიმირებული. ბეტმენის კოსტუმზე თითოეული პატარა კევლარის ფილის დანახვა შეიძლება. ასევე გრაფიკული სტილი, რომელიც ასე კარგად უხდებოდა თამაშს, ამჯერადაც შეგვხდება. ოპტიმიზაციაზე არაფერი უთქვამთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორი იყო ის პირველ ნაწილში, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ამჯერადაც არაჩვეულებრივი იქნება.
კომპიუტერულ ვერსიას აქვს Nvidia Physx-ის მხარდაჭერა, რაც თამაშს უფრო რეალურს ხდის. სამწუხაროდ ამ ტექნოლოგიის სტაბილურად უზრუნველყოფა მხოლოდ ძლიერ კომპიუტერებს შეუძლიათ, მაგრამ სასიხარულო ისაა, რომ პროექტი ყველაზე ლამაზად იმ პლატფორმაზე გამოიყურება, რომელზეც ახლა ამ წინადადებებს კითხულობთ.
ასაკობრივი რეიტინგი 13-დან (ევროპაში 16+) - 18-მდე გაიზარდა. შემქმნელების თქმით, პროექტი ატმოსფერულად უფრო ბნელი გახდა. რამოდენიმე სურათზე ბეტმენი ნაჩვენებია სისხლის წვეთებით. შეიძლება რეიტინგზე გარკვეული ზემოქმედება ქალი-კატამ და ჰარვი კვინ-მაც მოახდინეს, მაგრამ ინფორმაცია არ კონკრეტდება. ფაქტს მივესალმები, რადგან თამაში უფრო გადაერთო მაღალ-ასაკობრივ კატეგორიაზე, ამიტომ უფრო სერიოზული იქნება.
უნდა ავღნიშნოთ, რომ შემქმნელებს აშკარად უყვართ ის, რასაც აკეთებენ. თამაშში ბევრი მინიშნებაა კომიქსზე და თანაც დიდი გალერეა ფაქტების, სადაც თითოეული პერსონაჟის, კომიქსური ცხოვრებაა არწერილი.
ბოლოს, ვიტყვი, რომ მეორე ბეტმენი ისეთივე ხარისხიანი ჩანს, როგორც პირველი ნაწილი, მაგრამ გაუმჯობესებული და თანამედროვე დონემდე მიყვანილი. შემოდგომის წვიმიან ღამეებში არაჩვეულებრივი გასართობი იქნება არკხემის ბნელი სამყარო. თანაც შემქმნელების თქმით, სრული კომპანია დაახლოებით 40-60 საათს გრძელდება. ბევრია არა? მაგრამ მათი პროფესიონალიზმი ეჭვშქვეშ არ დგება და დარწმუნებული ვარ, თითოეული ეპიზოდი ბოლო დეტალამდე იქნება დახვეწილი. თამაშის დროს, შეიძლება ფანჯრის მიღმა დიდმა, ფრთებიანმა არსებამ ჩაიფრინოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს ადამიანია ღამურის კოსტუმში, რომელიც სამართალს იცავს :bats:

Riddick
Posts: 11714

Batman: Arkham City

Unread post#2 » 22 Nov 2011 23:55

გამოვიდა PC ვერსია:
Release Date: Oct 18, 2011
Developer: Rocksteady Studios
Genre(s): Action Adventure
Metascore 94 out of 100 - 83 Critics
User Score 8.5 out of 10 - 528 Ratings
Official Site: batmanarkhamcity.com

მინიმუმი:
OS: Windows XP/Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.4 Ghz / AMD Athlon 64 X2 4800+
Memory: 2 Gb
Hard Drive: 17 Gb free
Video Memory: 512 Mb
Video Card: nVidia GeForce 8800 GT / ATI Radeon HD 3850
Sound Card: DirectX Compatible
Network: Broadband Internet Connection for Online Multiplayer

Disturbed
Posts: 192

Batman: Arkham City

Unread post#3 » 29 Nov 2011 20:22

აააააააააა რა მაგარია ჩავრთე როგორც იქნა PC-ზე. 5% გავედი ჯერ მარტო იმიტო რო Side questebs-ს
ვაკეთებ.Catwomen-ის combat-ი დამევასა მაგრად.ძალიან მაგარი მოძრაობები აქ.კონტრატაკას რო აკეთებს და პახოდუ რო ზასავს მოწინააღმდეგეს ზოგჯერ,ძალიან მაგარია.თამაშის დაწყება იყო
შესანიშნავი,როდესაც ბეტმენის ფორმის გარეშე დავინახე ბრიუს ვეინი მაგრად გამისწორდა.
რაც მთავარია გარემო.ძალიან დიდ როლს თამაშობს თოვლი.პირველ რიგში მუღამზე მოყავხარ.
თოვლი რომ ბარდნის და მთვარის სინათლე რო ჭრის ფიფქებს.მაგარი სანახავია.ჩაბნელებული გოტემის
შენობები,რომლებიც მარტო სახელწოდებებითა და სლოგანებით არის განათებული.მოკლედ აღარ ვიცი
როგორ გადმოვცე ეს ემოცია.ითამაშეთ და ისიამოვნეთ.ძალიან ბევრს პრობლემა შეექმნა თამაშის გაშვე-
ბასთან დაკავშირებით და თუ დახმარება დაგჭირდათ,ყველანაირად დაგეხმარებით.

BoromiR
Posts: 638

Batman: Arkham City

Unread post#4 » 29 Nov 2011 20:30

მეც ველოდებოდი ბატმანს... მარა მერე სკაირიმი გამოვიდა...
მე ეს არასოდეს მომითხოვია...
თუმცა მაქვს მაინც გადმოწერილი ღამურა და შემდეგ საუკუნეში შეიძლება ჩავუჯდე.

User avatar
Ripster
Posts: 1858

Batman: Arkham City

Unread post#5 » 29 Nov 2011 22:17

მე ძალიან მინდა ამის თამაში
მაგრამ სრულ რუსულს ველოდები
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Disturbed
Posts: 192

Batman: Arkham City

Unread post#6 » 03 Dec 2011 16:59

მე ეგრე გავიგე რომ არ გამოდის სრული რუსული ვერსიაო.შეიძლება პროსტა რუსული სუბებით
გამოუშვან

BoromiR
Posts: 638

Batman: Arkham City

Unread post#7 » 03 Dec 2011 18:03

რუსული არაა დაგეგმილი. სუბებით თუ ითამშებ

User avatar
Ripster
Posts: 1858

Batman: Arkham City

Unread post#8 » 05 Dec 2011 00:12

ძალიან მაგრად გამიტყდა :|

ტფუ...
კარგი გადმოვწერ მაშინ ასეთს :(
მადლობა ინფორმაციისთვის მეგობრებო
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11714

Batman: Arkham City

Unread post#9 » 05 Dec 2011 00:38

მეც მაგრად გამიტყდა სხვათაშორის, რაღაც გაწამაწიაშივარ და ვერ მოვიცალე გადმოსაწერად, მარა აი ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რო იდო რუსული ვერსია... ძალიან ცუდი

Riddick
Posts: 11714

Batman: Arkham City

Unread post#10 » 11 Dec 2011 15:19

პირდაპირ ვიდეოს არ დავდებ წაშლის დიდი ალბათობის გამო, მარა ლინკი ყველავარიანტში საჭიროა - Batman Arkham World
ლოგიკური და ეპიკური გაგრძელება იქნებოდა აშკარად.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Batman: Arkham City

Unread post#11 » 11 Dec 2011 15:29

მაგრად საკაიფოდ გააკეთეს ჰინტი : D
oops... spoiled
if it's true... ჯერ ეს მაქვს ისე სათამაშო ^^
I won't miss.

Disturbed
Posts: 192

Batman: Arkham City

Unread post#12 » 12 Dec 2011 12:10

VGA 2011-ზე წლის პერსონაჟი ნომინაციაში გაიმარჯვა ჯოკერმა.ამის შემდეგ ფანებისდა სასიკეთოდ
მარკ ჰემილს წამოცდა ახალი პროექტი შესახებ დეტალები რის შემდეგაც ბოდიში მოიხადა Spoiler-ისთვის.
ახალი პროექტის სახელი Batman Arkham World.ბოდიში მიღებულ იქნა..რასაკვირველია
ასეთი Spoiler-ით არავინ გაბრაზდებოდა,პირიქით.გასათვა
ლისწინებელია ისიც რომ ორი წლის წინ
VGA-ის დაჯილდოვებაზე წამოცდა ანალოგიურად მარკს Arkham City-ის შესახებ.შეგვიძლია დასკვნა
გამოვიტანოთ, რომ Rocksteady-სთვის Teaser-ებისა და ანონსების ჩვენება სხვადასხვა ღონისძიებებზე
ტრადიციად იქცა

video
video

BoromiR
Posts: 638

Batman: Arkham City

Unread post#13 » 12 Dec 2011 14:27

Batman Arkham World

რა პონტია ეგ? მმო-ია?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Batman: Arkham City

Unread post#14 » 12 Dec 2011 14:43

Nope. არ იქნება MMO.
ახლა წარმოვიდგინე ვოვის შრიფტით დაწერილი World of Batman.
რა MMO კაცო : D

ნახეთ ვინ დაიბრიდა
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Batman: Arkham City

Unread post#15 » 13 Dec 2011 23:05

ლოლ, წადით სახლებში, რაის არქამ ვორლდიო )
"What was referenced in Rocksteady's acceptance speech was added in good fun only."

VG247
I won't miss.

Disturbed
Posts: 192

Batman: Arkham City

Unread post#16 » 14 Dec 2011 21:34

აუ მაგრად გამიტყდა ((( ფანების სავარაუდო იდეებისგან შექმნილი სპოილერი.

User avatar
GHOST
Posts: 1945

Batman: Arkham City

Unread post#17 » 30 Dec 2011 17:42

მითხარით, კეთილო ხალხო, როგორ დავასეივებინო თამაში. X D

ბორომ კი ამიხსნა ორი სიტყვით, მაგრამ რაღაც ვერ ვიჩალიჩე, ვინდოუს ლაივი წავშალე და ჩართვისას აღარ მთხოვს აუტორიზაციას, მაგრამ მაინც არ ასეივებს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Batman: Arkham City

Unread post#18 » 30 Dec 2011 22:52

offline account გინდა, ამ ვიდეოს მიხედვით გააკეთე - clicky
I won't miss.

User avatar
GHOST
Posts: 1945

Batman: Arkham City

Unread post#19 » 30 Dec 2011 23:02

აჰ, ალბათ ვინდოუს ლაივი გადმოწერე ოფიციალური საიტიდანო, მაგას მეუბნებოდა ბორო. : D

User avatar
Ripster
Posts: 1858

Batman: Arkham City

Unread post#20 » 10 Jan 2012 23:39

Holy SHIT!!!!
რა მაგარი თამაშია
გავჭედე იმენა
.
ძლივს გამოვრთე
ქეთ ვუმენით რომ არის პატარა მისიები მაგან ვაბშე დაგლიჯა
ძალიან განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ
აუ მაგრად გაასწორა ტო
პირველზე რა მაგრად მქონდა გაჭედილი ეს უკეთესია
იმედი მაქვს ძალიან პატარა არ იქნება
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 201 guests


cron