Developer: Headfirst Productions
Publisher: Bethesda Softworks
ოფიციალური საიტი: გახსნა
თამაში გამოვიდა 2005 წლის 24 ოქტომბერს XBOX-ზე და 2006 წლის 27 მარტს PC ზე. ეს არის first person-ში წარმოდგენილი Action-ისა და Adventure-ის ნაზავი. სიუჟეტი დაფუძნებულია Call of Cthulhu-ს ავტორის და Cthulhu მითოსის სულის ჩამდგმელი მწერლის, Howard Lovecraft ის ნაშრომებზე. მთავარი სცენარი არის ერთერთი ნოველის Shadow Over The Innsmouth-ის ახლად წარმოდგენილი ვარიანტი რომელიც სხვადასხვა ლოკაციებში ვითარდება, ასევე აღებულია ნაწილები ნოველიდან The Shadow Out of Time. თავდაპირველად დაგეგმილი იყო სამი თამაშის გამოშვება, თუმცა კომპანიის გაკოტრების გამო თამაშის გაგრძელება სახელად Call of Cthulhu: Destiny's End აღარ შედგა.
ისტორიის მთავარი პერსონაჟი არის Jack Walters, ყოფილი პოლიციის დეტექტივი ბოსტონში, რომელსაც გააჩნდა ნიჭი გაეხსნა საქმეები სადაც ფაქტები ძალიან მწირი იყო, არსებობდა ვარაუდი რომ მისი ძალები იყო ფსიქიკური. ერთი შემაშფოთებელი სიტუაციის შემდეგ, რომელმაც ის ჭკუიდან შეშალა და მისი პიროვნების ორად გაყოფა გამოიწვია, Walters აღმოჩნდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რამდენიმე წლის შემდეგ მისი "მეორე მე" ქრება და Walters კვლავ უბრუნდება თავის საქმეს კერძო დეტექტივის სახით, თუმცა მას აწუხებს ამნეზია და შიზოფრენია. ამავდროულად ის ცდილობს გაიხსენოს და გაარკვიოს თავისი საქციელები და მენტალური მდგომარეობა როდესაც ფსიქიატრიულ ცენტრში იმყოფებოდა. კონტარქით აღებული საქმის შემდეგ, სადაც მას დაკარგული ადამიანის პოვნა ევალება, პერსონაჟი მიდის ქალაქში Innsmouth სადაც მაცხოვრებლები, უცხოების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. თამაშის განმავლობაში Jack-მა ნელნელა უნდა ამოხსნას Innsmouth-ის უცნაური და საზარელი საიდუმლოებები, გახსნას გაუჩინარებული ადამიანის საქმე და გაიხსენოს ბოსტონის ინციდენტი რამაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოახვედრა, ამავდროულად უნდა ეცადოს რომ გადარჩეს და ჭკუიდან არ შეიშალოს
გადმოსაწერი ბმული: Download