Hitman: Absolution, PC, X360, PS3

FPS, TPS, Stealth, Slasher, Shoot 'em up, Beat 'em up, Platformer...
jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#1 » 17 Jun 2011 00:10

>>>

თქვენი ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის. გყავთ ორი შვილი. სამსახური, რომელიც ოჯახის შესანახად საკმარის მოგებას იძლევა. ლამაზი ქერათმიანი ცოლი გყავთ, რომელიც სამზარეულოს და საწოლსაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს. საღამოს სახლში ბრუნდებით. დღეს ცოტათი დაგაგვიანდათ, კრიზისის გამო ბევრი საქაღალდე სამუშაო დაგიგროვდათ, ამიტომ მეუღლეს შეატყობინეთ, რომ გვიან მოხვალთ. მანქანა ქვემოთ გააჩერეთ. ელიტარული კორპუსის სადარბაზოში შედიხართ. განათებული დერეფანი გხვდებათ. ლიფტთან მიდიხართ, მეცხრე სართულზე გაქვთ ბინა და ოჯახისათვის მოტანილი პროდუქტის ორი პაკეტით ასვლა არ გეხალისებათ. როგორღაც ახერხებთ ღილაკზე თითიც დაწოლას. ორი წუთის შემდეგ სიგნალი ისმის და ლიფტი იღება. თქვენ ხედავთ, რომ ყავისფერ კედლებზე დაწოლილი, ზურგით მიყუდებულია სისხლში დასვრილი კაცი, რომელსაც თავი აქვს გახვრეტილი ტყვიისაგან. ლიფტის შუაში, ელეგანტურად ჩაცმული თავგადაპარსული მამაკაცი დგას. წითელი ჰალსტუხი საჭერით თეთრ პერანგზე აქვს მიმაგრებული, შავი ნაჭრისგან შეკერილი შარვალ-კოსტუმში გამოეწყო. მის სახეს ჩახედეთ. სიბნელე დაინახეთ. არანაირი ემოცია. თვალები სავსე სიცივით. შემდეგ თქვენი ყურადღება მიიპყრო მამკაცის ჩამოშვერილმა მარჯვენა ხელმა, რომელშიც შავი მაყუჩიანი ფისტოლეტი ეკავა. ეგრევე მიხვდით ყველაფერს, პაკეტები ძირში გააგდეთ და სადარბაზოდან გასასვლელისაკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქეცით. შუა გზაზე, მუცლის არეში დიდი ტკივილი იგრძენით. დაეცით. ამოტრიალება შესძელით. მამაკაცი თქვენს გვერძე დადგა, ჯერ კიდევ კვამლმოდებული იარაღის ლულა თავში დაგიმიზნათ. თქვენ ხედავთ, რომ მის სახეზე არც-ერთი ნერვი არ თამაშობს, ამიტომ გასაგები ხდება, რომ ხვეწნას აზრი არ აქვს. შემდეგ ყური ყრუ გასროლას გაიგონებს და მიხვდებით - ეს სიკვდილია.
დაახლოებით ასე მოსდის, ყველა იმას, ვინც ამ თავგადაპარსული ადამიანის სახეს დაიმახსოვრებს. ,,ადამიანი'' - ეს არასწორი სიტყვაა. ამ არსების დახასიათება მხოლოდ ამ ორი სიტყვით შეიძლება - ,,სიკვდილის მანქანა''. არა ისეთი, რომელიც გრუხუნით მუშაობს და დაბალფასიან საწვავზე დადის. ის ჩუმი, უშეცდომო და პრაქტიკულად იდეალურია.

>>>

ეს პერსონაჟი ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის 2000 წლიდან. ალბათ ყველამ მიხდით, რომ ლაპარაკი არის დაკვეთით მკვლელზე - Hitman -ზე. თამაში წარმოადგენდა სტელს (Stealth- სტილი, როდესაც მოთამაშისგან მაქსიმალურად ჩუმი მოქმედება მოითხოვება) ჟანრის პროექტს. თანაც სუფთა სტელსს. მომხმარებლისაგან მოითხოვებოდა გონებამახვილობა და მოხერხებულობა. პირველი ნაწილის გამოსვლის პერიოდში სულ რაღაც 7 წლის ვიყავი, ამიტომ ვერ ვხდებოდი ბევრ რამეს და ამ ჟანრის წარმომადგენლებთან ჩემი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე იყო. მომდევნო წლების მანძილზე ჩემი სტერეოტიპები იცვლებოდა და ჩემთვის უფრო გასაგები გახდა Hitman -ის ხიბლი. შემდგომში, თამაშმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც განპირობებული იყო საინტერესო გეიმფლეით.

>>>

მთავარი გმირი იყო უსახელო მკვლელი, რომელიც ლაბორატორიაში, ხუთი გენიალური ბოროტმოქმედების დნმ-დან შედგენილ ორგანიზმს წარმოადგენდა. რადგან ის ბიომექანიკურად მიღებული არსებაა, მისი შესაძლებლობები აღემატება ჩვეულებრივ ადამიანს. ასევე მას გააჩნია ფენომენალური ინტელექტი, რაც ხელს უწყობს მიზნის ლიკვიდაციაში ხმაურის გარეშე. სახეზე ემოციები არასდროს იკვეთხება, მთელი სერიის არსებობის მანძილზე, მას არასდროს გაუღიმია. ის კლავს ნარკობარონებს, დიპლომატებს, კორუფციონერებს და სხვა არალეგალური გზით მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვებს ინდობს. მას შუძლია მოკლას უდანაშაულო ადამიანი, თუ ის ფაქტზე შეასწრებს. ძალიან იშვიათად, იჩენს მცირე გულკეთილობას, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს აუცილებლობის გარეშე არ კლავს, თუმცა ეს შეიძლება სხვა რამითაც იყოს განპირობებული.
ცხოვრებაში მას მხოლოდ ერთი მოწოდება აქვს - მკვლელობა. თამაშში ჩვენ შეგვეძლო სხვადასხვა კოსტუმების ჩაცმა დავალების მსვლელობის დროს, თანაც რაც მთავარია ჩვნი ნებით, ეს ანსხვავებდა სხვებისაგან ამ პროექტს. თვითონ პერსონაჟი ყურადღებას მიიპყრობდა გადაპარსული თავის უკანა ნაწილზე მყოფი ტატუთი, რომელიც შტრიხკოდს წარმოადგენდა ციფრებით - 640509-040147. მისი სტანდარტული ჩაცმულობაა - შავი შარვალ-კოსტუმი წითელი ჰალსტუხით. იარაღებიდან ძირითადად მაყუჩიანი ფისტოლეტი, ასევე მომწამლავი შპრიცი და სახრჩობელა თოკი.
ის მუშაობდა ,,საერთაშორისო კონტრაქტების სააგენტო'' -ზე, რომელიც დაკვეთით მკვლელობებს აწარმოებდა. მათი საუკეთესო შემსრულებელი კი, ორმოცდამეშვიდე იყო. ყოველი დავალება გარეგნულად განსხვავდებოდა სხვებისაგან, მაგრამ მიზანი მაინც ერთი იყო ყველაზე, სამიზნეს ლიკვიდაცია.
ორმოცდამეშვიდეს დავალების შესრულებაში ეხმარებოდა დიანა ბიორნვუდი. ის სააგენტოს ოპერატორია, რომლის გარეგნობაც მხოლოდ მეოთხე თამაშის ბოლო ვიდეორგოლში დავინახეთ სრულად. დიანა გვაწვდის გამოსადეგარ ინფორმაციას მისიის მსვლელობის დროს, ასევე ზოგჯერ სწორ გზებს და გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებებს გვატყობინებს.
პირველი ნაწილის წარმატებამ, საფუძველი ჩაუყარა სიქველს. მეორე თამაში, სახელად Hitman 2: Silent Assassin (ჩუმი მკვლელი), გამოვიდა 2002 წელს. თავისი შემქმნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 47 სიცილიაზე მიდის სულის გასაწმენდად. როდესაც მის მამაოს მაფიოზები მოიპარავენ და ჰიტმენი მათზე შურს იძიებს, ისევ საქმეში ჩაერთვება და ძველ სამსახურს გააგრძელებს. ფინალში მიხვდება, რომ ძალიან შეტოპა და აღარაფერი გადაარჩენს, ამიტომ გადაწყვიტა აღარ შეელიოს საყვარელ საქმიანობას.

>>>

2004 წელს გამოვიდა Hitman: Contracts. ამ თამაშსაც დიდი წარამატება მოჰყვა. გრაფიკა უფრო ლამაზი გახდა, გეიმფლეი მრავალფეროვანი და საერთოდ ატმოსფეროც უკეთესისაკენ შეცვალეს. თამაშის მინუსად ითვლებოდა ის, რომ ბევრი დავალება პირველი ნაწილის მისიებს იმეორებდა.

>>>

სერიის მეოთხე თამაში 2006-ში დარელიზდა. Hitman: Blood Money (სისხლიანი ფული) - ეს მართლაც შესანიშნავი პროდუქტი იყო. გრაფიკა თავისი დროისათვის ლამაზ ფერებსა და მაღალ დეტალიზაციას გვთავაზობდა. გეიმფლეი დაიხვეწა და უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა. ყოველი დავალება უნიკალური იყო გარემოთი. თამაშმა სიუჟეტი შეიძინა, რომელიც ყველა მისიას აერთიანებდა ერთმანეთში. ასეთი წარმატების შემდეგ, გეიმერები ტრადიციულად შემდეგ ნაწილს ორი წლის შემდეგ ელოდნენ, მაგრამ...

>>>

თამაშის შემქმნელი, დანიური კომპანია IO Interactive, რომელიც Eidos Interactive-ს ეკუთვნის, სრულიად გადაირთო სხვა პროექტზე - Kane & Lynch. ამ სათაურით კომპანიამ ოთხ წელიწადში ორი თამაში გამოუშვა, რომელმაც თავისი აუდიტორია ნახა. მაგრამ ძირითადად სტუდიისაგან, მაინც ელოდებოდნენ დაკვეთითი მკვლელობების გაგრძელებას. სულ რამდოენიმე კვირის წინ, გახდა ცნობილი, რომ Hitman სერიის მეხუთე, თამაში შექმნის პროცესშია.
ახალი თამაში, ქვესათაურით Absolution (პატიება, გამართლება), იგივე სტუდიებით იქმნება და გამოიცემა (დაემატა Square Enix). პირველად გამოვიდა სარეკლამო ტიზერი, ხოლო შემდეგ ვიხილეთ სრულყოფილი ტრეილერი.
არ გვაჩვენებენ პერსონაჟის სახეს. ის ბუჩქებიდან უყურებს სახლს, რომელშიც დიანა შხაპის მისაღეპად ემზადება. 47 მუშტებს კრავს და სახლის მცველების საცემლად მიდის. ეფექტურად გალახავს ორ კაცს, რომლიდანაც ერთ-ერთს წყალში ჩაახრჩობს კიდეც. ისევ გვიჩვენებენ ეროტიულ მომენტებს დიანასა და წყლის მონაწილეობით. მკვლელი ბრილიანტით წრეს გამოჭრის კარების მინაზე და სახლში შეიჭრება, რამოდენიმე კაცს ადვილად იშორებს გზიდან ინტერიერის გამოყენებით. ცოტათი არ მომეწონა, რომ ეს არაა ჰიტმენის სტილი. ის არ მიმართავს ჩუმ მოქმედებებს, რომლებიც თამაშის მთავარი ღირსებაა. უფრო აგრესიული გახდა და თამამად ერთვება ხელცართულ ბრძოლაში, ასე ვთქვათ სემ ფიშერის გზას დაადგა (ამ ჟანრის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი სერიიდან Splinter Cell, რომელიც მეხუთე ნაწილში ზედმეტი აგრესიულობით გამორჩეოდა). ალბათ როცა იცი, რომ მეორე სართულზე შხაპის ქვეშ დამდგარი ცხელი შიშველი ქალია, ჩუმად მოგცევა შეუძლებელია, რახან უემოციო ადამიანმაც ვერ შეძლო. ბოლოსდაბოლოს ის მიაღწევს სანუკვარ აბაზანას. მინის ჯიხურში წყლის ქვემოთ დამდგარი ქალი ზურგითაა შებრუნებილი, სამწუხაროდ ცხელმა წყალმა შუშის აორთქლება. ჰიტმენი იღებს თავის იარაღს, ოღონდ ფისტოლეტს. დიანა ჩვენსკენ ბრუნდება, მაგრამ რაც არ უნდა დასანანი იყოს კამერა მის სახეს აჩვენებს, რომელიც თითქმის არ ჩანს მინის მიღმა. ის ტიტანიკის სტილში მინაზე დებს ხელს და ამბობს ორ ციფრს - ორმოცდაშვიდი.

>>>

მიუხედავად საგანგაშო ნიშნებისა, ტრეილერმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ველოდებოდი E3-ზე ამ თამაშის გეიმფლეის, მაგრამ სამწუხაროდ არცერთ პრესკონფერენციაზე ის არ უჩვენებიათ, არამედ IGN-სთან ცალკე ინტერვიუში.
სამწუხაროდ ეს არ იყო სრული დემონსტრაცია, არამედ რამოდენიმე ნაწყვეტი სათამაშო პროცესიდან. რა შეიძლება ითქვას. საგანგაშო არაფერი ყოფილა, ეს ისევ ის ძველი და საყვარელი სტელსია, რომელიც წინა ნაწილებში იყო. ორმოცდამეშვიდე ისეთივე ცივსისხლიანია. დაემატა თავშესაფრების სისტემა, ეს აშკარად სწორი გადაწყვეტილებაა, თანაც სისტემა კარგად დახვეწილი ჩანს. როგორც ტრეილერში, 47 მართლაც აქტიურად იყენებს ინტერიერს. შეიძლება მტრების მძევლად აყვანა და მათი, ცოცხალ ფარად გამოყენება. უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩუმი მკვლელობები ზურგიდან. კარგი ისაა, რომ თამაში საერთო მექანიკას არ ცვლის და ინოვაციებთან ერთად კარგად შენარჩუნებულ ძველ სტილისტიკას გვაწვდის.

>>>

გრაფიკულათაც, საკმაოდ მაღალ დონეზე გამოიყურება. ეს პირველი თამაშია, რომელიც Glacer 2 -ის ძრავაზე იქნება აგებული. მას შეეძლება ნაჭრების რეალური მოძრაობის მხარდაჭერა, ბუნებრივი სტიქიების იმიტაცია და მაღალი დეტალიზაციის უზრუნველყოფა.
ცნობილი გახდა სიუჟეტის დეტალებიც. შემქმნელების თქმით, თამაში უფრო ბნელი და სერიოზული გახდება, თანაც ეს ეხება არა მარტო სიუჟეტს, არამედ სტილსაც. იქნება უფრო მეტი ძირითადი პერსონაჟი, ვიდრე წინა ნაწილებში, დამატებით ისინი კარგად შემუშავებულები იქნებიან, მათ ექნებათ სახელები, მოტივები, ბიოგრაფია, მიზნები. მთავარი უარყოფითი გმირი - ბლეიკ დექსტერი. მნიშვნელოვან როლს ისტორიაში, ითამაშებს დიანა ბიორნვუდი, რომელიც სერიის ყველა ნაწილში მონაწილეობდა, ის ძველებურად აწვდის ინფორმაციას მოთამაშეს. ასევე ცნობილია, რომ ორმოცდამეშვიდესა და დიანას შორის უფრო ახლო ურთიერთობა იქნება ვიდრე ადრე (აი რატომ გარბოდა ჰიტმენი ასე თავგამეტებით აბაზანაში).
სამწუხაროდ, დღეს-დღეობით თამაშზე მეტი არაფერია ცნობილი. მაგრამ რაც ვიცით, ისიც საკმარისია, რომ დავასკვნათ - აშკარად ღირს პროექტის ცდა, რადგან ამ ჟანრის ღირსეული წარმომადგენლები თითზე დასათვლელადაა. ასეთ კოლორიტულ პერსონაჟებზე აგებული ისტორიები ყოველთვის საინტერესოა და როგორც არცერთი წინა ნაწილი, დარწმუნებული ვარ, ესეც არ გააცრუებს იმედს, როგორც ჰიტმენი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დავალებას, ხოლო მისი ძირითადი მიზანი კი, მოთამაშეების დაპყრობაა, ყურადღებით იყავით, იქნებ ორმოცდამეშვიდე თქვენს უკან დგას?

Disturbed
Posts: 195
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#2 » 19 Jun 2011 04:43

შემთხვევით 2011 ში ხომ არ გამოდის? >>>

jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#3 » 19 Jun 2011 09:06

შესაძლებელია, მაგრამ VG-ზე არ ინდობა. თანაც ინტერვიუში Gamestrailers-თან შემქმნელება განაცხადეს, რომ 2012-ის დასაწყისიო, თუმცა 11-ის ბოლოსაც არ გამოვრიცხავ.

Gabriel
Posts: 138
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#4 » 19 Jun 2011 13:22

ისე რელიზი 1 წლით ჩვენსკენ რო გადმოეტანათ გაასწორებდა
2012-ის ბაზარი ხო აზზე ხართ

jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#5 » 19 Jun 2011 13:24

რა იცი რა ხდება. 2012-ში ბევრი კაი თამაში გამოდის და შეიძლება კონკურენციას მოერიდონ, ამიტომ ჩვენსკენ გადმოიტანონ რელიზი. თუმცა ვერც 11-ს ბოლოსკენ დადგამენ, იმიტომ რომ BF3 და MW3 , ამატთან ვერ გაუძლებს ჭიდაობას და უფრო ადრე არც გამოვა, ეტყობა გეიმფლეიზ, რომ ჯერ არაა მზად, დასახვეწია, ამიტომ 2012-ის დასაწყისი ამათთვის ოპტიმალური ვარიანტია, ვნახოთ სხვა თამაშების ზუსტი თარიღები როგორ იქნება, თორე შეიძლება, Far Cry 2-მა შეავიწროვოს დასაწყისი, ხოლო 2012-ს ბოლოს სანსი არაა რო გამოუშვან, იმიტომ რომ ამავე გამომცემლის Tomb Raider გამოდის შემოდგომაზე, ასე რო ყველაზე სავარაუდოდ ჰიტმენი 12-ს ზაფხულში, ან დასაწყისში გამოვა.

User avatar
Ripster
Posts: 1457
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#6 » 19 Jun 2011 14:35

არ შეიძლება ამ თამაშის დაუმთავრებელი გამოშვება!!!
ვაცადოთ დეველოპერებს და არ დაგვაღალატებენ
იმიტომ რომ BF3 და MW3 , ამატთან ვერ გაუძლებს ჭიდაობას

მამენტ ხო
მაგრამ ჟანრების განსხვავებაა და როგორც ასეთი ფეხზე კიდიათ ხოლმე ეგ

ნუ ჩისტა მაყუთის პონტში შეიძლება იღორონ და თამაში დამთავრებული იყოს მაგრამ ამინც გადადონ ამის გამო

მაგრამ რაღაც მეეჭვება :D

იტოგში პაჟივომ უვიძიმ

erTaderti Stelsia romelsac vtamashob da mikvars!!!! :D
You'd better do something about that cough

jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#7 » 19 Jun 2011 15:42

ჯანრს აზრი არ აქ. პროდუქტის პოპულარობაზეა და BF3, MW3 ისეთი პროექტებია, რომ მათზე მაგარიც რომ იყოს მაინც ფინანსური მსჯელობით არ ჩადგება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი ტიპის თამაში პირველ რიგში კომერციული მიზნებისთვის კეთდება (რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, თუმცა მათ ადგილზე ყველა მასე მოიქცეოდა). ასე ვთქვათ ბაზარზე ადგილი დაკავებულია ამ პერიოდში. ხოლო რაც შეეხება სტელსებს, Splinter Cell -იც არაა ცუდი, თუმცა ახალი ნაწილი სუფთა სტელსი არაა.

User avatar
Ripster
Posts: 1457
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#8 » 19 Jun 2011 16:00

გეთანხმები

სთელსს რაც შეეხება თვითონ ჟანრი არ მომწონს

ვერ ვირგებ... რაღაც ნიტოა რა ვერ ვთამაშობ
მთელ მუღამს ვერ ვუჭერ თამაშსს...
Splinter Cellები ყველა მქონდა და არცერთი არ მაქვს დახურული
(ბოლოს გარდა და ეგეც ზუსტად იმიტომ მომეწონა რომ შენი თქმის არ იყოს "მთლიანად სთელსი არაა")

ჰითმენი კი ერთადერთია რომელიც მთელი სერია მაქვს დახურული
ძალიან მიჭირდა თამაში მაგრამ მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებდი

რაღაც თავისებური ატმოსფერო აქვს თან
ძალიან მომწონს :)
You'd better do something about that cough

jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#9 » 19 Jun 2011 16:20

ზოგჯერ თამაში თუ გულიანადაა გაკეთებული, ჟანრის და მიუხედავად შეიძლება მოგეწონოს. ეგრე სტრატეგიები არც ისე მიყვარს, მაგრამ რამოდენიმე (ათეული) დახურული მაქ. ჰიტმენი კი მართლაც შესანიშნავი თამაში იყო ყოველთვის და სერიის მანძილზე არასდროს გაფუჭებულა.

User avatar
Riddick
Posts: 9174
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#10 » 09 Jul 2011 16:03

წითელი ჰალსტუხი საჭერით თეთრ პერანგზე აქვს მიმაგრებული

საჭერით როაქ მიმაგრებული მაგიტოა კაკრას ჰიტმენი - მაგრად მომეწონა ეს წინადადება (:

>>>
რაღაც დარაჯის ელფერი დაკრავს ახალ სქრინებში

თამაშის შემქმნელი, დანიური კომპანია IO Interactive, რომელიც Eidos Interactive-ს ეკუთვნის, სრულიად გადაირთო სხვა პროექტზე - Kane & Lynch.

მაგრა ჩაისვარა ამის გამო ეიდოსმა, კეინი და ლენჩის ბევრად კარგად გაკეთება შეეძლოთ მარა ეს უკვე სხვა თემაა.

უფრო აგრესიული გახდა და თამამად ერთვება ხელცართულ ბრძოლაში, ასე ვთქვათ სემ ფიშერის გზას დაადგა (ამ ჟანრის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი სერიიდან Splinter Cell, რომელიც მეხუთე ნაწილში ზედმეტი აგრესიულობით გამორჩეოდა).

აი ამაზე მეშლება ნერვები, არშეილება სტელსის ჟანრის მოკვლა! ჟანრი რომელიც მართლა ორიგინალურია და ძალიან ცოტა კარგი წარმომადგენელი ყავს. ძალიან ძნელია ხარისხიანი სტელსის გაკეთება და ამ ჟანრის ნამდვილი "მუღამი" ვაფშე სხვა ემოციებს ჩუქნის გეიმერს.

გრაფიკულათაც, საკმაოდ მაღალ დონეზე გამოიყურება.

კი მართალია. თავის ატმოსფეროს უქმნის თამაშს.

ეს პირველი თამაშია, რომელიც Glacer 2 -ის ძრავაზე იქნება აგებული.

ამ ძრავზე არაფერი ვიცი მარა სქრინებიდან გამომდინარე რაღაც საინტერესო ჩანს. სპეციალურად ჰიტმენისთვის არი შექმნილი თუიცი ?
https://coub.com/view/1uyb05

User avatar
SLaYeR
Posts: 4639
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#11 » 09 Jul 2011 17:07

მე მარტო Blood Money მაქვს დახურული და ეხლაც ვერ ვივიწყებ, მთელი თამაში სტელსით გავედი და ბოლოს ეკლესიაში რო გამოვიღვიძე სისხლის ტბები დავაყენე, თან ძალიან რეალისტური იყო, მოვხიე საფლავის შესასვლელში ვიმალებოდი ძლივს ვხოცავდი ხალხს, ბოლოს ინვალიდი ჭიშკრის გარეთ მოვკალი ბოლო რამდენიმე ტყვიით <3 დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ Hitman-ის სერიების მარა სტელსის გარეშე ეს თამაში იქნება ნაგავი imho
https://youtu.be/pw8UozNJiRk

jackson
Posts: 26
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#12 » 09 Jul 2011 18:58

Riddick wrote:ამ ძრავზე არაფერი ვიცი მარა სქრინებიდან გამომდინარე რაღაც საინტერესო ჩანს. სპეციალურად ჰიტმენისთვის არი შექმნილი თუიცი ?

კი, სპეციალურად ჰიტმენისთვის გააძლიერეს.

Disturbed
Posts: 195
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#13 » 13 Aug 2011 21:29

ძალიან მაინტერესებს როგორი მოდელი ექნება ჰიტმენის განუყრელ იარაღს Silverballer-ს.ძალიან მინდა რომ ისეთი მოდელი ჰქონდეს როგორიც ჰიტმენის ფილმშია.Para-Ordnance P18.9 with
>>>
მე ეს მაყუჩი მხიბლავს ძალიან
>>>

Disturbed
Posts: 195
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#14 » 10 Oct 2011 21:29

ახალი gameplay ))) enjoy all
>>>
აუ შოკში ვარ ძალიან მაგარია.განსაკუთრებით ხელით შენიღბვა როცა ეჭვი შეაქვთ 47-ის პიროვნებაში

Bulletstorm
Posts: 114
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#15 » 10 Oct 2011 23:09

უძლიერესია სპლინტერ ცელი დაიხია ერთ ადგილას

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#16 » 11 Oct 2011 03:00

უამრავი ახალი დეტალი შეუმატებიათ გეიმფლეისთვის გრაფიკაც ვაფშე მაგარია ყველაფერი უმაგრესადაა გაკეთებული, რაც თავარია სტელსის ელემენტების გამოყენება როგორც ჩანს უფრო ხშირად მოუწევს მოთამაშეს თამაშში ერთი ის ვერ დავამუღამე რა პონტია კედლებში რო ხედავ კაცებს და წინასწარ იცი სად გაივლიან, რაღაც არ მომეწონა ეგ მარა მთლიანობაში უამაგრესია, მუსიკებიც მაგარია თამაშში, წინა სერიებში ზოგ მისიაში ყველას კალაშნიკოვით ვხოცავდი და ისე გავდიოდი ეხა აღარ გამოვა ესე აშკარად :)) ისე პირველი სერიიდან მოყოლებული სულ უკეთესი და უკეთესი ხდება ეს თამაში, Cplinter Cell რა მოსატანია ამასთან, ორივეს სერიები დახურული მაქ მარა Hitman სულ სხვა დონეა, ძაან დახვეწილი თამაშია რო დავფიქრდი ვერცერთ თამაშს ვერ მივამსგავსებ იმდენად ორიგინალურადაა გეკეთებული ყველაფრი

ხო ისე მაგარ ცუდ ვიდზეა თვითონ 47 წინა სერიებში უფრო საინტერესო სახე ქონდა აქ რაღაც უაზრო გამომეტყველება აქვს მარა არაუშავს აიტანს კაცი :D

User avatar
hellwalker
Posts: 4662
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#17 » 11 Oct 2011 04:49

ჰმ ალბათ ეპიზოდია იმენა ეგეთი, არამგონია social stealth აღარ იყოს.
ის assist დვიჟენია იმედია ოპციებში/მაღალ სიძნელეზე გაქვრება.

კიდე სწრაფმა takedown-მა გატეხა, მუღამი ქონდა რო ეწვალებოდი მოხრჩობას და ნერვიულობდი თუ დაგინახავდნენ ამასობაში.

დანარჩენი ოჩენ ინწერესნა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Disturbed
Posts: 195
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#18 » 11 Oct 2011 11:15

grigoli
უღალატეს და გაბრაზებულია : D

hellwalker
ეს რაც იყო ნაჩვენები იყო პირველი მისია სავარაუდოთ.იმიტომ რომ 47-ს თავის ''ინსტრუმენტები'' არ აქ : D სხვადასხვა ნივთებს იყენებს რაც ხელში მოხვდება.

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#19 » 11 Oct 2011 13:19

hellwalker
კიდე სწრაფმა takedown-მა გატეხა, მუღამი ქონდა რო ეწვალებოდი მოხრჩობას და ნერვიულობდი თუ დაგინახავდნენ ამასობაში.

ჰოო ამაში მართალ იხარ აღარ დავაკვირდი მე

User avatar
hellwalker
Posts: 4662
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#20 » 11 Oct 2011 14:18

უღალატეს და გაბრაზებულია : D

აუ ეგეც ძალიან ცუდი რამეა, ერთად დაბერდა და დაცინიკდა ყველა stealth გმირი. სნეიკი, ფიშერი ეხა ორმოცდამეშვიდე, და thief 4 -ში თუ გარეტი იყო მაგას ისედაც არ აკლდა ცინიკურუბა.

ერთნაირი პონტი გაიჩითება ყველგან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Action - Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests