Hitman: Absolution, PC, X360, PS3

თამაშები ჟანრებად:
FPS, TPS, Stealth, Slasher, Shoot 'em up, Beat 'em up, Platformer...
User avatar
hellwalker
Posts: 4355
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#41 » 20 Nov 2012 07:40

ხომ, სერიოზულად შეუცვლიათ რენკინგის სისტემა, სამჯერ გავიარე პირველი ლეველი purist იდეალურად წინა ჰიტმენების შეფასებით და professional.
ჩელენჯის ბონუსები და ათასი უბედურება დაუმატებიათ, ფაქტიურად გამოდის რამდენჯერმე უნდა დახურო ლეველი და ბოლოს ცადო pure playthrough რომ მათი ბონუსით მოგივიდეს საილენთ ასასინი. ბოლომდე ვერ გავერკვიე ჯერ როგორ მუშაობს.

სთორის მხრივ დახურვა თუ გინდატ პოხუი რენკინგით მაინც purist ვუწევ რეკომენდაციას, hud-ის გარეშე იმენა მაგარი მუღამი აქ. მთელმა ამ ექსტრა hud-მა და ინსტინქტის ზახოდებმა შეიძლება ცუდი experience შექმნას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4355
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#42 » 09 Oct 2013 20:10

მოვუბრუნდი როგორც იქნა, თითქმის დავხურე პირველი playthrough.
ბევრი დადებითის თქმა შეიძლება უამრავ დეტალზე და ბევრი საინტერესო ინვოაციაა მაგრამ ამასთან კამპანია ცოტა მოსაწყენია, სოციალური სტელზი ძაან პატარა დოზით არის და თვითონ სიუჟეტურად ისეთი მისიებია ხშირად ძაან კარგად დაცულ ან თავიდანვე hostile ენვირომენტში ხვდები და ამით ტიპიურ სტეალზ თამაშს ემსგავსება. მოლოდინი რომ არა წინა თამაშებივით დახვეწილი და პოეტური სიკვდილების მოწყობის ალბათ კაი დონის უბრალო სტეალზ ექსპერიენსი მექნებოდა, მაგრამ ეხა ძაან ბევრი რეპეტიცია (ერთი 3 Target ელექტრო გენერატორის გარშემო მეტალზე მიერთებით დავწვი) და ორიგინალური ელემენტები მხოლოდ ირონიულ იუმორისტული კუთხით არის მოწოდებული რაც თავის ხიბლს უკარგავს, თეატრალური დახვეწილობის შარმი არ აქ შესრულებულ საქმეს. ტერიტორიების პატარა სექტორებად დაყოფაც თავისებურად მუღამს კარგავს.

ეს ყველაფერი ძალით გაფუჭებულს არ გავს, სიუჟეტის უიღბლოდ შერჩევის ბრალია ალბათ, აი ბევრ ისტორიას რო აქ ბევრი ბოდიალის და მოგზაურობის შემდეგ პერიოდი რო დგება როცა გმირი ჩამოყალიბდება თავის თავში და მიზანში და მიზანდასახულად და სწრაფად მიიწევს წინ, კარგი გადმოცემის ფორმაა უფრო ნელ ტემპიანი და ექპლორაციით სავსე ნაწილის შემდეგ მარა მთელი თამაში ასეთ ინერციულ დინამიზმზე როა აწყობილი დამღლელია, კრატოსიც კი ისვენებდა პერიოდულად ოლიმპის მთაზე ღმერთების მოსაკლავად ჰაიკინგის დროს.

მე კი გამოვნახავ გზას რომ მაინც ვისიამოვნო თამაშით კამპანიის დახურვის შემდეგ, სტეალზის ჩელენჯები, purist mode, ქულების კომბოები, ფანების მიერ მოწყობილი ჩელენჯები და ბევრი საინტერესო დეტალი რომელიც ძაან ინოვაციურია და ძაან ბევრ თამაშს მოუხდებოდა ფანებისთვის გადათამაშების ღირებულების გასაზრდელად მარა აი სხვა მოთამაშისთვის რომელიც სტეალზის ჩემნაირი ფანატი არაა ან სერიების წინა ნაწილებში silent assassin-ის ჩელენჯიდან გაჩენილი მუღამი არ აქ ალბათ საინტერესო სტარტი და მერე ცუდი pacing-ით დამღლელად და მოსაწყენად გამხდარი თამაში იქნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1506
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#43 » 09 Oct 2013 22:14

ამ თამაშის პირველი სერიების ფანი ვარ)) ანუ იმდენად მოთამაშე ფანი კი არა აი ისე შორიდან რომ უყურებს და უყვარს ისეთი)) მახსოვს დეიდაშვილის თამაშს რომ ვუყურებდი როგორი გაოცებული ვიყავი ხოლმე)) ჩემით კი ერთ ტურს კვირაობით ვთამაშობდი არასდროს გამომდიოდა სთელსის თამაში ღირსეულად ბავშვობაში კი საერთოდ ძალიან ტლანქი ვიყავი))) ამისდამიუხედავად თამაში რეალურად მიყვარს
მიყვარს ლოგო, კოსტიუმი, ორი "თეთრი" სტვოლი, მიყვარს 47ის უემოციო სახე
ერთი სიტყვით დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ამ თამაშს)))
ეს სერია კი პირატულად ვითამაშე და დავხურე
ისეთი სიამოვნება მივიღე როგორიც წლების განმავლობაში არ მიმიღია)) ეგ კი არა სთელსით ვისიამოვნე! ))) იზიზე ვითამაშე და იმენა ვისიამოვნე)) არც გამაწამა არც ძალიან მომადუნა
სეილის დროს კი ცდუნებას ვერ გავუძელი და ვიყიდე. პირველ რიგში ეჩივმენტების მუღამი მაქვს
მერეც შემდეგ სიძნელეზე მინდა მოვსინჯო თავი და თან ეს თამაშში ჩაშენებული ფანების შედგენილი გამოწვევები თუ როგორ დავარქვა))
იტოგში ვიყიდე იმიტომ რომ მინდა ისევ ისე ვითამაშო ხოლმე ეს თამაში როგორც ბავშვობაში ვთამაშობდი
ბევრჯერ! ))
You'd better do something about that cough

User avatar
grigoli1970
Posts: 631
Contact:

Hitman: Absolution

Unread post#44 » 29 Oct 2014 02:52

► Show Spoiler
nothing can change the nature of a man

User avatar
SLaYeR
Posts: 4455
Contact:

Re: Hitman: Absolution

Unread post#45 » 24 Jan 2019 10:36

გავერთე სტელსით. სწორხაზოვანი თამაშია ვისაც თანამედროვე სინემატიკური თამაშები მოსწონს მათთვის. ბოლო სიძნელეზე ვითამაშე და ვცდილობი მაქსიმალურად კარგი რანკი დამედო. როგორც შემეძლო მოვახერხე, მარა დამღალა, ერთ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლი, დიდად ჰიტმენის მუღამით ვერ ვისიამოვნე. სთორი იდიოტობა აქვს, ლოკაციები დეტალიზებული და რეალისტურია, მუსიკასაც ატმოსფერო უჭირავს.
როგორც ჰიტმენი არ ვარგა. როგორც თამაში ბევრს მოეწონება ვისაც სერიებთან შეხება არ აქვს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 9050
Contact:

Re: Hitman: Absolution

Unread post#46 » 24 Jan 2019 11:42

აფტოპიკ - მგონი ახლები ბევრად გაგისწორდება, ვიდრე აბსოლუშენი.
https://coub.com/view/1nm0ja

User avatar
SLaYeR
Posts: 4455
Contact:

Re: Hitman: Absolution

Unread post#47 » 24 Jan 2019 11:55

კი ახლები დონეა, მინდა ძალიან. თან მეორეში პირველის ლეველებიც დაპორტეს, დაარემასტერეს, ახალ მექანიკებზე მოარგეს და GOTY DLC დაარქვეს, ანუ მეორე თავის DLC-ით რაღაც ულტიმეიტ პაკეტი გამოდის.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests