Tomb Raider (2013), PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#1 » 12 Jun 2011 21:50

>>>

საერთოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველამ იცის - ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, უსამა ბენ ლადენი და სხვა მრავალი პერსონა, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. პარარელურად ასე არიან სხვადასხვა პერსონაჟები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ლარა კროფტი, თქვენც იცით.
ყველაფერი შორეულ ოთხმოცდაათიანებში დაიწყო, როდესაც სერიის პირველი თამაში გამოვიდა. მთავარი გმირი, ახალგაზრდა დიდმკერდიანი ქალი იყო, რომელიც აკრობატიულად გადაადგილდებოდა და ტროპიკულ ადგილებში მოგზაურობდა. იმის მაგივრად, რომ მამის დატოვებული უზარმაზარი ქონება ბუტიკებში და რესტორნებში დაეხარჯა, ის თავგადასავლების საპოვნელად წავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ კარგადაც გამოუვიდა. თამაშმა ფურორი მოახდინა. ლარა კროფტი მომენტალურად ინდუსტრიის სიმბოლო გახდა. დღემდე მიჩნეულია, რომ ის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია თამაშებში.
რა თქმა უნდა, პროექტის წარმატებამ განაპირობა სიქველის (გაგრძელების) გამოსვლა, შემდეგმა ნაწილებმაც იმედი არ გააცრუეს. თხუთმეტი წლის მანძილზე ლარა სულ ახალგაზრდა და სულ ოცდაოთხის იყო. სერიის ბოლო თამაში 2008-ში გამოვიდა, სახელად Tomb Raider: Underworld. Crystal Dynamics - ის (თამაშის შემქმნელი), ეს შემოქმედება კარგი ხარისხის აღმოჩნდა და ფრენჩაიზისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას ატარებდა, მაგრამ ნათელი გახდა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ლარას ძველი, თოჯინური გამოსახულება არ ეთანხმებოდა თანამედროვე ულტრადეტალიზირებულ პერსონაჟებს, რომლებსაც სხვა პროექტები გვთავაზობდნენ, ამიტომ კომპანიას ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა ახალი სამარხების დამლაშქვრელი შეექმნა.
რამოდენიმე თვის წინ, სათამაშო პორტალზე წავიკითხე, რომ Tomb Raider - ის რებრედინგი (იმიჯის შეცვლა, მაგრამ თვისებების შენარჩუნება) მზადდება. ამ ამბავს დიდი სიხარულით შევხდი და ტრეილერს დავუწყე ცდა. დიდი ხანი არ მომიწია. ივნისის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა პირველი სარეკლამო რგოლი. ყველაფერი მართლაც სიმართლე აღმოჩნდა. ეს სხვა ლარაა, განსხვავებული, გამოუცდელი, უფრო ახალგაზრდა ვიდრე წინათ. ის ჯერ არ არის გამოცდილი არქეოლოგი და არანაირი სამარხებში მოგზაურობით არ არის გართული, ეს სექსუალური ოცდაერთი წლის ქალია, რომელიც თავგადასავლების საპოვნელად გაემგზავრა გემით, მაგრამ მან არ იცოდა, რომ თავგადასავლები თვითონ იპოვიდნენ მას.
გემი შტორმში მოექცა, ლარა თავისი ლოგინიდან ვარდება და თავს მაგიდაზე არტყამს. კარებს აღებს და ხედავს რომ დერეფანი წყლით ივსება. სახეზე შიში იკითხება. წყალმა ჭერს მიაღწია, ლარას ვიღაცა ამოსვლაში ეხმარება, შემდეგ კი გემის კაპიტანი ეძახის მეორე მხრიდან და მის კროფტმა გადახტომის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მომენტალური ფიქრის შემდეგ ის მთელი ძალით გაექანა სველ იატაკზე და შუაზე გადატეხილი გემბანის მეორე ნაწილისაკენ გადახტა, შემდეგ ირტვება SloMo (Slow Motion - კადრის შენელება), კაპიტანს ხელში ჩაეჭიდა, მაგრამ პირველმა ვერ შეძლო მისი ძლიერად დაკავება და ლარა ღია ოკეანეში ვარდება. ამ დროს კამერა ზემოდან უყურებს ქალს, რის გამოც გარკვევით ჩანს მისი დეკოლტე და ამ მომენტში ვხდებით, ეს მართლაც ლარა კროფტია.

>>>

კამერა აჩვენებს ნაპირზე გამოტანილ გემებს, დამტვრეულ ტვითმფრინავებს, მზე სადაცაა ჩავა, ამიტომ მის სხივებს წიტელი ელფერი დასდევს. ლარა კი, ამ ყველაფრის შუაში დგას და დიდი ტკივილის გრძნობით დაჭრილ ხელს იხვევს. როდესაც ბინტს უჭერს გულისამაჩუყებლად ყვირის და სახე ეჭმუხნება ტკივილისაგან. შემდეგ გვაჩვენებენ თუ როგორ ზის ის მუხლებზე და წინ გაიყურება შეშინებული სახით და აჩქარებული სუნთქვით. დაფახაჭნილი, დასვრილი, სისხლიანი, მხოლოდ ლარა კროფტს შეუძლია ასეთ დროსაც დარჩეს უზომოდ მიმზიდველი.

>>>

ტრეილერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მაინც მომავალ E3-ს ძირითადად გიგანტი შუტერების გამო ველოდებოდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს თამაში ცემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება და მის მოლოდინს უფრო სულმოუთმენლად დავიწყებდი. რატომ? წაიკითხეთ ქვემოთ.
ახალი Tomb Raider - ის სათამაშო პროცესი Microsoft - ის პრესკონფერენციაზე აჩვენეს. დემონსტრაცია დაიწყო თუ არა, მაშინვე ყველა ცემი მოლოდინი გამართლდა. ეს მართლაც შესანიშნავი თამაშია, მაგრამ ჯერ სად ვართ.
ლარა რაღაცაში გახვეული კედელზე იყო ჩამოკიდული. ქვედა ტუჩი აუკანკალდა და შიშისგან სახე შეეკრა. სიტუაციის შეფასების შემდეგ იქეთ-აქეთ რხევა დაიწყო და ცეცხლის დახმარებით ჩამოვარდა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ იქ საკმაოდ ბასრი ხის ტოტია (ან რკინის მილი, გარკვევა ძნელია). როდესაც დაეცა, მუცლის მარცხენა მხარეში გაიარა ამ ჯოხმა, ლარამ კრუნჩხვა დაიწყო და ტკივილისაკან დაიყვირა. ტანზე ჟრუანტელი დაუვლიდა მაყურებელს. QTE -ს (Quick Time Events - პროცესი თამაშის დროს, როდესაც ეკრანზე დახატულ კონკრეტულ ღილაკს უნდა დააწვეთ გარკვეული დროის მანძილზე) საშუალებით მოთამაშემ დაეხმარა ლარას ამ ჯოხის მოშორებაში, ამ დროს კამერამ ჯანჯღარი დაიწყო, რამაც ეფექტი გააძლიერა. მის კროფტმა დაჭრილ ადგილზე ხელი მოიკიდა და ბორძიკით მოძრაობა დაიწყო.

>>>

შემდეგ მიმდინარე გეიფლეი უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ლარა ყველაზე ცოცხალი პერსონაჟია ვიდეოთამაშებში. მის სახეზე ყოველთვის მოვლენისადმი შესაფერისი ემოცია იხატება, ამას დაუმატეთ შესანიშნავად ანიმირებული გადაადგილება და თქვენ მიიღებთ ცოცხალ არსებას. დემონსტრაციის ბოლოსკენ დაიწყო ეკშენ-ელემენტები, რომლებიც არ ჩამოუვარდება ჰოლივუდურ ფილმებს. გარშემო ყველაფერი ინგრეოდა, ლარა თავგანწირვიდ გარბოდა, ვიღაცა მის დაჭერას შეეცადა, მაგრამ უზარმაზარმა ლოდმა გაჭყლიტა. ქალმა მოახერხა გამოქვაბულიდან გამოსვლდა და ბორძიკით მოძრაობა გააგრძელა, იქ სადაც მას უფრო დიდი ხიფათი ელოდება, ისეთი, როგორიც კოშმარებში არ დასიზმრებია.

>>>

დარბაზი ოვაციებით აივსო. გასაგები გახდა, რომ თამაშისათვის პლიუსი აღმოჩნდა მისი რებრედინგი, უფრო მეტიც, ახალი ლარა, ძველზე უფრო მიმზიდველია და რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ცოცხლად გამოიყურება. Crystal Dynamic - ს რთული დავალება ჰქონდა, გამოსახულება უნდა შეეცვალათ, მაგრამ ამავე დროს მისი ეშხი დაეტოვებინათ. გამოუვიდათ, ასი პროცენტით და უფრო მეტიც. გაახალგაზრდავების მიღმა, ლარა ერთი თავით უფრო დაბალი გახდა, კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ მამაკაცური სიმაღლე ზედმეტი იყო. ასევე ის უფრო ნაკლებად ათლეტური გახდა, რადგან ჯერ არ წარმოადგენს გამოცდილ საფლავების დამლაშქვრელს. შინაგანი სამყაროს გასაღრმავებლად, ღია მწვანე თვალები დაუხატეს. მკერდი შეამცირეს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, მისი ზომა დამკამაყოფილებელია, კომპანიაში მიიჩნიეს, რომ არარეალურად გამოიყერუბა ქალი ასეთი ,,ღირსებებით'' იმ ილეთებს ასრულებდეს, რომლებიც თამაშშია.

>>>

რატომ გახდა ახალი Tomb Raider ჩემთვის ყველაზე მოსალოდნელი? ამ კითხვაზე პასუხი, მთლიანად სათამაშო ინდუსტრიას მოიცავს, კერძოდ კი პერსონაჟების გამოსახულების ხარისხზე. შუტერებს ეს ნაკლებად ეხება, თუმცა იქაც საჭიროა გრძნობების გამსოახატავად სწორი მოძრაობის ანიმაცია და გახმოვანება, მაგრამ ძირითადად ეს მაინც მესამე პირის თამაშებს ეხება (როდესაც კამერით მთლიან პერსონაჟს ვხედავთ). მართალია ტექნოლოგიები ძალიან განვითარდა, წინა წლებთან შედარებით სახეზე პიქსელების და პოლიგონების რაოდენობა რამოდენიმეჯერ გაიზარდა (იხილეთ L.A. Noire - თამაშში წარმოდგენილია დღეისათვის საუკთესო სახის ანიმაცია), მაგრამ საქმე არა მარტო იმაშია თუ როგორ იყურება პერსონაჟი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია - როგორ ჩვენ ვხედავთ მას. მე ვგულისხმობ მთლიანად მოძრაობის ანიმაციას. უმრავლეს თამაშებში, ეს მსახიობიდან ჩაწერილი მოძრაობებია, მაგრამ სერიოზულად კომპიუტერზე დამუშავებული, ამიტომ ისინი ერთფეროვანი გამოდის. სწორედ ეს აქრობს სიცოცხლის შეგრძნებას. ერთმა ფილოსოფოსმა თქვა - ,,ცოცხალი არსების მოქმედება, შესანიშნავი და გაუმეორებელია. ერთ განზომილებაში, აბსოლუტურად მსგავსი მოძრაობის გაკეთება შეუძლებელია.'' მე არ ვამბობ, რომ ახალი Tomb Raider გვთავაზობს განსხვავებულ ნაბიჯებს, მაგრამ ანიმაციის მრავალფეროვნება და თვითონ პერსონაჟის იმიჯი, ქმნის ამის ილუზიას და თანამედროვე თამაშისათვის ეს ძირითადი მიზანია - შექმნას რეალობის ილუზია.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს სხვა სახელი აქ, ჩემ სტატიას ჰქვია - Lara Croft. მე ვთლი რომ პროექტიც ასე უნდა იწოდებოდეს, რადგან ეს აღარაა ისტორია არქეოლოგზე, არამედ ქალზე, რომელიც რთულ სიტუაციაში მოხვდა, საიდანაც შეშინებული გამოსავალს ეძებს.
ბოლოს მინდა დავამატო, რომ თქვენ შეიძლება არ იზიარებდეთ ჩემ აზრს და სტატიაში გამოთქმული ვარაუდები თქვენთის მიუღებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, კარგი იქნებოდა ყველა თამაშში პერსონაჟები, ლარასნაირი ცოცხალი და ემოციური ყოფილიყვნენ, რადგან გვჯეროდეს, რომ ეკრანს მიღმა - ადამიანია.
თამაში გამოდის 2012 წლის შემოდგომაზე.

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#2 » 15 Jun 2011 21:19

იუჰუუუუ! ^_^
ვგიჟდები ტომბრაიდერის სერიებზე
კარგი ნიუსია! მთავარია ძველ სტილში გააკეთონ
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#3 » 15 Jun 2011 23:57

კარგია რო ესე გულშემატკივრობთ თამაშს
ტრეილერზე ამდენის დაწერა მართლა სიყვარულის ნიშანია რესპ
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Gabriel
Posts: 147
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#4 » 15 Jun 2011 23:58

ქინექთს ექნება ხო ''საპპორთი''

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#5 » 16 Jun 2011 00:07

Riddick wrote:კარგია რო ესე გულშემატკივრობთ თამაშს
ტრეილერზე ამდენის დაწერა მართლა სიყვარულის ნიშანია რესპ

მე ყველა კარგ თამაშს ვგულშემატკივრობ და მიყვარს. მაგრამ ეს განსაკუთრებით, რატომაც სტატიაში წაიკითხეთ.

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#6 » 16 Jun 2011 00:09

Gabriel wrote:ქინექთს ექნება ხო ''საპპორთი''

სიმართლე გითხრა, ოფიციალური ინფორმაცია არ ყოფილა ამის შესახებ. მაგრამ თანამედროვე მოდაზე შეიძლება, რამე დამატებითი ლეველი ჰქონდეს სპეციალურად ქინეკტისტვის. თუმცა ემ ვთვლი , რომ ეს სისტემა ამ თამაშისათვის ზედმეტია.

Gabriel
Posts: 147
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#7 » 16 Jun 2011 00:20

ხო არა რათქმაუნდა გეთანხმები ნამდვილად ზემდეტი იქნება
მე წავიკითხე სადღაც და ალბათ სისულელეა და ისე სტატია გამოგივიდა მშვენიერი ესეც და რაც დაწერე ამიტომ გააგრძელე

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#8 » 16 Jun 2011 00:22

რა თქმა უნდა გავაგრძელებ. ძალიან მიყვარს ტამასები და უზომოდ შემIძლია მატზე ლაპარაკი, ამიტომ სტატიებიც წერაც მიზიდავს. შემდეგი სტატია დიდი ხანი არ მოგაცდევინებთ.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#9 » 16 Jun 2011 00:33

ჩემი ერთერთი fav სერიები პატარაობიდან მოყოლებული, იმის მიუხედავად რო დეველოპერიც შეიცვალა მაინც კარგად გაგრძელდა თანამედროვე სტანდარტებისთვის ყველაფერი. (მე მაინც exploring-ის თვალსაზრისით და უფრო ეფექტური ატმოსფეროს მხივ ძველებს ვარჩევ) ძალიან მომწონს ახალი ლარას დიზაინი, ყველაზე კარგად დამუშავებულია და პერსონაჟიც კარგად იგრძნობა, თან ყველაზე საინტერესო ასაკშია ჩემი აზრით, არც პატარა ბავშვია და არც ყველაფერზე წამსვლელი badass bitch რომელიც მთავარი სერიებიდან გვახსოვს, ძალიან მაინტერესებს თითონ ლარას პერსონაჟი როგორი იქნება, ძველ სერიებში მაგალითად მარტო კოსტუმებს იცვლიდა ხოლმე, შემდეგ ნელნელა პერსონაჟზეც დაიწყეს მუშაობა, ესაც ერთერთი მაგალითია და საკმაოდ მომგებიანიც უნდა გამოდგეს. კომერციულ სვლასთან ერთად სერიების "საფირმო ცვლილებაა" უკვე ლარას სხვადასხვა იმიჯი. თამაშის გეიმფლეის რაც შეეხება Uncharted-ს გავს ძალიან და ხალხი კლონირებაზე ლაპარაკობს უკვე და რავიცი რამდენად გაამართლებს ჯერ ვერ ვიტყვი
>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#10 » 16 Jun 2011 00:39

კლონირება ნაკლებადაა, Uncharted - ი არის სხვა მიმდინარეობის. იქ არის ბრძოლა მატერიალური საგნისათვის და აქ არის ბრძოლა სიცოცხლისათვის, თანაც არა ნიღბიან ბანდიტებტან, არამედ ყველაზე საშიშ მტერთან - ბუნებასთან, რომელიც ამავე დროს მისი გადამრჩენელიცაა.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#11 » 16 Jun 2011 00:41

კი მარა გეიმფლეიში ვნახე ვიღაც კაცები რომლებიც საერთოდ არ გავდნენ უკაცრიელ კუნძUლზე არსებულ მოსახლეობას, survival-ზე თუ წავა ყველაფერი პირიქით უფრო მაგარი იქნება მარა Uncharted 2 იც მასე იწყებოდა...

P.S. ძალიან კარგი სტატიაა respect
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#12 » 16 Jun 2011 00:55

მადლობა. ეგენი არიან აბორიგენები, უინტერესო იქნებოდა ისტორია, ლარას ვიღაც მდევარი მაინც რომ არ ყოლოდა ადამიანის სახიტ. ბოლოსდაბოლოს ეკშენისათვის საჭიროა ადამიანების დაპირისპირება.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#13 » 16 Jun 2011 00:58

რატო პირველ სერიებში ყველაზე საინტერესო ადამიანების მაგივრად კაკრას ცხოველები რო იყვნენ ეგ იყო, ეგ აძლევდა თამაშს იმ თავგადასავლის და მისტიკის ფონს რის გამოც გახდა რასაც დღეს წარმოადგენს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#14 » 16 Jun 2011 01:05

ეს თავქუდმოგლეჯილი ოთხმოცდაათიანები იყო. რა თქმა უნდა ცხოველები ახლაც იქნება, მაგრამ მისტიკას აღარ შევექმნებით. მთელი კონცენტრაცია რეალობაზეა გატანილი, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ შემქმნელები, მაგრამ რახან მოქმედება ბერმუდის სამკუთხედში ხდება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია, ტანაც ლარა კროფტმა მეეჭვება მისტიკის გარეშე გაძლოს.

Gabriel
Posts: 147
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#15 » 16 Jun 2011 01:17

გეთანხმები =-)

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#16 » 16 Jun 2011 01:20

+1 ძაან მაგარი სტატიაა, თამაშის სერიებს რაც შეეხება მაგრა მევასება მაგრამ Tomb Raider საყვარელი თამაში არაა ისე ლარა ყველაზე მაგარ ვიდზეა აქ
>>> :drool: :D

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#17 » 16 Jun 2011 01:34

ხო, ჯერ ამის შემხედვარე მოგინდება კაცსს თამაში. ტანაც 21-ს რომ არის - ასწორებს და აწორბს. ხმაც გეიმფლეიში მაგარი სექსუალური აქ. თანაც ტომბ რაიდერში ექნება მას საშუალობა გამოავლინოს მთლაინი თავისი ეროტიკული ტონალობა.
Tomb Raider ჩემი ყველაზე საყვარელიც არაა. უბრალოდ სხვების ფონზე ეს ნაწილი განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს, თუმცა რა საჭიროა ლაპრაკი სტატიაში აღწერილი მაქ, რატომაც ასე მოუთმენლად ველოდები.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#18 » 16 Jun 2011 14:58

მისტიკის გარეშე TR ვერ იქნება, ცარიელი survival რა პონტია, თან ბერმუდის სამკუთხედში როგორ არ უნდა იყოს მისტიკური დვიჟენია. აბორიგენ მოსახლეობას რა უნდა ბერმუდის სამკუთხედში, უფრო სწორად აქ ლარა სადაც ხვდება ეს არ არის ბერმუდი კუნძულებუი, აშკარად რაღაც ანომალიური მოვლენაა და მანდ ვინ უნდა იყოს? კარგი შეიძლება ვინმე გაჩითონ და კარგიც იქნება ერთი მხრივ მარა როგორც გაიჩითნენ ტრეილერშI ძალიან უაზრო იყო, უცებ ხელი შემოყო ზომბივით ვიღაცამ და არანაირი ეფექტი არ ექნება მაგას დარწმუნებული ვარ თამაშის დროს, ძველ TR ებშიც ყოფილა თუნდაც მესამეში აბორიგენი მოსახლეობა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მარა უცებ გამოირბენდა ისე რო სასწრაფოდ უნდა ამოგეღო იარაღი და გეხტუნავა აქეთ იქით, და თან ისეთი მუსიკა ირთვებოდა რო გძაბავდა, იქ მართლა მქონდა survival-ის განცდა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

jackson
Posts: 50
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#19 » 16 Jun 2011 15:12

იქნება ყველაფერი, იქნება. მეეჭვება ამ თამაშმა იმედები გაგვიცრუოს. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ასე იყოს.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Tomb Raider (2013)

Unread post#20 » 16 Jun 2011 15:49

იმედებს არ გააცრუებს, უბრალოდ მასოვკისთვის დასახამებელი სირობებით არ გაბერონ და ატმოსფერო ქონდეს, იმ ხელების შეიძლება 12 წლის ბავშვს შეეშინდეს მარა მე არ მინდა ეგეთი უაზრობები
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests