ჯერ კიდევ Bayonetta-ს გამოწვეული აჟიოტაჟი არ ჩამცხრალა, ხოლო Platinum Games-მა უკვე ახალი ანონსი გააკეთა. მომდევნო პროექტის სახელია - Vanquish.
თუ პრწყინვალე Bayonetta-ს შექმნაზე თვით Devil May Cry-ის შემქმნელი ხიდეკი კამია მუშაობდა, ახალი თამაშის შექმნაში მეორე არანაკლებ ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას - Resident Evil-ის შემქმნელი სინდზი მიკამი. Vanquish - ჰორორი არ გახლავთ. ეს არის მაშტაბური ფანტასტიკური ბოევიკი დიდი რობოტებითა და ნამდვილი ადამიანებით. როდის და რა პლადფორმებზე გამოვა თამაში ჯერჯერობით ცნობილი არარის.
***
იტალიური ჟურნალი Play Generation-ის ახალ ნომერში Platinum Games-ის ახლაი პროექტის Vanquish-ის პრევიუ მოხვდა. ეხლა კი ინფორმაცია რომლის გარკვევაც შევძელით:
მიკამი: "ჩქარ გეიმფლეიზე დაფუძვნებული TPS-ის გაკეთება მინდოდა, ძალიან ჩქარ გეიმფლეიზე."
"უზარმაზარი ლინკორები დაფრინავენ საბრძოლო მოქმედებების ველზე და მასზევე ფეთქდებიან.
სემის მწვანე ნათურებიანი თეთრი იმპულსური ჯავშანი, ცოცხალი ორგანიზმივით გამოიყურება, ჯავშანს ზოგი დეტალი ძვრება, მოძრაობს და ფორმასაც კი იცვლის.
ასევე იარაღიც განიცდის გარკვეულ ტრანსფორმაციას, რაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება."
აჩქარების ფუნქციის გამოყენების შემდეგ, მოთამაშე ბრძოლის ველზე ელვისებრი სისწრაფით გადაადგილდება.
თამაშში უამრავი სახის ყუმბარმტყორცნს შეხვდებით. თქვენ ასევე საბრძოლო მეხების დეაქტივირებასა და მათი მტრის წინააღმდეგ გამოყენებასაც შეძლებთ.
მთავარი გმირები ჩაფხუტების მოხსნის შემდეგ სიამოვნებით აბოლებენ სიგარეტს.
განადგურების პირას მყოფ გიგანტურ ობობა-ბოსს, ადამიანის ფორმის მეხად ტრანსფორმირება შეუძლია.
თამაში PN03 მოგაგონებთ, მიკამი თვლის, რომ Vanquish მისი სულიერი გაგრძელებაა.
ნაჩვენები ტექნოლოგიები ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ბრწყინვალედაც კი თუ კი რეპორტიორის სიტყვებს გამოვიყენებთ.
ეკრანზე დემონსტირებული ობიექტების რაოდენობა, შოკის მომგვრელი დეტალიზაცია და სასწაული სიჩქარე, უბრალოდ დაუჯერებელია.
მიკამის თქმით, თამაშის პროცესში მყოფი მოთამაშე უბრალოდ ვერ იტყვის, რომ Vanquish-ს ონლაინ კოოპერატივი აკლია.
მიკამის სურვილია, რომ მოთამაშეებისთვის თამაში ძალიან ჩქარი, ჩამთრევი, ადვილად აღქმადი და ჩელენჯიანი იყოს.მიკამი ასევე თვლის, რომ გეიმფლეის ონლაინში გადატანა მისივე შესღუდვების გამო უბრალოდ შეუძლებელი ხდება.
თამაში Bayonetta-ს ძლიერ გადამუშავებულ ძრავზე იწყობა.
მიკამის დახასიათებით თამაში არის ულტრა ჩქარი sci-fi survival, რობოტებით.