Mad Max, PC, PS4, Xone

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#1 » 26 Sep 2010 03:42

>>>

ორ წელიწად ნახევრის წინ Mad Max'ის ტრილოგიის რეჟისორმა George Miller'მა ოფიციალურად განაცხადა, რომ God of War II'ის შემქმნელი ჯგუფის ხელმძღვანელი Cory Barlog Mad Max'ის სამყაროს პროექტით დაკავდებოდა. 2008 წელს მილერმა განაცხადა, რომ იგი მზათ იყო გადაედო ფილმის Mad Max 4: Fury Road'ის გამოსვლა, რათა შემქმნელებს ყველა ჩანაფიქრის რეალიზება მოესწროდ.

რამდენიმე დღის წინ, ბარლოგის twitter-საიტზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა - როგორც ირკვევა, პროექტი სრულიად ჯანსაღ მდგომარეობაშია, თამაში ესესაა გამოვიდა წინასწარი პროექტირების ეტაპიდან, ხოლო შემქმნელები ფართო მაშტაბიანი სამუშაოების დაწყებისთვის ემზადებიან. Giat Bomb'ის ინფოს თანახმად, პროექტზე Just Cause'ს შემქმნელი ჯგუფი Avalanche Studios მუშაობს.

თამაში დაახლოებით ფილმთან Mad Max 4: Fury Road'თან ერთად უნდა გამოვიდეს, რომელიც დაახლოებით 2012 წლისთვის არის მოსალოდნელი. მთავარი გმირები კი Tom Hardy და Charlize Theron იქნებიან.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Mad Max

Unread post#2 » 26 Sep 2010 10:06

მელ გიბსონის გარეშე სულ სხვა იქნება, მაგრამ კი დაბერდა ეს უკანასკნელი.

Forve
Posts: 62

Mad Max

Unread post#3 » 27 Sep 2010 05:40

მმმ. ტომ ჰარდი მშვენიერი არჩევანი გაუკეთებიათ

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#4 » 11 Jun 2013 16:46

ეს ყველაფერი უფრო მითი მეგონა ვიდრე რეალობა ))) Announcement Trailer

User avatar
Alucard
Posts: 435

Mad Max

Unread post#5 » 18 Jul 2013 01:29

ცოხვრებაში არ მაკლდა ბენზინზე ჩალიჩი... ეხლა მაგ V8-ს უდაბნოში რა უშოვის ბენზინს

მაგარი სიახლეა ძალიან, მეც დიდ მუღამს ვუჭერ მაგ სეთინგს, თან უფრო უდაბნოს კი არა თვითონ იმ სასტავს ვინც მაგ უდაბნოში მოძრაობენ გზებზე ))) და მაგათ ხოცვას. თრეილერი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

BoromiR
Posts: 638

Mad Max

Unread post#6 » 18 Jul 2013 13:13

მეც მაინტერესებდა, მარა რადგან xbone-ზეა ნახ.

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#7 » 18 Jul 2013 15:23

x-ზე რაც არი ყველაფერი მოდის PC-მდე ))) ხოარ დაგავიწყდა? თუ კაი იქნება გამოუშვებენ ამასაც, მარა ამ ტრეილერიდან თამაშზე დიდს ვერაფერს იტყვი..

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#8 » 20 Jul 2013 04:36

აი რავიცი აბა... მელ გიფსონის უკანონო გოგოს უფრო გავს კაცი
და თითონ თამაშზეც ვერ გაგიჩდება რამე აზრი, მითუმეტეს როცა მილიონი თამაშია უკვე ამ სეთინგში და საკმაოდ კარგი დონის.
>>>
რაღაც ახალი უნდათ, რაღაც რაც ჯერ არ ყოფილა. თუნდაც სიუჟეტის თვალსაზრისით, ან რამე სერიოზული გეიმფლეი თავისებურება (მაგალითად ძალიან დიდი და ძალიან უდაბური სამყარო). თითონ ფილმის სიუჟეტი საკმაოდ ბანალურია და იგივე რო გადმოიტანონ მაგრად დაენძრევა თამაშს.
P.S. მუსიკამ გაასწორა : )

***
სტილი და ფერთა გამა აშკარად სწორია. Just Cause 2 კამანდა მუშაობს სამყაროზე, ანუ მაშტაბებიც არ იქნება პატარა
1,2

***
სქრინები გეიმსკომინდან: 1,2,3

***
კაცმა არ იცის როდის წაშლიან, ამიტო უბრალოდ ლინკს დავდებ. ბევრი არაფერი არაა ნაჩვენები, მაგრამ გმირი და მანქანა საკმაოდ კარგად არი რეალიზებული, ემჩნევა, რომ თანამედროვე ძრავია.

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#9 » 26 Apr 2014 06:09

აი თურმე რაში იქნება საქმე (ნუ უმეტესწილად, ალბათ).

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Mad Max

Unread post#10 » 26 Apr 2014 08:13

ანუ ქრაშდეის open world ვერსიაა მარა ძაან ერთფეროვანია, მანქანის რამდნეიმე სხავდასხვა ნაწილი და პულიმიოტი რას უშველით , 10-15 მანქანის არჩევის საშუალება მაინც უნდა იყოს თუ ეგრე არაა ესეგი რაღაც საშინელებას აკეთებენ
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#11 » 04 Mar 2015 23:20

Game Informer-ში 12 გვერდიანი სტატია დაწერილა თამაშზე და დეტალებიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, მანამდე კი: 1 2
Coverage Trailer

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#12 » 05 Mar 2015 15:12

Mad Max თამაშის რუკას საზღვრები არ ექნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოთამაშეებს მის ფარგლებს გარეთ გასვლაც შეეძლებათ. მაგრამ, იმ ადგილებში გამგზავრებით, რომელსაც დიდ სიცარიელეს უწოდებენ, თქვენ თავს საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაში ჩაიგდებთ. იქ თქვენ ვერც წყალს და ვერც საჭმელს ვერ ნახავთ, მხოლოდ სასიკვდილო ქვიშის ქარიშხლები. თუ მოთამაშე მაინც ახერხებს გადარჩენას, შეიძლება გაუმართლოს და თავისი რკინის ცხენისთვის უნიკალური ნაწილები იპოვოს.

გადარჩენა არც რუკის ტერიტორიაზე მარტივი. საჭმელი და წყალი, რაც მაქსის ფორმაში სამყოფელად საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან იშვიათად მოიპოვება. როდესაც ცოტა სიცოცხლე გაქვთ, საჭმელი კი თავდება, დეველოპერები ცის თვალყურისდევნებას გვირჩევენ, ჩიტები ძირითადად დამპალი ლეშის გარშემო დაფრინავენ, რომელიც სხვადასხვა სახის მატლებით არის დაფარული. თუ მან ლეში იპოვა ჩათვალეთ, რომ გაუმართლა, მატლები ხომ პროტეინის სკმაოდ კარგი წყაროა. საჭმელად სხვადასხვა ცხოველების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად მღრღნელები და სხვა.

იმ დროს როდესაც ზოგიერთი რესურსის პოვნა ძალინ რთულია, დეველოპერები შეეცადნენ, რომ სხვა საჭირო რესურსები, მაგალითად ბენზინი, საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელი იყოს. მოცემულის მიზეზი მარტივია, მათ უნდათ, რომ მოთამაშე საკმაოდ დიდ დროს ატარებდეს საჭესთან. ავტოფარეხში მოხვედრა მთავარი მენიუდანვე შეილება, რაც Magnum Opus სწრაფ გადაკეთებაში შეგიწყობთ ხელს. თავიდან დეველოპერებს ავტოფარეხების თამაშის სამყაროში სხვადასხვა ადგილას დადგმა უნდოდათ, მაგრამ შემდგომში უარი თქვეს ამ იდეაზე.

მაქსს თავის გუნდში ერთი პერსონაჟი სახელად ჩამბაკეტი ეყოლება, მას თქვენ თითქმის თამაში დასაწყისშივე შეხვდებით. ჩამი გამოცდილი მექანიკია, იგი მაქსთან ერთად Magnum Opus ივლის და ჰარპუნის იარაღს გამოიყენებს.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Mad Max

Unread post#13 » 23 Apr 2015 21:17

ტრეილერი არ დევს მემგონი აქ
გეიმპლეის აჩვენებენ, თან დვიჯოკზეა ეს ყველაფერი
>>>

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#14 » 23 Apr 2015 21:34

მეც მაგის დასადებად შემოვედი :) მაგარი ვეშია, განსაკუთრებით მანქანების თემა ჩანს რაღაც მსუყედ, თბილისის ტაქსისტებს გვანან, ღამის 12 მერე.

და გრაფიკაც ისეთიაქ რა, პონექსთგენსკი: 1 2 3 4 5
სემუელ ელ ჯექსონი

პროსტა იმედია მანქანა/ბათქი მონაცვლეობის გარდა კიდევ იქნება რამე საინტერესო და ღრმა, აი სამყაროს რო უფრო მომხიბლავს ხდის ხოლმე ისეთი.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Mad Max

Unread post#15 » 23 Apr 2015 21:53

მე პირადად თანახმა ვარ, თუ იქნება დიდი უდაბნო, თუნდაც უსიცოცხლო, მაგრამ ატმოსფერული რომ იყოს.
იმიტო რო რაც შევხედე, ცარიელი ჩანდა ...

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Mad Max

Unread post#16 » 24 Apr 2015 16:50

მთავარია კარგად იყოს გაპოლიშებული და ეს კონტენტი რაც აჩვენეს ძალიან კარგად გამოიყურება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Mad Max

Unread post#17 » 17 Jun 2015 09:40


Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#18 » 25 Jun 2015 01:04

დღეს უყურე ფილმს და სიუჟეტის მიუხედავათ ძალიან მომეწონა მეც. ძველი დრო გამახსენდა და გამახსენდა რო ეს თამაში გამოდის. მინდა რო წარმატება უსურვო და მინდა რო უდაბნოში მასელქარით გრიალი ისეთივე დონის იყოს რაც ფილმის ავტო სცენები )))

ფილმმა გამახსენა ბრუტალ ლეგენდიც, რომელიც ჩემი აზრით ასევე ძალიან კარგად ჯდება მის ხასიათში და თუ ვინმეს ფილმმა ამ ემოციის თამაშში გადატანა და გაგრძელება მოგანდომათ, მაქსის გამოსვლამდე, თამამათ შეგილიათ ბრუტალს მიმართოთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Mad Max

Unread post#19 » 25 Jun 2015 01:47

აუ რო ვუყურებდი სულ მქონდა ტვინში რომ რაღაცას მახსენებდა და ვერ ამოვხსენი რა იყო. ეხა რო დაწერე ბრუტალ ლეგენდზე კი იმენა ბევრ მომენტში მაგისი feel მოიტანა. თან მარტო მეტალის თემის გამო არა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Mad Max

Unread post#20 » 02 Sep 2015 12:39

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 1, 2015
Developer: Avalanche Studios
Genre(s): Action & Combat
Metascore No score yet
User Score 8.2

ყველაზე კარგი იქნება ფილმის აგორებული ტალღის გაგრძელება თუ გამოუვა. გულწრფელად მინდა რო არ ჩაიჯვას ერთისიტყვით.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron