რატომღაც უცებ მომინდა ამის თამაში და ჩავუჯექი. პირველი წუთებიდანვე გამახსენდა როგორ მომწონდა ეს თამაში და რაღაც განსაკუთრებულად თბილად წამივიდა ეგრევე. ხუთი წელი გავიდა უკვე და უფრო კარგად გამოიკვეთა თავში რაღაცეები. მილიონი რეფერენსი, ისტერ ეგის პონტში შესრულებული ამბები ;დ ზოგადად მგონი ეს თამაში არის ყველაზე ეკლექტური თამაში რაც კი გამოსულა ასეთ 'დიდ' პროექტებში, თან ელემენტებს კრავს არა იმდენად ვიდეო თამაშებიდან, არამედ სხვა მედიუმებიდან. თამაშის პირველივე წინადადებაში სტივენ კინგს ახსენებენ და აი მააააართლა მგონია სტივენ კინგს რომ წიგნების მაგივრად ვიდეო თამაშების სცენარი ეწერა, ასეთ რამეს მივიღებდით ;დ ენდინგიც კი შეიძლება კლასიკურ კინგად მოიაზრო ;დ
სიუჟეტის მოწოდებაც იმენა კინგია ;დ რავიცი ასე ვხედავ მე და მაგრად მომწონს.
კინგის გარდა მილიონი რამ კიდე, ტვინ პიკსურობა ხო ბაზისია საერთოდ ამ თამაშის. ემერსონ ბრაზერსი გახსოვთ ვინმეს? მე არც არასოდეს დამვიწყებია ;დ
Allman brothersია პარალელურ სამყაროში! ;დ ეს ვიკინგური სატყუარა რომ მოაშორო იმენა ეგ არის. ფერმაში სთეიჯი, ძველი დიდება და ამბები.
ზოგადად მაგ პერსონაჟებზე მიბმული ამბავი ძალიან მომწონს ;დ სიმღერაში ჩადებული მესიჯი და ამბები
საუნდის ამბავში რა მაგარი რამეა?! :3
საუნდტრეკები, ვეიქის მონოლოგები ვითომ წიგნს რომ გიკითხავს
ტიტრების დროს space oddity დაიწყო! ;დ
https://www.youtube.com/watch?v=zZiYFFDGoh0ემერსონ ბრაზერსი :3
მგონია რომ ამ თამაშმა ის გააკეთა, რაც სერიალებში stranger thingsმა ქნა, ოღონდ ძალიან რეალურია ის, რომ მეორეს გამოუვიდა ამას კი ჩაეჯვა გლობალური თვალსაზრისით. სხვა სამყაროა ვიდეო თამაშები, კიდე ბევრ სხვა სიმს უნდა გამოკრა თითი რომ ააჟღერო მელოდია მთელი თავის ეშხით. ამის გარდა თავიც რომ არ მოვიტყუოთ, აუდიტორიაც სხვა არის.
რა არ გამოუვიდათ, ან გამოუვიდათ ცუდად, წინა პოსტებში წერია ბეეევრი ;დ
ეს აიპი ასე უაზროდ არ უნდა დამთავრებულიყო. სჭირდება მეორე ნაწილი და იმედი მაქვს დაადგამენ საშველს, ისედაც ისე გაწელეს როგორც არ უხდება. სადღაც წავიკითხე ვეძებთ სხვა მედიუმებს სადაც დავასრულებთ ალან ვეიქის ისტორიასო, ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვისაც ასეთი აზრი მოუვიდა თიმში, დილით სამსახურში წასვლის დროს მეცამეტე სართულიდან გადმოვარდნილი ტაფა გაუტეხს თავს და თან წაიღებს ამ უტრაკო იდეას.
დაიწყე და დაასრულე, ***ო!