Quantum Break, PC, Xbox

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Quantum Break

Unread post#1 » 20 Feb 2014 18:48

>>>

თამაში რომელზეც ეხა ვილაპარაკებ, Microsoft-ის ალბათ ყველაზე დიდ ექსკლუზივს წარმოადგენს. მოთამაშეები Remedy-სგან მწერალი-ნოველისტის ისტორიის გაგრძელებას ელოდებოდნენ, მაგრამ ფინელებმა გასულ E3 სრულიად ახალი პროექტი დაანონსეს. სტუდიის თანამშრომლების მტკიცებით, ახალ თამაშში დეველოპერები Alan Wake თხრობის სტილს და Max Payne ტიპის ექშენ ელემენტებს გაოიყენებენ, ასევე ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟით მოგვიწევს თამაში. ცნობილი ფაქტები:

>>>

Quantum Break - ეს გახლავთ ახალი ექშენ-შუთერი დროის მართვის შესაძლებლობით.

თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ჯეკ ჯონსით, ან ბეტ უილდერით. გარკვეულ მომენტებში, დროში მოგზაურობის ტექნოლოგიების შექმნაზე ორიენტირებული, მეგა კორპორაცია Monarch-ის ხელმძღვანელის, პოლ სერინას როლის მორგებაც მოგიწევთ. დიდი ხნის წინ პოლი და ჯეკი მეგობრები იყვნენ.

დროში მოგზაურობის ექსპერიმენტი უეცრად არასწორად წარიმართა და სამყაროს სხვადასხვა ფრაგმენტებად დაშლა გამოიწვია. მოცემული ფრაგმენტები დროდადრო ერთმანეს ეჯახებიან. კატასტროფის ეპიცენტრში მოხვედრილ გმირებს კი უეცრად დროის მართვის საშუალება ეძლევათ.

პოლს ყველაზე შთამბეჭდავი შესაძლებლობები გააჩნია. იგი წინასწარ ხედავს მომავლის სხვადასხვა ვარიანტებს და საკუთარი სურვილისამებრ ირჩევს მათ. ზუსტად ამ არჩევანის გაკეთება მოუწევთ მოთამაშეებსაც.

სერიოზული სიუჟეტური შეცდომების თავიდან ასაცილებლად, Remedy-იმ თამაშზე სამუშაოდ, CERN-ზე მომუშავე მეცნიერი მიიწვია. მან აუხსნა გუნდს კვანტური ფიზიკა და მოეხმარა რეალურ სამეცნიერო თეორიებზე აგებული, ყველაზე ლოგიკური სიუჟეტური ხაზის შექმნაში.

თამაშის პარალელურად ტელესერიალსაც იღებენ, რომელიც მოთამაშეებს მოცემული სამყაროს, პერსონაჟებს და სხვა დეტალებს უფრო კარგად გაცნობაში დაეხმარებათ.

>>>

პირადი:
ძალიან დიდი დროა გასული ამის ანონსიდან და დღემდე ვერ ლაგდება ეს თამაში ჩემ თავში. Remedy ნამდვილად ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მარგრამ რაღაც უცნაურის განხორციელება უნდა ლეიკს უკვე დიდი ხანია (Alan Wake-შიც იგრძნობოდა რაღაც მსგავსი). მაგრად არ მომწონს ეს პარალელური სერიალის თემა, არ მესმის თამაშის მთავარი კონცეფცია და არ მომწონს ვიზუალურად (კარგი გრაფიკის მიუხედავათ, ძალიან უსახურია რაღაცნაირად). დროსთან მანიპულაციების თემაც აშკარად ვერ იწვევს ჩემში ინტერესს და თან ისეთი დაბალი სისტემატიურობით ისმის თამაშის შესახებ, რომ მგონი ბოლომდე თვთონაც არ ესმით რას აკეთებენ. იმედიმაქ არ ჩაისვრიან.

Bulletstorm
Posts: 104

Quantum Break

Unread post#2 » 20 Feb 2014 21:48

PC ზე არ იქნება? :mda:

Riddick
Posts: 11696

Quantum Break

Unread post#3 » 13 Aug 2014 11:07

თავიდან გარკვეული პერიოდი ალბათ One-ზე იქნება მარტო და მერე გამოუშვებენ PC-ზეც.

***
თამაშის ლეველდიზაინერს და სცენარისტს გრეგ ლოუდენს მისი წინა პროექტისთვის ოსკარი გადასცეს - საუკეთესო სპეცეფექტები, ფილმი "გრავიტაცია". საინტერესო კაცი ყავთ თიმში ))

***
რემედის თამაშში რამე ორიგინალური მექანიკა რო არ იდოს ისე არ გამოდის როგორც ჩანს - >>>
მომეწონა, ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე აქამდე მქონდა (საკმაოდ დინამიური და მუღამიანი გეიმფლეი უჩანს).

Riddick
Posts: 11696

Quantum Break

Unread post#4 » 24 Oct 2014 15:04

UPD - 16 Minutes of Quantum Break (სემ ლეიკის კომენტარებით და აქამდე უცნობი კადრებით) - >>>

Riddick
Posts: 11696

Quantum Break

Unread post#5 » 06 Apr 2015 18:16

Microsoft და Remedy Entertaiment თამაში ოფიციალურად 2016 წლისთვის გადაიტანეს.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Quantum Break

Unread post#6 » 12 Feb 2016 13:22

პისიზე გამოდის 15 აპრილს :3 :3 :3

მაგრამ რაღაც ჰაი ენდ პისი სჭირდება :/
იმედი მაქვს ჩვეულებრივი მოკვდავებიც შევძლებთ დაგემოვნებას
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Quantum Break

Unread post#7 » 12 Feb 2016 17:07

სერიალთან ერთად გამოშვების თემა თავიდან არ მესმოდა, მარა ნელნელა ვხვდები რატომაც აკეთებს. თამაშიც და სერიალიც მოყვება ერთიდაიგივე ამბავს, ოღონ სხვადასხვა მონაკვეთებს, რამაც წესით სამყარო უფრო ღრმა უნდა გახადოს. აქ მთავარია სერიალის ხარისხი, რომელმაც შეილება მარტივად გააფუჭოს იდეა. იმედია კარგად გამოუვა, იმიტო რო თუ გამოუვა შეილება მიახვედროს ტიპები როგორ უნდა თამაშების და ფილმების, ან სერიალების შერწმა და სწორად გამოყენება. კარგად გამოსვლაში კი ვგულისხმობ იმას, რომ არც თამაში და არც სერიალი, ერთმანეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს და უნდა წარმოადგენდეს თვითკმაყოფად პროდუქტს. აი ზუსტად ისე როგორც მატრიცაზე გააკეთეს, სხვა პერსონაჟები, მაგრამ იგივე მოვლენები, რომელსაც უკვე შენ თამაშობ, ძალიან მაგარი იყო.

პ.ს. ვიჩერს მახსოვს რო ულტრაზე თამაშობდი, იგივე თაობის თამაშია, ტაკშტო შეგილია წყნარად იყო.


Riddick
Posts: 11696

Re: Quantum Break

Unread post#9 » 06 Apr 2016 14:00

გამოსვლის ინფო:
Release Date: Apr 5, 2016
Developer: Remedy Entertainment
Genre(s): Action-Adventure
Metascore 78
User Score 7.7

ანტონ ლოგვინოვის მიმოხილვას უყურე, მაინტერესებდა, უბრალოდ ძაან გაწელილია და მთლიანათ ყურება არ ღირდა, ამიტო ლინკსაც არ დავდებ. უბრალოდ თამაშზე მინდა რო დავწერო ზოგადი შეხედულება.

მთავარი პერსონაჟი და ეს პოლიშდ, კარტონული ამერიკული გარემო საერთოდ არ მიქმნის რაიმე სახის საინტერესო ატმოსფეროს შეგრძნებას და არ განმაწყობს სიუჟეტისადმი. სხვა დანარჩენი, რაც შეეხება თამაშის და სერიალის გადაბმის თემას (მთავარ ელემენტს, რაზეც დგას ყველაფერი), ან ზოგადად სიუჟეტურ წყობას, საინტერესო ჩანს (ანტაგონისტითაც გიწევს თამაში და სერიალი გაცილებით ზრდის მოქმედი პერსონაჟების რაოდენობას, ისევე როგორც ინფორმაციას სამყაროზე. თამაშში იგებ სერიალის პერსონაჟების ბექსთორის, ან პირიქით. არის კიდე უამრავი სახის ბმა ამ ორ მედიუმს შორის, რაც არამგონია რო საინტერესო არ იყოს). გეიმფლეი ხარისხის გარანტია მგონია, ისეთი ხალხის თამაშია, მარტო ეგ ელემენტი არ დაწევს თამაშის შეფასებას თუ რამეა.
საერთოჯამში ეს არის კიდევ ერთი უზარმაზარი ექსპერიმენტი რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. რასაც ყველა მსხვილი გამომცემელი თავს არიდებს, მაგრამ არა სემ ლეიკი. ტიპი აკეთებს ყველაფერს რო თქვას რაღაც ახალი, ან ახლებურად. არ ეშინია ახალი აიპის გაშვების. ეს არი ერთგვარი "ექსპერიმენტატორი ინდივიდის" AAA პროექტი, როგორც ვთქვათ დევიდ კეიჯის თამაშები. მათი თამაშები ყოველთვის ჰიტები არ გამოდის და ვერც გამოვა, ამ ტიპების მთავარი ამოცანა თვითონ მედიუმის ახალ სიღრმეებზე გაყვანაა, მათში იმაზე მეტის აღმოჩნეა, რასაც იმ მომენტში ხედავენ სხვები. ამიტო უნდა დაუთმო განსაკუთრებული ადგილი და როგორც რაღაც იშვიათ ინდი პროექტს ისე უნდა ჩაუჯდე.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Quantum Break

Unread post#10 » 01 Jul 2016 21:27

რამე ისმის ამ თამაშზე? გამოვიდა დიდი ხნის წინ და ტორენტებზე ამის სახელს რომ ვწერ არაფერს მიგდებს ;დ ამის მყიდველი არ ვარ ნამდვილად და პირატულად ვერ ვითამაშებ ვითომ?
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Quantum Break

Unread post#11 » 02 Jul 2016 02:49

ვაფშე არავის არ ახსოვს ამ თამაშის გამოსვლის ფაქტი ))
მე სადმე თუ მოვახერხებ დავითრევ და ვნახავ, მარა ორნივართ )))

Riddick
Posts: 11696

Re: Quantum Break

Unread post#12 » 09 Jul 2016 04:33

დეველოპერებს თავისივე ხელით დაამარხინეს თამაში
შეფასებებში თითონ თამაშზე წერიდან თითქმის არავინ არ იწყებს, უბრალოდ გარემოებებს თვლიან და ისეთ პირობებშია გამოსული რო მართლა ჯობდა საერთოდ არ გამოეშვათ.

პირველი მინუსი ისაა, რომ მეათე ვინდოუსის ექსკლუზივია.
მეორე და უფრო უარესი ის, რომ სტიმზე არ დევს და მარტო ვინდოუს ლაივით ვრცელდება.
არის ძალიან მომთხოვნი ჰარდისადმი და ცუდათ ოპტიმიზირებული.

წარმოიდგინე ეხა რო ამხელა თამაშს PC-ზე უშვებ და სტიმზე, ან გოგზე რო არ დევს )) თან მეათე ვინდოუსის დაყენებას რო გთხოვს :embar:

თითონ რემედი მეცოდება, იმენა ტერორისტის ხელში არიან (მაიკროსოფტს ვგულისხმობ) და ამდენი წელია ხან ერთ სერიოზულ ასპექტში არ უმართლებთ, ხან მეორეში ...
ქვანთუმ ბრეიქი თუ ალან ვეიქზე დიდი ჩავარდნა იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და რაცმთავარია ძალიან არ მინდოდა :hmm:

Riddick
Posts: 11696

Re: Quantum Break

Unread post#13 » 12 Aug 2016 12:44

სტიმზე დადებენ 40 დოლარად 8,7 ვინდოუსების ვერსიაც იქნება :)

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 149 guests


cron