Gordon Freeman ყველაზე ცნობილი გმირი გახდა, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Gordon Freeman ყველაზე ცნობილი გმირი გახდა

Unread post#1 » 01 Jun 2010 14:39

>>>

ჟურნალი Empire'ის საიტზე 50 საუკეთესო თამაშებში მოცემული გმირების "არჩევნები" ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამომცემლობის მკითხველთა ყველაზე საყვარელი გმირი უნდა გამოვლენილიყო. ცნობილი ულვაშებიანი სანტექნიკი მარიო მეორე ადგილას გავიდა, ხოლო ყველა დროის ყველაზე ცნობილი პერსონაჟის ტიტული Empire'ის მკითხველებმა Half-Life'ის მუნჯ გმირ Gordon Freeman'ს გადასცეს. კიდევ ერთი სასიამოვნო სურპრიზი მესამე ადგილის მფლობელი ხელოვნური ინტელექტი Shodan გახდა System Shock'იდან.

>>>

ხუთეულში ასევე Nameless One - Planetscape: Torment და უბერებელი ლარა კროფტი მოხვდნენ. Empire'ის მკითხველების სხვა ფავორიტებთა შორის მოხვდნენ Master Chief'ს (Halo), Guybrush Threepwood'ს (Monkey Island), Link'ს (Zelda). ნომინანტების სრული სიის პოვნას Empire'ის საიტზე შეძლებთ. ხმის მიცემა ეხლაც გრძელდება, ასე რომ დაუჭირეთ მხარი თქვენ საყარელ გმირს.
კვაზი-mode

GHOST
Posts: 1242
Contact:

Gordon Freeman (ყველაზე ცნობილი გმირი)

Unread post#2 » 02 Jun 2010 15:27

ეხლა რა გამახსენდა. HL 1 ში, ბოლოს უცხოპლანეტელთა პლანეტაზე რომ ხვდები. თავიდან რაღაც მცირე "კუნძულზე" რომ ხარ და გადასხტომად მანძილი დიდია. ctrl ით რომ ხტებოდი რაღაცნაირად და დიდ მანძილზე, ეგ არ ვიცოდი. ჰოდა ვწვალობ მაგ ადგილზე, ვწვალობ და ბოლოს მოვიფიქრე,რომ იარაღის "ატდაჩა" გამომეყენებინა (იარაღს რა ერქვა არ მახსოვს, რომ ატრიალებდა რაღაცას და შემდეგ უფრო დიდი ძალით ისროდა) ,ჰოდა გადავხტებოდი – ვისროდი, გადავხტებოდი – ვისროდი და საბოლოოდ გაამართლა მართლაც.

მხოლოდ მერე გავიგე, რომ არსებობდა "დიდი ნახტომის" ოპცია. :]

კრეატიული უნდა იყო ^^

FPS ები ძირითადად არ მომწონს, "კრიზისისკენ" მაგალითად არასდროს გამიხედავს, გამონაკლისია HL და Bioshock

რომ დავფიქრდე ორივე ამ თამაშში იგრძნობა ჯორჯ ორველის ნაწარმოების, 1984–ის, გავლენა( HF 2-ში, ნუ "ბიოშოკში" ანტიუტოპიის ამბავში)

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Gordon Freeman (ყველაზე ცნობილი გმირი)

Unread post#3 » 03 Jun 2010 19:26

Shodan და Nameless One <33
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests