PortaPlay-ის სპეციფიური თამაში, News

#1 - მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

PortaPlay-ის სპეციფიური თამაში

Unread post#1 » 19 Dec 2009 02:50

>>>

ბევრი გეიმერი კამათობს იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თამაშებში გრაფიკა. მაგრამ ზოგი ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო საერთოდ ვერხედავს, აი ზუსტად ამ აუდიტორიისთვის მუშაობს დანიური სტუდია PortaPlay და ქმნის თამაშს გრაფიკის გარეშე.

შემქმნელები მხედველი აუდიტორიის დაინტერესებასაც ცდილობენ, რადგან იმოგზაურო და მიიღო ახალი შთაბეჭდილებები თამაშიდან რომლშიც, მთავარ როლს ხმა ასრულებს, - ეს როგორც მინიმუმ ორიგინალურია. თამაშის სიუჟერტი რომელიც სათავგადასავლო ჟანრს მიეკუთვნება, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება. მთავარი გმირი - დივერსანტი, გადასმული მტრის ტერიტორიაზე, რათა მოაგროვოს ინფორმაცია ახალი საიდუმლო იარაღის შესახებ. მაგრამ თამაშის დასაწყიშივე ჩვენი გმირი უეცრად ხედვას კარგავს, რის შემდეგაც მოქმედება ბნელ ეკრანზე ვითარდება.

მთავარი ორიენტირი, როგორც ზევით მოგახსენეთ, ხდება ხმა, რომელიც დაგეხმარებათ თავსატეხების გადაჭრაში, დივერსიების მოწყობასა და მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, როგორც ხედავთ გამოსახულები გარდა ექშენის ყველა ელემენტი სახეზეა. შემქმნელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გვპირდებიან, რომ თამაშს ექნება მულტიფლეიერი სადაც უსინათლო აუდიტორია თავისუფლად შეძლებს ერთმანეთის წინააღდეგ ძალების მოსინჯვას. მოცემულმა პროექტმა უკვე გამოიწვია ინტერესი სხვადასხვა სფეროებში და მიიღო დაფინანსება კომპანია Danish Screen-ისგან. PortaPlay-ის იდეა იმდენად თამამი და ორიგინალურია, რომ მან ნამდვილად უნდა იქონიას რაიმე საინტერესო შედეგი.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3604
Contact:

PortaPlay (სპეციფიური თამაში)

Unread post#2 » 19 Dec 2009 03:33

საინტერესოა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1242
Contact:

PortaPlay (სპეციფიური თამაში)

Unread post#3 » 21 Dec 2009 23:17

საღოლ, გამიხარდა ძალიან.

Hexblade
Posts: 117
Contact:

PortaPlay (სპეციფიური თამაში)

Unread post#4 » 21 Dec 2009 23:51

კაი რამე ჩანს ძალიან და კეთილ საქმესაც აკეთებენ ) მადლობთ PortaPlay

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests