სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე,

თემების ფორმატები:
ამბავი . ღონისძიება . ტექნოლოგია . სტატისტიკა . ინტერვიუს მონახაზი . სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#1 » 11 Jul 2019 23:15

რამდენიმე წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს როდის სტიმმა უარი თქვა ტრადიციულ კურირებულ მთავარი გვერდის და რეკომენდაციების სისტემაზე და გადავიდა პერსონალიზებულ მთავარ გვერდზე სადაც "ნიუს კარუსელში" და "სარეკლამო კუბიკებში" გამოჩენილი თამაშები ინდივიდუალურად გამოჩნდებოდა. მთავარი მიზეზი ამისი იყო კონტენტის კურირების პასუხისმგებლობის მოხსნა თავის თავიდან და ბარიერის გამარტივება თამაშის დადებაზე.

ნელნელა იხვეწებოდა ეგ ტექნოლოგია და სტიმი აღწერდა ბლოგებზე ყველა ცვლილებას. ასევე სტიმმა გადაწყვიტა საჯაროდ გამოეტანა ძირითადი მახასიათებლები რის მიხედვითაც თამაშს გირჩევდა. ყველა თამაშის გვერდზე გამოტანილი იყო ეს პარამეტრები "10 მეგობარმა ითამაშა", "ახალი და პოპულარულია" "მსგავსი 5 თამაში ითამაშე ბოლო 6 თვეში".

ძირითადი ბურჯი ამ რეკომენდაციების იყო მაინც სტიმის ტაგები. რაც მეტ თამაშს ითამაშებდი რაღაც ტეგით (შუტერი, მულტიპლეიერი, ტოპ-დაუნი, ინდი) და რაც მეტ მსგავს თამაშს შენი სამეგობრო თამაშობდა მით უფრო მეტი შანსი იყო ეგ თამაში ერჩია.

ეხა კიდე უფრო საინტერესო მიმართულებით. "მანქანური სწავლის" (Machine Learning) მეშვეობით ფიქრობენ რეკომენდაციების დახვეწას და შეილება სერიოზული წინსვლა იყოს სტიმის თავისუფალი მარკეტის პირობებში უსერებისთვის საინტერესო და ხარისხიანი კონტენტის გამოსატანად.

უფრო დეტალური სტატია
https://www.pcgamer.com/steams-new-inte ... zwUXnESmLI
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#2 » 11 Jul 2019 23:34

ადრეც მითვამს მარა გავმეორდები კიდევ რომ მე ძალიან მომწონს ის საითკენაც მიდის სტიმი ამითი. ძალიან ფუნდამენტალურ მოვლენად ვთვლი კურირების გაუქმებასაც და საერთო მთავარი გვერდის გაუქმებასაც. ამის მნიშვნელობა არ ჩანდა კარგად თავიდან, მაგრამ უკვე იკვეთება ჩემი აზრით და ამ ტექნოლოგიამ თუ გაამართლა(!) ძალიან კარგი იქნება.

1) აღარ იქნება რაღაც მარტივი ტოპ X თამაშები როგორც ადრე იყო რომ ვაბშე ყველა აქტიურ პლეირს ნათამაშები თუ არა გაგონილი მაინც ქონდა ეგ თამაშები და ეგ პატარა ელიტა დომინირებდა სულ.

2) ბევრად მეტი თამაში იპოვის მომხმარებელს, და მომხმარებელსაც ბევრად მის გემოვნებაზე მორგებული გართობა ექნება ბევრი. ვიდრე 80 წლის ბებიაზე და 12 წლის ბავშვზე ერთდროულად გათვლილი მარაზმები.

3) პროდუქტის დიდი არჩევნით და ვარირებადი ხარისხით გამოწვეულ პრობლემას რომ ნაგვის ფილტრვა გიწევს და შენთვის არ მოსაწონი არჩევნის გაფილტრვა ბევრად გაამარტივებს და ძაან მარტივი იქნება კაი ვეშების გაძრობა. რაც მეტს ითამაშებ იმას რაც მოგწონს მით მეტ მსგავს პროდუქტს ამოგიგდებს. თუმცა შენთვის უცნობი და ახალი ექსპერიენსების გაძრობა ვიღაცის კურირების დახმარებსი გარეშე რათქმა უნდა გართულდება გაზრდილი თამაშების რაოდენობასთან ერთად.

4) ვიღაც განდ*ნა პაბლიშერი/პლატფორმა მასტების ხელში არ იქნება კურირება რომ უნდათ სხვას გადაუწყვიტონ რა არის კარგი თამაში, რა არის სწორი მიდგომა და რა უნდა "ითამაშოს ხალხმა".

5) მარკეტი გაიზრდება მაგრამ სეგრეგაციაც გაიზრდება. ანუ იმის მაგივრად რომ ყველამ ვიღაც ამერიკელი *** მონოპოლისტი გიგანტის ერთი და იგივე პროდუქცია შნთქას მუდმივად, უფრო ნიშა ვეშებს ჩაუჯდებიან და ეგ ფული წავა მეტ დეველოპერზე.

Machine Learning თავის მინუსებიც აქ რათქმა უნდა და საშიშროებები. კერძოდ კი ხალხის მიერ მოსაწონი ტენდენციების შესწავლა მასეთ დონეზე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს დიდ კორპორაციებს. პროსტა ამას მაინც აკეთებენ, გარდაუვალი მომავალია. ამიტომ მაგ კონტექსტში მაღაზია რომელსაც უნდა რომ ბევრი დეველოპერი ბევრ ნიშა პლეირს დააკავშიროს და მაგით იხეიროს ასი თავით უფრო მესიმპატიურება ვიდრე ტრადიციული განდ*ნა პაბლიშერი, დისნეები და ეგეთი ხუ*ნა.

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#3 » 17 Jul 2019 02:36

რაღაც როგორი ცვლილებაა იცი რო აი კი კაია :please: , მარა რა არი რელაურად კაი მაინც არვიცი :) ანუ კი წერ და ვკითხულობ, მარა რამე კონკრეტულ უპირატესობას ვერ ვხედავ. არმინდა რო Machine Learning სწავლობდეს რას ვთამაშობ და ისე მიქმნიდეს გარემოს. მინდა ლოგიკურად მოწყობილი მარკეტი, რომელშიც რაღაც ჩემთვის უცხოც იქნება, მე კიდე ჩემი იმ მომენტის ინტერესით ავირჩევ თამაშს. Machine Learning რაღაც შენივე ინტერესის ვაკუუმში გაქცევს და კიდე უფრო ართულებს ყველაფერს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#4 » 17 Jul 2019 02:59

#1) ავტორეკომენდაციები
კაი ისაა რომ შეძლებს გირჩიოს ისეთი თამაშები როგორიც მოგწონს. ასევე შემოაგდებს ამ რეკომენდაციებში ახალ რაღაცეებსაც. შენი მეგობრები რას თამაშობენ, ხალხში რა არის პოპულარული და ა.შ.
#2) პირადი ძებნა
ასევე ტეგებში და კატეგორიებში უფრო სწორედ დაალაგებს თამაშებს და შეგძლებ შეხვიდეო რამე კატეგორიაში და გაფილტრო სიები. მაგალითად ყველაზე თამაშებადი გონკები ბოლო 5 წელში და ნახავ.
#3) კურირებული რეკომენდაციები
ასევე თუ გინდა რომ ვიღაცამ დაგილაგოს რეკომენდაციები ვის გემოვნებას ენდობი შეგიძლია კურატორები გამოიწერო.

ამ სამივე მიმართულებას ამუშავებენ და მოშნად დაბუსტავს სამივეს "ბალანს" ეგ Machine Learning იმიტო რომ ნახადუ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას ბალანსზე და ინდივიდუალურ უსერზე გათვლა გახდება "იაფი" უფრო დროის და გამოთვლითი ძალის მხრივ.

რამდენად შენი ინტერესის ვაკუუმში ჩაგკეტავს ეგ უკვე გამომდინარეობს როგორ გამოიყენებ. თუ not interested-ს მიცემ ბევრს და ტაგებს დაბანავ უფრო ვიწრო რეკომენდაციას მიიღებ.

ანუ ფაქტი რომ ბევრად მეტი განხსვავებული პლეირი თამაშობს თამაშებს და პროდუქტიც ბევრად მეტი იქმენა გაუქცევადია. და მე მომწონს რომ არ ებრძვიან ამას და ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ რეალობას. ბევრად ჯანსაღი მიდგომაა და საინტერესო ჩემთვის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#5 » 17 Jul 2019 11:23

საქმეზე მაინც ვერ ვხდები რა იქნება, ბუნდოვანია რასაც წერ მაინც. უფრო მგონია რო ჭკვიანური სიდებილე გამოვა, ვიდრე რამე მართლა სარგებელის მომტანი. არ მჯერა რო ხელოვნური ინტელექტი რამის უკეთესად მოძებნაში მომეხმარება.

ანუ იდეაში მთავარი ჩემთვის და აქტუალური არი სტიმის ნაგავი. ანუ მინდა რო ეს ნაგავი არ იყოს, ან იყოს მინიმუმი. თუ ეგ ტიპი მე ჩემთვის საინტერესო სფეროში ნაგავს შემტენის მაგასაც აზრი არ ექნება. თუ რამე ნაგავს გაფილტრავს მაშინ ექნება. იმიტო რო ჩისტა თამაშის არჩევა არასდროს არ მიჭირს, უბრალოდ მეზარება ამ თამაშის ძებნა ნაგავში და ეგ პრობლემა ცოტა სხვაა კიდე.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#6 » 17 Jul 2019 12:01

ხელოვნური ინტელექტი სხვა რამეა. მაგ დონეზე რო იყოს დაგეხმარებოდა კი არა ძილის წინ ზღაპრებს მოგიყვებოდა თუ გინდა.

მსგავსი სისტემები გეხმარება ყოველდღე თუ საერთოდ რამე სერვისს იყენებ დღეს. გუგლიდან სერჩიდან დაწყებული, რავი ნებისმიერი კონსუმერული დიდი საიტით დამთავრებული. მაღაზია იქნება, კინო, მუსიკა, თამაშები, youtube, coub თუ რა. სადმე თუ შედიხარ და ნახულობ მთავარ გვედს კონტენტის რომელიც ვიღაცა როჟამ პირადად არ დაგილაგა ეგ სისტემა დგება ავტომატურად. ამ ავტომატური პროცესის ინტელექტის უფრო მაღალი დონეა Machine Learning. უფრო მეტად და უფრო ჭკვიანურად ამუშავებს ინფორმაციას. მაგის არ დაჯერება რავი. მარა როგორც გინდა.

ნაგვის თემა არის ისეთი პონტი. ჩემი აზრით Assassin's Creed არის ნაგავი და არ უნდა იყოს Store-ზე. ყველანაირი სპორტის თამაში და Multiplayer ნაგავია და არ მინდა Store-ზე იყოს. არარელევანტურია ჩემთვის და ხელს მიშლის.
ვიღაცისთვის მე რაც ძალიან მისწორდება ისაა ნაგავი იმიტომ რომ გრაფიკულად თანამედროვე თამაშს ვერ უსწორდება.
https://steamcdn-a.akamaihd.net/steam/a ... 1561132351
https://steamcdn-a.akamaihd.net/steam/a ... 1562143692
https://steamcdn-a.akamaihd.net/steam/a ... 1560694283

ანუ რეალურად იმდენი პროდუქტი იქმნება, და იმდენს ყავს თავისი მომხმარებელი რაც არ უნდა ნაგავი ეძახო სუბიექტურად რომ როგორც ამ ყველაფრის Host მაღაზიას სტიმმა რაც არ უნდა წესები შემოიღოს იმაზე რა არის ნაგავი გაეძრობა წონიანი გამონაკლისები. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანური და საღი გადაწყვეტილება მიიღო რომ არ დამგარიყო თვითონ მაგის Gatekeeper-ად და ემუშავა უკეთესი რეკომენდაციის ალგორითმებზე, შეფასების უკეთეს სისტემაზე, კურატორობაზე და ა.შ. Youtube, Amazon და ა.შ. როგორც მუშაობს ეგ პრინციპია. ამაზონზე დოხუია პროდუქტია მაგრამ ნორმალურის არჩევა არ ჭირს თუ ჩაუჯდები.

ანუ იდება ყველაფერი, იშლება ის რაც Scam არის და დალშე ყველას თავის გემოვნებით უნაწილდება რაც მოწონს. ასასინი ვისაც უნდა ასასინს თამაშობს, სტრანნი ინდი ვისაც უნდა სტრანნი ინდის თამაშობს, მუტ*ლი 3: არმაგედონი ვისაც უნდა არც ეგ რჩება უკმაყოფილო და არავინ ადგება და ეგეთი რამე რო ითამაშო სირცხვილიაო არ უტრაკებს.

ეგ თუ არ მოგწონს და გინდა უფრო ნაკლებ არჩევნიანი მაღაზია, სადაც შენ ზოგად გემოვნებას და ღირებულებებს მიმთხვეული ფორმატით გამოგიტან კონტენტს სავსებით გასაგებია. პროსტა სტიმი ეგ ვეღარ იქნება და ვერცერთი დიდი მაღაზია. იმიტომ რომ აღარ არის ის პერიოდი როცა თამაშების შექმნის ბარიერი დიდი იყო და მოთამაშეებიც ძაან ნიშა აუდიტორია იყო. ბევრად მეტი განხსვავებული ტიპი თამაშობს, ბევრად მეტი პროდუქტი იქმნება.


კონკრეტიკაზე კიდე რავი. მე ვაძრობ სტიმის დახმარებით იმას რაც მომწონს. ავტორეკომენდაციაში მიგდებს კაი რამეებს, რამე თამაში თუ მომწონს ქვემოთ აქ სექცია More Like This და ეგეც კარგად მუშაობს. მთავარ გვერდზე რელევანტურ ვეშებს მიძრობს. Discovery Queue-იც ისეთი მაქ 10-დან 5 თამაში მაინტერესებს. და ეს ყველაფერი იმ პირობებში რომ მე და ჩემი ძმა ორივე ვთამაშობთ ამ აქაუნთიდან და ის ვაბშე სხვა რამეებს თამაშობს.
ერთადერთი რაც მეყ*ება ეხა არის კატეგორიების ბროუზინგი. RPG-ში რო შევდივარ და ეს https://i.imgur.com/56c3Eav.png მხვდება მართლა არაფერს მაძლევს. მაგას ვხვეწავთო ამბობენ და ვნახავთ როგორ გამოუვათ.

სხვა მხრივ რავი, კონკრეტულად თუ გინდა შევხედოთ მაღაზიას და ტულებს. რისი მოძებნა ან გაძრობა გინდა მაგალითად და რამდენად გამოსადეგია მაგის მოსაძებნად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#7 » 17 Jul 2019 17:59

ნაგავში ვგულისხმობ ხალტურას. ერლი ექსეს დაუმთავრებელ თამაშებს, ასეტებით გაკეთებულ ნაგავს, ნახევრამდე მიყვანილ პროექტებს, ძველ და გაუმართავ რელიზებს, რომლებიც არ მუშაობს. ეგაა ნაგავი და არა ასასინს ქრიდი. ასასინი შინაარსობრივად, შიქთავსითაა ყ*ლეობა როგორც თამაში, მარა პროდუქტის დაუსრულებლობაა ხალტურა და მიაქ ყველაფერი.
დანარჩენი მესმის რასაც ამბობ, მარა მე მაგის გარეშეც მარტივად ვარჩევ რაც მაინტერესებს, ნებისმიერ ჟანრს ვითამაშებ ასე თუ ისე, თუ იმ ჟანრში მაღალი დონის არი და იმ მომენტში მუღამი მექნა. ეგ არასოდეს არ იყო ჩემთვის პრობლემა.
ეს იდეაში დეველოპერს ეხმარება პირველ რიგში და ეგრე თუ შეხედავ მაშინ უჩნება ამ ყველაფერს აზრი. ტიპი რო კარგ ნიშა თამაშს გააკეთებს და არ გამოუჩდება, ეგ მართლა დასანანია. მაგ პრობლემას თუ გადაჭრის კარგი იქნება. მე ჩემ პონტში იმდენი რამემაქ ვიშლისტში რო შეულია არ ილერნინგოს მაშინას :)
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#8 » 17 Jul 2019 19:54

Early Access არის სარისკო ყოველთვის და კიკსტარტერიც. მანდ რავი რა უნდა ქნან გააუქმონ Early Access? მაქსიმუმ მიტოვებულ თამაშებს მიცენ გაფრთხილება და წაშალონ თუ არ იყო აქტივობა.

ასეტებით გაკეთებული პროექტს ვერ ჩათვლის ნაგვად. არაა აუცილებელი Custom Art -ქონდეს თამაშს რომ ვიღაცას უნდოდეს მაგისი თამაში. თან რეალურად ეხა მასეთ რამეზე ვერ შეცდები კაცი, თუ არ გინდა ეგრევე შეამჩნევ რო ბანძი რენდომ არტია. ესთეტიურად თუ არ გისწორდება და არ გინდა შეგხვდეს ეგეთი ვეშები სხვა თემაა უკვე. და ისე ჩემთვის ეგეთი რამე არ ამოუგდია ვაბშე რეკომენდაციაში. იმდენი ახალი ვეში იდება რომ ხარისხის პონტში კონკურენცია დიდია სიახლეებში სპოტებზე.

წასაშლელი აქ Scam-ები რეალურად, ანუ უცებ აწყობილი თამაში რომელიც რაღაც ტექნიკების ექპლუატაციით ცდლიობს ფულის კეთებას და არა პროსტა უხარისხო პროდუქტია. მაგას ებრძვის რამდენიმე მეთოდით.
პირველ რიგში კარტები, ეჩივმენტები და ეგეთი ფუნქციები ახალ თამაშს აქ შეზღუდული მანამ ბუნებრივ რაღაც ტალღას არ მიაღწევს. დოკებში უწერიათ ზუსტად რას.
მაგის გარდა დაამატეს რევიუს პერიოდი სადაც ვალვედან ამოწმებს ხალხი იავნი Scammeb-ზე და მერე მაგ თამაშებს აკვირდებიან რო გამოვა და შლიან თუ ნიტოა.

ანუ ისეთი მომენტია რა, წერენ რას რატომ აკეთებენ და ლოგიკას ხსნიან თავისას. შეცდომებსაც აღიარებენ და მაგასაც ხსნიან. მძღნ*რი რო ჭამეს მაგალითად სკაირიმის მოდების გაკომერციალებაზე და ა.შ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#9 » 17 Jul 2019 21:13

ბიჭო რავი ისეთი ნათელი სურათი დადე რო შეილება თავიდან დავაყენო ეხა :) არვიცი კაია ეგრე თუა და არანაირი პრობლემა თუ არააქვთ ხალტურასთან მიმართებაში. იდეაში არანაირი მნიშვნელობა არააქ კიკსტარტერია, თუ ბებიის დატოვებული პენსიის ფულით გაკეთებული, თამაში უნდა იყოს ხარისხიანად გაკეთებული და არა ისე რო პროსტა ვინმეს შეტენო კარგი სქრინებით და ვიდეოებით. ეგეთი კონტენტი ბოლო დროს ძალიან ჭარბობს და ახალგაზრდა სტუდიების პატივისცემა მაგიტო არ მაქ, მითუმეტეს სტიმზე, იმიტო რო ჩისტა აფერისტობაა ყოველი მეორე თამაში. როგორ უნდა აკონტროლებდნენ მაგას ესე ვერ გეტყვი, არვიცი, მარა მე ეგ თემა არ მომწონს როგორც მაგ სერვისის მომხმარებელს. და ისიც არ მომწონს რო ძველი თამაშების საჭირო დონის სუფორთი არააქვთ.
მეტი რავი ეს ბუნდოვანი თამაშების გადარჩევის სისტემა მაინც არ მესმის, საქმეზე უნდა ვნახო და უფრო ვილაპარაკებ.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#10 » 18 Jul 2019 11:16

ხო ნუ რავი. ტიპები Neural Network სიმულაციას ადგენენ, ფაქტიურად ადამიანის ტვინის მსგავს მექანიზმს. მთელ თამაშების ბიბლიოთეკას და ხალხის თამაშის სესიების ინფორმაციას აწვდიან და როჟას ისეთ პატერნების, კანონზომიერების და კატეგორიზაციებს გაძრობის პოტენციალი აქ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომ ჯერ წარმოდგენაც არ შეგვიძლია მაგისი და გააზრება. წარმოდგენა შეილება შეცვალოს და მიდგომა მაგ ყველაფერზე.
ჩემთვის ეს საინტერესო და ყურადღებამისაქცევი მოვლენაა. შენი აზრი გასაგებია ამის საპირწონედ.
https://steamcommunity.com/games/593110 ... 8821405787

აგერაა პირველი ექსპერიმენტები მაგ სისტემით:
https://store.steampowered.com/labs/

მიკრო ტრეილერის იდეა მომეწონა, შოუს ვერ დავუმუღამე პონტი არაა 20 წუთი რანდომ ტრეილერებს ვუყურო მირჩევნია გიფივით ტრეილერები ვსკროლო და მე თითონ გავჩერდე იმაზე რაც მომწონს.
ინტერაქტიული რეკომენდერი საინტერესოა, უკვე მიგდებს კაი ვეშებს პროსტა მეტი ფილტრის ოპციები უნდა. რამდენიმე ტეგი რო შეგეძლოს ჩართო გამორთო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#11 » 18 Jul 2019 16:06

ეხა შევეცდები გამოვაჩინო ჩემი აზრი.

არი თამაშები, არი თაროები სადაც ეს თამაშები რაღაც თანმიმდევრობით ალაგია. შენ მოგწონს ამ თაროების ფორმა და ამბობ რო ისე დალაგდება ეს თამაშები ამ თაროებზე რო ყველა თავისთვის იპოვის რაღაცას. მე კიდე გეუბნები რო მე ისედაც ვპოულობ რაც მინდა და არ მომწონს ამ თაროებზე რო ხალტურა ძაან ბევრია. თუ ხალტურას ისე დაალაგებენ რო თვალში არ მომხვდება, მაშინ მომწონს ეს თაროები მეც. დალშე არ მჭირდება უბრალოდ, მაინც ვპოულობ რაც მინდა იმას. ენდ.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: სტიმის ახალი ექსპერიმენტი თამაშების რეკომენდაციებზე

Unread post#12 » 18 Jul 2019 19:32

მშვენიერია თუ პოულობ, ხალტურის და საინტერესოს გარჩევასაც შეძლებს უკეთესად ასეთი სისტემა და ნაკლებად მოგახვედრებს თვალში. ყოველშემთხვევაში ლოგიკურად ეგრეა, ნეირონების ნეტვორკი უფრო ჭკვიანია მაგ საქმეში ვიდრე ეხა რაცაა. პრაქტიკაზე რა იქნება ვნახოთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests