The Cloud Tech, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

The Cloud Tech

Unread post#1 » 14 Mar 2015 01:02

>>>

GDC 2015 გასულ გამოფენაზე კომპანია Shinra Technologies პირველად აჩვენა მისი "ქლაუდ" გამომთვლელის ტექნოლოგია, რომელსაც მოთამაშეებს შორის სინქრონიზაციის საჭიროების გარეშე უზარმაზარი სათამაშო სამყაროს დამუშავება შეუძლია, რაც დეველოპერებს და მოთამაშეებს უწინ არ არსებული ჩანაფიქრების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

დემო 64 რეალური ადამიანის ეკრანების დემონსტრირებით იწყება, რომლებიც ერთ საერთო სერვერზე არიან თავმოყრილი. შემდეგ, დეველოპერი გვანახებს სამყაროს მაშტაბებს, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მოცემული სამყაროს ფართობი 32x32 კვ კილომეტრს შეადგენს. მთელს მის ფართობზე გადაადგილება ჩატვირთვების და ლაგების გარეშე ხორციელდება. რუკაზე განთავსებულია 1 მილიონი ხე, ასევე 60 000 სრულიად ანიმირებული პერსონაჟი, რომლიდანაც ყველას საკუთარი ხელოვნური ინტელექტი გააჩნია. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლო მათი ძლიერი გამომთვლელი სერვერების დამსახურებაა.

დეველოპერი ზედაპირის შეცვლის დემონსტრირებასაც ახდენს, რაც რათქმაუნდა რეალურ დროში ხდება და ამ ყველაფერს 64-ვე მოთამაშე უყურებს. მოცემული შესაძლებელი გახდა სამყაროს მთლიანობის გამო, რამაც დამატებით უსარგებლო გახადა მოთამაშეებს შორისი სინქრონიზაციაც. დემონსტრაციაში ასევე სხვადასხვა სითხეების სიმულაციაც არის ნაჩვენები. ყველაფერი ძალიან ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება:
The Cloud Tech that Can Change How You Play Multiplayer
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

The Cloud Tech (GDC 2015)

Unread post#2 » 15 Mar 2015 12:19

ულიმიტო შესაძლებლობების სერვერები, ულტრა რეალისტური გრაფიკა, არანაირი ლაგი, სხვადასხვა სახის ვირტუალური სათვალეები და შეუზღუდავი მომხმარებლების რაოდენობა - Multiplayer უჟე ნი ტოტ
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3604
Contact:

The Cloud Tech (GDC 2015)

Unread post#3 » 15 Mar 2015 15:10

ბიჭო მთავარია რეალურ სიტუაციაში როგორ მოიქცევა ეს ტექნოლოგია. თორე ეგეთებზე ისმის ყოველ წელს და იკარგება ხოლმე ისევ. Onlive-იც დიდი აჟიოტაჟით დაიწყო მარა არ იყო სამყარო ჯერ მზად მაგისთვის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

The Cloud Tech (GDC 2015)

Unread post#4 » 15 Mar 2015 21:14

ონლაივი არ ყოფილა ამ დონეზე რეალიზებული, თან მარტო სინგლებზე იყო ორიენტირებული და საერთოდ სხვა მიზანი ქონდა საერთოჯამში. ეს უფრო სწორადაა მორგებული ქლაუდის თემას, თან გაცილებით შორსაა წასული რეალიზების კუთხით, ფაქტიურად მზადაა ტექტოლოგია. თუ იგივე დონის კავშირს მოითხოვს რასაც ჩვეულებრივი ონლაინ თამაშები ჩათვალე რო მზად სამყოფიც არაფერიაქ, არანაირი გადასვლის ეტაპი არ უნდა. ფაქტიურად აკაუნტს ქმნი და თამაშობ სავარაოდთ ასეულობით გიგაბაიტის MMO-ს, რაღა მზათყოფნა უნდა მაგას?
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3604
Contact:

The Cloud Tech (GDC 2015)

Unread post#5 » 15 Mar 2015 22:45

ის რომ გდც ტექ დემო არ ნიშნავს რომ რეალურად მუშაობს სერვისი კარგად. შეიძლება ნაწილებად დაიშალოს როცა რეალურ სოტუაციაში მოხდება განოყენება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

The Cloud Tech (GDC 2015)

Unread post#6 » 15 Mar 2015 23:31

ხო ნუ რამდენად კარგად მუშაობს ეგ არ ვიცი
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests