Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება, News

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება

Unread post#1 » 18 Feb 2015 21:00

>>>

2013 წლის ოქტომბერში კომპანია Square Enix სერვისი Collective გაუშვა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა დეველოპერების შექმნილი თამაშების პოპულარიზაციაში მდომარეობს. Collective დეველოპერებს თავიანთი ორიგინალური იდეების დამატების საშუალებას აძლევს, რის შემდეგაც უკევ მოთამაშეების ხმის მიცემის მეშვეობით წყდება გამარჯვებული. მომხმარებლების მიერ არჩეული თამაშები, გამომცემლის მხარდაჭერას მიიღებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი პროექტს აფინანსებენ. ამის ნაცვლად საჭირო თანხების მოგროვების პროცესი Kickstarter და Indiegogo ინაცვლებს.

Square Enix თავის მხრივ დეველოპერების კონსულტანტის როლს ირგებს, ეხმარება კოლექტიურ ფინანსირებაში, კერძოდ კი იმის გაგებაში თუ რამდენი ფულია პროექტისთვის საჭირო, ხოლო შემდეგ უკვე მზა თამაშის დისტრიბუტორის როლში ინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ Collective-ში უკვე ათობით ახალი, როგორც გამოცდილი დეველოპერების თამაში, ასევე მობილურის პროექტი გავიდა.

ამ კვირაში კომპანიამ დეველოპერებს Eidos ძველ პროექტებთან, ისეთებთან როგორიცაა Gex, Fear Effect და Anachronox წვდომა გაუხსნა. ეს შემოთავაზება ეკუთვნით იმათ ვისაც ძველი სერიების სიუჟეტური, ან ჟანრობრივი გაგრძელების შექმნის სურვილი გაუჩნდებათ. პლიუს ამას გამომცემელი არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს: "Gex-ისგან საიდსკროლერ პლადფორმერის გაკეთება გინდათ, თუ სტრატეგიის? არ მოგერიდოთ ექსპერიმენტები, საკითხს კრეატიულად მიუდექით".
საბოლოოთ, Square Enix შემქმნელებისგან 25% ითხოვს (5% Kickstarter შემოსული თანხიდან, 10% გაყიდვების შემოსავალი, დანარჩენი 10% ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაში), რომლებიც შემდგომში კვლავ Collective-ში რეინვესტირდება. საავტორო უფლებები დეველოპერებს დარჩებათ. ხოლო თუ თამაში კომერციულად წარმატებული აღმოჩნდება და მოთამაშეების ისევე როგორც Square Enix მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ სრულიად შესაძლებელი გახდება მისი გაგრძელების გამოშვება, ხოლო უკვე დავიწყებული სერიები კი ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
წყარო

კლასიკის მოყვარულებისთვის საინტერესო ინფორმაციაა. არვიცი რამდენად შეიძლება გამოუცდელი გუნდების იმედის ქონა, მარგამ სუ არაფერს მგონი მაინც ჯობია, რას იტყვით? (ხაართ რომელიმე Gex, Fear Effect და Anachronox გულშემატკივარი?)
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Square Enix (Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება)

Unread post#2 » 18 Feb 2015 21:42

Gex-ს მევასება და დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ვინმე ვინც კარგ სერიას გააკეთებს :D
აი Fear Effect-ზე რთულია, ამას მარტო ყოფილი ავტორი თუ გააგრძელებდა ისეთი mindfuck რამეა.
Anachronox ვიცი მარა დღემდე არ დამიხურავს, არ ვიცი რა მიდგომა დასჭირდება ;/
მივიდეთ, გავესაუბროთ

Astronaut
Posts: 29
Contact:

Square Enix (Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება)

Unread post#3 » 18 Feb 2015 21:45

Aquanox გამახსენა ამ თამაშებმა :( ეგეთი სტილის თამაში მინდა რამე კიდე...

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Square Enix (Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება)

Unread post#4 » 18 Feb 2015 22:39

ანაქრონოქს გავაკეთებდი სიამოვნები. ორიგინალური რამე იყო
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Square Enix (Eidos-ის კლასიკის გაცოცხლება)

Unread post#5 » 21 Feb 2015 00:37

Fear Effect გეთანხმები, მამენტ Aquanox-ზეც, საკმაოდ რთული იქნება გაგრძელების, ან სპინოფის გაკეთება. ესენი იმ დონის პოპულარობით არასდროს სარგებლობდნენ, რომ რამე სპინოფმა სახელის გამო გაქაჩოს, რავი ყოველშემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ფაქტია რო Fear Effect-ის ამ ფორმატში დანახვაც ძალიან გამიხარდა, ძალიან მიყვარს და არ მინდა რო დავიწყებას მიეცეს. ისე ყველაზე კარგი ვარიანტი უბრალოდ HD რიმეიკი იქნებოდა, მარა ესეც საკმაოდ საინტერესოა.
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest