Eidos Montreal-ის ახალი ძრავი, News

( მოვლენები / ამბები / სტატისტიკა / ინტერვიუები / ღონისძიებები )
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Eidos Montreal-ის ახალი ძრავი

Unread post#1 » 05 Dec 2014 13:40

>>>

სტუდია Eidos Montreal-მა, ცნობილმა ისეთი თამაშებით როგოგებიცაა Deus Ex: Human Revolution და Thief, თავის ახალი ძრავი სახელად Dawn Engine წარმოადგინა. ძრავი სტუდიის სამომავლო პრექტებში იქნება გამოყენებული, მათ შორის Deus Ex მომდევნო სერიებშიც. IO Interactive მიერ წარმოებული ძრავის Glacier 2 მოდიფიცირებული ვერსია Dawn Engine, გაუმჯობესებული რენდერინგის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ასევე იქნება გაუმჯობესებული ფიზიკა რეალურ დროში, გაცილებით რთული და წინ წასული ხელოვნური ინტელექტი.

"ძრავი მოთამაშის და თამაშის შორის ურთიერთობის გადამწყვეტი კომპონენტი გახლავთ, რომელიც გეიმერში განსაკუთრებული კავშირის გრძონას იწვევს და იგი თამაშის სამყაროში გადაჰყავს," - აცხადებს Eidos Montreal ხელმძღვანელი დევიდ ანფოსი. "გასული წლების განმავლობაში ჩვენ ახალ ძრავზე გაუჩერებლად ვმუშაობდით, ვიყენებდით ჩვენს დაგროვილ გამოცდილებას, ვანვითარებდით ვიზუალურ შემადგენელს და უფრო ფუნდამენტურად ვსწავლობდით თამაშების შექმნის ხელობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ძრავი ბევრად გააუმჯობესებს მომდევნო პროექტების გეიმფლეი შემადგენელს, ასევე უზრუნველყობს სთორითელინგის ახალ და დადებით შთაბეჭდილებებს".

სტუდიამ ამასთანავე ახალი თანამშრომლების აყვანის შესახებ განაცხადა, რომლებიც მომდევნო პროექტებზე სამუშაოდ სტუდიის ძველ თანამშრომლებს შეუერთდებიან.
წყარო
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests

cron