Internet Archive, News

#1 - მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Internet Archive

Unread post#1 » 06 Nov 2014 21:58

წინა წლის დასასრულს არაკომერციული ციფრული ბიბლიოთეკის ბაზაში Internet Archive-ში Console Living Room-ის სექცია გამოჩნდა, რომელიც პირველი კონსოლების პროექტების თამაშის შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერი Atari 2600 და 7800, Magnavox Odyssey, ColecoVision, Astrocade თამაშებით დაიწყო, განყოფილება ზრდას განაგრძობდა, ემატებოდა ახალი პროექტები Sega Genesis-თვის და მაგალითად Watara SuperVision-თვის.

ამ კვირას, ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი განყოფილება Internet Arcade დაემატა , რომელიც მოთამაშეებს 900 ზე მეტი არკადული პროექტის თამაშის საშუალებას აძლევს. თამაშები კომპიუტერის ბრაუზერშივე ეშვება და თქვენ არანაირი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება არ გიწევთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პროექტი ძალიან ძნელი სათამაშოა კლავიატურით და მაუსით, რადგან ისინი სპეციალურად კონსოლებისთვის არის შექმნილი. მართვის პირვანდელ ღილაკებს მიმართულების ისრები წარმოადგენს (გარკვეული მიმართულებით მოძრაობისთვის), მარცხენა Shift/Alt/Ctrl მოქმედებისთვის, 5 ავტომატში ახალი ჟეტონის ჩასაგდებად და 1 თამაშის დაწყებისთვის. Tab დაჭერით კნოფკების გადაყენება შეიძლება.

>>>

"ცხადია, რომ ადამიანების უმეტესობას, იმ თამაშების ჩართვა მოუნდებათ რომლებიც მათთვის ნაცნობია და უკვე ბევრი წელია არ უთამაშიათ. ისინი ითამაშებენ რამდენიმე რაუნდს, წააგებენ კომპიუტერთან და დაბრუნდებიან თავიანთ საინფორმაციო საიტებზე", - თქვა Internet Arcade ხელმძღვანელმა ჯეისონ სკოტმა საკუთარ ბლოგზე.

"კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება ისეთი პროექტები სცადონ რომლის შესახებაც არაფერი სმენიათ. შეიძლება, მოთამაშეების გარკვეულმა ნაწილმა უფრო მეტი დრო აქ მოცემულ კლასიკურ პროექტებს დაუთმოს, ვიდრე თანამედროვეს. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ Internet Arcade პროექტების მოთამაშე პატარა პროცენტი მაინც უკვე თავიანთ თამაშებში გამოიყენებს აქ მიღებულ გამოცდილებას".

წყარო
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests