რეკორდსმენის Silent Hill-ის კოლექცია, News

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

რეკორდსმენის Silent Hill-ის კოლექცია

Unread post#1 » 25 Sep 2014 12:50

>>>

Silent Hill ერთერთმა ფანმა გოგონამ სერიისადმი მიძღვნილი ნივთების ყველაზე დიდი კოლექცია მოაგროვა. გინესის წიგნში მოხვედრილი, ვიტნი ჩავისის (Whitney Chavis) კოლექცია 350 სხვადასხვა ნივთისგან შედგება, რომელთა შორისაც არის: თამაშები, ტანისამოსი, სათამაშოები, ჟურნალები, პლაკატები, კომიქსები და სხვა უნიკალური ნივთები. უზარმაზარი კოლექციის სადემონსტრაციო ვიდეო: >>>

ვიტნიმ Konami-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიის ფანი, ოთხმოცდაათიანების ბოლოს გამოშვებული თამაშის პირველი ნაწილის შემდეგ გახდა. მისი ყურადღება "უნიკალურმა მუსიკამ, ატმოსფერომ და შესანიშვნავმა CGI რგოლებმა მიიპყრო, რომლებიც თავიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი არ ამოდიოდა". იქიდან მოყოლებული Silent Hill მის საყვარელ სერიალად იქცა. ვიტნიმ ასევე დაამატა, რომ ბრენდის ყველა ნაწილიდან მას ყველაზე მეტად პირველი სერია მოსწონს.

მისი კოლექციის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნივთს ფილმი Silent Hill Revelation-სის მეტატრონის ამონაბეჭდი წარმოადგენს, რომელიც მას პაულ ჯონსმა გამოუგზავნა (Paul Jones).

>>>

მოცემული კოლექციის პოპულარობის მიუხედავათ, გოგონას თქმით, იგი სერიზულად არასდროს დაფიქრებულა მასზე. კოლექციისადმი სერიოზული მიდგომა მხოლოდ 2004 წელს, მის ხელში მოხვედრილი ჯეიმსის და მედდის ფიგურის შემდეგ დაიწყო. "იმ მომენტამდე მე არც კი ვიცოდი თუ Silent Hill მიხედვით რაიმე მსგავსი ნივთები გამოდიოდა", - ამბობს ვიტნი.

>>>

გოგონას თქმით, იგი ახლო მომავალში არ აპირებს Silent Hill ახალი ნივთების ძიებაზე უარის თქმას. ნივთები რომელთა პოვნაც მას აწი უნდა, არის 2001 წელში გამოშვებული ჯეიმსის კურტკა და Silent Hill 2 იაპონური პლაკატი

ფოტოალბომი: >>>
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest

cron