Nintendo-ს 125 წელი შეუსრულდა, მოვლენა

| ზოგადი ამბები ინდუსტრიიდან |
ღონისძიებები , ტექნოლოგიები , ინტერვიუს მონახაზები , სტატისტიკები , ამბები , სხვა
Riddick
Posts: 8169
Contact:

Nintendo-ს 125 წელი შეუსრულდა

Unread post#1 » 24 Sep 2014 00:43

23 სექტემბერს კომპანია Nintendo დაბადების დღეს აღნიშნავდა! კომპანია ზუსტად 1889 წლის 23 სექტემბერს იქნა დაარსებული. შესაძლოა ბევრ თქვენგანს გაუკვირდეს, რადგან უშუალოდ ვიდოთამაშებით Nintendo 1970 წლებში დაკავდა. რეალურად განვითარების დასაწყისში კომპანიას ელექტრონულ გასართობებთან არაფერი აკავშირებდა.

დასაწყისში Nintendo სათამაშო კარტების "ჰანაფუდას" გამოშვებით იყო დაკავებული, რომელმაც ჩქარა მოიპოვა პოპულარობა და კომპანიას სათამაშოების ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში შეუწყო ხელი. განვითარების გზაზე განცდილი წარუმატებლობების მიუხედავათ, Nintendo-ს წარმატება 1978 წელს გახსნილმა, არკადული თამაშების წარმოებით და გაყიდვით დაკავებულმა ქვედანაყოფმა მოუტანა.

ამ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კომპანია Nintendo-მ Super Mario Bros., The Legend of Zelda, Metroid, Pokemon და სხვა საკულტო თამაშები გვაჩუქა, ასევე ისეთი ნივთები როგორიცაა NES, Game Boy, Nintendo 64, GameCube და Nintendo DS რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა!

>>>
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4081
Contact:

Nintendo (კომპანიას 125 წელი შეუსრულდა)

Unread post#2 » 24 Sep 2014 01:32

მისალოცი რიცხვია ნამდვილად და მადლობა ძალიან კარგი კონსოლებისთვის
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Nintendo (კომპანიას 125 წელი შეუსრულდა)

Unread post#3 » 26 Sep 2014 04:12

ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი ხანი თუ არსებობდა x)
SLaYeR თურმე შენზე დიდი ვიღაცაც არის ))))

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests