Phil Fish - დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის, News

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Phil Fish - დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის

Unread post#1 » 23 Aug 2014 20:12

>>>

Phil Fish, პლადფორმერი Fez-ის შემქმნელი, საკუთარი კომპანიის Polytron გაყიდვას მას მერე აპირებს, რაც ხაკერებმა მისი პირადი მონაცემები ჩაიგდეს ხელში.

ისტორია სკანდალით დაიწყო: ზოია ქუინი, თამაშების დამოუკიდებელი დეველოპერი და სევდიანი Depression Quest-ის ავტორი, საკუთარი თამაშის გასაპიარებლად სათამაშო ჟურნალისტებთან წვებოდა. ერთერთი მათგანი Kotaku-ს წარმომადგენელი ნეიტონ გრეისონი იყო. ამ დრამატული ისტორიის შესახებ ზოის ყოფილმა ბოიფრენდმა, ერონ გჟონიმ დაწერა. აქვე მან გამოაქვეყნა მტკიცებულებები ღალატის შესახებ, მათ შორის ჩათის ჩანაწერებიც. ავტორმა ზოგიერთი სახელი მაინც გაუმხელელი დატოვა. Reddit მომხმარებლები თვლიან, რომ ისტორიაში სხვა სათამაშო ჟურნალისტებიც არიან გახვეულნი, ისინი ვინც ზოის თამაშს Steam-ზე მოხვედრაში დაეხმარა.

ფილმა ზოის სახალხოდ დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ ზოის "ჰეითერებმა" მსგავსი ჟესტი არ დააფასეს და მას შეურაწყოფებით დაესხნენ თავს. ამის შემდეგ ფილმა განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას ახალ პროექტზე. რამაც როგორც ჩანს ხაკერების გუნდის გაღიზიანება გაოიწვია. მას გაუტეხეს აკაუნტი და მოიპოვეს მისი პირადი მონაცემები. ამ ფაქტმა იმდენად გაანაწყენა Fez-ის ავტორი, რომ მან კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ტვიტერის მეშვეობით განაცხადა, ხოლო ცოტა მოგვიანებით საერთოდ წაშალა საკუთარი აკაუნტი.

გასულ წელს ფილმა დაცინვების და ტვიტერში გამართული კამათის გამო უკვე მოასწრო Fez-ის მეორე ნაწილის გაუქმება. მაშინ მან ანალოგიურად გააუქმა თავისი ტვიტერი და წავიდა. შემდეგ ისევ დაბრუნდა, YouTube მომხმარებლებს უმტკიცებდა, რომ მიმომხილველები დეველოპერებს რაღაც პროცენტს უნდა უხდიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნამდვილი პირატები გამოდიან, რასაც ისევ კამათი მოჰყვა და იგი .... ისევ წავიდა. სულ რამდენიმე ხნის წილ ფილი ისევ გამოჩდნა, მაგრამ შედეგს თქვენთვითონაც კარგად ხედავთ (წყარო).
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#2 » 23 Aug 2014 20:27

მე მაგარ პატივს ვცემ ამ ტიპს, განსხვავებული ხედვა აქვს მასებისგან და აჯვავს ვეჩნად ხალხს, და ნუ რთული ემოციური ტიპია და ტროლების მსხვერპლი ხდება, ამჯერად ზედმეტებშიც გადავიდნენ და კია შედეგი სახეზე, მაგარი ცუდი ფაქტია ეგ გატეხვა და მართალიც თქვა რო არ ღირს ეს საქერების ინდუსტრია იმად რასაც ესენი ქმნიან. იმენა რაღა ჯასტინ ბიბერის ფანები და რაღა დღევანდელი "გეიმერები". ცალკე ამ კაცის ხასიათების გაპრავებას არ დავიწყებ, რთული ტიპია და ეგ მხარე მე დიდად არც მაინტერესებს, მე ვთვლი რო ეს კაცი არის შემოქმედი და მისი Fez არის უმაღლესი დონის პროდუქტი, შესაბამისად *** რევიუერების გამო ვთვლი რო არ უნდა წყვეტდეს მოღვაწეობას და პირიქით რაც უსწორდება უნდა გააგრძელოს, პროსტა წყნარად, მარა როგორც ჩანს მაგ *** ხალხის მეტს ვერ ხედავს და ვერ აცნობიერებს და პრინციპში რაოდენობრივად ალბათ მასეცაა და ეგაც ამისი რეიჯების მიზეზი, რაც ჩემთვის საწყენია.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#3 » 24 Aug 2014 01:01

და შუაშია ზოი და ფილი ვერ გავიგე? ერთად მუშაობდნენ?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#4 » 24 Aug 2014 01:02

გასაკვირია აქამდე როგორ მიაღწია ესეთი სუსტი ხასიათით, ყველას ყავს ჰეითერები ვინც ასე თუ ისე ცნობილია მარა კიდიათ და უკეთეს რაღაცებს აკეთებენ, იმედია მიხვდება რო მაგრა ეშლება და დაბრუნდება, მე არც მითამაშია მაგის თამაში მარა საწყენია პროსტა უაზრობის გამო რო ყიდის თავის კომპანიას

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#5 » 24 Aug 2014 12:57

hellwalker wrote:და შუაშია ზოი და ფილი ვერ გავიგე? ერთად მუშაობდნენ?

"ფილმა ზოის სახალხოდ დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ ზოის "ჰეითერებმა" მსგავსი ჟესტი არ დააფასეს და მას შეურაწყოფებით დაესხნენ თავს."
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#6 » 24 Aug 2014 15:55

ლოლ, იმენა ერთ დიდ გლობალურ მრგვალ და ცისფერ ყანაში ვცხოვრობთ. .
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#7 » 27 Aug 2014 15:18

Fez არ მინახია, მარა რაც ვიცი თამაშზე ძალიან მომწონს და თამაშითაც ვითამაშებ ახლო მომავალში. მარა თითონ Fish-ისადმი დიდი სიმპატიები არ მაქ. ერთისმხრივ ვითო ხალხი არ ევასება და თითონ უფრო მაღლა დგას, მარა მეორესმხრივ ვიღაც ტროლების გამო კომპანიას ყიდის... კი კრეატიული მასტი ნამდვილად ჩანს, მარა თუ არ ჩამოიყალიბა მასებთან ურთიერთობის რამე პრინციპი შორს ვერ წავა ესე.
კვაზი-mode

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Phil Fish (დეველოპერი საკუთარ კომპანიას ყიდის)

Unread post#8 » 22 Sep 2014 08:37

>>>
თუ დაგაინტერესებთ და გაქაჩავთ 20 წუთს უყურეთ, ძალიან საინტერესოა და სხვანაირად დანახული ეხა რაც ხდება ის სიტუაცია

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest