Michael Thomason-ის კოლექცია 750 000 დოლარად, მოვლენა

| ზოგადი ინფორმაცია ინდუსტრიიდან |
ამბები , ღონისძიებები , ტექნოლოგიები , სტატისტიკები , ინტერვიუს მონახაზები , სხვა
User avatar
Riddick
Posts: 8580
Contact:

Michael Thomason-ის კოლექცია 750 000 დოლარად

Unread post#1 » 18 Jun 2014 15:35

>>>

დასრულდა ვიდეოთამაშების ყველაზე დიდი კოლექციის გასაყიდად გამართული აუქციონი. Kotaku-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაზე მაღალმა ფსონმა 750 ათასი დოლარი შეადგინა. აუქციონი დაახლოებით გაზაფხულის დასაწყისისთვის დაიწყო და 15 ივნისს დასრულდა.
მოცემულ კოლექციაში 11 ათასი სხვადასხვა უნიკალური ეგზემპლიარია წარმოდგენილი (თამაშები, კონსოლები და ა.შ.). კოლექციაში შესული თამაშების ერთი მეოთხედი საერთოდ გაუხსნელია, ხოლო გახსნილებს საკუთარი ყუთები და მანუალები მოყვება. აუქციონის დაწყებამდე კოლექციის მფლობელი მაიკლ ტომასონი იყო, რომელიც მას ოცდახუთი წელიწადის მანძილზე აგროვებდა.
კოლექციის პანორამული სურათის ნახვა მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ - >>> (შთამბეჭდავი სანახაობაა). "განძის" ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობი რჩება.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests

cron