THQ-ს მიტოვებული ოფისის საგანძური, News

( მოვლენები / ამბები / სტატისტიკა / ინტერვიუები / ღონისძიებები )
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

THQ-ს მიტოვებული ოფისის საგანძური

Unread post#1 » 31 May 2014 04:07

>>>

როდესაც THQ-მ საკუთარი გაბანკროტების შესახებ გამოაცხადა და დაიხურა, კომპანიამ საკუთარი ოფისი დატოვა, მასში კი უამრავი საინტერესო მასალა დარჩა.

Reddit მომხმარებელი ნიკით Soulessgingr ზუსტად იმ კომპანიაში მუშაობს რომელიც THQ ყოფილ მთავარ ოფისში გადავიდა. Soulessgingr მონაყოლის თანახმად, THQ ოფისში უამრავი მიტოვებული აღჭურვილობა და ტექნიკა დარჩა. მათ შორის არის მონიტორები, სხვადასხვა კაბელები, როუტერები, ტელევიზორები და სხვა. "სავარაუდოთ THQ წარმომადგენლებს ბოლო თვის ქირის ფულის გადახდა მსგავსი მეთოდით მოუწიათ" - "ხუმრობს" Soulessgingr.

მაგრამ კომპანიის თამაშების გულშემატკივრებისთვის, მთავარ ინტერეს, ოფისში დარჩენილი სხვადასხვა სათამაშო ჯილდოები, თამაშებით გამოტენილი ბოქსები და THQ პროექტების სხვადასხვა საინტერესო სარეკლამო მასალები წარმოადგენს. ამ სიკეთეებს შორის არის Ubisoft ხელში ჩავარდნილი South Park: The Stick of Truth, ცალკე დამატებად მოაზრებული და ბოლოს თამაშთან ერთად გამოშვებული, aints Row the Third: Enter the Dominatrix და Darksiders 2 ფრანშიზა, რომელიც Nordic Games-მა ჩაიგდო ხელში.

ფოტო მასალა: 1 2 3 4 5 6 7
ეს კი ოფისი დახურვამდე: 1 2 3
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests