Sony-ის ხედვის ამოცნობის ტექნოლოგია, News

მოვლენები, ამბები, სტატისტიკა, ინტერვიუები, ღონისძიებების საერთო...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Sony-ის ხედვის ამოცნობის ტექნოლოგია

Unread post#1 » 26 Mar 2014 21:36

GDC 2014 კონფერენციაზე Sony-ის კომპანიამ მისი ახალი ტექნოლოგიის სამუშაო ვერსია წარმოადგინა. ხედვის აღქმის ტექნოლოგია, რომლის დანერგვაც PlayStation 4 კონსოლშია დაგეგმილი, მომხმარებელს საკუთარი თვალების მეშვეობით კამერის მიმართულების მართვის საშუალებას აძლევს - ჯოისტიკის მარჯვენა სტიკის გამოყენების გარეშე. ტექნოლოგიის გატესტვის შემდეგ პორტალი Destructoid წარმომადგენლების გაკეთებული განცხადება - "მსგავსი ტექტონოგიით Sony ყველაფრის შეცვლა შეუძლია".

>>>

პორტალის რედაქტორი დეილ ნორტმა თავის გვერდზე აღიარა, რომ დასაწყისისთვის საკმაოდ სკეფტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ მცირედი ტესტდრაივის შემდეგ მას სრული აღფრთოვანება დაეუფლა. ავტორმა InFamous: Second Son თამაში შეძლო, რომლის დროსაც დასამიზნებლად და კამერის სამოძრაოდ საკუთარ მზერას იყენებდა. დასაწყისისთვის სპეციალურმა მოწყობილობამ ნორტის თვალი ულტრაიისფერი სხივით დაასკანირა: მცირე კალიბრაციის შემდეგ იგი თამაშში შევიდა.

>>>

"რასაკვირველია, მართვის ახალი მოდელის ათვისებას გარკვეული დრო დასჭირდა, - ამბობს ნორტი. - გარემოცვის გადათვალიერების დროს, სათამაშო კამერა სხვადასხვა მხარეს დაცურავდა. ეს თქვენს დიზორიენტაციას არ იწვევს, მაგრამ დასაწყისში ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ვიღაც თქვენი მზერის პარალელურად მარჯვენა სტიკს ატარებს". ავტორის სიტყვების თანახმად, სათამაშო სამყაროს თვალების მოძრაობით თვარიელება, უცებ მარჯვენა სტიკის მოძრაობებით შეივსო, რამაც კამერის კიდევ უფრო დინამიური და ზუსტი მართვა განაპირობა.

>>>

როდესაც საქმე ბრძოლამდე და ზუსტ დამიზნებამდე მივიდა, Sony-ს ახალმა ტექნოლოგიამ თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინა: "უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ერთი მოწინააღმდეგედან მეორეზე სწრაფმა გადახტომამ ვერ მიშველა, მაგრამ როდესაც ხედვის კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე ფოკუსირება ვისწავლე, მათ გასანადგურებლად მხოლოდ R2 დაჭერაღა მჭირდებოდა. როდესაც მოცემული "მექანიკა" ჩემს ტვინამდე საბოლოოდ დავიდა, მე უბრალოდ რაღაც წარმოუდგენელი სიძლიერის გრძნობამ ამავსო - თითქოს ყველაფერი ცოცხალის მხოლოდ ერთი შეხედვით განადგურება შემეძლო! ამის გაანალიზების გამო ოდნავ სკამზეც კი შევხტი!".

რამდენიმდე ხნის წინ კომპანიამ საკუთარი ვირტუალური რეალობის ქუდი დაანონსა - Project Morpheus, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე გიამბეთ. თვალით მართვის ტექნოლოგიასთან ერთად ეს ყველაფერი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება.
კვაზი-mode

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests