League of Legends-თან დაკავშირებული სკანდალი კორეაში, News

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

League of Legends-თან დაკავშირებული სკანდალი კორეაში

Unread post#1 » 20 Mar 2014 04:01

>>>

სამხრეთ კორეელმა League of Legends მოთამაშემ, ჩონ მინ კიმ იქაურ ქომუნითიში გაჩაღებული დიდი სკანდალის შემდეგ თავის მოკვლა სცადა. ქვეყნის ერთერთი საუკეთესო კიბერსპორცმენი, მინ კი AHQ ერთერთი გუნდის წევრი და LoL პროფესიონალური მოთამაშე გახლდათ. გუნდის მენეჯერი ნოჰ დე ჩულ (Noh Dae Chul) იყო: მისი მთავარი იდეა LoL საუკეთესო მოთამაშეების ერთი ფრთის ქვეშ გაწევრიანებაში მდგომარეობდა. თავიდან ყველაფერი ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ მენეჯერმა გუნდის წევრებს გარკვეულ მაჩებში გამიზნულად წაგების მოთხოვნა წაუყენა. მინ კის თქმით, მენეჯერის მოთხოვნა დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: თუ OnGameNet-ზე (ერთერთი ყველაზე მაშტაბური LoL ტურნირების ორგანიზატორი კორეაში) ისინი გარკვეული გუნდების წინააღმდეგ არ დამარცხდებოდნენ, იგი მათ შემდგომ ტურნირებში მონაწილეობას აუკრძალავდა.

მენეჯერის შეთანხმება გარკვეულ მომენტამდე იყო ძალაში: გუნდს ძალიან სლაბ მოწინააღმდეგესთან მოუწია წაგება. გონს მოსულმა მოთამაშეებმა, მენეჯერის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტეს და ამბავიც ყველამ გაიგო. AHQ წევრების განცხადებით, მენეჯერმა ისინი არალეგალური კიბერსპორტული ფსონების მეშვეობით ფულის გაკეთებაში გამოიყენა. მინ კიმ მოცემულ სტრესს ვერ გაუძლო და თავის მოკვლა სცადა, მაგრამ 12 სართულიანი შენობიდან გადახტომის შემდეგ მაინც გადარჩა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში სავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ამ მოვლენების გამო ჩემი კარიერა დასრულებულია, - განაცხადა მინ კიმ სუიციდის მცელობამდე რამდენიმე ხნით ადრე. - ყველაფერი რაც ერთ წლიანი სისტემატიური ვარჯიშებისგან მივიღე - სრული შინაგანი სიცარიელეა". Reddit მყოფი იაპუნური ენის მცოდნეების მიერ განთავსებული განცხადების თანახმად, კარიერისადმი მსგავსი სერიოზულობით მიდგომა მოთამაშეს სახლში არსებული მატერიალური პრობლემების გამო მოუწია: 15 წლის ასაკიდან მხოლოდ იგი იყო სახში შემომტანი, ხოლო კიბერსპორტი მის ერთადერთ ბედნიერ ბილეთს წარმოადგენდა.
კვაზი-mode

User avatar
Slacker
Posts: 243
Contact:

League of Legends (სკანდალი კორეაში)

Unread post#2 » 22 Mar 2014 18:16

და კარიერა რატო დასრულდაო?
ეგ ვერ დავამუღამე
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

League of Legends (სკანდალი კორეაში)

Unread post#3 » 22 Mar 2014 23:19

რა საჭირო იყო 12 სართულიდან გადმოხტომა და თავის მოკვლა ვერ მივხვდი )))))) ნუ კარიერა დასრულდაო იმიტო წერს რო არ ეგონა ადამიანი-კატა თუ აღმოჩნდებოდა და 12 სართულიანი შენობიდან სკუპს გადაურჩებოდა ანუ ეს ყველაფერი სუიციდამდე დაწერა როგორც სტატიაში წერია. ისე ერთ პიროვნებას მაგონებს, ჩვენს თანამემამულეს. მასაც შეუძლია წაგების გამო ამდაგვარი ქნას ან უარესი 12 სართულიდან გადმოყაროს ყველა ))))

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

League of Legends (სკანდალი კორეაში)

Unread post#4 » 23 Mar 2014 02:11

ისე 12 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ როგორ უნდა გადარჩე ))))))
რაღაც არსებობს!
You'd better do something about that cough

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

League of Legends (სკანდალი კორეაში)

Unread post#5 » 23 Mar 2014 03:54

აუ ტიპს ისეთი ბედი აქ ალბათ 0.0001 პროცენტიან დროპებს 10-დან 10 მოწინააღმდეგეს აყრევინებდა, გამართლებაა რა ყველაფერი პროსტა ძაან შემეცოდა მაგარი კაცია

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest

cron