განხეთქილება Flappy Bird-ის გარშემო, ინდუსტრიის ანალიზი

Information / Statistics / Interviews / Stories / Events /
User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

განხეთქილება Flappy Bird-ის გარშემო

Unread post#1 » 10 Feb 2014 08:55

თამაშების ინდუსტრია ბოლო რამდენიმე კვირაა საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდა. მობილურის მარკეტი არასდროს გამოირჩეოდა ღრმა ხარისხიანი თამაშებით, მაგრამ ბოლო დროს ტოპ ჩარტებში მოხვედრილმა "Flappy Bird" მთელი სამყაროს ყურადღებმა მიიპყრო. თამაში for fun დაწერილ პროტოტიპს გავს - სპრაიტული ჩიტი მიფრინავს წინ და პერიოდულად ჭირდება ეკრანზე დაჭერა, რომ ფრთების მოქნევით ზევით აიწიოს და იატაკზე არ დაენარცხოს. გზად Mario-დან გადმოკოპირებული იკონური მილები ხვდება.

ერთი შეხედვით, არაფერი ახალი, ან ორიგინალური, ერთი უბრალო ვიეტნამელი კაცის გაკეთებულ თამაშში, არ არის - მარკეტი ხომ ისედაც გადავსებულია იგივე ჟანრის თამაშებით. თუ რატომ იქცა Flappy Bird ტოპ თამაშად და თუ რატომ აკეთებდა მულტიმილიონერ კომპანიებზე მეტ ფულს დღეში, ამაზე ერთი ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს. ხალხის ნაწილი წარმატებას Dark Soul-ის ეფექტს აბრალებს, რადგან თამაში ნამდვილად ბრუტალურად რთულია - თვისება რომელიც გამოარჩევს Flappy Bird'ს კასუალურ აუდიტორიაზე გათვლილ, ადვილ თამაშებისგან, მაგრამ საკმარისი იყო თუ არა მარტო ეს თვისება დღეში რეკლამისგან 50000 $ გასაკეთებლად, საკამათო საკითხია. აღსანისნავია, რომ თამაში რამდენიმე თვე იდო წარუმატებლად მარკეტზე და შემდეგ Gangham Style-ის პრინციპით, ნამდვილ ფენომენად იქცა.

>>>

მაგრამ თამაშის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მთავარი გამომწვევი მიზეზი თვითონ დეველოპერის ტვიტერზე გაკეთებული განცხადება გახდა: Dong Nguyen გამოაქვეყნა, რომ უკმაყოფილო იყო სიტუაციის განვითარებით. იგი ამბობდა, რომ ჟურნალისტები აწუხებდნენ და მთელი ეს აჟიოტაჟი მისი უბრალო, არაფრით გამორჩეული თამაშის გარშემო, მისთვის გაუგებარი და დაძაბულობის მომტანი იყო.

რამდენიმე დღეში კი მან თამაშის მარკეტიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ასევე ტვიტერის საშუალებით იქნა გაჟღერებული. ამის გაგონებაზე მთელი მსოფლიო გამოშტერდა (პირდაპირი გაგებით). წარმოიშვა უამრავი თეორია, მათ შორის ნინტენდოს მიერ სასამართლოში ჩივილის შიშის ვარიანტიც იყო, მაგრამ Dong Nguyen მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და ამტკიცებდა, რომ თამაშის მოხსნის გადაწყვეტილება, პირად ცხოვრებაში დაძაბულობის და უბედურების მოტანის გამო მიიღო. მოცემულმა საკმაოდ მრავალფეროვანი რეაქციები გამოიწვია - ყბაჩამოგდებული გაოცებიდან დაწყებული, ცინიკური დაცინვით და გენიალური მარკეტინგული ტვისტების მოლოდინით დამთავრებული.

მაგრამ თუ პლოტ ტვისტი არსებობს, ის ჯერ არ გამოჩენილა. Dong Nguyen სიტყვის პატრონი აღმოჩნდა და თამაში მართლაც მოიხსნა სერვერებიდან. შეგახსენებთ რომ Flappy Bird-ს მისთვის დღეში 50000 $ მოქონდა. მოხსნის თანავე Ebay-ზე ტელეფონებზე ჩაწერილი თამაშის ვერსიების, გაორმაგებულ და გასამმაგებულ ფასში გაყიდვა დაიწყო.

>>>

ყველაზე კულმინაციური კი Electronic Arts-ის ანონიმური წევრის ინტერვიუ გახდა. მისი თქმით, Dong Nguyen დაუკავშირდნენ და თამაშის წარმატების ფარმვაში სრული მხარდაჭერის წინადადება გაუკეთეს. რამაც Flappy Bird-ის დეველოპერი ძალიან გაანაწყენა , Electronic Arts საშინელი უპრინციპო კომპანია უწოდა და თქვა რომ Flappy Bird-ის წარმატება მისი კომპიუტერული თამაშების მიმართ სიყვარულს ანგრევს.

Electronic Art-ის წევრმა აღნიშნა, რომ არ ესმოდა მსგავსი რიაქცია, თამაშს ხომ ისედაც ტონა ფული მოქონდა. მათ Dong Nguyen-ს უბრალოდ მისცეს შანსი მისი თამაში შემდეგ Angry Bird-სად ექცია და ფულის მოჭრის ნამდვილი მანქანა გამხდარიყო. ეს კაცი ვერ ხვდება რა შანს უშვებს ხელიდან, აღნიშნა EA-ს წევრმა და "ვაი ვაი"-ს ძახილით ყვერებში ანანასის რტყმა განაგრძო (თემის ავტორის ინტერპრეტაცია)

ვინ არის Dong Nguyen? მარკეტინგული გენიოსი, რომლის შესანიშნავი გეგმის შემდეგ ნაწილსაც მალე ვიხილავთ? თუ სულელი Drama Queen, რომელმაც ხელიდან გაუშნა შანსი რომლისთვისაც უმრავლესობა უკანალს დორზაკების არმიას ჩამოუტარებდა? სამაგალითო პრინციპული კაცი, რომელსაც ჯამრთელი დამოკიდებულება აქ ფულის იდეასთან და რომლისთვისაც წარმატების გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი? რთული სათმელია, მაგრამ ისტორია ნამდვილად უნიკალური და საინტერესოა, ერთგვარად დაუჯერებელიც კი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#2 » 10 Feb 2014 09:23

ძალიან დასაფასებელი კაცია რა მიზნითაც არ უნდა ექნა ეგ, გინდა ჭკუა იყოს სამომავლოდ გამოყენებული და გინდა პრინციპები. 2-3 დღეა ამ ინფოს ვაკვირდები და ვერ ვიგებ რატო ქნა ეს )) საინტერესი tweet-ები აქვს ისე

► Show Spoiler
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#3 » 10 Feb 2014 18:11

ფულის იდეასთან ჯანსაღი დამოკიდებულება და 50 000 დღეში კეთება რაღაც გაუგებარია ეხა ჩემთვის )) ანუ ის თემა რო ბევრი ფულიდან უფრო ბევრ ფულზე თქვა უარი, მაგარი მარაზმი მგონია )) რაღაც უკეთეს შემოთავაზებას ეძებს ალბათ, ან უკვე აქ რამე უკეთესი თვითონ მოფიქრებული.

კაი მაგალითია ეს გეიმ ჯემისთვის. ყოველთვის მჯეროდა ორიგილაური მექანიკის, რაცარუნდა მარტივი იყოს, და ზუსტად მაგის მაგალითია ეხა ეს. ტელეფონები არაა დიდი კონსოლების მიბაძვის პლადფორმა, პირიქით, აქვთ პატარა შესაძლებლობები და საჭიროა ისეთი იდეები რომლებიც ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნება მოფიქრებული. ნინტენდოს ესმოდა თავის პორტატივების ფილოსოფიაში ეგ ამბავი და ესმის დღემდე, მარა აი სონიმ ვერ გაიგო ვერაფრით და გადააქ AAA პროექტები PS3 დან ვიტაზე.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#4 » 10 Feb 2014 20:08

კი რთული გასაგებია. მაგრამ მაინც მესმის დაუოკებელი სურვილი უფრო მეტის და მეტის როგორ შეიძლება არ გქონდეს. ანუ თუ საკმარისი ფული გააკეთა წყნარად იცხოვროს როგორც გაუსწორდება და რაღაც გრანდიოზული ამბიციები არ აქ შეიძლება გაჩერება და ნაშოვნ ფულზე დაჯერება.

კონსუმერიზმი და სიხარბის ბიძგი ძალიან ცუდათ მოქმედებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ტიპზე. უცებ გამდიდრების მერე ბევრი რამე იცვლება ძალიან და აქედან საკმაოდ ბევრი რამე უარყოფითად თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ შემზადებული.

ანუ ადვილია ესე გარედან დებილი უძახო და გაუგებარი იყოს ფულის მომჭრელ მანქანაზე არ შეხტომა. მარა მიკრო ლეველზე ძაან ბევრი სხვა კუთხის დეტალებია.

ნუ რათქმა უნდა უსაფუძვლო სპეკულაციაა, რა მიზანი ამოძრავებდა სინამდვილეში გამოჩნდება მისი შემდეგი ნაბიჯებით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#5 » 11 Feb 2014 03:47

იყოს ეს ორი სურათი მაინც, ვინც ნახავს მარიოს რო არ მიამგვანოს მაინცდამაინც ))
1, 2
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#6 » 11 Feb 2014 09:32

რომც იყოს მოპარული რამე, მექანიკის მიხედვით, მოწოდებით და უბრალოდ მიდგომით იმდენად განსხვავებული და თვითმყოფადია რო არც არარავის აინტერესებს ეგ ამბავი მოპარვის, ნინტენდოს გარდა ალბათ...

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Flappy Bird (კონტროვერსია)

Unread post#7 » 11 Feb 2014 09:37

ორიგინალური თამაში არაა. ეგ ჟანრი დიდი ხანია არსებობს და მობილურებზეც ბევრია მსგავსი. უფრო ნავაროჩენებიც სროლებით და ა.შ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Industry”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest